1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.
3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვა მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად.
4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) დამსაქმებლებზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეებზე;
გ) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;
დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.11.2023 კანონი №3601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად. 3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვა მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) დამსაქმებლებზე; ბ) საქართველოს მოქალაქეებზე,მოქალაქეებზე; გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; გ) საქართველოში მუდმივადმუდმივი მცხოვრებბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობისმუდმივი არმქონებინადრობის პირებზე,ნებართვის გარდამქონე არარეზიდენტიმოქალაქეობის ფიზიკურიარმქონე პირებისა;პირებზე; დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისკომპანიებისა და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით პენსიასთანსაპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1232(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
…განსაზღვრულ ერთიანი გატანით პენსიის მიმღებ სუბიექტს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკითხის მომწესრიგებელ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაგროვებითი პენსიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება