საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (27 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №421 |
|
2018 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
2. სსიპ – საპენსიო სააგენტომ უზრუნველყოს წინადადებების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მიმდინარე წელს საჭირო დაფინანსების განსაზღვრისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე.
|
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო არის საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება – „საპენსიო სააგენტო“. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Legal Entity of Public Law – Pension Agency“.
3. სააგენტო პასუხისმგებელია საქართველოს კანონით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.
4. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
5. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
6. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამავე დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) საპენსიო აქტივების განკარგვა, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;
გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის ანალიზი, რისკების შეფასება, დაგროვებითი საპენსიო სქემის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა;
დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.
2. სააგენტოს ამოცანებია:
ა) აღრიცხოს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულები და თვითდასაქმებულები და თითოეული მონაწილისთვის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში შექმნას;
ბ) გახსნას ანგარიში ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში;
გ) განახორციელოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით;
დ) დადოს ხელშეკრულებები:
დ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირ(ებ)თან;
დ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან;
ე) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;
ვ) განახორციელოს პენსიების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;
ზ) დადოს ხელშეკრულებები საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) განკარგვის თაობაზე;
თ) დააკომპლექტოს საპენსიო სააგენტოსთვის თანამშრომლები და უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი ანაზღაურების პირობების შექმნა;
ი) მოამზადოს საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს;
კ) განიხილოს და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საპენსიო შენატანთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ლ) შეიმუშაოს და მიიღოს სამართლებრივი აქტები საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ;
მ) უზრუნველყოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო სამსახურის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ყველა რესურსით, მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, რაც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტში.
1. საპენსიო სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს მეშვეობით, რომელიც ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა;
ბ) საინვესტიციო საბჭოს მეშვეობით;
გ) სააგენტოს დირექტორის მეშვეობით;
დ) უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მეშვეობით;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ამ ქვედანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) დირექტორის აპარატი, რომლის მოვალეობებში შედის დირექტორის ადმინისტრაციული მხარდაჭერა მის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების აღსასრულებლად, ასევე სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოების სამდივნოს ფუნქციების შესრულება და ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;
ბ) საინვესტიციო სამსახური, რომლის მიზანია საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირება და რომლის სტრუქტურასაც საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორს;
გ) შიდა აუდიტის სამსახური;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ე) საოპერაციო დეპარტამენტი, რომლის მოვალეობებში შედის შენატანების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა, ინდივიდუალური ანგარიშების მართვა, პენსიის გამოთვლა და გადახდა. ასევე საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა, პენსიების მოცულობების სიმულირებისა და გამოთვლის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, პენსიებთან დაკავშირებული ფართო გამოყენების პროგრამული და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების შემუშავება;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
თ) სამეთვალყურეო საბჭოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი.
3. საპენსიო სააგენტოს დირექტორი შეიმუშავებს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს შინაგანაწესს, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების წესდებას, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების უფლებებსა და მოვალეობებს.
1. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება შემდეგი ოთხი (4) წევრისგან:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
დ) საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. სამეთვალყურეო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ორი (2) წლის ვადით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა, ასევე დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.
3. სამეთვალყურეო საბჭო სხდომებს ატარებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. დირექტორის აპარატი უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სააგენტოს დირექტორსა და უფროს საინვესტიციო ოფიცერთან კონსულტაციების საფუძველზე. მდივანი ადგენს სხდომის ოქმებს და წარუდგენს წევრებს ხელმოსაწერად, ასევე ახდენს ოქმების შენახვას ან/და შემდგომში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მის გადაცემას.
5. სააგენტოს დირექტორი ხმის უფლების გარეშე მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში, გარდა იმ სხდომებისა, რომლებიც ეხება ახალი დირექტორის შერჩევას, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევას ან თუ ამას მოითხოვს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
6. საპენსიო სააგენტოს სხვა თანამშრომლები, ასევე სხვა მოწვეული პირები შეიძლება დაესწრონ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში.
7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებისა და მისი გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოქვეყნება ხდება სამეთვალყურეო საბჭოს სამდივნოს მიერ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, წევრობასთან დაკავშირებული საქმიანობა არ ექვემდებარება ანაზღაურებას სააგენტოს მხრიდან.
1. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
2. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, აგრეთვე საბჭოს არანაკლებ 2 წევრი, სამდივნოს მეშვეობით.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული საბჭოს წევრი.
4. საბჭოს ყველა წევრს უნდა ეცნობოს საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილი და დღის წესრიგი და უნდა მიეწოდოს სათანადო მასალები, როგორც წესი, შესაბამის თარიღამდე არანაკლებ 2 დღით ადრე.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 3 წევრისა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს სხდომის მუშაობა და საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. მას ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და წევრები.
სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხას (გარდა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებისა);
ბ) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის საქმიანობის ზედამხედველობას და აძლევს მას მითითებებს;
გ) საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროს საინვესტიციო ოფიცერს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
ე) ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის მექანიზმს;
ვ) ამტკიცებს პენსიის პროგრამული გატანის პერიოდულობის წესებსა და პირობებს;
ზ) ამტკიცებს მონაწილის მემკვიდრის მიერ საპენსიო სააგენტოში მოთხოვნის წარდგენის წესებსა და პროცედურებს;
თ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის სამართლებრივ აქტებს, გარდა საინვესტიციო საბჭოს, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული სამართლებრივი აქტებისა;
ი) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას;
კ) ახორციელებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
1. საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო და თანამდებობაზე ნიშნავს ხუთი (5) წლის ვადით. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო.
2. საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე 2 საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. საპენსიო სააგენტოს დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესსამართლის დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოს დირექტორად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად.
4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
5. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს დირექტორის აპარატი.
6. კონკურსში გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები.
8. სამეთვალყურეო საბჭო დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის დანიშვნაზე და კონკურსს აცხადებს განმეორებით.
სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არა უგვიანეს 1 თვისა მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;
ე) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის;
თ) გარდაცვალების შემთხვევაში.
