1. საპენსიო ფონდი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისთვის.
2. საპენსიო ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით შემოიფარგლება.
3. საპენსიო ფონდი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს.
4. საპენსიო ფონდის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით.
5. საპენსიო ფონდის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. საპენსიო სააგენტოსფონდის შექმნა 1. საპენსიო სააგენტოფონდი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის,განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის.ადმინისტრირებისთვის. 2. საპენსიო სააგენტოსფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით შემოიფარგლება. 3. საპენსიო ფონდი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს. 4. საპენსიო ფონდის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოსფონდის დებულებით,დებულებით. რომელსაც5. ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საპენსიო სააგენტოსფონდის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოზეფონდზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულიდადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაგროვებითი პენსიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება