ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.10.2018 ბოლო ცვლილება 31.01.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
040030000.35.113.016372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2018 წლის 3 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 1 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 06.03.2023წ.

+
მუხლი 2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასური განისაზღვროს ამ დადგენილების 1-ლი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 7%-ის ოდენობით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 1 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 06.03.2023წ.

+
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 თებერვლის №10 დადგენილება. (www.matsne.gov.ge, 10/02/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.113.016217).
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ“, №52, 03.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.113.016372 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4338721-1/