1. სააგენტოს დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და ორგანიზებას უწევს მის საქმიანობასა და ფუნქციონირებას;
ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
დ) ახორციელებს პენსიების გაცემის პროცესის ადმინისტრირებას;
ე) ამზადებს და სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;
ზ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს;
თ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;
ი) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემდეგ სამართლებრივ აქტებს:
ი.ა) სამეთვალყურეო საბჭოსა და საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილ, ასევე დავების გადაჭრის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს;
ი.ბ) სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ი.გ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს;
ი.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სამართლებრივ აქტებს/ინსტრუქციებს/წესებს;
კ) ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს მითითებებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
2. სააგენტოს დირექტორი შეიმუშავებს და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს პრინციპებს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების აღრიცხვა, ადმინისტრირება, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანების, ხარჯების, დანაკარგის, ნამეტი შემოსავლის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვა.
3. დირექტორი ყოველწლიურად, მომდევნო წლის არაუგვიანეს 5 თვისა, ამზადებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშს, რომელიც აღწერს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას წინა წლის განმავლობაში, ასევე სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის პროექტს მომდევნო წლისთვის.
4. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. დირექტორის არყოფნის დროს მის მოვალეობებს ასრულებს მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის მოადგილე. დირექტორის მოადგილე(ები) ამავდროულად შესაძლებელია იკავებდეს (იკავებდნენ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობას.
5. თუ საპენსიო სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი დირექტორი, მოქმედი დირექტორი აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) კალენდარული დღის განმავლობაში.
1. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება ხუთი (5) წევრისგან.
2. საინვესტიციო საბჭოს წევრებს ხუთი (5) წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საინვესტიციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომი დღისათვის არ იქნება არჩეული ახალი წევრი, საინვესტიციო საბჭოს წევრი აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას ახალი წევრის არჩევამდე.
3. საინვესტიციო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს.
4. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა.
5. საინვესტიციო საბჭოს წევრების შერჩევა ხდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შესარჩევი კომისიის მიერ, რომლის ადმინისტრაციულ მხარდაჭერასაც ახორციელებს სააგენტოს დირექტორის აპარატი.
6. საინვესტიციო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. საინვესტიციო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
7. საინვესტიციო საბჭოს სხდომას წარმართავს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული საბჭოს წევრი.
8. საინვესტიციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. სააგენტოს დირექტორი და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილნი არიან საინვესტიციო საბჭოს სხდომებს დაესწრონ ხმის უფლების გარეშე.
10. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე მიიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი ან ნებისმიერი სხვა პირი.
11. საბჭოს სხდომის მუშაობა და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და წევრები.
12. საინვესტიციო საბჭოს წევრი თავისუფლდება თანამდებობიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან გარდაცვლილად გამოაცხადებს;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნება მხარდაჭერის მიმღებ პირად საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) მან დაარღვია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები ან/და არასათანადოდ შეასრულა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და ვალდებულებები;
ე) იგი არ მონაწილეობს საინვესტიციო საბჭოს სხდომებში ზედიზედ სამჯერ, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე;
ვ) იგი გადადგება თანამდებობიდან ან გარდაიცვლება.
13. საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებითა და სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სხდომაზე გამოცხადებას, ჩაითვლება საპატიო მიზეზად. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი თანამშრომლის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს (შესაძლებელია ელექტრონულად) სააგენტოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ საინვესტიციო საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 48 საათისა.
საინვესტიციო საბჭო:
ა) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და ცვლილებების უფლების გარეშე დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
ბ) საჭიროებისამებრ პერიოდულად გადახედავს და შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;
გ) ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას არანაკლებ კვარტალში ერთხელ;
დ) ახდენს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოითხოვს უფროსი საინვესტიციო ოფიცრისგან, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარმოადგინოს პორტფელის შესაბამისობაში მოსაყვანად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა;
ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რიცხოვნობასა და სახელფასო ხარჯებთან და ასევე მომსახურების გამწევ პირებთან, სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან დაკავშირებით, და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
ვ) ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარ(ებ)ისა და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევას;
ზ) განსაზღვრავს და სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
1. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსისთვის მის მიერ დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს და სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურას. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღება სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. დირექტორის აპარატი უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს მხარდაჭერას უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევის პროცესში, რათა დაცულ იქნეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.
3. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საინვესტიციო სამსახურის მხარდაჭერით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორს.
5. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების ინვესტირებაზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად.
6. საინვესტიციო საბჭოს მიერ მიღებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ყოველწლიურად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს წესებს და პრინციპებს, რომელთა დაცვით განახორციელებს საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საქმიანობას.
7. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული იმ საქმიანობის დაგეგმვასა და ანგარიშგებაში, რომელსაც განახორციელებს დირექტორი და დანერგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საპენსიო სააგენტოსთვის დადგენილ პოლიტიკასა და პროცედურებს.
8. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან იქნეს გათავისუფლებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოსთვის მიმართვის საფუძველზე.
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიზანია სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დასაქმების პროცესის ორგანიზება და მართვა;
გ) სააგენტოსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
დ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სტაჟირების სისტემის დანერგვა და ორგანიზება;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სააგენტოს საქმიანობის პროცესის ავტომატიზაცია;
ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება და ადმინისტრირება;
თ) სააგენტოში დაცული ელექტრონული მონაცემების შენახვა და ადმინისტრირება;
ი) კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება;
კ) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირების მიზნით, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება;
მ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ნ) სააგენტოს ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
ო) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, სააგენტოს ფულადი სახსრებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ორგანიზება და მისი შედეგების ბუღალტრული ასახვის უზრუნველყოფა;
პ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფა;
ჟ) სააგენტოს მიერ წარმოებული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა-გატარება ბუღალტრულ პროგრამაში, კანონმდებლობით დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა და დაარქივება;
რ) შემოსულობებისა და გადასახდელების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
ს) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება;
ტ) სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა განაცემების (შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა, დანამატი, საბოლოო ანგარიშსწორება, მივლინება) დარიცხვა და გაცემა;
უ) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;
ფ) სხვადასხვა ორგანიზაციებსა და უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
ქ) სააგენტოს უზრუნველყოფა ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
ღ) სააგენტოს კუთვნილი ქონების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მათი უფლებამოსილი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა. სააგენტოს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება;
ყ) სასაწყობე მეურნეობის მართვა, აუცილებელი მინიმალური ნაშთების შესახებ ინფორმაციის სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და აღნიშნული ნაშთების კონტროლი;
შ) სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის მოვლა-შენახვა;
ჩ) სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობასა და ტერიტორიული სამსახურების ოფისებში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
ც) შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება;
ძ) შესყიდვებისთვის საჭირო ხელშეკრულებების მომზადებისა და დადების უზრუნველყოფა;
წ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლი, გადაცდენის შემთხვევაში დროული და ადეკვატური რეაგირება;
ჭ) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა.
