,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავლები
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 216,3 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4 262,5 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის გრანტები 4 413,8 ათასი ლარის ოდენობით.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 207,8 ათასი ლარი, მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 55,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 1,0 ათასი ლარი; დ) მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველ - ყოფისათვის - 81,8 ათასი ლარი. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 530,0 ათ.ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ხარჯები 4 626,2 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 532,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 542,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:`
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის, დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წელს სტრატეგია უცვლელია და ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი მიმართულებებია:
1. ტურიზმის განვითარება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
2. ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მოსახლეობის სოციალური დაცვა და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა.
3. ეფექტური მმართველობა.
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 6 011,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)
ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია (ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდების რეაბილიტაცია ), მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია , ასპინძის ქუჩების გარე განათების მთლიანად დასრულება და არსებული ქსელის მოვლა -პატრონობა , ასევე დასუფთავების ღონისძიებები , სარწყავი არხების მშენებლობა -რეაბილიტაცია , სოფლებში სასმელი წყლის ქსელის მოვლა -პატრონობა . აგრეთვე საპორექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა . მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი :
- მყარი ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა ;
- გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა , მეტი რეაბილიტირებული გზა და ხიდი ;
- მგზავრთა შეუფერხებელი , კომფორტული გადაადგილება ;
- ტურიზმის ობიექტებთან მარტივად დაკავშირება ;
- მეტი განათებული ქუჩები ;
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
გაზრდილი უსაფრთხოება და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა , კმაყოფილი მოსახლეობა .
ა ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია - 3 343,1 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის მიზანი : საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება , ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება .
პროგრამის აღწერა : ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ქუჩების , და ხიდების რეაბილიტაცია , ასევე რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება , მოხრეშვა , საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების , გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა . ზამთრის პერიოდში შიდა გზების ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება , რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას .
მოსალოდნელი შუალედური შედეგი :
-გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა , მეტი რეაბილიტირებული გზა და ხიდი ;
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
- მგზავრთა შეუფერხებელი , კომფორტული გადაადგილება ;
- ტურიზმის ობიექტებთან მარტივად დაკავშირება ;
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
ბ ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 1 729,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის აღწერა : პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება , არსებული ქსელის მოვლა -შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები . ასევე მოხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემების მშენებლობა რეაბილიტაცია და მისი მოვლა -შენახვა , სოფლებში სასმელი წყლის ქსელის მოვლა -შენახვა , ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დასუფთავება .
ბ .ა ) წყლის სისტემების რეაბილიტაცია -ექსპლოატაცია - 7,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02)
პროგრამის მიზანი : მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია .
პროგრამის აღწერა : ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბაში , აგრეთვე სოფლებში სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია .
შედეგების შეფასების ინდიკატორები : მუნიციპალიტეტში მოწესრიგებული სასმელი და სარწყავი სისტემები ; კმაყოფილი მოსახლეობა
პროგრამის განმახორციელებელია : ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია .
ბ .ბ ) დასუფთავების ღონისძიებები : - 272,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)
პროგრამის მიზანი : მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება , დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება .
პროგრამის აღწერა : ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის ცალკეული ტერიტორიის , მწვანე საფარის , დაბაში არსებული ეზოების დაგვა -დასუფთავება , აგრეთვე სოფლების ტერიტორიებზე ნარჩენების შეგროვება და გატანა ნაგავსაყრელამდე , დაბის ცალკეული ტერიტორიების თოვლის საფარისაგან გაწმენდა , მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაბაში მოძრაობის აღკვეთა , სასაფლაოს ტერიტორიის მოვლა -პატრონობა , სანიაღვრე არხების გაწმენდა , რაც გააუმჯობესებს დაბის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას .
მოსალოდნელი შუალედური შედეგი :
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება , დასუფთვების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება , სუფთა გარემო ;
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
დასუფთვებული ქუჩები ;
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია .
ბ .გ ) გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 301,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04)
პროგრამის მიზანი : დაბაში მდგრადი გარეგანათების სისტემის შექმნა .
პროგრამის აღწერა : ასპინძის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი რამოდენიმე სოფლების რეაბილიტირებულ გზებზე ღამის განათება მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს , რის გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა . არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მოვლა -შენახვა , მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა .
მოსალოდნელი შუალედური შედეგი :
შექმნილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების ინფრასტრუქტურა . განათებული ქუჩები .უსაფრთხო გადაადგილება ,კმაყოფილი მოსახლეობა .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
განათებული ქუჩების და უბნების რაოდენობის ზრდა ;
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია და ა (ა )იპ გარე განათება .
ბ .დ ) სარწყავი არხების მოწყობა რეაბილიტაცია - 200,0 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 03 02 05)
პროგრამის მიზანი : მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მელიორაციული ობიექტების მოვლა -პატრონობა შენახვა , ასევე სოფლებში სასმელი წყლის ქსელის მოვლა -შენახვა .
პროგრამის აღწერა :
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მიმდინარე სარემონტო სამუშაოები , გრავიტაციული არხების წმენდითი სამუშაოები ნატანისაგან , დროებითი სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია , მილხიდების , დიუკერების და მოპირკეთებული წყალსატარების წმენდა , სადერევაციო არხის წმენდა , სატუმბო სადგურების ძალოვანი აგრეგატების (ტუმბო ,ძრავი ) მიმდინარე სარემონტო სამუშაოები , ელექტროაღრიცხვის და ელ .მოწყობილობების მიმდინარე რემონტი , სადაწნეო ქსელებზე შესადუღებელი სამუშაოების წარმოება , წყალსაცავზე - შემავსებელი და სამომხმარებლო გრავიტაციული არხების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და წყალსაცავის ტერიტორიის კეთილმოწყობა . სოფლებში სასმელი წყლების ქსელის , რეზერვუარების და გამანაწილებელი ჭების მიმდინარე რემონტი .
მოსალოდნელი შუალედური შედეგი :
აღდგენილი და მოვლილი სარწყავი არხები , რაც ხელს უწყობს ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას , მოსახლეობის ადგილზე დამკვიდრებას და მათ ეკონომიურ სიძლიერეს .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
- გაზრდილი მელიორაციული ფართობი
- გაზრდილი მოსავლიანობა .
- სოფლებში გაუმჯობესებული სასმელი წყლის სისტემა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა (ა )იპ ასპინძის მელიორაციისა და სოფლის სასმელი წყლის ცენტრი .
ბ .ე ) ბინათმშენებლობა -603,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06)
პროგრამის მიზანია : მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება . განხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების და სხვა შენობების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია . ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების მეპატრონეებისათვის სამშენებლო მასალის შეძენა .
პროგრამის აღწერა :
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მრავალსართულიანი კორპუსები , რომლებიც საჭიროებენ საძირკვლის გამაგრებას , ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციას . პროექტის მიზანია თანდათანობით განხორციელდეს დაბაში არსებული კორპუსების კეთილმოწყობა .
მოსალოდნელი შუალედური შედეგი :
მუნიციპალიტეტის გალამაზებული იერსახე ;
გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემო ;
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და კმაყოფილი მოსახლეობა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
ბ .ვ ) მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები -344,9 (პროგრამული კოდი 03 02 07)
პროგრამის აღწერა : მუნიციპალიტეტში მდინარე ოთის წყალზე და სოფელ ივერიაში მისასვლელ ხევზე ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა .
მოსალოდნელი შუალედური შედეგები :
სოფლის მეურნეობის და მოსახლეობის დაცვა სტიქიის შემთხვევაში .შედეგების შეფასების ინდიკატორები :
კმაყოფილი მოსახლეობა .
გ ) საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა - 401,0 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის აღწერა : მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო –სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო –სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს, ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც . ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება .
მოსალოდნელი შუალედური შედეგები :
შედგენილი პროექტებით და ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრული სამუშაოების შეუფერხებელი შესრულება .შეფასების ინდიკატორები :
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა . მომზადებული პროექტების რაოდენობის ზრდა .ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
დ ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები - 537,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის მიზანი : სოფლებში პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრა .
პროგრამის აღწერა : სოფლების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება .
შეფასების ინდიკატორები :
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა სოფლად და კმაყოფილი მოსახლეობა .2. განათლება - 1 379,5 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 04 00)
განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება . მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან . სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა , რათა მყარი საფუძველი ჰქონდეთ აღსაზრდელების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებისთვის . სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია , აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა . გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი . გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახლი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება .
აღმზრდელ -პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა , დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ -პედაგოგის პროფესიების განვითარება , პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა .
ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით , დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელი განათლების განვითარებას . იგი მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს , რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება . ამ პროგრამის მიზანია სასკოლო განათლებისათვის ნორჩი აღსაზრდელების მომზადება , მათი ფიზიკური , გონებრივი და ზნეობრივი აღზრდა , შემოქმედებითი შესაძლებლობების და ინტერესების ხელშეწყობა .
ა ) ა (ა )იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხარჯები - 470,5 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 04 01 01)
პროგრამის მიზანია : სკოლამდელი აღრდის დაწესებულების მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰარმონიული განვითრება და მათი სკოლისათვის მომზადება .ის ითვალისწინებს ინტელექრუალურ , ფიზიკურ განვითარებას , შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას .
პროგრამის აღწერა : სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ვალდებულია : მისი პროგრამა იყოს დაწყებითი განათლების რეალიზაციის გარანტია , ზრუნავდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე , ყველა ბავშვს შეუქმნას განვითარების სათანადო პირობები და ხელი შეუწყოს ცხოვრების შემდგომ ეტაპზე წარმატების მისაღწევად .
მუნიციპალიტეტში სულ 742 0-6 წლამდე ასაკის ბავშვია რეგისტრირებული . ტერიტორიაზე განთავსებულ 4 საბავშვო ბაღში, დღეის მდგომარეობით კონტიგენტი შეადგენს 390 აღსაზრდელს .დაახლოებით 100 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით . შესწავლილ იქნა არსებულ ბაღებში სწავლების ხარისხი და დადგინდა, რომ საბავშვო ბაღიდან გაშვებული 100 აღსაზრდელიდან 50 პროცენტი აკმაყოფილებს განათლების სტანდარტს, რაც ძირითადად ჯგუფში აღსაზრდელთა სიჭარბით არის გამოწვეული .
მოსალოდნელი შუალედური შედეგები :
სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და შესაფერისი უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვები .
შეფასების ინდიკატორები :
- ბაღებში ბავშვების კონტიგენტის ზრდის ტენდენცია ;
- გაუმჯობესებული მატერიალურ -ტექნიკური ბაზა ;
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა (ა )იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები .
ბ ) ბაღების რეაბილიტაცია -323,4 (პროგრამული კოდი 04 01 02)
პროგრამის მიზანი : მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების კეთილმოწყობა .
პროგრამის აღწერა : პროგრამის ფარგლებში მოხდება სოფლებში არსებული ბაღების რეაბილიტაცია -კეთილმოწყობა , ასევე არსებული საბავშვო ბაღების ინვენტარით აღჭურვა და ეზოების კეთილმოწყობა .
მოსალოდნელი შუალედური შედეგი :
ბაღების გალამაზებული იერსახე და შექმნილი უკეთესი პირობები .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული ბაღები და კმაყოფილი მოსახლეობა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
გ ) საჯარო სკოლები - 585,6 (პროგრამული კოდი 04 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები .
პროგრამის აღწერა : პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების კეთილმოწყობა .
მოსალოდნელი შუალედური შედეგი :
სკოლების გალამაზებული იერსახე , უკეთესი ინფრასტრუქტურა .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული სკოლები და კმაყოფილი მოსახლეობა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
3. კულტურა , რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 655,1 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 05 00)
სპორტის , ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას , ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში , ხელს უწყობს ტურიზმს , ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას , კულტურული დიპლომატიის განვითარებას , ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის , რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში . მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ , კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ,სპორტული ტრადიციების დაცვა და მათი განვითარება . ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ააიპ -ების მიერ .
ა ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა -196,9 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის მიზანია : ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია , საზოგადოების აქტიური ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში , სპორტული მიღწევების გაუმჯობესება .
პროგრამის აღწერა : პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული კლუბების ფინანსური მხარდაჭერა , რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება .
მოსალოდნელი შუალედური შედეგები :
სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა ; სპორტცმენთა სპორტული შედეგების გაუმჯობესება , სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება ;შეფასების ინდიკატორები :
სპორტსმენთა რაოდენობის ზრდის და დაოსტატების მაჩვენებლები ;
გაუმჯობესებული ბაზა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია და არსებული სპორტული კლუბები .
ა .ა ) სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა -6,9 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 05 01 01)
პროგრამის მიზანია : სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარება .
პროგრამის
აღწერა
: მუნიციპალიტეტის
პირველობა
მინი
-ფეხბურთში
- პირველობაზე
მონაწილეობას
მიიღებენ
ასპინძის
მუნიციპალიტეტში
მოქმედი
ორგანიზაცია
დაწესებულებების
, დაბისა
და
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
არსებული
სოფლების
მოყვარულ
ფეხბურთელთა
გუნდები
. გამარჯვებული
და
საპრიზო
ადგილზე
გასული
გუნდები
დაჯილდოვდებიან
სპეციალური
პრიზებით
,
მუნიციპალიტეტის
პირველობა
ნარდში
- პირველობაზე
მონაწილეობას
მიიღებენ
ასპინძის
მუნიციპალიტეტში
მცხოვრები
ნარდის
მოყვარული
, როგორც
კაცები
, ასევე
ქალები
, გამარჯვებული
და
საპრიზო
ადგილზე
გასული
მონარდეები
დაჯილდოვდებიან
სპეციალური
პრიზებით
, თასებითა
და
დიპლომებით
.
მუნიციპალიტეტის
პირველობა
ჭადრაკშ
ი
- პირველობაზე
მონაწილეობას
მიიღებენ
ასპინძის
მუნიციპალიტეტში
მცხოვრები
ჭადრაკის
მოყვარული
, როგორც
კაცები და
ქალები
, ასევე
ბიჭები
და
გოგონები
გამარჯვებული
და
საპრიზო
ადგილზე
გასული
მოჭადრაკეები
დაჯილდოვდებიან
სპეციალური
პრიზებით
, თასებით
, მედლებითა და დიპლომებით
.
მუნიციპალიტეტის
პირველობა
ფეხბურთში
- შეჯიბრება
ჩატარდება
მუნიციპალიტეტში
მცხოვრებ
ფეხბურთის
მოყვარულთა
გუნდების
მონაწილეობით
. პირველობაზე
დაიშვებიან
16 წელზე
ზევით
ასაკის
ფეხბურთის
მოყვარულები
. გამარჯვებულები
დაჯილდოვდებიან
თასებით
, მედლებითა
და
დიპლომებით
. საუკეთესო
ნომინაციებში
გამოვლენილ
მონაწილეებს
გადაეცემათ
სპეციალური
პრიზები
.
მუნიციპალიტეტის
პირველობა
ქართულ
ჭიდაობაში
- ჩატარდება
ჭიდაობა
ახალგაზრდებს
შორის
. წონით
კატეგორიებში,
გამარჯვებული
სპორტსმენები
დაჯილდოვდებიან
მედლებით
, თასებით
, სიგელებითა
და
სპეციალური
პრიზებით
.
მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში - პირველობა მონაწილეობას მიიღებენ , ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაგიდის ჩოგბურთის მოყვარუები . შეჯიბრება ჩატარდება ერთ კატეგორიაში, ინდივიდუალურ მონაწილეობას მიიღებენ 16 წელზე ზევით ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლები , გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით , თასებითა და დიპლომებით .
მუნიციპალიტეტის
პირველობა
ფრენბურთში
- პირველობაზე
ჩატარდება
ასპინძის
მუნიციპალიტეტში
მოქმედი
ორგანიზაცია
დაწესებულებების
, დაბისა
და
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
არსებული
სოფლების
მოყვარულ
ფრენბურთის
მოყვარულ
კაცთა
და
ქალთა
გუნდებს
შორის
. გამარჯვებული
და
საპრიზო
ადგილზე
გასული
გუნდები
დაჯილდოვდებიან
სპეციალური
პრიზებით
, თასებითა და დიპლომებით
.
„საქართველოს
სასკოლო
სპორტული
ოლიმპიადის“მუნიციპალური
თამაშების
ორგანიზება
- საქართველოს
სასკოლო
სპორტული
ოლიმპიადის
მუნიციპალური
თამაშების
ორგანიზება
, რომელშიც
მონაწილეობას
იღებენ
ასპინძის
ტერიტორიაზე
არსებული
საჯარო
სკოლის
გოგონათა
და
ვაჟთა
გუნდები
, სულ
მონაწილეობას
იღებს
400 მოსწავლე,
მუნიციპალური
თამაშები
ტარდება
ხუთ
სპორტულ
სახეობაში
, კერძოდ
: გეზრბენში
, კალათბურთში
3x3, ფრენბურთში
, მაგიდის
ჩოგბურთში
, მინი
-ფეხბურთში
, თამაშებში
ხუთივე
სპორტულ
სახეობებში
მონაწილეობას
იღებენ
როგორც
ბიჭებისა
ასევე
გოგონების
გუნდები
. მუნიციპალურ
თამაშებში
გამარჯვებული
გუნდები
ჯილდოვდებიან
მედლებით
, თასებით
,და
.სიგელებით
.
მუნიციპალიტეტში
სპორტული
ღონისძიებების
ორგანიზებისათვის
პროექტით
გათვლილია
- სპორტული
ინვენტარის
შეძენა
, სპორტული
ღონისძიებების
სამსაჯო
მომსახურების
ხარჯები
, სპორტულ
ღონისძიებებისათვის
სპორტული
ფორმების
შეძენა
, მუნიციპალიტეტის
მხრიდან
სხვადასხვა
სპორტულ
ღონისძიებების
ორგანიზებისათვის
საჭირო
სატრანსპორტო
ხარჯები
.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები :
ჩატარებული მუნიციპალური სპორტული ღონისძიებები და გაზრდილია სპორტულ ღონისძიებებში საზოგადოების აქტიური ჩართულობა .
შეფასების ინდიკატორები :
სპორტსმენთა რაოდენობის ზრდის და დაოსტატების მაჩვენებლები ;
გაუმჯობესებული ბაზა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის , განათლების , სპორტის , ძეგლთა დაცვის , ახალგაზრდული საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
ა .ბ ) ა (ა )იპ ასპინძის სასპორტო გაერთიანება - 130,0 ათასი ლარი .(პროგრამული კოდი 05 01 02 02)
პროგრამის მიზანია : გაერთიანებაში შემავალი სპორტულ სახეობათა პოპულარიზაცია და არსებული სპორტული სექციების განვითარების ხელშეწყობა ;
პროგრამის აღწერა : ა (ა )იპ - ასპინძის სასპორტო გაერთიანება - გაერთიანების ბაზაზე არსებული სპორტის სახეობათა განვითარება ; კერძოდ : ფეხბურთის სექცია , რაგბის სექცია , ძიუდოს სექცია , მშვილდოსნობის სექცია , ბ /რ ჭიდაობის სექცია ; - სპორტული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება ; - ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლების და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ხელშეწყობა ; - აღნიშნული სპორტის მასობრიობის და ხელმისაწვდომობის პირობების შექმნა ; - სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის ვარჯიშების ორგანიზება და შესაბამისი პირობების შექმნა ; - გაერთიანების შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათის საჭირო ხარჯების დაფინანსება ; - სპორტული ტრადიციების შენარჩუნება ; - სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო თასების , სიგელების , ჯილდოების შეძენა ; - სასპორტო გაერთიანებისათვის სპორტული ინვენტარის , სპეციალური ფორმებისა და სპორტული აღჭურვილობის შეძენა ; - სასწავლო -საწვრთნო შეკრებების ორგანიზება ; - მწვრთნელთა ოსტატობის ამაღლების მიზნით ტრენინგ -სემინარებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ; - ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ; - სპორტსმენთა ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლისათვის სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფა ; გაერთიანებაში არსებული სპორტის სახეობების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება ;
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და ჩართულობის ზრდა სპორტის სფეროში ; სპორტული განათლების დონის ზრდა .შედეგების შეფასების ინდიკატორები :
სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებები .ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა (ა )იპ სასპორტო გაერთიანება .
ა .გ ) ა (ა )იპ სამცხე ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი „ტაო“- 60,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 03)
პროგრამის მიზანი : რაგბის როგორც სპორტული , გამაჯანსაღებელი სპორტის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა სამცხე -ჯავახეთის მხარეში , ცხოვრების ჯანსაღი წესისა და საზოგადოების აქტიური ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში , სპორტული მიღწევების გაუმჯობესება .
პროგრამის
აღწერა
: პროგრამის
ფარგლებში
დაგეგმილია
:
-ბავშვთა
და
მოზარდთა
რაგბის
განვითრება
და
მასობრივი
რაგბის
დამკვიდრება
; - პროფესიული
რაგბის
დამკვიდრება
და
განვითარება
სამცხე
-ჯავახეთის
მხარეში
; აღნიშნული
პროგრამის
ფარგლებში
შექმნილია
სამცხე
-ჯავახეთის
რეგიონალური
სარაგბო
კლუბი
„ტაო
“, რომლის
მიზანია
რაგბის
, როგორც
სპორტული
, გამაჯანსაღებელი
სპორტის
პოპულარიზაცია
და
მისი
განვითარების
ხელშეწყობა
.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და ჩართულობის ზრდა რაგბში .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
რაგბის სფეროში მიღწეული წარმატებები .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა (ა )იპ სამცხე -ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი „ტაო “
ბ ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 345,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის მიზანია : მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა , განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება ,ახალგაზრდობის გააქტიურება და მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ სამოქალაქო აქტივობებში მეტი ჩართვა , ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება . მათი კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება , ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა .
პროგრამის აღწერა : მუნიციპალიტეტში კულტურული განვითარების პროცესი მიმდინარეობს მოზარდი ახალგაზრდობისათვის და ზოგადად მთლიანი მოსახლეობისათვის . მოზარდი მოსახლეობის კულტურული განვითარებისთვის ფუნქციონირებს სახელოვნებო , სამუსიკო და სხვა მუნიციპალიტეტის დაფუძნებული ააიპები , ხოლო ზოგადად მოსახლეობის კულტურული განვითარებისათვის ფუნქციონირებს სხვადასხვა ანსამბლები , ბიბლიოთეკა , საბავშვო თეატრი და აგრეთვე ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები . ჩვენი მიზანია შევინაჩუნოთ არსებული მდგომარეობა და ხელი შევუწყოთ მის მომავალ განვითარებასა და გამრავალფეროვნებას, მათ შორის, ახალ ინიციატივებს რომლის მეშვეობითაც გაიზრდება მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა .
ბ .ა ) ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება -კულტურის ცენტრი - 170,0 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 05 02 01 02)
პროგრამის მიზანია : მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა , განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება ,ახალგაზრდობის გააქტიურება და მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ სამოქალაქო აქტივობებში მეტი ჩართვა , ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება . მათი კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება , ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა .
პროგრამის აღწერა : მუნიციპალიტეტში კულტურული განვითარების პროცესი მიმდინარეობს მოზარდი ახალგაზრდობისათვის და ზოგადად მთლიანი მოსახლეობისათვის . მოზარდი მოსახლეობის კულტურული განვითარებისთვის ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი , ფოლკლორული ანსამბლი , მუზეუმი , თეატრი და აგრეთვე ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები . ორგანიზაციაში გაერთიანებულები არიან „თავისუფალი თეატრი “; ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლი „სამცხე “და ქართულ ხალხური ანსაბლი „წუნდა “, რომლებიც ცდილობენ აღმოაჩინიონ ნიჭიერი ახალგაზრდები და მოახდინონ მათი პოპულარიზაცია , ასევე ინარჩუნებენ ჩვენი რეგიონისათვის დამახასიათებელ ტრადიციული ძირძველი ნაწარმოებების შენარჩუნებას .
პროგრამის ფარგელბში ანსამბლები მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთშორისო ფესტივალებში , გეგმავენ და ატარებენ სხვადასხვა გასართობ და სანახაობრივ კულტურულ ღონისძიებებს მოსახლეობისათვის .
ასევე აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ -კულტურული ძეგლების მინიტორინგს , ტურისტული ბილიკების მოძიება -დაგეგმარებას , ასევე არსებული სამუზეუმო ექსპონატების მოვლა -პატრონობას , მის რესტავრაციაზე ზრუნვას .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და ჩართულობის ზრდა კულტურის სფეროში ; ტურისტებისათვის ეფექტური გარემოს შექმნა .შედეგების შეფასების ინდიკატორები :
ჩატარებულ ღონისძიებათა რაოდენობრივი და შინაარსობრივი მაჩვენებელი . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილი და აღრიცხული კულტურული მემკვიდრეობის , ისტორიულ -კულტურული ძეგლების რაოდენობრივი მაჩვენებელი . ტურიზმის განვითარებისათვის შექმნილი ეფექტური გარემო . მოვლილი და შენახული სამუზეუმო ექსპონატები .ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა (ა )იპ ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება -კულტურის ცენტრი .
ბ .ბ ) მთავარი ბიბლიოთეკა -65,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 03)
პროგრამის მიზანია : ასპინძის მუნიციპალიტეტის მკითხველი მოსახლეობას ცოდნის ამაღლება, ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნება , გამდიდრება , წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით . პროგრამის მიზანია ასევე სხვადასხვა სახის საბიბლიოთეკო -კულტურული და მხატრული ღონისძიებების ჩატარება .
პროგრამის აღწერა : საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზება . საბიბლიოთეკო ფონდების შეგროვება , აღრიცხვა -დამუშავება და საკატალოგო მეურნეობის წარმოება საბიბლიოთეკო წესების შესაბამისად , მათი დაცვის უზრუნველყოფა . საცნობარო - ბიბლიოგრაფიული აპარატის სრულყოფა , საბიბლიოთეკო მაჩვენებლების შედგენა და სტატისტიკის წარმოება , მონაცემთა ბაზის შექმნა . ქართული კულტურის მემკვიდრეობის და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია . მოქალაქეთა მომსახურება საბიბლიოთეკო ფონდებით , კატალოგებით , კარტოთეკებით , ელექტრონული რესურსებით , ტექნიკური საშუალებებით და ინტერნეტით . საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა . კულტურულ -საგანმანათლებლო და სამეცნიერო -ინფორმაციული ღონისძიებების , სპეციალიზებული სემინარების და ტრენინგების მომზადება -ჩატარება , გამოფენების მოწყობა , საინფორმაციო ბაზის შექმნა და სრულყოფა . საბიბლიოთეკო საქმის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების და სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად კულტურულ -საგანმანათლებლო და სამეცნიერო -ინფორმაციული ღონისძიებების , შეხვედრების ორგანიზება . ახალგამოცემული წიგნების წარდგენები , ლიტერატურული საღამოები , შემეცნებითი დისკუსიები , ცნობილი მწერლების დაბადების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოები , ასპინძის შემოქმედ , ღვაწლმოსილ და ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრები , ღირსშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები „ბიბლიოთეკის კვირეული , ლექციები , კონფერენციები , სემინარები , საშობაო -საახალწლო შეხვედრები "
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
მკითხველთა აქტიური ჩართვა , მისი დაინტერესება ;
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
ბიბლიოთეკით მოსარგებლე მკითხველთა რიცხვის ზრდა , ასევე ჩატარებულ ღონისძიებათა რაოდენობისა და ხარისხის ანალიტიკური მაჩვენებელი .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა (ა )იპ „ასპინძის მთავარი ბიბლიოთეკა “.
ბ .გ ) სახელოვნებო სკოლები -100,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 04)
პროგრამის მიზანია : მოზარდებში მუსიკალური უნარ -ჩვევების განვითარება , კონცერტების გამართვა , ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება , მუდმივი ზრუნვა განსაკუთრებით ნიჭიერი ბასვშვების აღმოჩენისათვის .
პროგრამის აღწერა ; ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლაში ამჟამად სწავლობს 101 მოსწავლე . პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულება , ა .ა .ი .პ . ვ . მაღრაძის სახელობის ასპინძის სამუსიკო სკოლა . სასწავლო პროგრამის მეშვეობით ხორციელდება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ხელოვნების ნიმუშების – მუსიკალური ნაწარმოებების შესწავლა , ასევე კულტურული აქტივობების ორგანიზება : მათ შორის სკოლისა და რაიონის მასშტაბით გამართული ღონისძიებები და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა . მნიშვნელოვანია , მოსწავლეთა საშემსრულებლო ტექნიკის განვითარებისათვის კონკურსებსა და ფესტივალებში მათი მონაწილეობა , რისი საშუალებითაც ვლინდება მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები . სკოლის მიზანია , იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებასა და აქტიური კულტურული მსმენელის აღზრდაზე . მოსწავლეთა და პედაგოგთა ხელშეწყობა – წახალისება სკოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მათი შემოქმედების დაფასება ასევე აღსანიშნავია სკოლის ჩართულობა ასპინძის მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება . სამუსიკო სკოლის სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემაა მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები : სკოლაში ჩატარებული კულტურული ღონისძიებები , გამართულია კლასიკური მუსიკის საღამოები , განხორციელებული საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებში სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობა , გაზრდილია სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა . სამუსიკო სკოლის არსებობისა და ფუნქციონირების უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს წარმოადგენს ასპინძის მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლება , ჩართულობისა და დაინტერესების ზრდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში . რაიონისა და სკოლისათვის მნიშვნელივანია , რაც შეიძლება მეტი მოზარდი მოწყვიტოს ქუჩას .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის რაოდენობრივი და შედეგობრივი მაჩვენებელი ; ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი მიღწევები .ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა (ა )იპ „ვასილ მაღრაძის სახელობის ასპინძის სამუსიკო სკოლა “.
ბ .დ ) კულტურის ობიექტების მშენებლობა -10,5 ათსი ლარი . (პროგრამული კოდი 05 02 01 07)
პროგრამის მიზანია : პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია .
გ ) ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება - 47,7 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის მიზანია : მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით , წარჩინებული ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა ; გასართობი და შემოქმედებითი აქტივობების ორგანიზება .
პროგრამის აღწერა : მოსწავლე -ახალგაზრდობის სემინარ-ტრენინგების ორგანიზება ; ინტელექტუალური მედიაპროექტი „ეტალონი “ - გასვლით არასატელევიზიო ფორმატის ინტელექტუალურ კონკურს „ეტალონში " მონაწილეობა ; საქართველოს მასშტაბით გამართული ფოლკლორულ და საესტრადო კონკურსებსა და ფესტივალებზე შემოქმედებითი კოლექტივების ტრანსპორტირება ; სხადასხვა ადგილობრივი თუ რესპუბლიკურ ფესტივალებში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობა , ჯგუფების სხვადასხვა ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზება . წარჩინებული ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სახის წამახალისებელი ფინანსური მხარდაჭერა ; ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა , საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვა და წახალისება ; გასართობი და შემოქმედებითი აქტივობების ორგანიზება და გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოვება ;
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები : მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება , ჩართულობის , დაინტერესების ზრდა და ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის ეფექტურად ხარჯვა , მათი კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება , ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა .
შედეგების შეფასების ინდიკატორები : ახალგაზრდული ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა ; სამოქალაქო საქმიანობაში ჩართული ახალგზარდების რაოდენობის ზრდა .დ ) რელიგია - 65,0 ათასი ლარი .(პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის მიზანია : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია -მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
ეკლესია -მონასტრების მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესებული იერსახე ;
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
ტურისტების რაოდენობის ზრდა ;
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია .
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 864,0 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური გარანტიების შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას .
ა .ა ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება - 58,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01 01)
პროგრამის მიზანია : სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია , საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული (EPHo-10) ფუნქციების განხორციელების გზით ; ითვალისწინებს ბიუჯეტიდან გამოყოფილ მიზნობრივი ტრანსფერის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“განსაზღვრული პროექტების დაფინანსებას , კერძოდ :
პროგრამის აღწერა : გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი , იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების , შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის , სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა დკსჯე ცენტრში , სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში სანიტარიულ -ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა ,პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა ; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება , დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა , პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას , გადამდებ /არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა , მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ; პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ,სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება . წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში , ტუბერკულოზისა და “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარიულ -ეპიდემიოლოგიური ფონის შექმნა ,ეპიდსაწინააღმდეგო , პრევენციული ზომების გატარება , გადამდები დაავადებების შემთხვევათა რაოდენობის შემცირება , გადამდებლობის შემცირება , სრულყოფილი სამედიცინო საინფორმაციო სისტემის შექმნა .შედეგების შეფასების ინდიკატორები :
ინფექციური და გადამდები დაავადებებისაგან დაცული მოსახლეობა , ავადობის შემცირებული მაჩვენებელი .ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა (ა )იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი .
ა .ბ ) ამბულატორიები -512,4 ათასი ლარი ( პროგრამული კოდი 06 01 02)
პროგრამის მიზანია : ამბულატორიული მომსახურების მიწოდების მიზნით საჯარო შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ამ სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება .
პროგრამის აღწერა : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამბულატორების რეაბილიტაცია .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები : სოფლის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობა .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
სოფლის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და კმაყოფილი მოსახლეობა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
ბ ) სოციალური უზრუნველყოფა - 293,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას .
უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება . დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა . ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა , პრევენცია და მკურნალობა . შშმ პირების სოციალურ -ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერა . ჰეპატიტების დიაგნოსტირება და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება . შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაცია . ახალშობილ ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია . ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება . ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება . მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება . მზრუნველობა მოკლებულთა უფასო კვების დაფინანსება .
ბ .ა ) უფასო სასადილოს დაფინანსება - 40,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01)
პროგრამის მიზანია : უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა ცხელი სადილით, დღეში ერთხელ .
პროგრამის აღწერა : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მძიმე სოციალურ -ეკონომიური მდგომარეობის მქონე ,მოქალაქეთა ერთჯერადი უფასო კვების დაფინანსება .პროგრამა გათვალისწინებულია 50 ბენეფიციარზე . საბიუჯეტო წლის დასაწყისისათვის ,პროგრამის მონაწილედ დარეგისტრირებულია 46 პირი .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები : საჭიროების მქონე პირთათვის უზრუნველყოფილია უფასო კვების მომსახურება , სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
ბ .გ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა - 105,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02)
პროგრამის მიზანია : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო პოლისით არასრულად დაფინანსებული ან დაფინანსების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება .
პროგრამის აღწერა : ქვეპროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის ქირურგიული ოპერაციების ღირებულების თანადაფინანსება პროცენტულად .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება .შედეგების შეფასების ინდიკატორები :
ჯანსაღ მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა ,
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
ბ .დ ) ახალდაბადებულ ბავშვთა დახმარების პროგრამა -23,5 ათასი ლარი ( პროგრამული კოდი 06 02 03)
პროგრამის მიზანია : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება .
პროგრამის აღწერა : ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესება და ახლადაბადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების მატერიალურ მორალური სტიმულირება . პირველ ახალშობილზე 150 ლარი ; მეორე ახალშობილზე 200 ლარი ; მესამეზე 250 ლარი ; მეოთხეზე 300 ლარი ; მეხუთე და ყოველ შემდგომ ახალშობილზე 500 ლარი ; ტყუპებზე 250-250 ლარი , მეორე და ყოველი შემდგომი ტყუპებზე 500-500 ლარი , ასევე მაღალმთიანი სტატუსის არ მქონე სოფლებში პირველ ახალშობილზე 300 ლარი ; მეორე ახალშობილზე 400 ლარი ; მესამეზე და ყოველ შემდგომ ახალშობილზე 500 -500 ლარი .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება .შედეგების შეფასების ინდიკატორები :
ახალშობილთა ზრდის დინამიკის მაჩვენებელი .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
ბ .ე ) ვეტერანთა და დევნილთა ხარჯები -1,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04)
პროგრამის მიზანია : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები „ვეტერანისა და დევნილის “ სტატუსის მქონე გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების თანადგომა .
პროგრამის აღწერა : ქვეპროგრამის ფარგლებში წლის განმავლობასი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები გარდაცვლილი ვეტერანების და დევნილთა დაფასება და მათი ოჯახების თანადგომა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
ბ .ვ ) სოციალური დახმარებები - 103,5 ათასი ლარი . (პროგრამული კოდი 06 02 05)
პროგრამის მიზანია : სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე , მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის ზრდა , შშმ პირთა ერთჯერადი დახმარება , რეინტეგრაციაში და მინდობით აღზრდაში მყოფი პირების მორალური და ფინანსური მხარდაჭერა .
პროგრამის აღწერა : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების (არასრულწლოვანი ოთხი და მეტი შვილი ) ოჯახების მატერიალური დახმარება ; მეორე მსოფლიო ომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ომისა და სამხედრო ძალების და ინვალიდებულ ვეტერანთათვის , ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული , 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პირების ოჯახებისათვის ; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების ხარჯი ; მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება ; დედ –მამით ობოლ არასრულწლოვანთათვის დახმარება ; შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე არასრულწლოვანთათვის სხვადასხვა გამონაკლისი შემთხვევებისათვის .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება . სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე . მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის ზრდა . სოციალურად დაუცველი მოსახლეობის არსებითი საჭიროებითა და ცხოვრების შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველყოფა.შედეგების შეფასების ინდიკატორები :
დაფინანსებულ მოქალაქეთა რაოდენობა .
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია .
ბ .ზ ) ა (ა )იპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი - 20,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05)
პროგრამის მიზანია : შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა , მათთვის საჭირო პირობების შექმნა შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის .
პროგრამის აღწერა : განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაციის აღსაკვეთათ . უზრუნველყოს შშმ პირების თანაბარი ჩართულობა დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში , უზრუნველყოს ყველა ბენეფიციარის მიერ თანაბარი უფლებებით სარგებლობა , რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ პრივილეგიას მცირე ჯგუფების მიმართ . სათანადო პირობების შექმნით უზრუნველყოს განვითარების პრობლემის მქონე ბენეფიციართა მშობლების უფლებების რეალიზაცია, მონაწილეობა მიიღონ დაწესებულების მონიტორინგის პროცესში . უზრუნველყოს საჭირო რაოდენობისა და ხარისხის დამხმარე საშუალებები ( მათ შორის საინვალიდო ეტლები ) თავისუფალი გადაადგილებისათვის .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები :
შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირების სოციალური , ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერა ,გარემოსთნ ადაპტირების შესაძლებლობის გაუმჯობესება .
შედეგების შეფასების ინდიკატორები :
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისათვის გატარებული ღონისძიებები .5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები , თავდაცვა , საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება .
5.1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა - 2 191,6 ათასი ლარი (კოდი : 01 00)
პროგრამის მიზანია : ეფექტური მმართველობა აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების შეუფერხებელი და გამართული საქმიანობისათვის .
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს , რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას , როგორიცაა: მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების , მუნიციპალიტეტის საკრებულოს , აპარატის შენახვის ხარჯები , მათ შორის : თანამდებობრივი სარგო , პრემია , დანამატი და სხვა . ასევე , მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს , წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს , სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს .
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნილი სარეზერვო ფონდი შეადგენს 60,0 ათასი ლარს და მისი განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად .
5.2. თავდაცვა , საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 91,8 ათასი ლარი (0200)
პროგრამის მიზანი : ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა .
პროგრამის აღწერა : შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა , წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება , ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება .
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ორგანიზაციულ ჭრილში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’“, №71, 21.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.140.016376 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4419706-11/