მუხლი 43. თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყოს ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემით (ACAS)
თავი IV — სხ-ის აღჭურვილობა, ხელსაწყოები და დოკუმენტები
1. ნებისმიერი ტურბინულძრავიანი, 15000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 30-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავი, რომლის საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2007 წლის პირველი იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემით (ACAS II).
2. ნებისმიერი ტურბინულძრავიანი, 5700 კგ-დან 15000 კგ-მდე მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 19-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავი, რომლის საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2008 წლის პირველი იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემით (ACAS II
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 43, №152, 07.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016262 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5517564/muxli-43/