მუხლი 42. ბორტგამყოლების ადგილები სამგზავრო თვითმფრინავებზე
თავი IV — სხ-ის აღჭურვილობა, ხელსაწყოები და დოკუმენტები
1. სამგზავრო თვითმფრინავებზე, რომელთა საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 1981 წლის პირველი იანვრის შემდეგ, საავარიო ევაკუაციაზე პასუხისმგებელი მომსახურე ეკიპაჟის წევრებისათვის განთავსებული უნდა იყოს პირით წინ ან უკან მიმართული სავარძლები (სხ-ის გრძივი ღერძისადმი 150-მდე კუთხით), რომელებიც აღჭურვილი უნდა იყოს მისაბმელი სისტემით.
შენიშვნა: მისაბმელი სისტემა მოიცავს სამხრე და მისაბმელ ღვედებს, რომლებით სარგებლობაც შესაძლებელია ცალ-ცალკე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სავარძლები განთავსებული უნდა იყოს საავარიო გასასვლელებთან, იატაკის დონეზ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 42, №152, 07.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016262 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5517564/muxli-42/