აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №4
2018 წლის 27 აგვისტო
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დანართის შესაბამისად განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილება „უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“ (ვებ-გვერდი www.matsne.gov.ge. 30/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016046).
+
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
+
მუხლი 4🔗
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია
კომისიის მდივანი სოფიო კახაძე
ეს დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №3 დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიაკომისიის მდივანისოფიო კახაძე
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, №4, 27.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4312111-1/