მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (30 მუხლი)
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2018 წლის 27 დეკემბერი დაბა მესტია |
|
სოციალური პროგრამების ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამები
1. მარჩენალდაკარგული ოჯახების (0-დან 18 წლისასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01).
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლისასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01).
3. მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვის პროგრამა - რომელშიც შედის : სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის , შშმ პირის ) დიაგნოსტიკის , მკურნალობის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი თანადაფინანსება /დახმარება (პ /კ -06 02 02).
4. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 03).
5. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 03).
6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების , „ვეტერანების დღის “ (17 ოქტომბერი ) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით , ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 03).
7. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის , ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 03).
8. ახალშობილებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01).
9. მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ ) ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01).
10. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01).
11. ონკოლოგიური ავადმყოფების , და ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 03).
12. დიალიზით მოსარგებლე და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 03).
13. მოსახლეობის , მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) თანადაფინანსების პროგრამა (პ /კ -06 03).
14. C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა (პ /კ -06 03).
15. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა (პ /კ -06 03).
16. 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა (პ /კ -06 03).
17. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი ) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 04)
18. კომუნალური სუბსიდირების პროგრამა (პ /კ -06 03).
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება .
2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა .
3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა .
4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა .
5. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა , მონაცემთა ბაზის წარმოება .
მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი .
2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე .
პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება ,ჯანმრთელობის გაუმჯობესება , დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა -გაუმჯობესება , მათი წახალისება , მატერიალური და მორალური მხარდაჭერა .
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა ) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 6. მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა
1. მარჩენალდაკარგული ბავშვის ერთ -ერთმა მშობელმა ან მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) ბავშვის (ან ბავშვების ) დაბადების მოწმობის ასლი ;
დ ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან ) ან მშობლის (მშობლების ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ;
ე ) დედ -მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში დამატებით – მეურვის პირადობის მოწმობის ასლი და მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა ;
ვ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები ;
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე ) შემთხვევაში მეურვემ /მშობელმა უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) ბავშვის (ან ბავშვების ) დაბადების მოწმობის ასლი ;
დ ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან );
ე ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები ;
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
რომელშიც შედის : სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების დიაგნოსტიკის , მკურნალობის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი თანადაფინანსება / დახმარება .
1. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , ერთჯერადი თანადაფინანსების მოთხოვნის მიზნით , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) სოციალურად დაუცველის (0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარებს ) სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა , იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შემთხვევაში – დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა ;
დ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
ე ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო , აფთიაქი ) მიერ სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების შესახებ გაცემული ინვოისი , ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ;
ვ ) პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში ბენეფიციარის პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;
ზ ) მარტოხელა დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა .
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამისი დაწესებულების ან ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე .“.
1. უხუცესმა , რომელსაც შეუსრულდა 90 წელი , ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) საჭიროების შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წევრის პირადობის მოწმობის ასლი ;
დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1.დახმარების მისაღებად ომის მონაწილე ვეტერანებმა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ :
ა ) განცხადება მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) ვეტერანის მოწმობის ასლი ;
დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანმა ,ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) ვეტერანის მოწმობის ასლი ;
დ ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად , შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი .
ე ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1. ვეტერანის უფლებამოსილმა ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი );
გ ) გარდაცვლილი ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალების მოწმობისა და ვეტერანის მოწმობის ასლები ;
დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
2. იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას , გარდაცვლილის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი );
გ ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის ) სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები ;
დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1. ახალშობილის ერთ ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ;
გ ) ბავშვის / ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი ;
დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1. მრავალშვილიანმა ოჯახმა , რომელსაც ჰყავს 5 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ;
გ ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები ;
დ ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში );
ე ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1. ბენეფიციარმა , მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა (ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან ;
დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1. ბენეფიციარმა , რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება პროცედურის ჩასატარებლად , ასევე ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა და ფსიქიკურად დაავადებულმა პირებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1. ბენეფიციარმა , რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება შესაბამისი პროცედურის ჩასატარებლად , ასევე ცერებრალური დამბლით დაავადებულმა პირმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
1. მოსახლეობის , მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი თანადაფინანსება .
1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა ;
დ ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი )/კალკულაცია ;
ე ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას ) ან ცნობა .
ვ ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში );
ზ ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონული განყოფილებიდან .
თ ) ომის მონაწილე ვეტერანის შემთხვევაში , ვეტერნობის დამადასტურებელი მოწმობა .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
2. C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა
1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდაწარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი )/კალკულაცია ;
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
3. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა .
1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი )/კალკულაცია ;
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
4. 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა .
1. ბენეფიციარის ერთ -ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურა (ინვოისი )/ კალკულაცია .
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორთ , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
3. პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის დაფინანსებას ან თანადაფინანსებას , რაც არ ფინანსდება ან /და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ -ით ან /და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ .
4. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები , მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები .
5. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ , ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ .: მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევა , ქირურგიული მკურნალობა , სხივური თერაპია და სხვა ).
1. სტიქიის შედეგად (მათ შორის ხანძარით ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;
გ ) ხანძრის შემთხვევაში – სახანძრო -სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტის (დედანი ) ;
დ ) დაზიანებული (ან დამწვარი ) შენობა -ნაგებობის ფოტოსურათი ;
ე ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .
ვ ) შენობა -ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი , საჯარო რეესტრის ამონაწერი (არარეგისტრირებული შენობა -ნაგებობის შემთხვევში წარმოსადგენია , ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი , შენობა -ნაგებობის ფაქტობრივი ფლობის შესახებ ).
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .
3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას , გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა , თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი საბჭოს ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნა ფოტომასალასთან და შესაბამის ზარალის კატეგორიასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში .
4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოჯახი , მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და განმეორებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული დახმარებით .
სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობები
მუხლი 20. სოციალური დახმარების ოდენობა
მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების ოდენობა შეადგენს :
1. ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა :
ა ) მარჩენალდაკარგულ ოჯახზე – 100 (ასი )ლარი ;
ბ ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 100 (ასი ) ლარი .
გ ) ახალშობილებზე – პირველ ბავშვზე - 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი , მეორე ბავშვზე – 200 (ორასი ) ლარი , და ყოველ მომდევნო ბავშვზე აღნიშნულ თანხას დაემატება 100 (ასი ) ლარი .
დ ) მრავალშვილიან ოჯახებზე , რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი , ხუთი და მეტი შვილი – 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი ;
ე ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე (I ჯგუფი ) –100 (ასი ) ლარი ;
2. მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვის პროგრამა :
ა ) სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის , შშმ პირის ) დიაგნოსტიკის , მკურნალობის , პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით , სამედიცინომომსახურების გამწევის მიერ , პაციენტისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების თანადაფინანსება , შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100/ა , ინვოისის - მიხედვით უნაღდო ანგარიშსწორების გზით შესაბამისი დაწესებულების ან განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე . გადასახდელი თანხა – არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარის ოდენობით , წლიური ლიმიტის ფარგლებში , რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს .
3. ვეტერანთა და ხანდაზმულთა ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა
ა ) ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ ) – 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი ;
ბ ) ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე – 50 (ორმოცდაათი ) ლარი ;
გ ) მეორე მსოფლიო ომის , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე „ვეტერანების დღის “ (17 ოქტომბერს ) აღსანიშნავად საჩუქრის სახით – 500 (ხუთასი ) ლარი ;
დ ) გარდაცვლილ , დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება – 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი .
4. მესტიის რაიონის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა.
ა ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე და ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე დახმარება განისაზღვრება არანაკლებ 100 (ასი ) ლარის და არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარის ოდენობით .
ბ ) დიალიზით მოსარგებლე და ცერებრალური დამბლით დაავდებულ პირებზე დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 1000 (ათასი ) ლარის ოდენობით .
ამბულატორიების , პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში :
გ ) მოსახლეობის , მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების (საავადმყოფოს ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად . ანაზღაურდება ანგარიშ -ფაქტურის მიხედვით პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50% - არაუმეტეს 1000 (ათასი ) ლარის ოდენობით , წლიური ლიმიტის ფარგლებში , რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს . სოციალურად დაუცველის ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 70%, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი ) ლარის ოდენობით , წლიური ლიმიტის ფარგლებში , რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს .
