მუხლი 80. ბორტგამყოლის სამედიცინო შემოწმების ანგარიში
თავი VIII — ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები
1. ვარგისად შეფასების შემდეგ ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ამზადებს და ბორტგამყოლს გადასცემს სამედიცინო შემოწმების ანგარიშს.
2. სამედიცინო შემოწმების ანგარიშის და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ასლები ეგზავნება ბორტგამყოლის დამსაქმებელს.
3. ბორტგამყოლის სამედიცინო შემოწმების ანგარიშში ასახული უნდა იყოს ვარგისობის შეფასების თარიღი, ინფორმაცია განმცხადებლის ვარგისობის შესახებ, მომდევნო ვარგისობის შეფასების თარიღი და საჭიროების შემთხვევაში, რომელიმე შეზღუდვა (შეზღუდვები).
4. ბორტგამყოლის სამედიცინო შემოწმების ანგარიშში არსებული ყველა სხვა ინფორმაცია დაცულია ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპით, ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 80, №4, 08.01.2019, სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4363136/muxli-80/