საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №452 |
|
2018 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. სააგენტო თავისი საქმიანობისას ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
სააგენტო ახორციელებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს:
ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზებას; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში;
ბ) აფასებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, მას უწევს დახმარებას საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შესაბამისი შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მცირე პროექტთან დაკავშირებით ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტის შერჩევას, დაქირავებასა და ზედამხედველობას;
ვ) ახდენს შესაბამის ქმედებათა უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირებას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვას;
ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისათვის ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
თ) ქმნის და მართავს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზას;
ი) შეიმუშავებს სტანდარტული დოკუმენტების, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების ფორმებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში;
ლ) წარმომადგენლის მეშვეობით, უზრუნველყოფს მონაწილეობის მიღებას უფლებამოსილი ორგანოს მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის მუშაობაში;
მ) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში შესატან ცვლილებებს და წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოებს განსახილველად;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებისა და მომზადების, კერძო პარტნიორის შერჩევის, პროექტის განხორციელების, მონიტორინგისა და შემდგომი შეფასების ეფექტიანობის ხელშესაწყობად;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში − თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსის გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, საკონკურსო თემატიკის განსაზღვრისა და საკონკურსო კომისიის შექმნის საკითხებს.
2. თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
3. თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
4. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ე) უფლებამოსილია, კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღოს თანამშრომლები;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და პასუხისმგებელია მათ მიზნობრივ ხარჯვაზე;
თ) უფლებამოსილია, თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ი) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
კ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. სააგენტომ, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) სესხის აღება;
ბ) თავდებობა.
5. სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
სააგენტო უზრუნველყოფს ყველა ინიციირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც ასევე წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. წლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
+
+
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
+
3. სააგენტო თავისი საქმიანობისას ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. 5. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებისა და მომზადების, კერძო პარტნიორის შერჩევის, პროექტის განხორციელების, მონიტორინგისა და შემდგომი შეფასების ეფექტიანობის ხელშესაწყობად;
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. (ამოღებულია - 07.02.2022, №59).
3. (ამოღებულია - 07.02.2022, №59).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 თებერვლის დადგენილება №59 – ვებგვერდი, 08.02.2022წ.
2. სააგენტოს დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.01.2023.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №452. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.020768.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.01.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №452, 05.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020768 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4320526/