1. მონაწილეს უფლება აქვს, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს ნებისმიერ ასაკში, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით.
2. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას.
3. საპენსიო ფონდი მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით.
4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. ამასთანავე, მას აღარ ექნება უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას 1. მონაწილემონაწილეს უფლებამოსილიაუფლება აქვს, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიონებისმიერ ასაკისასაკში, მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულიგათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით. 2. საპენსიო სააგენტოფონდი განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას. 3. საპენსიო სააგენტოფონდი მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულიგანსაზღვრულ წესითვადაში და განსაზღვრულდადგენილი ვადაში.წესით. 4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოსფონდის მიერ განსაზღვრულიდადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. ამასთანავე, მონაწილესმას აღარ ექნება უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაგროვებითი პენსიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება