ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (16)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) "მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) "სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) "შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი", დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) (ამოღებულია - 20.12.2019, №162);
ვ) (ამოღებულია - 20.12.2019, №162);
ზ) "უხუცეს მოქალაქეთა დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" დანართი №7-ის შესაბამისად;
თ) (ამოღებულია - 20.12.2019, №162);
ი) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი , დანართი №9-ის შესაბამისად;
კ) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №10-ის შესაბამისად;
ლ) „სოციალური დახმარებების პროგრამის" (პროგრამული კოდი 06 02 12) განხორციელების წესი, დანართი №11-ის შესაბამისად;
მ) „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 13) განხორციელების წესი“, დანართი №12-ის შესაბამისად;
ნ) (ამოღებულია - 20.12.2019, №162);
ო) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი“ დანართი №14-ის შესაბამისად.
|
„მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
1. „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს) მოსახლეობისა და შშმ პირების ყოველდღიურად ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქე – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, საქართვერლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არსებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
გ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელებული დაფინანსება;
დ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 01).
1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.
1. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ე) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
ვ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).
2. განცხადებების ქვეპროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური. განცხადების ქვეპროგრამასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სამსახური წერილობითი ფორმით უზრუნველყოფს მოქალაქის ინფორმირებას არაუგვიანეს განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 2200 (ორი ათას ორასი) ბენეფიციარის დაკმაყოფილება.
4. ქვეპროგრამით შესაძლო მოსარგებლე პირებს (კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში) განსაზღვრავს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი (რომლის შემადგენლობასა და დებულებას ჯგუფის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე) და წარუდგენს წერილობით რეკომენდაციას ქალაქის მერს.
5. პროგრამით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2200-ზე მეტი ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობის არსებობის შემთხვევაში (რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს), მოქალაქეები ჩასმულნი იქნებიან მომლოდინეთა სიაში. ადგილის გამოთავისუფლებისას პროგრამით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

1. მუნიციპალიტეტი ბენეფიციართა კვების მომსახურების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
2. უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობას/არსებული შემადგენლობის განახლებას უზრუნველყოფს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი, ნუტრიციოლოგის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე.
3. მოქალაქის ქვეპროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციას (ტენდერში გამარჯვებული კომპანია) წერილობით უგზავნის ბენეფიციარების სიას.
4. ქვეპროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების სადილით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ოთხ ლოკაციაზე არსებული უფასო სასადილოების ქსელის საშუალებით. სასადილოების მოწყობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას წარადგენს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი.
5. ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების აღრიცხვა ხორციელდება ყოველდღიურად, სასადილოებში განთავსებული ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე, შესაბამისი დაშვების ბარათის დაფიქსირებით.
51 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეჩერების საფუძველია:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის შეჩერება.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეჩერება.
გ) ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე 14 დღის განმავლობაში ზედიზედ არ დაფიქსირება.
52 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის შეწყვეტა.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა.
გ) ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე 1 თვის განმავლობაში ზედიზედ არ დაფიქსირება;
დ) პირის გარდაცვალება.
53 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე. პროგრამით სარგებლობის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლების არსებობისას, ბენეფიციარის მიერ საპატიო ინფორმაციის/შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ბენეფიციარს შესაძლოა მიეცეს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება, გადაწყვეტილების მიღების მეორე დღიდან.
54. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება, ქვეპროგრამით სარგებლობის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, ეგზავნება ბენეფიციარს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
6. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სათათბირო საკონსულტაციო ჯგუფი უფლებამოსილია შეამოწმოს ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ხარისხი და შესაბამისი დასკვნა/ინფორმაცია მიაწოდოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №248 - ვებგვერდი, 23.04.2021წ.

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური, ყოველი თვის ბოლოს აფორმებს მიღება-ჩაბარების აქტს მომწოდებელ კომპანიასთან, ადგენს შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციის და წარუდგენს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.

„სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის
განხორციელების წესი
1. „სარიტუალო მომსახურებები “ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი “ (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვას , ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვას , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი /ები -ს წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს .
11. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური“).

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 09.02.2021წ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება:
ა) "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით განსაზღვრული კატეგორიის სარიტუალო ხარჯები;
ბ) იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო ხარჯები.
გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯები .
დ) (ამოღებულია - 29.09.2023, №77).
2. "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 300,00 (სამასი ლარი და 00 თეთრი) ლარი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მიზნობრივი ტრანსფერი.
3. იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი მიცვალებულების სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 260,00 (ორას სამოცი ლარი და 00 თეთრი) ლარი.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 -სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 400.00 (ოთხასი ლარი და 00 თეთრი ) ლარი .

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.

1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ხარჯები ანაზღაურდება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტით განსაზღვრული პირის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში:
ა) შუამდგომლობა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ (ოჯახის წევრის არ არსებობის შემთხვევაში);
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 20 შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
3. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების ანაზღაურება.
4. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) მომსახურების გასაწევად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მომართავს შპს "გემა" (ს/კ №216402694) ქალაქში აღმოჩენილი არაიდენტიფიცირებადი ან იდენტიფიცირებადი უპატრონო მიცვალებულის თაობაზე. შპს "გემას" მომართვას (წერილს) თან უნდა ერთოდეს მოქალაქის გარდაცვალების მოწმობა.
5. ქვეპროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციას განიხილავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური.
6. მოსარგებლე პირთა პროგრამასთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული ელექტრონული მონაცემების საფუძველზე.

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "გემას" შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) მომსახურების ხარჯებს.
2. ამ წესით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებისათვის, ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

„შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის
განხორციელების წესი
1. შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ების სასმელი წყლის გადასახადზე შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამისგანმახორციელებელი“).

1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება (შემდგომში "ბენეფიციარი").
2. მოსარგებლე პირთა პროგრამასთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ბაზების საფუძველზე.
3. პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ბაზებში შესული ცვლილებების საფუძველზე.
4. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.

1. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოსა" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზებთან. მოწოდებული ბაზის ყოველთვიური განახლების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში, რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშსწორებისას.
2. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება ქვეპროგრამით საგებლობის უფლება.
3. სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიასთან ანგარიშსწორება ხორციელდება:
ა) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სასმელი წყლის ზღვრული ტარიფის საფუძველზე, სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფის შესაბამისად სულზე არაუმეტეს სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფებისა.
ბ) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის სულზე არაუმეტეს 3.75 (სამი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ყოველთვიურად სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიას წარუდგენს მოსარგებლე პირთა რეესტრს, რის საფუძველზეც სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანია წარმოადგენს ქვეპროგრამით მოსარგებლე პირთა სასმელი წყლის გადასახადის (დავალიანების) შესახებ ინფორმაციას, ქვეპროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის მითითებით.
2. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქვეპროგრამის განმახორციელებლის წერილის საფუძველზე.

„ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი
1. „ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

1. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) შეღავათის დაწესება.

1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:
ა ) რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები . ქვეპროგრამის მიზნებისთვის რეინტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს . ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 14 ოჯახის დახმარება .
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახები; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები; 2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები; საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე დახმარების გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი.
3. ქვეპროგრამით მოსარგებლეები, რომლებიც განეკუთვნებიან მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე კატეგორიას დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი (ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან"; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) რეინტეგრირებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მშობელი არ არის).
ე) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ვეტერანის მოწმობის (კოდი 501 ან 502) ასლი, ან ვეტერანის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ; გ) ომის მონაწილის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის:
ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოწოდებული რეინტეგრირებული ოჯახების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ყოველთვიურად განახლებულ ბაზებთან.
ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთან. ხოლო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსათვის სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთან.

1. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა დახმარება განხორციელდება ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახების ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაწეული კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) ხარჯების დაფარვით, ქვეპროგრამით განსაზღვრული წლიური ლიმიტის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს განესაზღვრება წლიური ლიმიტირებული თანხა 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, რომლის გახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, გადაჭარბებულ თანხას აანაზღაურებენ თავად ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახები.
3. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს დეკემბრის თვის კომუნალური გადასახადები უნაზღაურდება მომდევნო კალენდარული წლის იანვარში. (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც სარგებლობდნენ წინა წელს არსებული ქვეპროგრამით და მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მონაცემებით ამოწურული არ აქვთ ქვეპროგრამით დადგენილი შეღავათის ლიმიტი).
4. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები: მეუღლე/შვილი (შვილები) და დაღუპული ჯარისკაცის მშობლები (დედა/მამა ან ორივე) სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ და მომართეს მერიას დახმარების მიღების თხოვნით, აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება ოჯახზე განსაზღვრული წლიურად ლიმიტირებული თანხის, 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის პროპორციული გაყოფა და განმცხადებელთა შესაბამისი ოდენობით დაკმაყოფილება.
5. კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) მიმდინარე დავალიანებების დაფარვა ხორციელდება სს „ეპ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ წარმოდგენილი ელექტრონულ რეესტრში ასახული შესაბამისი თანხის ოდენობით.
6. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან და ამ წესით გათვალიწინებულ მონაცემთა ბაზებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, ყოველთვიურად სს „ეპ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზთან“ ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მზადდება წერილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რის საფუძველზეც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"უხუცეს მოქალაქეთა დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
1. უხუცეს მოქალაქეთა დახმარება“ (პროგრამულიკოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ და მცხოვრებ, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული უხუცესების, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

1 ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).
2. გამონაკლისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები ასი წლის და ას წელს გადაცილებული უხუცესი მოქალაქის დახმარება, თითოეულისათვის წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად ქვეპროგრამით მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის ქვეპროგრამით მოსარგებლე);
დ) ქვეპროგრამით მოსარგებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.

1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების წინამდებარე წესთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. განცხადების განხილვის შემდეგ, ამ წესით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.

„მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“

1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება “ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილი ) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის პირობებსა და პროცედურებს , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე , მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახები , რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ) და ჰყავთ 4 და მეტი შვილი . ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1-წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს ), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს ) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი . მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი ) წლამდე შვილების რაოდენობის გათვალისწინებით .
11. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე , მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახები , რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ). აღნიშნული ოჯახები , მეოთხე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას მიიღებენ ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით .
2. (ამოღებულია - 21.12.2023, №106);
21. თუ მშობლის ან ბავშვის ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაცია შეწყდა, ამ შემთხვევაში ოჯახს უჩერდება ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება. ხოლო შეჩერებული უფლება აღდგება და განაცდური თვე ანაზღაურდება თუ ერთი თვის ვადაში განახლდება მშობლისა და შვილის რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევას , თითო არასრულწლოვან ბავშვზე 35 (ოცდათხუთმეტი ) ლარის ოდენობით . ბავშვის გარდაცვალების ან /და ბავშვისთვის 18 წლის შესრულების შემთხვევაში , პროგრამით დადგენილი დახმარება ოჯახს მიეცემა დანარჩენი არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობის მიხედვით .
31. ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ მრავალშვილიანი ოჯახების დაფინანსებას , რომლებიც სარგებლობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების “ პროგრამით და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ), მაგრამ ბავშვის გარდაცვალების გამო შეუწყდათ მოსარგებლის სტატუსი . ამ შემთხვევაში , მატერიალური დახმარება გაიცემა 18 წლამდე ასაკის შვილების რაოდენობის გათვალისწინებით . თუმცა ოჯახზე განაცდური თვეები არ ანაზღაურდება .
4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე :
ა ) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე ;
ბ ) ერთ -ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ ) ბავშვების დაბადების მოწმობები ;
დ ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში );
ე ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში );
ვ ) ერთ -ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერის დედანი , დამოწმებული ბანკის ბეჭდით ;
ზ ) ბავშვის გარდაცვალების მოწმობა (ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ).
5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეპირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
მუხლი 3. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება
1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან . ზემოაღნიშნული , ყოველთვიურად განახლებადი ბაზების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში , რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშწორებისას .
3. დაფინანსების გაცემა ხორციელდება მონაცემების გადამოწმებისა და მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
4. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება წინამდებარე წესით საგებლობის უფლება.
5. ამ წესის მე -2 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებს ახალშობილის ერთ -ერთი მშობელი . მუნიციპალიტეტისთვის მომართვა უნდა განხორციელდეს ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში .
6. ამ წესის მე -2 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება მრავალშვილიან პირზე გაიცემა მასთან ფაქტობრივად მცხოვრები შვილების რაოდენობიდან გამომდინარე . ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით , პროგრამის განმახორციელებელი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს .

1. დაფინანსების ანაზღაურება ხორციელდება განცხადების შემოტანიდან, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვით.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს ყოველთვიურად ერიცხებათ შესაბამისი თანხა (ბავშვების რაოდენობის მიხედვით) მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
3. ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

„საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი"
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
1. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა) ერთჯერადი მატერიალური დახმარების განხორციელების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები პირები/ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:
ა) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახები. თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. წესით გათვალისწინებულია 12 (თორმეტი) ოჯახის მატერიალური დახმარება.
ბ) "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ა" პუნქტით დადგენილი ვეტერანთა კატეგორია. თითოეული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 (ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირებისათვის მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა). თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.

1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მისაღებად გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა (მეუღლე, შვილები, მშობლები, მშვილებელი და ნაშვილები) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სსიპ – ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ასლი, ან სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლე ვეტერანთა რაოდენობა ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ დგინდება სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებული ვეტერანთა სიების საფუძველზე. აღნიშნული სია შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზასთან.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ომში დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებიც სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებულ სიაში არ ფიქსირდებიან (არ გააჩნიათ ვეტერანის მოწმობა), თუმცა შესაბამისი უწყების მიერ მინიჭებული აქვთ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი (მოქალაქე განცხადებით წარმოადგენს სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს).

1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს/ამ წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზებთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული დახმარება პროგრამით მოსარგებლეს ერიცხება საბანკო ანგარიშის ნომერზე.
3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განხორციელების ვადად განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 20 ივლისიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეპროგრამის განხორციელების ვადად განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 20 აპრილიდან – 31 მაისის ჩათვლით პერიოდი.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეპროგრამის განხორციელების ვადად განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან – 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

„სოციალური დახმარებების პროგრამის" (პროგრამული კოდი 06 02 12) განხორციელების წესი“
1. სოციალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განხორციელების წესი: (შემდგომში წესი) განსაზღვრავს ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთებით ან/და ტკბილეულით დასაჩუქრების პირობებს და პროცედურებს.

1. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემა.

1. დედის დღე - 3 მარტი.
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
3. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი.
4. შობა-ახალ წელი.

1. მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს).
2. დღის ცენტრები და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები.
3. ააიპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“ ბენეფიციარები.
4. ა(ა)იპ „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანე“-ს ბენეფიციარები.
5. ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები.
6. 2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ოჯახები (მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის).
7. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახები (რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე).
8. დიდი სამამულო ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები, რომლებსაც საჩუქრები გადაეცემათ შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით.

1. მუნიციპალიტეტი ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისათვის საჩუქრების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ წარმომადგენლების მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. გამონაკლის შემთხვევაში მერის წარმომადგენელმა შესაძლებელია მოსარგებლის ხელმოწერის გარეშე წარუდგინოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შესაბამისი დოკუმენტი.
3. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ შესაბამისი დაწესებულების მიერ.

სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 13) განხორციელების წესი

1. "სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" განსაზღვრავს „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან - 24 წლის ჩათვლით ახალგაზრდები, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი.
11. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე , რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი .
2. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არაუმეტეს 1200.00 (ერთი ათას ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას, ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას, ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენას ან ბინის ქირით უზრუნველყოფას.

1. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ქვეპროგრამით მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა. (დაწყების და დამთავრების თარიღის მითითებით);
დ) ბენეფიციარის სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება ის კონკრეტული საჭიროება, რისთვისაც იქნება გამოყენებული მოთხოვნილი დახმარება;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
ვ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში ).
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური განიხილავს განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ქვეპროგრამასთან.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური , ბენეფიციარის ქალაქ რუსთავში ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით , საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს .
4. ქვეპროგრამების განმახორციელებელი სამსახურის მიერ განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას, განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას, დასაფინანსებელი თანხის ოდენობას და ქალაქის მერს წარუდგენს რეკომენდაციას პირის დაფინანსების შესახებ.
5. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია გადაამოწმოს პროგრამით მოსარგებლე პირის მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

1. ჯგუფის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დაფინანსების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ქვეპროგრამის სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. ფინანსური ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტებისათვის მატერიალური წახალისების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში „სამსახური“).

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი ან კოლეჯი.
ბ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტების წახალისება.
გ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 11);
დ) სტუდენტი – ამ პროგრამის მიზნებისთვის პირი, რომელიც ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, (შემდგომში „მოსარგებლე“) მატერიალურ წახალისებას ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 26.02.2020წ.
1. ქვეპროგრამის მოსარგებლე პირს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტი, რომელიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:
ა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ) არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;
გ) სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტის სრული ოდენობა და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან);
დ) სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან);
ე) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი.
2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირ(ებ)ზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი. ასევე, შესაძლოა პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს სტუდენტს, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური.

1. სტუდენტთა წახალისების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში);
ე) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა №IV-50/4) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი – მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
თ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხევაში);
ი) განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით;
კ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სტუდენტის მიერ 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში); ლ) სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
მ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
ნ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ო) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში".
3. სტუდენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.
4. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება სოციალური დახმარება.

1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად, არაუმეტეს 60 ლარით ოდენობით, სოციალური დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.
2. სტუდენტებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ პროგრამით, არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში შემდეგი სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობისა და ნიშნების ფურცლისა (მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარების მოსარგებლე პირ(ებ)ის კატეგორიის მიხედვით).
3. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით, სტუდენტის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვით.
4. განცხადებების გადარჩევისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ გამოიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ანგარიშსწორება.
5. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს.
6. სოციალური დახმარების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა განაახლოს დოკუმენტაცია კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, სასწავლო სემესტრის დაწყებისას. დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს იმ კატეგორიის მიხედვით, რომელსაც აკმაყოფილებს პროგრამით მოსარგებლე პირი.

+
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსდადგენილება №85 2018 წლის 24 დეკემბერი ქ. რუსთავი

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

41. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯები ანაზღაურდება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში :
ა ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;
ბ ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში );
გ ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ;
დ ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროებისამებრ ),
ე ) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ (ოჯახის წევრის არ არსებობის შემთხვევაში );
ვ ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით .

2. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არაუმეტეს 1200,00 (ერთი ათას ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას; ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას და ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად თანხის გამოყოფას.

