|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა დაუსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 01 01
|
142,8
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ა.ა.ი.პ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
|
|
პროგრამის აღწერა
|
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:
1 ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი)
2 იმუნიზაციია.
3 ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა
4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა
ასევე განახორციელებს C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსზე, ტუბერკულოზზე გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით
|
|
|
პროგრამის მიზანი
|
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა მკურნალობაში ჩართვის მიზნით
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 01 02
|
185.3
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აკეთის, აცანის , შუხუთის, ნიგოითის ტერიტორიის ერთეულებში არსებული საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია . სუფსის ტერიტორიულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა და ამ ამბულატორიის მშენებლობისთვის ტერიტორიის მომზადება
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობის ხელშეწყობა , გარემონტებული საექიმო უბნები ხელს შეუწყობს მოსახლეობას შეექმნას უსაფრთხო გარემო,
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ბიკარბონატული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკულიუკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაშიტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 02 01
|
39,8
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის სატრანსპორტო ხარჯის გამოყოფა პროგრამული დიალიზის ჩასატარებლად კვირაში სამჯერ, 2018 წლის მაჩვენებლით პროგრამით სარგებლობდა 20 ბენეფიციარი (144 ლარი თითო ბენეფიციარზე).
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 02 02
|
34,5
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე მიიღებენ 25 ლარს. პროგრამით ისარგებლებს ის ოჯახები რომლებიც არ არ არიან სოციალური შემწეობის მიმღები. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა.
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. კერძოდ, პროგრამით შესაძლებელი იქნება 30 მრავალშვილიანი ოჯახის ფინანსური დახმარება
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 02 03
|
70,0
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარების, რომელთაც ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა და სადაზღვევოს მიერ არ უნაზღაურდება, ან მკურნალობის თანხა უნაზღაურდება ნაწილობრივ, სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩაერიცხება წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. ასევე ბენეფიციარებისათვის, რომელთაც ესაჭიროება: გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალურ-ამბულატორიული მომსახურეობა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის „C" ჰეპატიტით დაავადებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების დიაგნოსტიკური კვლევების ჩასატარებლად მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება 50%-ით, კონსერვატიული მკურნალობა-სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება 50%-მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. ასევე შეჭირვებული მოქალაქეების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება 50%-მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. პროგრამით ისარგებლებენ 0-დან 150 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები. ც ჰეპატიტის კვლევებზე ომის ვეტერანები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულის წარმოდგენისაგან.
შენიშვნა: ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო ოპერაციების, სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო კვლევების თანადაფინანსება, ასევე არაპროგრამული რეფერალური მომსახურება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 400 ლარისა) - რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განხორციელდეს სარეიტინგო ქულის წარმოდგენის გარეშეც.
2018 წლის მაჩვენებლით პროგრამით ისარგებლა 226 ბენეფიციარმა.
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სარეაბილიტაციო ცენტრ "იავნანას"თანადაფინანსების პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 02 04
|
12,5
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეყანაში შემუშავდა და მუშაობს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვებისათვის "სოციალური რეაბილიტაციისა ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ მიზნით დაფუძნებულია არასამთავრობო ორგანიზაცია, სარეაბილიტაციო ცენტრი "იავნანა". პროგრამას ერთი მხრივ აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვაუჩერული პრინციპით. ცენტრს დამატებით ესაჭიროება კომუნალური და მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში დაფინასებული იქნება ელექტრო-ენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის გადასახადები, დაფინასდება ცენტრისათვის ყოველთვიურად ჰიგიენისა და ყოველთვიური მოხმარების საგნების ღირებულება. ცენტრში ირიცხება 24 მზრუნველობამოკლებული ბავშვი.
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
სოციალურად დაუცველი 24 ბავშვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწობა
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 02 05
|
7,6
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების ტრანსპორტირება სასულიერო გიმნაზიამდე და უკან, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს სამგზავრო ტრანსპორტი. აღნიშნული პროგრამით სარგებლობს ერთი სკოლა (სასულიერო გიმნაზია. სულ 44მოსწავლე).
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მოსწავლეების ტრანსპორტით ხელშეწყობა. პროგრამა ხელს უწყობს ბავშვების ჯანმრთლობასა და განათლების სრულფასოვნად მიღებას. პროგრამით შესაძლებელი იქნება 44 მოსწავლის დახმარება.
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფისპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 02 06
|
90,0
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეში ერთჯერადად კვება უფასო სასადილოში და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ბენეფიციართათვის კვირაში ორჯერ საკვების მიწოდება ოჯახში.
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკვების ხელმისაწვდომობაზე მდგომარეობის გაუმჯობესება პროგრამით შესაძლებელი იქნება 105 ბენეფიციარის კვებით უზრუნველყოფა
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 02 07
|
12,2
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
დევნილთა ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად მიეცემათ საშეშე მერქნის შესაძენი თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია ასეთი 71 ოჯახი (192 დევნილი).
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
დევნილთა ოჯახების ფინანსური შესაძლებლობების გაზრდა ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისათვის
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 02 08
|
53,0
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამით გათვალიწინებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება. კერძოდ: გარდაცვლილი ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურების დაფინანსება 250 ლარის ოდენობით; მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთათვის ერთჯერადად დახმარების გაწევა 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (თითოეულზე 300 ლარის ოდენობით) (დღეის მდგომარეობით არის 8 ბენეფიციარი); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებისათვის 27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით 11 ბენეფიციარი) 8 აგვისტოს (აგვისტოს ომთან დაკავშირებით, 3 ვეტერანი) სამაჩაბლოში კონფლიქტის დროს დაღუპული (ერთი ვეტერანი) 300 ლარით დახმარება; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდგომ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე ვეტერანთა, სხვა სახელწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების შეჭირვებული ოჯახების (60 ბენეფიციარი), რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 130 000 და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახების ყოველთვიურად 50 ლარით დახმარება; პირველი და მეორე ჯგუფის შშმ ვეტერანებისათვის ყოველთვიურად 100 ლარით დახმარება; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის ყოველთვიურად 50 ლარით დახმარება (8 ვეტერანი); დედის დღესთან 3 მარტთან დაკავშირებით დაღუპული მეომრების დედების დასაჩუქრება 200 ლარით (15 ვეტერანის დედა); ომში დაღუპული მეომრების საპატივცემლოდ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საჩუქრის გადაცემა და წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე ვეტერანთა ვეტერანთა საფლავების ყვავილებით შესამკობად გვირგვინების შეძენა 1000 (ათასი) ლარი.
