თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს;
გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს;
დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს;
ე) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს;
ვ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს;
ზ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს;
თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ს და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებს.
2. განპიროვნებული ავტომობილებით ვერ ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების მოადგილეები და სამსახურის უფროსები.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1‑ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით.
2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.
3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;
გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლები;
თ) ძრავის ღვედი;
ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
6. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
7. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №1-ით, მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №2-ით, ხოლო სპეციალიზირებული კლასის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №3-ით.
8. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 02.05.2019წ.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №347 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №241 2018 წლის 28 დეკემბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე
+
დანართი №1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი+
მუხლი 1. მოქმედების სფერო🔗
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი), ადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ზღვრული ფლობის ღირებულებას.+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები🔗
ამ წესში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო; გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე; დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე; ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.+
მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები1. განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს;
გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს;
დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს;
ე) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს;
ვ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს;
ზ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს;
თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ს და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებს.
2. განპიროვნებული ავტომობილებით ვერ ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების მოადგილეები და სამსახურის უფროსები.
+
მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი🔗
1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში ‑ 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1‑ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით.
+
მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი, მაღალი გამავლობის და სპეციალიზირებული კლასის ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.
2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.
3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;
გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლები;
თ) ძრავის ღვედი;
ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
6. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
7. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №1-ით, მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №2-ით, ხოლო სპეციალიზირებული კლასის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №3-ით.
8. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 02.05.2019წ.
+
ცხრილი 1 მსუბუქი ავტომობილები ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)1.1
ცხენის ძალა არანაკლებ77
გადაცემათა კოლოფი მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 3850 სიგანე არანაკლებ 1695 სიმაღლე არანაკლებ 1455 წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ/ზე არაუმეტეს 8 ლიტრი საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა , ხიდი , გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი ( რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე , გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო , საყრდენი დისკი დამომჭიმი საკისარი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკულიქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა სათადარიგო საბურავი აუცილებელი მოთხოვნა წინა 2 უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი მოთხოვნა აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა აუცილებელი მოთხოვნა საჭის გამაძლიერებელი აუცილებელი მოთხოვნაABS
+
ცხრილი 2 მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები ძრავას მოცულობა არანაკლებ ( მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)1.0
ცხენის ძალა არანაკლებ82
გადაცემათა კოლოფი მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 3665 სიგანე არანაკლებ 1600 სიმაღლე არანაკლებ 1575 წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ /ზე არაუმეტეს 9.3 ლიტრი საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავ, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო , საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა სათადარიგო საბურავი აუცილებელი მოთხოვნა წინა 2 უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი მოთხოვნა აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა აუცილებელი მოთხოვნა საჭის გამაძლიერებელი აუცილებელი მოთხოვნაABS
აუცილებელი მოთხოვნა4X4
+
სპეციალიზებული კლასის ავტომობილი ცხენის ძალა არანაკლებ
102
გადაცემათა კოლოფიმექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ
5000 სიგანე არანაკლებ
1755 სიმაღლე არანაკლებ
1760
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება
ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ
მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი),
3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ
ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა
(ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები,
შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო,
გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის
დისკი და საყრდენი დისკი); ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა სათადარიგო საბურავი აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა აუცილებელი მოთხოვნა საჭის გამაძლიერებელი აუცილებელი მოთხოვნა
ABS
აუცილებელი მოთხოვნა4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით აუცილებელი მოთხოვნა
საჭის სიმაღლის მარეგულირებელი აუცილებელი მოთხოვნა
სარკეების ელ. რეგულირება
.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, №241, 28.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016345 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4438369-3/