დ) სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან).
დ) სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან);
ე) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი.
2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირ(ებ)ზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი. ასევე, შესაძლოა პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს სტუდენტს, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.
1. სტუდენტთა წახალისების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
დ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში);
ე) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა №IV-50/4) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი – მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
თ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხევაში);
ი) განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით;
კ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სტუდენტის მიერ 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში); ლ) სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
მ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
ნ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
ნ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ო) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.
1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში".
3. სტუდენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.
4. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება სოციალური დახმარება.
1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად, არაუმეტეს 60 ლარით ოდენობით, სოციალური დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.
2. სტუდენტებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ პროგრამით, არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში შემდეგი სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობისა და ნიშნების ფურცლისა (მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარების მოსარგებლე პირ(ებ)ის კატეგორიის მიხედვით).
3. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით, სტუდენტის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვით.
4. განცხადებების გადარჩევისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ გამოიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ანგარიშსწორება.
5. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს.
6. სოციალური დახმარების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა განაახლოს დოკუმენტაცია კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, სასწავლო სემესტრის დაწყებისას. დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს იმ კატეგორიის მიხედვით, რომელსაც აკმაყოფილებს პროგრამით მოსარგებლე პირი.
+
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №85
2018 წლის 24 დეკემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) "მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) "სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) "შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი", დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) (ამოღებულია - 20.12.2019, №162);
ვ) (ამოღებულია - 20.12.2019, №162);
ზ) "უხუცეს მოქალაქეთა დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" დანართი №7-ის შესაბამისად;
თ) (ამოღებულია - 20.12.2019, №162);
ი) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი , დანართი №9-ის შესაბამისად;
კ) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №10-ის შესაბამისად;
ლ) „სოციალური დახმარებების პროგრამის" (პროგრამული კოდი 06 02 12) განხორციელების წესი, დანართი №11-ის შესაბამისად;
მ) „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 13) განხორციელების წესი“, დანართი №12-ის შესაბამისად;
ნ) (ამოღებულია - 20.12.2019, №162);
ო) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი“ დანართი №14-ის შესაბამისად.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი
+
+
დანართი №1
„მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს) მოსახლეობისა და შშმ პირების ყოველდღიურად ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს.
1. „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს) მოსახლეობის, შშმ პირების და სახელწიფო ზრუნვიდან გასული 18-24 წლის ახალგაზრდების ყოველდღიურად ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 23.12.2024წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქე – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, საქართვერლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არსებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
გ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელებული დაფინანსება;
დ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 01).
მუხლი 3. ქვეპროგრამის მოსარგებლეები🔗
1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.
მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის წესი🔗
1. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ე) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
ვ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).
2. განცხადებების ქვეპროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური. განცხადების ქვეპროგრამასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სამსახური წერილობითი ფორმით უზრუნველყოფს მოქალაქის ინფორმირებას არაუგვიანეს განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 2200 (ორი ათას ორასი) ბენეფიციარის დაკმაყოფილება.
4. ქვეპროგრამით შესაძლო მოსარგებლე პირებს (კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში) განსაზღვრავს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი (რომლის შემადგენლობასა და დებულებას ჯგუფის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე) და წარუდგენს წერილობით რეკომენდაციას ქალაქის მერს.
5. პროგრამით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2200-ზე მეტი ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობის არსებობის შემთხვევაში (რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს), მოქალაქეები ჩასმულნი იქნებიან მომლოდინეთა სიაში. ადგილის გამოთავისუფლებისას პროგრამით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.
მუხლი 5. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი🔗
1. მუნიციპალიტეტი ბენეფიციართა კვების მომსახურების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
2. უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობას/არსებული შემადგენლობის განახლებას უზრუნველყოფს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი, ნუტრიციოლოგის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე.
3. მოქალაქის ქვეპროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციას (ტენდერში გამარჯვებული კომპანია) წერილობით უგზავნის ბენეფიციარების სიას.
4. ქვეპროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების სადილით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ოთხ ლოკაციაზე არსებული უფასო სასადილოების ქსელის საშუალებით. სასადილოების მოწყობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას წარადგენს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი.
5. ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების აღრიცხვა ხორციელდება ყოველდღიურად, სასადილოებში განთავსებული ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე, შესაბამისი დაშვების ბარათის დაფიქსირებით.
51 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეჩერების საფუძველია:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის შეჩერება.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეჩერება.
გ) ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე 14 დღის განმავლობაში ზედიზედ არ დაფიქსირება.
52 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის შეწყვეტა.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა.
გ) ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე 1 თვის განმავლობაში ზედიზედ არ დაფიქსირება;
დ) პირის გარდაცვალება.
დ) პირის გარდაცვალება;
ე) სახელწიფო ზრუნვიდან გასული პირის შემთხვევაში 25 წლის ასაკის შესრულება.
53 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე. პროგრამით სარგებლობის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლების არსებობისას, ბენეფიციარის მიერ საპატიო ინფორმაციის/შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ბენეფიციარს შესაძლოა მიეცეს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება, გადაწყვეტილების მიღების მეორე დღიდან.
54. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება, ქვეპროგრამით სარგებლობის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, ეგზავნება ბენეფიციარს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
6. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სათათბირო საკონსულტაციო ჯგუფი უფლებამოსილია შეამოწმოს ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ხარისხი და შესაბამისი დასკვნა/ინფორმაცია მიაწოდოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №248 - ვებგვერდი, 23.04.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 23.12.2024წ.
მუხლი 6. ანგარიშსწორება🔗
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური, ყოველი თვის ბოლოს აფორმებს მიღება-ჩაბარების აქტს მომწოდებელ კომპანიასთან, ადგენს შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციის და წარუდგენს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
+
+
დანართი №2
„სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის
„სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. „სარიტუალო მომსახურებები “ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი “ (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვას , ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვას , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი /ები -ს წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს .
1. „სარიტუალო მომსახურებები“ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ ( შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვას, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი/ების წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს) სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
11. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 09.02.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 23.12.2024წ.
მუხლი 2. ქვეპროგრამით სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა🔗
1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება:
ა) "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით განსაზღვრული კატეგორიის სარიტუალო ხარჯები;
