ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №77 |
|
2018 წლის 27 დეკემბერი ქ. ბათუმი |
|
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატული აქტებითა და ამ დებულებით.
3. საბჭოს საქმიანობის ვადად განისაზღვრება მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.
4. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მიზნები:
ა) გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვა;
გ) ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
ე) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა;
ამოცანები:
ა) შეიმუშაოს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საბჭოს სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულება/მონიტორინგი;
ბ) საბჭომ განახორციელოს მუნიციპალური პროგრამების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერულად მგრძნობიარე საკითხების წარმოსაჩენად ან არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად (ასეთის შემთხვევაში);
გ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ე) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა/ადვოკატირება;
ვ) საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების უზრუნველყოფა;
ზ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო:
ა) იქმნება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების აღიარებიდან ორი თვის ვადაში და უქმდება უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე;
ბ) უფლებამოსილია საკრებულოს თავჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინოს საკრებულო გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებში;
გ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
2. საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე;
3. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა პირებმა;
4. საბჭოს მდივანი ასრულებს თავმჯდომარის დავალებებს.
2. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც.
3. საბჭოს სხდომის დღედ განსაზღვრულია ყოველი თვის პირველი ოთხშაბათი, დრო – 16.00 საათი, თუსხდომის მოწვევის შესახებ სხვა დრო არ იქნა განსაზღვრული.
4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ როგორც საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე საბჭოს წევრებს.
6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსათვის წარსადგენად.
7. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.12.2018. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №77. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.132.016425.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.08.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №77, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016425 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4435433/