აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №3
2018 წლის 27 აგვისტო
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
+
მუხლი 1🔗
+
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტი თანდართული ნიმუშის მიხედვით.
მუხლი 2🔗
+
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ 23.05.2006 წ. №91).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
+
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 27 სექტემბრიდან.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია
კომისიის მდივანი სოფიო კახაძე
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 27 სექტემბრიდან. აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიაკომისიის მდივანისოფიო კახაძე
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, №3, 27.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4311261-2/