ბ) იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო ხარჯები.
გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯები .
გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯები.
დ) (ამოღებულია - 29.09.2023, №77).
2. "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 300,00 (სამასი ლარი და 00 თეთრი) ლარი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მიზნობრივი ტრანსფერი.
3. იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი მიცვალებულების სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 260,00 (ორას სამოცი ლარი და 00 თეთრი) ლარი.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 -სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 400.00 (ოთხასი ლარი და 00 თეთრი ) ლარი .
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 -სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 400.00 (ოთხასი ლარი და 00 თეთრი) ლარი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 09.02.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 23.12.2024წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების წესი🔗
1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ხარჯები ანაზღაურდება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტით განსაზღვრული პირის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში:
ა) შუამდგომლობა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ (ოჯახის წევრის არ არსებობის შემთხვევაში);
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 20 შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
3. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების ანაზღაურება.
4. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) მომსახურების გასაწევად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მომართავს შპს "გემა" (ს/კ №216402694) ქალაქში აღმოჩენილი არაიდენტიფიცირებადი ან იდენტიფიცირებადი უპატრონო მიცვალებულის თაობაზე. შპს "გემას" მომართვას (წერილს) თან უნდა ერთოდეს მოქალაქის გარდაცვალების მოწმობა.
41. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯები ანაზღაურდება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში :
ა ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;
ბ ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში );
გ ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ;
დ ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროებისამებრ ),
ე ) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ (ოჯახის წევრის არ არსებობის შემთხვევაში );
ვ ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით .
41. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯები ანაზღაურდება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროებისამებრ);
ე) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ ( ოჯახის წევრის არ არსებობის შემთხვევაში);
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
5. ქვეპროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციას განიხილავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური.
6. მოსარგებლე პირთა პროგრამასთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული ელექტრონული მონაცემების საფუძველზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 09.02.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 23.12.2024წ.
მუხლი 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი🔗
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "გემას" შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) მომსახურების ხარჯებს.
2. ამ წესით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებისათვის, ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 5. (ამოღებულია)🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
+
+
დანართი №3
„შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის
განხორციელების წესი
განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ების სასმელი წყლის გადასახადზე შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამისგანმახორციელებელი“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
მუხლი 2. მოსარგებლეთა შერჩევის წესი🔗
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება (შემდგომში "ბენეფიციარი").
2. მოსარგებლე პირთა პროგრამასთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ბაზების საფუძველზე.
3. პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ბაზებში შესული ცვლილებების საფუძველზე.
4. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
მუხლი 3. დაფინანსების გაცემის პირობები და ანგარიშსწორება🔗
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოსა" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზებთან. მოწოდებული ბაზის ყოველთვიური განახლების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში, რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშსწორებისას.
2. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება ქვეპროგრამით საგებლობის უფლება.
3. სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიასთან ანგარიშსწორება ხორციელდება:
ა) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სასმელი წყლის ზღვრული ტარიფის საფუძველზე, სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფის შესაბამისად სულზე არაუმეტეს სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფებისა.
ბ) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის სულზე არაუმეტეს 3.75 (სამი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №248 - ვებგვერდი, 23.04.2021წ.
მუხლი 4. ქვეპროგრამის განხორციელების წესი🔗
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ყოველთვიურად სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიას წარუდგენს მოსარგებლე პირთა რეესტრს, რის საფუძველზეც სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანია წარმოადგენს ქვეპროგრამით მოსარგებლე პირთა სასმელი წყლის გადასახადის (დავალიანების) შესახებ ინფორმაციას, ქვეპროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის მითითებით.
2. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქვეპროგრამის განმახორციელებლის წერილის საფუძველზე.
მუხლი 5. (ამოღებულია)🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
+
+
დანართი №4
„ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. „ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 2. ქვეპროგრამის მიზანი🔗
1. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) შეღავათის დაწესება.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამით მოსარგებლეები🔗
1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:
ა ) რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები . ქვეპროგრამის მიზნებისთვის რეინტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს . ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 14 ოჯახის დახმარება .
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახები; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები; 2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები; საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე დახმარების გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი.
3. ქვეპროგრამით მოსარგებლეები, რომლებიც განეკუთვნებიან მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე კატეგორიას დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.
4. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
მუხლი 4. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი🔗
1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი (ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან"; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) რეინტეგრირებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მშობელი არ არის).
ე) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ვეტერანის მოწმობის (კოდი 501 ან 502) ასლი, ან ვეტერანის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ; გ) ომის მონაწილის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის:
ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოწოდებული რეინტეგრირებული ოჯახების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ყოველთვიურად განახლებულ ბაზებთან.
ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთან. ხოლო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსათვის სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთან.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი და ოდენობა🔗
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა დახმარება განხორციელდება ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახების ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაწეული კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) ხარჯების დაფარვით, ქვეპროგრამით განსაზღვრული წლიური ლიმიტის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს განესაზღვრება წლიური ლიმიტირებული თანხა 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, რომლის გახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, გადაჭარბებულ თანხას აანაზღაურებენ თავად ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახები.
3. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს დეკემბრის თვის კომუნალური გადასახადები უნაზღაურდება მომდევნო კალენდარული წლის იანვარში. (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც სარგებლობდნენ წინა წელს არსებული ქვეპროგრამით და მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მონაცემებით ამოწურული არ აქვთ ქვეპროგრამით დადგენილი შეღავათის ლიმიტი).
4. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები: მეუღლე/შვილი (შვილები) და დაღუპული ჯარისკაცის მშობლები (დედა/მამა ან ორივე) სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ და მომართეს მერიას დახმარების მიღების თხოვნით, აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება ოჯახზე განსაზღვრული წლიურად ლიმიტირებული თანხის, 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის პროპორციული გაყოფა და განმცხადებელთა შესაბამისი ოდენობით დაკმაყოფილება.
5. კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) მიმდინარე დავალიანებების დაფარვა ხორციელდება სს „ეპ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ წარმოდგენილი ელექტრონულ რეესტრში ასახული შესაბამისი თანხის ოდენობით.
6. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან და ამ წესით გათვალიწინებულ მონაცემთა ბაზებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, ყოველთვიურად სს „ეპ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზთან“ ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მზადდება წერილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რის საფუძველზეც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
მუხლი 6. (ამოღებულია)🔗