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ბ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრებისა და სააგენტოს მონაწილეობით წარმოებული სასამართლო დავების ყოველთვიური სამართლებრივი ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა დირექტორისთვის;
დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
ვ) დავების გადაჭრის მექანიზმის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიზანია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებითა და ინტენსივობით მიწოდება, ასევე დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების წარმართვა.
2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) სააგენტოს სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება და, საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზებისა და მსგავსი ინფორმაციის მომზადება;
დ) მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული სისტემის ფორმირება;
ე) თემატური ელექტრონული და ბეჭდვითი პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება;
ვ) სააგენტოს საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორ ქვეყნებთან თანამშრომლობა;
თ) სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა.
1. საპენსიო სააგენტოს ჰყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. შიდა აუდიტი საპენსიო სააგენტოს ეხმარება მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:
ა) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სააგენტოს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან.
3. შიდა აუდიტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სააგენტოში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
4. სააგენტოს თანამშრომლები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.
5. შიდა აუდიტის სამსახური ანგარიშვალდებულია მხოლოდ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
1. საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე (გარდა უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო საბჭოს წევრებისა) თანამშრომელთა შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს დირექტორის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.
2. საკონკურსო მოთხოვნებს ამტკიცებს დირექტორი.
3. საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე 2 საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
5. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.
6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებისთანავე ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად დირექტორს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
8. კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
1. საპენსიო სააგენტო ვალდებულია, ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 თვისა, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში.
2. ანგარიში უნდა მოიცავდეს დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციას.
3. ერთ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება.
1. საპენსიო სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასური, რომელიც გამოითვლება და გამოიქვითება საპენსიო სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) გრანტები;
დ) შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოსულობები და სახსრები მოხმარდება საპენსიო სააგენტოს მხოლოდ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მიზნების მიღწევას და შესაბამისი მოვალეობების განხორციელებას.
3. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
4. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
სააგენტოს აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით.
1. სააგენტოს თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, დაუშვან კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.
2. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა სააგენტოში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
1. სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. საპენსიო სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებებს ჩაუტარდება ყოველწლიური აუდიტი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
3. სააგენტოს დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სააგენტოს დირექტორის შესარჩევი პირველი კონკურსი ჩატარდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – საპენსიო სააგენტოს თანდართული დებულება.
+
+
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დებულება
2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა − საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს შემოკლებული დასახელება – „საპენსიო სააგენტო“ ან „სსიპ − საპენსიო სააგენტო“. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Legal Entity of Public Law – Pension Agency“. სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს სააგენტოს ინგლისურენოვანი შემოკლებული დასახელება − „Pension Agency“ ან „LEPL Pension Agency“.
4. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
5. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
6. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად, თუ ამავე დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რისკების მართვა – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და მმართველობის ორგანოების კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სააგენტოში რისკის მართვა;
ბ) რისკის მმართველობის ჩარჩო − დებულების 181 მუხლით განსაზღვრული ჩარჩო, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, სააგენტოს დირექტორი, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი და რისკის მთავარი ოფიცერი იღებენ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რისკის სტრატეგიაზე. აღნიშნული მოიცავს რისკის აპეტიტისა და რისკის ლიმიტების ჩამოყალიბებასა და მათთან შესაბამისობის მონიტორინგს, ასევე რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და აღმოფხვრის პროცესებს;
გ) რისკის ამტანუნარიანობა − მაქსიმალური აგრეგირებული რისკის დონე, რომლის აღებაც შეუძლია სააგენტოს, არსებული ფინანსური და საოპერაციო რესურსების გათვალისწინებით, კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრუდენციული რეგულაციებისა და მონაწილეთა მიმართ არსებული ვალდებულებების დარღვევის გარეშე;
დ) რისკის აპეტიტი – რისკის აგრეგირებული დონე და რისკის ტიპები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო სააგენტოს იმისათვის, რომ მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ და საინვესტიციო მიზნებს;
ე) რისკის ლიმიტები – მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებზე დაფუძნებული რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც საპენსიო სააგენტოს რისკის აგრეგირებულ აპეტიტს უსადაგებენ საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობებს, შესაბამის შემთხვევებში, შესაბამის მხარეებს, რისკის კონკრეტულ კატეგორიებს (მათ შორის, აქტიური რისკის ბიუჯეტს), კონცენტრაციებსა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ელემენტებს;
ვ) რისკის პროფილი – დროის გარკვეულ მომენტში ცალკეულ რისკის კატეგორიაში სააგენტოს მთლიანი ან შესაბამის შემთხვევებში წმინდა რისკის პოზიციები, რაც, თავის მხრივ, მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებს ეფუძნება;
ზ) საინვესტიციო რისკი – მიზნობრივი ამონაგებიდან ნეგატიური გადახრის ალბათობა, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოწვეულ იქნეს საბაზრო რისკით, ინფლაციის რისკით, საკრედიტო რისკით, კონტრაჰენტის რისკით, ლიკვიდურობის რისკითა და შეფასების რისკით;
თ) არასაინვესტიციო რისკი – სააგენტოს არასაინვესტიციო რისკი, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ რისკს, საოპერაციო რისკს, სამართლებრივ, მარეგულირებელ, შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებს;
ი) აქტივების განთავსების სტრატეგია − განიმარტება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით;
კ) საინვესტიციო პორტფელი – განიმარტება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით;
ლ) საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკა − დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს, საოპერაციო რისკების აპეტიტის ჩარჩოს, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ბიზნესუწყვეტობის ჩარჩოს, ადამიანური რისკების, სწავლებისა და შესაძლებლობების ჩარჩოს, თაღლითობის, ქრთამისა და კორუფციის რისკების ჩარჩოს, რეპუტაციული რისკისა და კომუნიკაციის ჩარჩოს, მხილების, სამართლებრივი შესაბამისობის, ინტერესთა კონფლიქტის ჩარჩოს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
მუხლი 3. საპენსიო სააგენტოს მიზნები და ფუნქციები“;🔗
2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების აღრიცხვა და თითოეული მონაწილისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნა;
ბ) ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნა და საპენსიო აქტივების, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების მართვა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად;
გ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით;
ე) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია ფონდისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;
ვ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებსა და, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, მონაწილეთა მემკვიდრეებზე პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;
კ) განიხილოს და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საპენსიო შენატანებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
მ) უზრუნველყოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო სამსახურის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ყველა რესურსით, მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, რაც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტში;
ნ) ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
ა) სამეთვალყურეო საბჭოს მეშვეობით;
დ1) რისკის მთავარი ოფიცრის მეშვეობით;
დ2) საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის მეშვეობით;
დ3) შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მეშვეობით;
ე) ამ დებულებით ან/და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) დირექტორის აპარატი;
ბ) საინვესტიციო სამსახური;
ბ1) საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური;
გ) შიდა აუდიტის სამსახური;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ე) საოპერაციო დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
თ) რისკების კონტროლის დეპარტამენტი;
ი) მენეჯერული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;
კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ლ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი.