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ვეტერანებისა და მათი ოჯახების თანადგომა. მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პროგრამით შესაძლებელი იქნება 80 ოჯახის დახმარება.
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა დასტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულიოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
06 02 09
|
67,0
|
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ავარიულ მდგომარეობაში არსებული და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მოწესრიგებაში- არაუმეტეს 2 000 ლარისა. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამსახური ახორციელებს მონიტორინგს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, სივრცით ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დგინდება დაზარალებული მოსახლეობის დახმარების აუცილებლობა, რაც მოწმდება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი საბუთების მეშვეობით. მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება ბენეფიციარზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა.
|
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
|
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბი"- სსარეაბილიტაციო თანადაფინანსების პროგრამა,
ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
06 02 10
|
36,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნაადრევ ეტაპზე კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების მხარდაჭერას მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო კვლევებს კლუბის წევრი ქალბატონებისათვის, სარეაბილიტაციო ვარჯიშების ტრეინინგს, ფსიქოლოგიურ ტრეინინგს, მონაწილეობას სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებში. გასულ წელს პროგრამით ისარგებლა 44 კლუბის წევრმა. სამედიცინო კვლევებით ისარგებლა 20 ბენეფიციარმა; სარეაბილიტაციო ვარჯიშები ჩაიტარა 29 ბენეფიციარმა. ფსიქოლოგის მომსახურეობა ჩაიტარა 29 ბენეფიციარმა. პრესოთერაპიის მურნალობა ჩაიტარა 22 ბენეფიციარმა. კლუბის წევრი ქალბატონები აქტიურად იყვნენ ჩართული 2018 წლის დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში (მსოფლიო მარათონი "სიცოცხლის გადსაჩენად" , ლანჩხუთის ღისშესანიშნაობებით შედგა კლუბის წევრი ქალბატონების მონაწილეობით 2019 წლის კალენდარი) პროგრამის მიზანს წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების რეაბილიტაცია და მხარდაჭერა.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების რეაბილიტაცია და მხარდაჭერა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამით შესაძლებელი იქნება 44 კლუბის წევრის დახმარება.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარებისპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
06 02 11
|
2,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკს გადაცილებული ხანდაზმულების დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. (დაბადების დღეს ან ხანდაზმულთა დღეს 1 ოქტომბერს)
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ხანდაზმულთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითითავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
06 02 12
|
40,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანძარისა და მეწყერისაგან დაზარალებული, ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. ბენეფიციარებზე ბინის ქირის გადახდა თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა. ამავე პროგრამის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლ ქალთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ხანძარისა და მეწყერისაგან დაზარალებული, ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პროგრამით შესაძლებელი იქნება 60 ოჯახის დახმარება.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობისპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
06 02 13
|
2,5
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა -250 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ერთჯერადი სოციალური (ფულადი)დახმარების პროგრამა.
|
დაფინანსება ათას ლარებში
|
|
06 02 14
|
25.6
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებულ მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებს, რომელთა რეინტეგრაცია-ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება განხორციელდება, ოჯახებს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება მათი საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან გასული ახალგაზრდების ფინანსური დახმარება,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს გურიის სამხარეო ცენტრის ლანჩხუთის რაიონული განყოფილების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახალგაზრდების საჭიროებების გათვალიწინებით. ამავე პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს და მარტოხელა შეჭირვებულ მოხუცებს რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 001-ს საშეშე მერქნის შესაძენად გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით; სადღესასწაულო და ღირშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით საკვები პროდუქტებისა და ტკბილეულის შეძენა, სოციალურად დაუცველი უმწეო ოჯახებისათვის; მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის და 100(ასი) და მეტი წლის ასაკის ხანდაზმულებისათვის.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებს, რომელთა რეინტეგრაცია-ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება განხორციელდება, სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან გასული ახალგაზრდების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა და მარტოხელა შეწირვებულთა ოჯახების თანადგომა.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
06 02 15
|
60,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ წლის განმავლობაში ერთჯერადად მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს (150 ლარისა) რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001-დან 150 000-მდეა, ონკოდაავადებულები და ლეიკემიით დაავადებულები მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს (300 ლარისა), შშმ პირები მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 150 ლარისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 150 ლარისა. თანხა ჩაირიცხება შესაბამის სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
2018 წლის მაჩვენებლით პროგრამით ისარგებლა 386 ბენეფიციარმა.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა მედიკამენტების შეძენაზე ფინანსური დახმარების გზით
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციოკურსის დაფინანსების პროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
06 02 16
|
10,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარები რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო კურსის გავლას ურეკში, მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ამ ბენეფიციარების სარეაბილიტაციო კურსს სრულად და ასევე მათი თანმხლები პირის ხარჯებს,დახმარების თანხა დღიური 35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით ბენეფიციარზე და 35 ლარის ოდენობით თანმხლებ პირზე თანხა ჩაირიცხება შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე. 2018 წლის მაჩვენებლით პროგრამით სარგებლობდა 7 ბენეფიციარი.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარება-დასვენებაში ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
|