დანართი №5 (ამოღებულია)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
+
+
დანართი №6 (ამოღებულია)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
+
+
დანართი №7
"უხუცეს მოქალაქეთა დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. უხუცეს მოქალაქეთა დახმარება“ (პროგრამულიკოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ და მცხოვრებ, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული უხუცესების, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
მუხლი 2. ქვეპროგრამით მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა🔗
1 ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).
2. გამონაკლისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები ასი წლის და ას წელს გადაცილებული უხუცესი მოქალაქის დახმარება, თითოეულისათვის წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი🔗
ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად ქვეპროგრამით მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის ქვეპროგრამით მოსარგებლე);
დ) ქვეპროგრამით მოსარგებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 4. დახმარების გაცემა და ანგარიშსწორება🔗
1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების წინამდებარე წესთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. განცხადების განხილვის შემდეგ, ამ წესით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
მუხლი 5. (ამოღებულია)🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
+
+
დანართი №8 (ამოღებულია)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
+
+
დანართი №9
„მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება “ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილი ) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის პირობებსა და პროცედურებს , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
მუხლი 2. ქვეპროგრამით მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი🔗
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე , მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახები , რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ) და ჰყავთ 4 და მეტი შვილი . ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1-წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს ), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს ) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი . მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი ) წლამდე შვილების რაოდენობის გათვალისწინებით .
11. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე , მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახები , რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ). აღნიშნული ოჯახები , მეოთხე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას მიიღებენ ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით .
12. ასევე, ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება აქვს იმ მრავლშვილიან ოჯახს, რომელსაც აქვს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აქტიური რეგისტრაციის სტატუსი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დასტურდება ბოლო 1 წლის განმავლობაში ოჯახის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ცხოვრების ფაქტი.
2. (ამოღებულია - 21.12.2023, №106);
21. თუ მშობლის ან ბავშვის ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაცია შეწყდა, ამ შემთხვევაში ოჯახს უჩერდება ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება. ხოლო შეჩერებული უფლება აღდგება და განაცდური თვე ანაზღაურდება თუ ერთი თვის ვადაში განახლდება მშობლისა და შვილის რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევას , თითო არასრულწლოვან ბავშვზე 35 (ოცდათხუთმეტი ) ლარის ოდენობით . ბავშვის გარდაცვალების ან /და ბავშვისთვის 18 წლის შესრულების შემთხვევაში , პროგრამით დადგენილი დახმარება ოჯახს მიეცემა დანარჩენი არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობის მიხედვით .
31. ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ მრავალშვილიანი ოჯახების დაფინანსებას , რომლებიც სარგებლობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების “ პროგრამით და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ), მაგრამ ბავშვის გარდაცვალების გამო შეუწყდათ მოსარგებლის სტატუსი . ამ შემთხვევაში , მატერიალური დახმარება გაიცემა 18 წლამდე ასაკის შვილების რაოდენობის გათვალისწინებით . თუმცა ოჯახზე განაცდური თვეები არ ანაზღაურდება .
4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე :
ა ) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე ;
ბ ) ერთ -ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
გ ) ბავშვების დაბადების მოწმობები ;
დ ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში );
ე ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში );
ვ ) ერთ -ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერის დედანი , დამოწმებული ბანკის ბეჭდით ;
ზ ) ბავშვის გარდაცვალების მოწმობა (ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ).
5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეპირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 26.02.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 23.12.2024წ.
მუხლი 3. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება🔗
1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან . ზემოაღნიშნული , ყოველთვიურად განახლებადი ბაზების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში , რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშწორებისას .
3. დაფინანსების გაცემა ხორციელდება მონაცემების გადამოწმებისა და მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
4. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება წინამდებარე წესით საგებლობის უფლება.
5. ამ წესის მე -2 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებს ახალშობილის ერთ -ერთი მშობელი . მუნიციპალიტეტისთვის მომართვა უნდა განხორციელდეს ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში .
6. ამ წესის მე -2 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება მრავალშვილიან პირზე გაიცემა მასთან ფაქტობრივად მცხოვრები შვილების რაოდენობიდან გამომდინარე . ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით , პროგრამის განმახორციელებელი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
მუხლი 4. ანგარიშსწორება🔗
1. დაფინანსების ანაზღაურება ხორციელდება განცხადების შემოტანიდან, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვით.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს ყოველთვიურად ერიცხებათ შესაბამისი თანხა (ბავშვების რაოდენობის მიხედვით) მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
3. ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 5. (ამოღებულია)🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
+
+
დანართი №10
„საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი"
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა) ერთჯერადი მატერიალური დახმარების განხორციელების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 2. ქვეპროგრამით მოსარგებლეები🔗
1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები პირები/ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:
ა) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახები. თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. წესით გათვალისწინებულია 12 (თორმეტი) ოჯახის მატერიალური დახმარება.
ბ) "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ა" პუნქტით დადგენილი ვეტერანთა კატეგორია. თითოეული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 (ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირებისათვის მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა). თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
მუხლი 3. მოსარგებლეთა შერჩევის წესი🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მისაღებად გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა (მეუღლე, შვილები, მშობლები, მშვილებელი და ნაშვილები) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სსიპ – ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ასლი, ან სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლე ვეტერანთა რაოდენობა ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ დგინდება სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებული ვეტერანთა სიების საფუძველზე. აღნიშნული სია შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზასთან.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ომში დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებიც სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებულ სიაში არ ფიქსირდებიან (არ გააჩნიათ ვეტერანის მოწმობა), თუმცა შესაბამისი უწყების მიერ მინიჭებული აქვთ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი (მოქალაქე განცხადებით წარმოადგენს სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
მუხლი 4. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება🔗
1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს/ამ წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზებთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული დახმარება პროგრამით მოსარგებლეს ერიცხება საბანკო ანგარიშის ნომერზე.
3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
მუხლი 5. წესის განხორციელების პერიოდი🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განხორციელების ვადად განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 20 ივლისიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეპროგრამის განხორციელების ვადად განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 20 აპრილიდან – 31 მაისის ჩათვლით პერიოდი.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეპროგრამის განხორციელების ვადად განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან – 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
+
+
დანართი №11
„სოციალური დახმარებების პროგრამის" (პროგრამული კოდი 06 02 12) განხორციელების წესი“