3. საპენსიო სააგენტოს დირექტორი შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს შინაგანაწესს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
2. სამეთვალყურეო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან 2 (ორი) წლის ვადით ხმათა უმრავლესობით თანამდებობრივად ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა, ასევე დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.
3. სამეთვალყურეო საბჭო სხდომებს ატარებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. დირექტორის აპარატი ან დირექტორი (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს სამდივნოს/მდივნის ფუნქციებს. მდივანი უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით და სააგენტოს დირექტორთან, უფროს საინვესტიციო ოფიცერთან, საინვესტიციო რისკის უფროს ოფიცერსა და რისკის მთავარ ოფიცერთან კონსულტაციების საფუძველზე. მდივანი ადგენს სხდომის ოქმებს და წარუდგენს წევრებს ხელმოსაწერად, ასევე ახდენს ოქმების შენახვას ან/და შემდგომში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მისი ასლების გადაცემას.
5. სააგენტოს დირექტორი, ხმის უფლების გარეშე, მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში, გარდა იმ სხდომებისა, რომლებიც ეხება ახალი დირექტორის შერჩევას ან თუ ამას მოითხოვს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებისა და მისი გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოქვეყნება ხდება სამეთვალყურეო საბჭოს სამდივნოს მიერ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ისეთი ოქმისა, რომელიც მოიცავს საპენსიო სააგენტოს ან მესამე პირთა კონფიდენციალურ ინფორმაციას/კომერციულ საიდუმლოებას ან/და სააგენტოს თანამშრომლების ან მესამე პირების პერსონალურ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ოქმი პროაქტიულ გამოქვეყნებას ექვემდებარება კონფიდენციალური/პერსონალური მონაცემების გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
2. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, აგრეთვე საბჭოს არანაკლებ 2 წევრი, სამდივნოს მეშვეობით. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს საბჭოს მოწვევა, საბჭოს თავმჯდომარისათვის შესაბამისი მოთხოვნისა და მის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგის წარდგენით.
4. საბჭოს ყველა წევრს უნდა ეცნობოს საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილი და დღის წესრიგი და უნდა მიეწოდოს სათანადო მასალები, როგორც წესი, შესაბამის თარიღამდე არანაკლებ 2 დღით ადრე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხასა და საპენსიო სააგენტოს შინაგანაწესს;
დ) კონკურსის წესით ირჩევს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორსა და სააგენტოს რისკის მთავარ ოფიცერს;
ე) განსაზღვრავს და ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურს;
ვ) (ამოღებულია 25.08.2021, №426);
ზ) (ამოღებულია 25.08.2021, №426);
თ) ითანხმებს სააგენტოს დირექტორის ნორმატიულ აქტებს, გარდა საინვესტიციო საბჭოს, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, საინვესტიციო სამსახურის, საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტებისა;
კ) ახორციელებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას;
ლ) ზედამხედველობს არასაინვესტიციო რისკების მართვის ფუნქციას, რომელსაც ახორციელებს სააგენტოს დირექტორი, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით და არასაინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციას, რომელსაც ახორციელებს რისკის მთავარი ოფიცერი, რისკების კონტროლის დეპარტამენტის მეშვეობით;
მ) ითანხმებს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას;
ნ) ზედამხედველობს სააგენტოს საქმიანობის შესაბამისობას საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკით განსაზღვრულ არასაინვესტიციო რისკების აპეტიტსა და შესაბამისი რისკის ლიმიტებთან;
ო) ზედამხედველობს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობას.
პ) ითანხმებს რისკის კონტროლის დეპარტამენტისა და აუდიტის სამსახურის წესდებებს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
მუხლი 81. რისკის მთავარი ოფიცრის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები🔗
1. საპენსიო სააგენტოს რისკის მთავარ ოფიცერს კონკურსის წესით შეარჩევს სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო.
2. საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს, სულ მცირე, 2 საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. რისკის მთავარ ოფიცრად შესაძლებელია, დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. რისკის მთავარ ოფიცრად არ შეიძლება, დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად.
4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია, შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
5. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს დირექტორის აპარატი.
6. კონკურსში გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები.
8. სამეთვალყურეო საბჭო რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე ნიშნავს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის დანიშვნაზე და კონკურსს აცხადებს განმეორებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 9. სააგენტოს დირექტორისა და რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობიდან გათავისუფლება🔗
1. სააგენტოს დირექტორი და რისკის მთავარი ოფიცერი თანამდებობიდან თავისუფლდებიან:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არანაკლებ 1 თვით ადრე მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს;
დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, სააგენტოს დირექტორის მოადგილეს დააკისროს დირექტორის მოვალეობის დროებით შესრულება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილეს დააკისროს რისკის მთავარი ოფიცრის მოვალეობის დროებით შესრულება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №656 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
გ) კომპეტენციის ფარგლებში, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი ანაზღაურების პირობების შექმნას, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
დ) ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებზე პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემის პროცესის ადმინისტრირებას;
ე) ამზადებს და ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) თვისა სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, რომელიც აღწერს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას წინა წლის განმავლობაში, ასევე სამუშაო გეგმას მიმდინარე წლისთვის;
ვ) ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) თვისა სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;
ზ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში, ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მიმოხილვას მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ასევე საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს;
თ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ი) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს:
ი.ა) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს;
ი.ბ) სააგენტოს საშტატო ნუსხას, სააგენტოს ბიუჯეტსა და სააგენტოს შინაგანაწესს;
ი.დ) კანონით განსაზღვრულ ნორმატიულ აქტებს (გარდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა);
ი.ე) საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას;
ი.ვ) რისკების კონტროლის დეპარტამენტისა და შიდა აუდიტის სამსახურის წესდებებს;
ი1) ამტკიცებს საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს;
კ) ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს მითითებებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ლ) ცვლილების უფლების გარეშე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს;
მ) დებს ხელშეკრულებებს:
მ.ა) საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილ აქტივების მმართველ კომპანიასა (კომპანიებსა) და სპეციალიზებულ დეპოზიტართან;
მ.ბ) ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ან დაგროვებითი საპენსიო სქემის პოპულარიზაციისა და წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირ(ებ)თან ან სხვა ნებისმიერ პირთან;
მ.გ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან;
მ.დ) საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენის/განკარგვის თაობაზე;
ნ) ხსნის საბანკო ანგარიშებს კომერციულ ბანკებში სააგენტოს ადმინისტრირება-მართვის მიზნებისთვის, ასევე სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევამდე ნომინალური მფლობელობის ანგარიშებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში, საპენსიო აქტივების განთავსებისა და მართვის მიზნით;
ო) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია ფონდებისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;
პ) განიხილავს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს საპენსიო შენატანთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ჟ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების წესდებებს, რომელთაგან სამეთვალყურეო საბჭოსთან წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს რისკების კონტროლის დეპარტამენტის, შიდა აუდიტის სამსახურის წესდებები, ხოლო საინვესტიციო საბჭოსთან − საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის წესდებები;
რ) ამტკიცებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს, წესებსა და პროცედურებს, რომელიც ამ დებულების შესაბამისად დეტალურად განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების მიზნებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებსა და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შემადგენელ პროცესებსა და პროცედურებს.
2. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია, მისი ცალკეული უფლება-მოვალეობები, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გადაანდოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერ თანამშრომელს.
3. (ამოღებულია 25.08.2021, №426).
4. დირექტორს ჰყავს არა უმეტეს 3 (სამი) მოადგილისა, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. დირექტორის არყოფნის დროს მის მოვალეობებს ასრულებს მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის მოადგილე. დირექტორის მოადგილე(ები) ამავდროულად შესაძლებელია, იკავებდეს (იკავებდნენ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის დადგენილება №140 – ვებგვერდი, 18.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
3. საინვესტიციო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს. ამასთან, საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით აირჩიოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა.
6. დირექტორის აპარატი ან/და საინვესტიციო სამსახური ასრულებს საინვესტიციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს. საინვესტიციო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. საინვესტიციო საბჭოს სხდომა შესაძლებელია, ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
8. საინვესტიციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. საინვესტიციო საბჭოს წევრების ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
11. საბჭოს სხდომის მუშაობა და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. ოქმს ამზადებს საინვესტიციო სამსახური და ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და წევრები. საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმების გამოქვეყნება ხდება საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ისეთი ოქმისა, რომელიც მოიცავს საპენსიო სააგენტოს ან მესამე პირთა კონფიდენციალურ ინფორმაციას/კომერციულ საიდუმლოებას ან/და სააგენტოს თანამშრომლების ან მესამე პირების პერსონალურ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ოქმი გამოქვეყნებას ექვემდებარება კონფიდენციალური/პერსონალური მონაცემების გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
ა) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ საინვესტიციო საბჭოს მიერ მოწონების შესახებ შესაბამის ოქმთან ერთად ცვლილებების უფლების გარეშე დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
გ) ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას არანაკლებ კვარტალში ერთხელ;
ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რიცხოვნობასა და სახელფასო ხარჯებსა და ასევე მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, სააგენტოს ერთიან ბიუჯეტში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;
ე1) განსაზღვრავს საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონოტორინგის სამსახურის ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას და წარუდგენს სააგენტოს დირექტორს, სააგენტოს ერთიან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;
ვ1) ახორციელებს ერთი ან ერთზე მეტი ღია საფონდო ინსტრუმენტის შერჩევას, ღია საფონდო ინსტრუმენტის სტანდარტული პროსპექტის პირობების გამჭვირვალე პროცედურის გამოყენებით შედარების საფუძველზე;
ზ) განსაზღვრავს და სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის ანაზღაურების ოდენობის შესახებ;
თ) ზედამხედველობს სააგენტოს საქმიანობის შესაბამისობას საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ რისკის აპეტიტსა და საინვესტიციო რისკის ლიმიტებსა და იმ არასაინვესტიციო რისკის ლიმიტებთან, რაც გავლენას ახდენს საინვესტიციო საქმიანობაზე;
ი) ზედამხედველობს საინვესტიციო რისკების მართვის ფუნქციას, რომელსაც ახორციელებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით და საინვესტიციო რისკის კონტროლის ფუნქციას, რომელსაც ახორციელებს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი, საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
მუხლი 121. საინვესტიციო საბჭოს სხვა უფლებამოსილებები🔗
1. საინვესტიციო საბჭო სისტემატურად მიმოიხილავს რისკის მთავარი ოფიცრის მიერ მომზადებულ საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის ანგარიშებს. რისკის მთავარი ოფიცრის რეკომენდაციები და რისკების ანგარიშები არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი საინვესტიციო საბჭოსთვის, საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურისთვის ან საინვესტიციო სამსახურისთვის.
2. (ამოღებულია - 02.05.2023, №168).
3. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ამ დებულების 131 მუხლით გათვალისწინებული საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის შექმნა, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
2. დირექტორის აპარატი, საინვესტიციო სამსახურთან კოორდინირებით, უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს მხარდაჭერას უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევის პროცესში, რათა დაცულ იქნეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.
4. სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას, საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. სამეთვალყურეო საბჭო შეიძლება, არ დაეთანხმოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას, მხოლოდ დასაბუთებული უარის თქმით.
5. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებასა და საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად საპენსიო აქტივების მართვაზე. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური, როგორც რისკის მართვის ჩარჩოთი განსაზღვრული დაცვის პირველი ხაზი, პასუხისმგებელია საინვესტიციო პროცესიდან წარმოქმნილი რისკების მართვაზე.
6. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეიმუშავებს და საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით სააგენტოს დირექტორს ცვლილების უფლების გარეშე დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის წესსა და სხვა პროცედურებს, მეთოდოლოგიებს, რომლებიც განსაზღვრავენ წესებსა და პრინციპებს, რომელთა დაცვით განხორციელდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა და მისგან გამომდინარე საინვესტიციო და საოპერაციო რისკების მართვა.
7. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი:
ა) უფლებამოსილია, სააგენტოს სახელით გააფორმოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის აუცილებელი ხელშეკრულებები;
ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილია, მისცეს დავალებები/ინსტრუქციები სპეციალიზებულ დეპოზიტარს;
გ) მონაწილეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში;
დ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული პრინციპებისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, ამზადებს აქტივების განთავსების სტრატეგიისა და აქტიური რისკის ბიუჯეტის ანალიზს და წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს, გადაწყვეტილების მიღებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში ასახვის მიზნით;
ე) შეიმუშავებს და საინვესტიციო სამსახურში დანერგავს შიდა კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებსა და პროცესებს;
ვ) ინვესტიციების შეფასების სახელმძღვანელოს/ჩარჩოს მიხედვით, განახორციელებს საინვესტიციო პორტფელის ღირებულების გამოთვლას;
ზ) შეიმუშავებს საინვესტიციო სამსახურის წესდებას და საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ, ცვლილების უფლების გარეშე დამტკიცების მიზნით წარუდგენს სააგენტოს დირექტორს;
თ) საინვესტიციო რისკის უფროს ოფიცერს მიაწვდის ინფორმაციას საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესახებ, ამ დებულებით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
71. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია:
ა) რისკისა და ამონაგების ადეკვატური ბალანსის მიღწევაზე;
ბ) ინვესტიციების შეფასების ჩარჩოს შესაბამისად, აქტივებისა და საინვესტიციო პორტფელის შედეგების შეფასებაზე;
გ) საინვესტიციო რისკების მართვაზე.
72. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია ფონდებისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ.
8. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეიძლება, თანამდებობიდან იქნეს გათავისუფლებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოს მიმართვის საფუძველზე. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი თანამდებობიდან შესაძლოა, გათავისუფლდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არანაკლებ 1 თვით ადრე მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოსა და საინვესტიციო საბჭოს;
ბ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან არასათანადოდ შესრულებისთვის;
ზ) გარდაცვალების შემთხვევაში;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი უფროსი საინვესტიციო ოფიცრის დანიშვნამდე, საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილეს დააკისროს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის დროებით შესრულება.
10. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია, მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობების შესრულება დაავალოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილეს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
მუხლი 131. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური🔗
1. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსის საშუალებით შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად სააგენტოს დირექტორს წარუდგენს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის კანდიდატურას.
2. საინვესტიციო რისკის უფროს ოფიცრად შესაძლებელია, დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საინვესტიციო რისკის მთავარ ოფიცრად არ შეიძლება, დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად.
3. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით.
4. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.
5. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი:
ა) ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტსა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობას;
ბ) ინფორმირებულია და მონიტორინგს უწევს საინვესტიციო პროცესებს, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით და ნებისმიერი საგანგაშო მაჩვენებლის შესახებ აცნობებს საინვესტიციო საბჭოს. ამასთანავე, საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი, დაბლოკოს ან შეაფერხოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გადაწყვეტილებები და მის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისთვის ან საინვესტიციო საბჭოსთვის;
გ) ზედამხედველობას უწევს, თუ რამდენად ხდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მეთოდოლოგიებისა და პროცედურების ეფექტიანი განხორციელება და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების რეგულარული გადასინჯვა საინვესტიციო სამსახურის მიერ;
დ) უფლებამოსილია, წვდომა ჰქონდეს სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან, რომელიც საჭიროა მის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად;
ე) საინვესტიციო საბჭოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის ანგარიშს.
6. საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება სამსახურის წესდებითა და სამსახურის თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.
7. საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის სტრუქტურას, საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი.
8. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია ფონდებისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას სააგენტოს სახელით განხორციელებული იმ გარიგების შესახებ, რომელიც საჭიროა მის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად.
9. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი საინვესტიციო რისკის მონიტორინგის ანგარიშს უგზავნის სააგენტოს დირექტორს.
10. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან იქნეს გათავისუფლებული საინვესტიციო საბჭოს მიერ სააგენტოს დირექტორისათვის მიმართვის საფუძველზე. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი თანამდებობიდან შესაძლოა გათავისუფლდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არანაკლებ 1 თვით ადრე მიმართავს საინვესტიციო საბჭოს;
ბ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან არასათანადოდ შესრულებისთვის;
ზ) გარდაცვალების შემთხვევაში;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
11. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის დანიშვნამდე, საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს დააკისროს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის მოვალეობის დროებით შესრულება.
12. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი უფლებამოსილია, მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობების შესრულება დაავალოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
ვ) (ამოღებულია 25.08.2021, №426);
ზ) (ამოღებულია 25.08.2021, №426);
თ) (ამოღებულია 25.08.2021, №426);
ი) (ამოღებულია 25.08.2021, №426);
ფ) სხვადასხვა ორგანიზაციასა და უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულებების (გარდა საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) შესრულების მონიტორინგი;
წ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით (გარდა საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლი, გადაცდენის შემთხვევაში, დროული და ადეკვატური რეაგირება;
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
1. იურიდიული დეპარტამენტის მიზანია სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
2. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
გ) სააგენტოში შესული ადმინისტრაციული საჩივრებისა და სააგენტოს მონაწილეობით წარმოებული სასამართლო დავების ყოველთვიური სამართლებრივი ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა დირექტორისთვის;
3. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიზანია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებითა და ინტენსივობით მიწოდება, ასევე დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების წარმართვა, საპენსიო სააგენტოს რეპუტაციული რისკების გათვალისწინებით.
ვ) (ამოღებულია 25.08.2021, №426);
ზ) (ამოღებულია 25.08.2021, №426);
თ) (ამოღებულია 25.08.2021, №426).
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 161. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი🔗
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია საპენსიო სააგენტოს საქმიანობისა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სააგენტოს საქმიანობის პროცესის ავტომატიზაცია;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება და ადმინისტრირება;
გ) სააგენტოში დაცული ელექტრონული მონაცემების შენახვა და ადმინისტრირება;
დ) კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამული ხარვეზების/ ინციდენტების გამოვლენა და, მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი რეაგირება.
3. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
1. შიდა აუდიტის სამსახური საქმიანობას ახორციელებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. შიდა აუდიტის სამსახური საპენსიო სააგენტოს ეხმარება მიზნების მიღწევაში, შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:
დ) საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
3. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია, იყოს სააგენტოში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
6. შიდა აუდიტის სამსახური ანგარიშებს წარუდგენს როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ისე სააგენტოს დირექტორს.
