2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.12.2018 ბოლო ცვლილება 20.01.2020
ნომერი
№1-1/547
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016578
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/547

2018 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
+
მუხლი 2
ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები: ა) შპს „ენგურჰესი“; ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
+
მუხლი 3
ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.

 

+
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №1-1/547, 05.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016578 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4391800-1/