ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №469 |
|
2018 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი |
ა) ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – კომისიის წევრი;
გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;
დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
ე) საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
ი) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
ო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
პ) სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
ჟ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი;
რ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
ს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
ტ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი – კომისიის წევრი;
უ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი – კომისიის წევრი (კომისიის მდივანი);
ფ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი – კომისიის წევრი.
|
1. ეს დებულება განსაზღვრავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. კომისიის მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია.
1. კომისიის ამოცანაა:
ა) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა, ასევე, საჭიროებისამებრ, მათი განახლება;
გ) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
დ) ტერორიზმის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციის მომზადება.
2. კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს კომისიის მოთხოვნა.
4. კომისია ვალდებულია, შეიკრიბოს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
1. კომისიას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
2. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს.
4. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას, ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ კომისიის წევრებს. ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის კომისიის სხდომის დღის წესრიგს, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. სამდივნო ასევე უზრუნველყოფს კომისიის მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას.
5. კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს კომისია.
6. კომისიის წევრი უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარეს კომისიის სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
7. კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
8. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
9. კომისიის წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე.
10. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბარად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
11. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა წევრი და მდივანი.
+
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
ა1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი;
ა2) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – კომისიის წევრი;
გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი;
ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი;
ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;
თ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − კომისიის წევრი;
თ1) საქართველოს კულტურის მინისტრი – კომისიის წევრი;
თ2) საქართველოს სპორტის მინისტრი − კომისიის წევრი;
ი) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კომისიის წევრი;
კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;
მ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი –კომისიის წევრი;
ნ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი;
ნ1) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის წევრი;
ო) საქართველოს გენერალური პროკურორი − კომისიის წევრი;
პ) (ამოღებულია - 24.07.2025, №294);
ჟ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;
რ) სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი;
ს) სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი;
ს1) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი − კომისიის წევრი;
ტ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი – კომისიის წევრი;
უ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი – კომისიის წევრი (კომისიის მდივანი);
ფ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი – კომისიის წევრი;
ქ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსი − კომისიის წევრი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის დადგენილება №322 – ვებგვერდი, 12.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №602 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №735 – ვებგვერდი, 07.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №600 – ვებგვერდი, 23.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №607 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 ივლისის დადგენილება №294 - ვებგვერდი, 28.07.2025წ.
+
მუხლი 11
კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №735 – ვებგვერდი, 07.12.2020წ.
+
დამტკიცდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება.
+
მუხლი 3🔗
დაევალოს კომისიას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად წარმოდგენა საქართველოს მთავრობისთვის 2018 წლის ბოლომდე.+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
+
1. კომისიას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში − სამსახურის უფროსი) მიერ განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
9. კომისიის წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან/და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე.
11. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა წევრი და მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №602 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №735 – ვებგვერდი, 07.12.2020წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 14.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №469. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.020785.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“, №469, 14.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.020785 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4325601/