7. შიდა აუდიტის სამსახურის და მისი თანამშრომლების ამოცანები, ფუნქცია-მოვალეობები და უფლებამოსილებები დეტალურად განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესდებითა და სამსახურის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 171. დირექტორის აპარატი🔗
1. დირექტორის აპარატის მიზანია სააგენტოს დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს, საინვესტიციო საბჭოსა და შესარჩევი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
2. დირექტორის აპარატისა და მისი თანამშრომლების ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება აპარატის წესდებითა და აპარატის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 172. საოპერაციო დეპარტამენტი🔗
1. საოპერაციო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საპენსიო შენატანების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა;
ბ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების ადმინისტრირება;
გ) პენსიისა და მემკვიდრის მიერ მისაღები საპენსიო აქტივის ღირებულების გამოთვლა და გადახდა;
დ) სხვა ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების მომზადება;
ე) საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
ვ) პენსიების მოცულობების სიმულირებისა და გამოთვლის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;
ზ) პენსიებთან დაკავშირებული ფართო გამოყენების პროგრამული და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების შემუშავება.
2. საოპერაციო დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 173. რისკის მთავარი ოფიცერი და რისკების კონტროლის დეპარტამენტი🔗
1. რისკის მთავარი ოფიცერი:
ა) ახორციელებს სააგენტოს არასაინვესტიციო რისკების კონტროლს და აღნიშნული ფუნქციის შესრულებისათვის:
ა.ა) სამეთვალყურეო საბჭოსა და სააგენტოს დირექტორთან შეთანხმებით, ზედამხედველობას უწევს სააგენტოს არასაინვესტიციო რისკის კონტროლის ფუნქციის განვითარებასა და ეფექტიან განხორციელებას. აღნიშნული მოიცავს არასაინვესტიციო რისკის კონტროლის სისტემების, პროცესების, რაოდენობრივი მოდელებისა და ანგარიშგების მუდმივ გაძლიერებას, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სააგენტოს არასაინვესტიციო რისკის კონტროლის შესაძლებლობების სათანადო მდგრადობა და ეფექტიანობა, რაც საჭიროა რისკის ამღები საქმიანობების სრულად მხარდასაჭერად;
ა.ბ) უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა სამეთვალყურეო საბჭოსთან, სააგენტოს დირექტორის მონაწილეობის გარეშე;
ა.გ) უფლებამოსილია, წვდომა ჰქონდეს სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან, რომელიც საჭიროა მის მიერ არასაინვესტიციო რისკის კონტროლთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად;
ა.დ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას. რისკის მთავარი ოფიცრის რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის სამეთვალყურეო საბჭოსთვის;
ა.ე) რეგულარულ ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის შესაბამისობას, მათ შორის, საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკასთან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო საბჭოს მიერ არ იქნება გამოყენებული ამ დებულების 121 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და არ იქნება შექმნილი ამავე დებულების 131 მუხლით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური, ახორციელებს სააგენტოს საინვესტიციო რისკების კონტროლს და აღნიშნული ფუნქციის შესრულებისათვის:
ბ.ა) ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობას, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ გაზომვის მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით;
ბ.ბ) ინფორმირებულია და მონიტორინგს უწევს საინვესტიციო პროცესებს, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით. რისკის ანგარიშში ასახული ნებისმიერი საგანგაშო მაჩვენებელი რისკის მთავარმა ოფიცერმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საინვესტიციო საბჭოს. ამასთანავე, რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი, დაბლოკოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გადაწყვეტილებები და მის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისათვის ან საინვესტიციო საბჭოსთვის;
ბ.გ) ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესის მონიტორინგს და, საჭიროებისამებრ, აღნიშნულის შესახებ აცნობებს საინვესტიციო საბჭოს. რისკის მთავარი ოფიცრის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისთვის ან საინვესტიციო საბჭოსთვის;
ბ.დ) ზედამხედველობას უწევს, თუ რამდენად ხდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მეთოდოლოგიებისა და პროცედურების ეფექტიანი განხორციელება და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების რეგულარული გადასინჯვა საინვესტიციო სამსახურის მიერ;
ბ.ე) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;
გ) ზედამხედველობას უწევს და ამოწმებს (სულ მცირე, წელიწადში ერთხელ) სააგენტოს დირექტორის შიდა კონტროლის სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას;
დ) არასაინვესტიციო რისკების კონტროლთან მიმართებით რისკის მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, იმგვარად, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიეცეს სააგენტოს წინაშე არსებული არასაინვესტიციო რისკების ეფექტიანი ანალიზის შესაძლებლობა. სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშები გარკვევით უნდა აყალიბებდეს სააგენტოს არასაინვესტიციო რისკის პროფილს, ამასთან, ანგარიშები ასევე უნდა წარედგინოს სააგენტოს დირექტორს. არასაინვესტიციო რისკებთან დაკავშირებით ანგარიშები წარედგინება საინვესტიციო საბჭოსაც, საინვესტიციო საქმიანობაზე ზეგავლენის მქონე ყველა საოპერაციო რისკის გასათვალისწინებლად;
ე) იმ შემთხვევაში, თუ რისკის მთავარი ოფიცერი ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასეთ ფუნქციებთან მიმართებით ის ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. საინვესტიციო საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშები ასევე უნდა წარედგინოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს, სააგენტოს დირექტორსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც ახორციელებს რისკის მთავარი ოფიცრის საქმიანობის ზედამხედველობას საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციის ნაწილში;
ვ) საინვესტიციო საბჭოსთან კონსულტაციით შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას. რისკის მთავარი ოფიცრის რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის სამეთვალყურეო საბჭოსთვის. საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკის პირველი რედაქცია შესაძლოა, სრულად არ ფარავდეს ყველა იმ საკითხს, პოლიტიკასა და ჩარჩოს, რაც განსაზღვრულია დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით;
ზ) შეიმუშავებს სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორს, განახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების მონიტორინგს;
თ) რისკის მთავარი ოფიცერი აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას სააგენტოს სახელით განხორციელებული იმ გარიგებების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს არასაინვესტიციო რისკებზე და რომლებიც საჭიროა არასაინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად.
2. რისკის მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა საინვესტიციო საბჭოსთან უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის ან სააგენტოს დირექტორის მონაწილეობის გარეშე, არასაინვესტიციო რისკის კონტროლის მიზნით.
3. (ამოღებულია - 02.05.2023, №168).
4. რისკის მთავარმა ოფიცერმა უნდა შეიმუშაოს და სააგენტოს დირექტორს წარუდგინოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის ორგანიზაციული სტრუქტურა.
