საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.10.2018 ბოლო ცვლილება 04.04.2023
ნომერი
№01-14/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-14/ნ

2018 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №13 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №01-14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.


1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანება.
3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის განხორციელების ნაწილში 2019 წლის 1 დეკემბრამდე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №01-108/ნ- ვებგვერდი, 31.10.2019წ.

3​1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით და ასევე, სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ შესაბამის უფლებამოსილებებს ახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს N509 დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-92/ნ - ვებგვერდი, 18.08.2020წ.

4. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ფარგლებში მიღებული/გამოცემული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
5. ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
+



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №13 დადგენილების შესაბამისად, შექმნილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი – საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №01-14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები

1. სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა.

2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ქვეყანაში სიღატაკის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალური დაცვის ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება, დამტკიცებული პროგრამების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

გ) მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ შექმნა და მისი პერიოდული სრულყოფა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;

ე) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება;

ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ზ) (ამოღებულია - 29.01.2020, №01-14/ნ);

თ) (ამოღებულია - 29.01.2020, №01-14/ნ);

ი) (ამოღებულია - 29.01.2020, №01-14/ნ);

კ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ლ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

მ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ნ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ო) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

პ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ჟ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

რ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ს) კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ტ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში პარტნიორ, დონორ, საერთაშორისო, საქართველოს ან უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან/იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დამყარება (მათ შორის, ხელშეკრულებების/მემორანდუმების გაფორმება), ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;

ქ) დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების შექმნა, გარდაქმნა და გაუქმება;

ღ) სააგენტოს მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხზე მოსახლეობისათვის შესაბამისი მომსახურებების შესახებ ინფორმირების გაუმჯობესების, ასევე, მოსახლეობისათვის გეოგრაფიული ბარიერების თავიდან ასაცილებლად, თვითმმართველ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით სოფლის დონეზე), სააგენტოში არსებული შესაბამისი ინფორმაციის შეუფერხებელი გაცემისა და მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივ დონეზე სააგენტოში ელექტრონული მომართვიანობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი და მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ან/და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;

ყ) სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგი;

შ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ჩ) დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ბეჭდვითი საშუალების (გაზეთი, ჟურნალი და სხვა) გამოცემა;

ც) (ამოღებულია - 19.11.2018, №01-31/ნ);

ძ) (ამოღებულია - 29.01.2020, №01-14/ნ);

წ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ჭ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ხ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ჯ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ჰ) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ჰ​1) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ჰ​2) (ამოღებულია - 31.10.2019, №01-108/ნ);

ჰ​3) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

3. სააგენტომ, სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოს ქონებასთან, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სააგენტო, დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით (ამასთან, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიებები,  გამიზნული იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური ან/და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად);

ბ) სოციალური დახმარების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

გ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას;

დ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;

ე) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №01-31/ნ - ვებგვერდი, 19.11.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №01-108/ნ- ვებგვერდი, 31.10.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №01-115/ნ- ვებგვერდი, 20.11.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №01-116/ნ- ვებგვერდი, 20.11.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №01-14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-92/ნ - ვებგვერდი, 18.08.2020წ.

მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორი, მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუხით.

4. დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №01-31/ნ - ვებგვერდი, 19.11.2018წ.

მუხლი 4. სააგენტოს დირექტორი

სააგენტოს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას. ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანო) საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;

ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

თ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლების განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);

ლ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

მ) უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები;

ნ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;

პ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;

რ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმას;

ს) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

ტ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

უ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №01-14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სააგენტოს საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №01-31/ნ - ვებგვერდი, 19.11.2018წ.

მუხლი 8. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. შემოსავლის მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, დადოს სათანადო ხელშეკრულებები.

5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებს და ფუნქციების განხორციელებას და აგრეთვე, სამინისტროს სისტემის განვითარებას, რისთვისაც, ქ. თბილისსა და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის (ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებული სხვა საჯარო სამართლის იურიდული პირების) ფუნქციებისა და უფლებამოსილებების  მოსახლეობისათვის ერთი ცენტრიდან მიწოდების მიზნით, მის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების დათმობასთან და/ან აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობასთან, აგრეთვე, ქონების კომუნალური მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშრებული ხარჯების გაწევას, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6. სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №01-128/ნ- ვებგვერდი, 16.12.2019წ.

მუხლი 9. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №01-14/ნ, 03.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016523 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4332702-7/