მუხლი 23. 1. მინისტრი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს
თავი VII — სამინისტრო
2. მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. მინისტრის ნორმატიული აქტის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
3. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
4. მინისტრის ნორმატიული ხასიათის ბრძანება სავალდებულოა შესასრულებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. თუ საკითხი ერთდროულად შედის რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროში, მათი შეთანხმებით შესაძლებელია ერთობლივი ბრძანების გამოცემა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, მუხლი 23, №79-უ.ს.შ.ს., 20.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.056.016077 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4419751/muxli-23/