საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №194/04 |
|
2018 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 641 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში –
სამოქალაქო კოდექსი) 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ სესხის გაცემის შემთხვევაში:
ა) სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადებით დადგენილი მსესხებლისათვის გათვალისწინებული/დაკისრებული 1.5-მაგი ოდენობის გაანგარიშება მოხდება მსესხებლის მიერ სესხის ვადაგადაცილების დაწყების დღიდან და არ გაითვალისწინება ამ დღემდე გათვალისწინებული/დაკისრებული ნებისმიერი საკომისიო, ნებისმიერი ფინანსური ხარჯი (მათ შორის, ისეთი ხარჯები, რაც შესულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლო ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქცია; ბ) სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადებით დადგენილი 1.5-მაგი ოდენობის გაანგარიშებისას, სესხის მიმდინარე ნარჩენ ძირითად თანხას წარმოადგენს სესხის ვადაგადაცილების დაწყების დღეს არსებული სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხა და ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ცვლილება არ გაითვალისწინება; გ) თუ სესხის ვადის გადაცილების სრული აღმოფხვრა ხდება სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ მსესხებელთან) და გადავადებისას, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-5 წინადადების შესაბამისად, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი (სხვაობა სესხის ვადის გადაცილების სრული აღმოფხვრის შემდეგ არსებულ სესხის ნარჩენ ძირითად თანხასა და სესხის ვადის გადაცილების დღეს არსებული სესხის მიმდინარე ნარჩენ ძირითად თანხას შორის). |
| მუხლი 2 |
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტება განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის №2/04 ბრძანება.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება სესხის გამცემ სუბიექტებზე გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
+
ბრძანება №194/04
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 641 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 641 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სამოქალაქო კოდექსი) 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ სესხის გაცემის შემთხვევაში:
+
+
+
+
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“?
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ მიღებულია 27.08.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №194/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010010.18.011.016333.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“, №194/04, 27.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016333 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4312325/