„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №251
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის 62 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესი და პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 ივნისის დადგენილება №152 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.935
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების მზღვეველისათვის გადაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:
ა) მზღვეველი – კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია, აგრეთვე, ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა);
ბ) მოსარგებლე – სახელმწიფო ორგანო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ქონებას საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ქონების ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ქონების იდენტური დაუზიანებელი ქონების გადაცემის შემდეგ;
გ) დაზღვეული ქონება (შემდგომში – ქონება) – სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება;
დ) სადაზღვევო შემთხვევა – გარემოება, რომლის შედეგად ქონება იმგვარად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია ან მისი აღდგენის ღირებულება ამ ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტულ ოდენობას აღემატება.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 ივნისის დადგენილება №152 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.935
მუხლი 3. ქონების გადაცემის წესი
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოსარგებლე ქონებას, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზიანდა, გადასცემს მზღვეველს საკუთრებაში:
ა) მის მიერ ქონების ანაზღაურების დროისათვის ამ ქონების იდენტური დაუზიანებელი ქონების ღირე-ბულების ანაზღაურების შემდეგ, ამ წესის შესაბამისად და დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
ან/და
ბ) დაზიანებული ქონების იდენტური დაუზიანებელი ქონების მიღების შემდეგ, თუ სადაზღვევო ანაზღაურება ქონების მიმწოდებელთან გადაირიცხება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული შესაბამისი ქონების მიღება-ჩაბარების აქტით.
3. მოსარგებლის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ან მოსარგებლის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო მზღვეველის მხრიდან – შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
4. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ქონების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის მოსარგებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე (მათ შორის – კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის ანგარიშზე, თუ ადგილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას) ჩარიცხვით.
5. მოსარგებლე ვალდებულია, ქონების მზღვეველისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომლისაგანაც სარგებლობაში მიღებული აქვს ეს ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

+

ბ) დამზღვევი – სახელმწიფო ორგანო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ქონებას საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ქონების ღირებულების ანაზღაურების შემდეგ;
გ) დაზღვეული ქონება (შემდგომში – ქონება) – სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება;
დ) სადაზღვევო შემთხვევა – გარემოება, რომლის შედეგად ქონება იმგვარად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია ან მისი აღდგენის ღირებულება ამ ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტულ ოდენობას აღემატება.
მუხლი 3. ქონების გადაცემის წესი
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევი ქონებას, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზიანდა, გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ქონების ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, ამ წესის შესაბამისად და დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის გაფორმებული შესაბამისი ქონების მიღება-ჩაბარების აქტით.
3. დამზღვევის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირი, ხოლო მზღვეველის მხრიდან – შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
4. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ქონების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის დამზღვევის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვით.
5. დამზღვევი ვალდებულია, ქონების მზღვეველისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომლისაგანაც სარგებლობაში მიღებული აქვს ეს ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“, №251, 29.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4384-1/