1. თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. საპენსიო აქტივები მონაწილის მემკვიდრეს შეიძლება გადაეცეს ერთიანი გადახდით, ხოლო თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე მონაწილეა − მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.
3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო ფონდს წარუდგენს მოთხოვნას საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული წესის (პროცედურების) შესაბამისად.
4. საპენსიო ფონდი გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისგან საპენსიო აქტივების მისთვის გადაცემის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღების შემდეგ, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემის შესახებ და მემკვიდრეს გადასცემს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.
5.
(ამოღებულია - 01.11.2023, №3601).
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა 1. თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. საპენსიო აქტივები მონაწილის მემკვიდრეს შეიძლება გადაეცეს ერთიანი გადახდითგადახდით, ან/დახოლო თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისმემკვიდრე მონაწილეა − მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. 3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო სააგენტოშიფონდს წარადგენსწარუდგენს მოთხოვნას საპენსიო სააგენტოსფონდის მიერ დამტკიცებული წესის (პროცედურების) შესაბამისად. 4. საპენსიო სააგენტოფონდი გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისგან საპენსიო აქტივების მისთვის გადაცემის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოსფონდის მიერ განსაზღვრულიდადგენილი წესით მიღების შემდეგშემდეგ, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემის შესახებ და მემკვიდრეს გადასცემს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. 5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაგროვებითი პენსიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება