ა) სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლებამოვალეობას;
დ) სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას;
ე) სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
საქმე №ბს-575(4კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…ქონების მართვას, ხოლო მე-11 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავრობის თავმჯდომარე განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, მუხლი 21, №79-უ.ს.შ.ს., 20.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.056.016077 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4419751/muxli-21/