დ ) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევისერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი დაწესებულების (შპს ,,მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანება ) საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურის შესაბამისად 100 % -ისოდენობით (სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევები არ ფინანსდება );
ე ) C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებისგზით , შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინომომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურის შესაბამისად 70 %-ის ოდენობით (C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70 %-ს ). სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში 30%-ის ოდენობით ( სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში “ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს , თანაგადახდა შეადგენს 30 %-ს );
ვ ) 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვების ფარისებრი ჯირკვლის (პათოლოგიათაადრეული გამოვლენის მიზნით ) გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსება , (რომელშიც შედისფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან – თირეოტროპული ჰორმონის (TSH),პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) და ანტი TPO გამოკვლევა ). გამოკვლევების თანადაფინანსება
მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე , ამდაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურებისშესაბამისად . თანადაფინანსება განხორციელდება თანხით , რომლის დაფინანსებაც არ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ;
ზ ) კომუნალური სუბსიდირების პროგრამა – პროგრამის ფარგლებში დ . მესტიაში რეგისტრირებული წყლისგადასახადის აქტიური , საყოფაცხოვრებო მომხმარებლების /აბონენტების , სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ . მესტიაში რეგისტრირებული ოჯახების , რომლებიც ბენეფიტის დარიცხვის თვის წინა ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებენ 65 001 სარეიტინგო ქულას ,ყოველთვიური კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე ასახული თანხის ოდენობა გადაირიცხება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ .
გადარიცხვა განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოზემო -სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე , მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით , უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე .
5. სტიქიით (მათ შორის ხანძარი ) დაზარალებულ ოჯახებზე დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადიფულადი დახმარება :
ა ) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები : ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ -500 (ხუთასი ) ლარის , არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი ) ლარის ოდენობით :
ბ ) სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები : ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი ) ლარის , არაუმეტეს 2000 (ორი ათასი ) ლარის ოდენობით .
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 21. ერთჯერადი სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე , სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახური .
2. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით , მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ეგზავნება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს (შემდგომში საბჭო ).
3. მერიის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა ) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე .
1. საბჭოს ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით –ბრძანებით .
2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და წევრები .
3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პროფესიული ნიშნით მოწვეული წევრი .
4. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს და უძღვება მის სხდომებს .
1. საბჭო მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ .
2. საბჭოს თავმჯდომარე მერის ბრძანებით შემოსულ განცხადებებს დოკუმენტაციის შემოწმების და სრულყოფილი დოკუმენტების საბჭოსთვის წარდგენის მიზნით გადაუნაწილებს საბჭოს ,შესაბამისი სამსახურს .
3. საჭიროების შემთხვევაში საბჭო აწარმოებს მონიტორინგს .
4. საბჭო საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას , შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების , დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ .
საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ობიექტურად , ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე .
1. საბჭოს ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი .
2. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში .
3. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით .
4. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სოციალური დაცვის სამსახური .
5. საბჭოს სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სოციალური დაცვის სამსახური .
6. საბჭოს სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება , რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი . განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი დაერთვება დასკვნას (ოქმს ).
1. სოციალური დახმარების გაცემის საბჭო იხილავს მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა , ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე , ადგენს მათ უტყუარობას , ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას , რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას .
2. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანებით , საბჭოს ოქმის (გადაწყვეტილების ) და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე .
3. საბჭოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა , ჯანდაცვის , განათლების , კულტურისა და სპორტის კომისია .
4. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად .
1. სოციალური დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის (გარდა კომუნალური სუბსიდირების პროგრამისა ) არის ერთჯერადი .
2. მოსახლეობის დახმარების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით . წარმოდგენილი ანგარიშ -ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის ან პირად ანგარიშზე .
3. კომუნალური სუბსიდირების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე , მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით , უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე .
4. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება .
5. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით -ბრძანებით .
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.12.2018. მიმღები ორგანო — მესტიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №41. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.35.103.016304.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 30 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №41, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016304 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4437574/