„საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.12.2018 ბოლო ცვლილება 03.04.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№595
სარეგისტრაციო კოდი
420000000.10.003.020911
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №595

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

+
მუხლი 1
საქართველოს საჰაერო კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  დამტკიცდეს თანდართული „საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესი“.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
+



საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესი

+
მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. „საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საავიაციო რადიოკავშირისა და სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენების გზით. 

2. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც იყენებენ რადიოსატელეფონო კავშირს საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებით სარგებლობისა და აეროდრომზე სახმელეთო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით.

მუხლი 2. ტექსტში გამოყენებული ტერმინები

ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსით, „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 მარტის №52 ბრძანებითა და „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების თაობაზე“  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენება

1. რადიოსატელეფონო კავშირის დროს გამოიყენება ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგია, ამავე დანართით გათვალისწინებული გარემოების მიხედვით, ხოლო  სხვა გარემოებაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესის №1 დანართით, დასაშვებია სასაუბრო ენის გამოყენება.   

2. საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენების სახელმძღვანელო მოცემულია ამ წესის №2 დანართში.

3. რადიოსატელეფონო კავშირის დროს დაუშვებელია საჰაერო მოძრაობის მომსახურების პროცესში უხეში ჩარევა და/ან უცენზურო/შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება.

მუხლი 4. რადიოსატელეფონო კავშირის გამოყენების პრიორიტეტულობა

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურესთან კავშირს ერთდროულად ამყარებს ერთზე მეტი საჰაერო ხომალდის (შემდგომში – სხ) პილოტი, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურემ,  გარემოებიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს სხ-ებთან კავშირზე გასვლის თანმიმდევრობა.

2. აკრძალულია ორ სხ-ს შორის იმ რადიოსატელეფონო სიხშირის გამოყენება, რომელზეც ხორციელდება საჰაერო მოძრაობის მომსახურება, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ნებართვის გარეშე.

შენიშვნა: აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რადიოსატელეფონო სიხშირის გამოყენებაზე ერთ წუთზე ნაკლები ხანგრძლივობით.

მუხლი 5. რადიოსატელეფონო კავშირის რადიოსიხშირის მოსმენა

1. საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურე, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას, ვალდებულია, უწყვეტად განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირის შესაბამისი რადიოსიხშირის მოსმენა და რადიოსატელეფონო კავშირის 121,5 მჰც რადიოსიხშირის მოსმენა.

2. ფრენისას პილოტი ვალდებულია, უწყვეტად და ერთდროულად განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირის შესაბამისი რადიოსიხშირის მოსმენა და 121,5 მჰც რადიოსიხშირის მოსმენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ახორციელებს  კომუნიკაციას ან სხ-ის აღჭურვილობა არ იძლევა ორი რადიოსიხშირის ერთდროულად მოსმენის საშუალებას.

3. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც გადაადგილდება სამანევრო არეში, ვალდებულია, უწყვეტად განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირის შესაბამისი რადიოსიხშირის მოსმენა.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია რადიოსატელეფონო კავშირის შესაბამისი რადიოსიხშირის მოსმენის შეწყვეტა (მიწისძვრა, ხანძარი, საჰაერო ხომალდზე დანაშაულებრივი ქმედება და სხვა), პილოტის/საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის მიერ უნდა განხორციელდეს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის/პილოტის ინფორმირება რადიოსიხშირის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ და მიეთითოს რადიოსიხშირის მოსმენის განახლების დრო.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე, №595, 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.020911 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4404862-1/