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. სოციალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განხორციელების წესი: (შემდგომში წესი) განსაზღვრავს ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთებით ან/და ტკბილეულით დასაჩუქრების პირობებს და პროცედურებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
მუხლი 2. ქვეპროგრამის ამოცანა🔗
1. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული საჩუქრების გადაცემის სადღესასწაულო დღეები🔗
1. დედის დღე - 3 მარტი.
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
3. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი.
4. შობა-ახალ წელი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კატეგორია🔗
1. მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს).
2. დღის ცენტრები და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები.
3. ააიპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“ ბენეფიციარები.
4. ა(ა)იპ „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანე“-ს ბენეფიციარები.
5. ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები.
6. 2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ოჯახები (მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის).
7. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახები (რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე).
8. დიდი სამამულო ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები, რომლებსაც საჩუქრები გადაეცემათ შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 5. ქვეპროგრამის განხორციელების წესი🔗
1. მუნიციპალიტეტი ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისათვის საჩუქრების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ წარმომადგენლების მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. გამონაკლის შემთხვევაში მერის წარმომადგენელმა შესაძლებელია მოსარგებლის ხელმოწერის გარეშე წარუდგინოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შესაბამისი დოკუმენტი.
3. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ შესაბამისი დაწესებულების მიერ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
მუხლი 6. (ამოღებულია)🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
+
+
დანართი №12
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 13) განხორციელების წესი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. "სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" განსაზღვრავს „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლენი, დახმარების მიზანი და მოცულობა🔗
1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან - 24 წლის ჩათვლით ახალგაზრდები, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი.
11. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე , რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი .
2. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არაუმეტეს 1200.00 (ერთი ათას ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას, ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას, ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენას ან ბინის ქირით უზრუნველყოფას.
2. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არაუმეტეს 2000.00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას, ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას, ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას ან ბინის ქირით უზრუნველყოფას.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 23.12.2024წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამით მოსარგებლის განცხადების განხილვის წესი🔗
1. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ქვეპროგრამით მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
გ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა. (დაწყების და დამთავრების თარიღის მითითებით);
დ) ბენეფიციარის სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება ის კონკრეტული საჭიროება, რისთვისაც იქნება გამოყენებული მოთხოვნილი დახმარება;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
ვ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში ).
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური განიხილავს განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ქვეპროგრამასთან.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური , ბენეფიციარის ქალაქ რუსთავში ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით , საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს .
4. ქვეპროგრამების განმახორციელებელი სამსახურის მიერ განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას, განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას, დასაფინანსებელი თანხის ოდენობას და ქალაქის მერს წარუდგენს რეკომენდაციას პირის დაფინანსების შესახებ.
5. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია გადაამოწმოს პროგრამით მოსარგებლე პირის მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
მუხლი 4. პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი🔗
1. ჯგუფის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დაფინანსების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ქვეპროგრამის სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. ფინანსური ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 5. (ამოღებულია)🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
+
+
დანართი №13 (ამოღებულია)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
+
+
დანართი №14
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №162 - ვებგვერდი , 24.12.2019 წ .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტებისათვის მატერიალური წახალისების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში „სამსახური“).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი ან კოლეჯი.
ბ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტების წახალისება.
გ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 11);
დ) სტუდენტი – ამ პროგრამის მიზნებისთვის პირი, რომელიც ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 3. დაფინანსების გაცემის მიზანი და დახმარების სახე🔗
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, (შემდგომში „მოსარგებლე“) მატერიალურ წახალისებას ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 26.02.2020წ.
მუხლი 4. სტუდენტთა სოციალური დახმარების მოსარგებლე პირ(ებ)ი🔗
1. ქვეპროგრამის მოსარგებლე პირს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტი, რომელიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:
ა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ) არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;
გ) სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტის სრული ოდენობა და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან);
დ) სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან);
ე) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი.
2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირ(ებ)ზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი. ასევე, შესაძლოა პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს სტუდენტს, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 26.02.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.
მუხლი 5. განცხადების წარდგენა🔗
1. სტუდენტთა წახალისების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
დ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში);
ე) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა №IV-50/4) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი – მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
თ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხევაში);
ი) განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით;
კ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სტუდენტის მიერ 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში); ლ) სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
მ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
ნ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ო) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 26.02.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.
მუხლი 6. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება🔗
1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში".
3. სტუდენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.
4. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება სოციალური დახმარება.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 26.02.2020წ.
მუხლი 7. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება🔗
1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად, არაუმეტეს 60 ლარით ოდენობით, სოციალური დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.
2. სტუდენტებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ პროგრამით, არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში შემდეგი სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობისა და ნიშნების ფურცლისა (მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარების მოსარგებლე პირ(ებ)ის კატეგორიის მიხედვით).
3. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით, სტუდენტის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვით.
4. განცხადებების გადარჩევისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ გამოიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ანგარიშსწორება.
5. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს.
6. სოციალური დახმარების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა განაახლოს დოკუმენტაცია კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, სასწავლო სემესტრის დაწყებისას. დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს იმ კატეგორიის მიხედვით, რომელსაც აკმაყოფილებს პროგრამით მოსარგებლე პირი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 26.02.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“, №85, 24.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016521 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4420647-13/