5. რისკების კონტროლის დეპარტამენტის სტრუქტურას, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
6. რისკის მთავარი ოფიცრის ანაზღაურების ოდენობასა და სააგენტოს რისკის კონტროლის ფუნქციის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტს ამზადებს რისკის მთავარი ოფიცერი და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით წარუდგენს სააგენტოს დირექტორს.
7. რისკების კონტროლის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება დეპარტამენტის წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
მუხლი 174. მენეჯერული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი🔗
1. მენეჯერული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მიზანია დაგროვებითი საპენსიო სქემის ფინანსური ანგარიშგების სისტემის დანერგვა და შემდგომი განვითარება.
2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფინანსური ანგარიშგების სახელმძღვანელოს შექმნა და დაგროვებითი საპენსიო სქემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური და მენეჯერული რეპორტების შემუშავება;
ბ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული რეპორტების გადამოწმება და დამუშავება;
გ) საპენსიო ფონდის წმინდა აქტივების ღირებულების განსაზღვრა საპენსიო სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან ან/და სპეციალიზებური დეპოზიტარისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
დ) წმინდა აქტივების ღირებულების მონიტორინგი და ანალიზი;
ე) ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტისათვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა.
3. მენეჯერული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება დეპარტამენტის წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 175. მონაწილეთა მომსახურების განყოფილება🔗
1. მონაწილეთა მომსახურების განყოფილების მიზანია დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის, დამსაქმებელთათვის, თვითდასაქმებულთა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, პირადად ან დისტანციურად (ცხელი ხაზის მეშვეობით), საკონსულტაციო, პრაქტიკული ან/და მეთოდური მიმართულებით, მომსახურების გაწევა.
2. მონაწილეთა მომსახურების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საპენსიო სააგენტოს ცხელი ხაზით შესული ზარების მიღება, დამუშავება და შემდგომი რეაგირება/კონსულტაციების გაწევა;
ბ) მონაწილეთა მომსახურების სივრცის მეშვეობით, დაინტერესებულ პირებთან პირდაპირი კომუნიკაცია და საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი მომსახურების/კონსულტაციების გაწევა;
გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა განცხადებების მიღება, პირველადი შემოწმება, უფლებამოსილების ფარგლებში დამუშავება ან/და შესაბამისი რეაგირების მიზნით, საპენსიო სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა.
3. მონაწილეთა მომსახურების განყოფილების ამოცანები და მისი თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული წესდებითა და სამსახურის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
1. საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე (გარდა დირექტორის, რისკის მთავარი ოფიცრის, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო საბჭოს წევრებისა) თანამშრომელთა შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს დირექტორის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია, გარდა საპენსიო სააგენტოს არსებული თანამშრომლის სხვა პოზიციაზე გადაყვანის ან/და დაწინაურების შემთხვევისა. საინვესტიციო სამსახურის თანამშრომელთა შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება დირექტორის მიერ განსაზღვრული 1 წევრითა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ წარდგენილი 2 წევრით.
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 181. რისკების მმართველობის ჩარჩო🔗
1. სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება ე. წ. „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადესა და გამჭვირვალობას რისკების ფლობასა და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან მიმართებით;
ა) დაცვის პირველი ხაზი გულისხმობს რისკების ამღებთა ხაზს – სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ახორციელებს, პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მათი საქმიანობის თანმდევი რისკების მართვაზე. მათ ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, შეინარჩუნონ ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმები და განახორციელონ რისკის მართვის მიმდინარე/უწყვეტი/ყოველდღიური პროცედურები;
ბ) დაცვის მეორე ხაზი მოიცავს რისკის საზედამხედველო ხაზს – სააგენტოს რისკის კონტროლის ფუნქცია, რომელიც დამოუკიდებელია რისკების ამღები სტრუქტურული ერთეულებისგან, წარმოადგენს დაცვის მეორე ხაზს. რისკის კონტროლის ფუნქცია ზედამხედველობს რისკის ამღებ სტრუქტურულ ერთეულებს და ამოწმებს მათი ქმედებების შესაბამისობას საინვესტიციო საბჭოსა (საინვესტიციო რისკებთან მიმართებით) და სამეთვალყურეო საბჭოს (არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით) მიერ დამტკიცებულ სათანადო რისკის აპეტიტსა და რისკის ლიმიტებთან;
გ) დაცვის მესამე ხაზი მოიცავს რისკის მარწმუნებელთა ხაზს – სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახური არის დაცვის მესამე ხაზი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. ის ამოწმებს და წარმოადგენს დამოუკიდებელ და ობიექტურ რწმუნებას სააგენტოს შიდა კონტროლის სისტემების ხარისხსა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც დაცვის პირველი, ასევე მეორე ხაზის საქმიანობებს.
2. შიდა კონტროლის სხვადასხვა ფენის გარდა სააგენტოს ჰყავს ასევე სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც მის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არ შედის და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სააგენტოს რისკის მართვის ჩარჩოში.
3. სააგენტოს რისკის აპეტიტი დგინდება ორგანიზაციის რისკის ამტანუნარიანობასთან შედარებით დაბალ დონეზე, იმისათვის, რომ გარკვეული ტიპის დამცავი ზონა არსებობდეს რისკის ამტანუნარიანობისა და რისკის აპეტიტს შორის. ორგანიზაციის მთლიანი რისკის პროფილის გაზომვა, მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ სააგენტოს მთლიანი რისკი არ აღემატებოდეს წინასწარ დადგენილ რისკის ლიმიტებს. რისკის ლიმიტები რისკს ზღუდავს დამტკიცებული რისკის აპეტიტის ფარგლებში. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკით განსაზღვრული რისკის ლიმიტების დარღვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ეცნობება საინვესტიციო საბჭოსა (საინვესტიციო რისკებთან მიმართებით) და სამეთვალყურეო საბჭოს (არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით). აღნიშნული ინფორმაცია, როგორც საინვესტიციო, ისე არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით, ასევე ეგზავნება სააგენტოს დირექტორს.
4. სააგენტოს საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკის აპეტიტი განისაზღვრება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 03.05.2023წ.
2. სააგენტოში არსებულ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა, ასევე დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება, გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან დაგროვებითი საპენსიო სქემის შესაბამისი მონაწილის ან/და პენსიის/საპენსიო აქტივების მიმღების თანხმობის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №426 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2024.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.08.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №421. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.020737.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 27 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №421, 15.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020737 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4301944/