სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.09.2018 ბოლო ცვლილება 09.09.2022
ნომერი
№01-11/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016520
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-11/ნ

2018 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:
1. „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი“ (დანართი №1).
2. „პროფესიული დაავადებების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი“ (დანართი № 2).
3. „დამსაქმებლის მიერ პროფესიული დაავადების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3).
+
მუხლი 2
ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნტის „ე“ ქვეპუნქტისა და №2 დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნტის „ე“ ქვეპუნქტი და №2 დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“, №01-11/ნ, 12.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016520 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4307493-1/