წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
წესი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი,01.02.2019წ.
ე1) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება;
ე2) სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.

2. პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინასებას შემდეგი ოდენობით:
ა) ხერხემლისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია(კტ) – 100 (ასი) ლარი
ბ) თავის ტვინის კტ – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
გ) კორონაროგრაფია – 300 (სამასი) ლარი.

2.პროგრამა ითვალისწინებს ოჯახის წევრის პირად ანგარიშზე, პაციენტის მდგომარეობის დამადასტურებელი, სამედიცინო ფორმა №100-ის საფუძველზე, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვას.

1
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2018 წლის 28 დეკემბერი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:+
+
+
|
+
დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესიეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას
+
+
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დახმარების პროგრამების სახეები🔗
1. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია შემდეგი სოციალური პროგრამები:
ა) ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტთა სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსება;
ბ) ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება;
გ) მუდმივად ან/და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა;
დ) აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა;
ე) ,,საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კომპონენტით გათვალისწინებული კვლევების თანადაფინანსება;
ე1) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება;
ე2) სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა;
ვ) მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ზ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
თ) მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა ყოველთვიური ფულადი დახმარება;
ი) საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან/და არაფულადი (მატერიალური) დახმარება;
კ) საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება;
ლ) შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა;
მ) თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა;
ნ) დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება;
ო) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფულადი დახმარება;
პ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა;
ჟ) სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლე შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეგისტრირებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ან ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
3. პროგრამაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის“ (შემდგომში – სოციალური კომისია) გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაერთოს პირი, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობს, მაგრამ არ არის რეგისტრირებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თუ ეს ფაქტი წერილობით დადასტურებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის მიერ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.+
მუხლი 2. ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ პაციენტთა სტაციონარული მომსახურებისა და ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიო და ჰორმონოთერაპიის ნაწილობრივი თანადაფინანსება🔗
1. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის თანაგადახდაში მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია, დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი;
ბ) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე ნაკლებია, დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%.
გ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბენეფიციარი შეიძლება დაფინანსდეს არანაკლებ 50 და არაუმეტეს 500 ლარისა.
2. პროგრამა არ ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევების თანადაფინანსებას.
3. პროგრამით განსაზღვრულია საგარანტიო წერილის გაცემა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციი სშემდეგ.
4. საგარანტიო წერილის გასაცემად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100);
ბ) საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი, ან იმავე ინფორმაციის მატარებელი სხვა დოკუმენტი (კალკულაცია).
გ) დასაფინანსებელი პირის პირადობის მოწმობის ასლი.
5. საგარანტიო წერილით დასაფინანსებელი თანხის ოდენობას ადგენს ,,სოციალური კომისია“, ხოლო საგარანტიო წერილს გასცემს მუნიციპალიტეტის მერი. კომისიის გადაწყვეტილებით, გამონაკლის შემთხვევაში, დაფინანსება მოხდება გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ, არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.+
მუხლი 3. ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება🔗
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის გარდა დამატებით საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას.
2. ბენეფიციართა შერჩევა ხდება სოციალური კომისიის მიერ ფსიქონარკოლოგიური დისპანსერიდან ყოველკვარტალურად მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით .
3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) სამედიცინო ფორმა №100, საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის მითითებით;
გ) პირადი საბანკო ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრის, ან მეურვის შესაბამისი დოკუმენტაცია).
4. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან მეურვეზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას.
+
მუხლი 4. მუდმივად ან/და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა .🔗
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი, სირინგომელია, მოტონეირონთა დაავადება, ლეიკემია (ლეიკოზი), სისტემური სკლოროდერმია, პარკისონის დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია) და მუდმივად ან/და სისტემატიურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას.
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი, სირინგომელია, მოტონეირონთა დაავადება, ლეიკემია (ლეიკოზი), სისტემური სკლოროდერმია, პარკისონის დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, აუტოიმუნური ჰეპატიტი) და მუდმივად ან/და სისტემატურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას.
2. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:
ა) შესაბამისი დაავადების დამადასტურებელი მიმდინარე ან წინა წლის ფორმა №100, საჭირო მედიკამენტის მუდმივად ან სისტემატურად მიღების საჭიროების მითითებით;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პირადი საბანკო ანგარიში.
3. პროგრამა ითვალისწინებს პარკინსონით დაავადებულ პირებზე ყოველთვიურად 50 ორმოცდაათი) ლარის ჩარიცხვას, ხოლო სხვა დანარჩენ ბენეფიციარზე – 100 (ასი) ლარს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.+
მუხლი 5. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა🔗
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ასა-ს მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლთა მშობლები წარმოადგენენ: ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრისა და სხვა ლიცენზირებული დაწესებულებების ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელ ფ №100, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთ ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს.
2. დოკუმენტაციის სოციალური კომისიის მიერ განხილვის საფუძველზე, საჭიროების გათვალისწინებით, წელიწადში ორჯერ მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%-ის ოდენობის დაფინანსებაზე (არაუმეტეს 1000 ლარისა), რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ.
+
მუხლი 6. „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კომპონენტით გათვალისწინებული კვლევების თანადაფინანსება🔗
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული კვლევების დაფინანსებისა და მათ მიერ თანაგადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. დაფინანსება მოხდება ორ ეტაპად:
ა) დიაგნოსტიკური კვლევების დამთავრების შემდგომ;
ბ) მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კვლევების დამთავრების შემდეგ.
3. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბაზისო პაკეტით პაციენტის თანაგადახდის ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ომის ვეტერანები და უმწეო კატეგორიის პაციენტები დაფინანსდებიან 100%-ით.
4. დაფინანსება მოხდება შესაბამისი ეტაპის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში მომართვის შემთხვევაში.
+
მუხლი 61. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება🔗
1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც „სოციალურ კომისიაზე“ წარადგენენ ჩასატარებელი კვლევების კალკულაციას და სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ბენეფიციარზე გაიცემა შესაბამისი საგარანტიო წერილი, რომლის დაფინანსება მოხდება მომწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ. გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსება მოხდება ბენეფიციარის მიერ აღნიშნულ მომსახურების ანაზღაურების შემდგომ. 2. პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინასებას შემდეგი ოდენობით:ა) ხერხემლისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია(კტ) – 100 (ასი) ლარი
ბ) თავის ტვინის კტ – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
გ) კორონაროგრაფია – 300 (სამასი) ლარი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.+
მუხლი 62. სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა🔗
1.პროგრამა შეეხებათ არასაპენსიო ასაკის სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან ბინაში ხელოვნურ სუნთქვაზე და საჭიროებენ ხანგრძლივ მეთვალყურეობასა და სპეციფიკურ მოვლას. 2.პროგრამა ითვალისწინებს ოჯახის წევრის პირად ანგარიშზე, პაციენტის მდგომარეობის დამადასტურებელი, სამედიცინო ფორმა №100-ის საფუძველზე, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვას. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.+
მუხლი 7. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება🔗
1. პროგრამის ფარგლებში ძირითადად გათვალისწინებული იქნება ის შემთხვევები, რომლებიც ვერ ფინანსდება სხვა ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით.
1. პროგრამით დაფინანსდებიან ის მოქალაქეები (ოჯახები), რომლებიც ვერ ფინანსდებიან სხვა ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით და აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა ხდება ოჯახის რომელიმე წევრზე წელიწადში ერთხელ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის რეკომენდაციით ( მის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციით) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულისთვის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით დადგენილი თვიური ლიმიტის ფარგლებში.
3. დაფინანსება მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე 50-დან (ორმოცდაათი) 200 (ორას) ლარამდე ოდენობით თანხის ჩარიცხვით.
+
მუხლი 8. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება🔗
1. პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლადშობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით (ტყუპების შეძენისას თანხის გაორმაგებით და ა.შ.);
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ახალშობილის დაბადებისა და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის შესახებ.
3. დაფინანსება მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით, უნაღდო ანგარიშსწორებით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
+
მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება.🔗
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი და წარმოადგენენ:
ა) შვილების დაბადების მოწმობის ასლებს;
ბ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლს – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს;
დ) პირად საბანკო ანგარიშის ნომერს.
2. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ერთიან ბაზაში 100 000 ქულაზე დაბალია და 2019 წლის 1 იანვრიდან ჩართულია მრავალშვილიანთა სახელმწიფო პროგრამაში, თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად გაიცემა 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო ოჯახებზე 100000-ზე მეტი სარეიტინგო ქულით – 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. დაფინანსება მოხდება ბენეფიციარისთვის 16 წლის ასაკის შესრულებამდე.
3. (ამოღებულია - 25.01.2019, №4);
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.+
მუხლი 10. საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება🔗
1. პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები და ა.შ.), რომელთაც საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გაეწევათ ერთჯერადი ფულადი და/ან მატერიალური დახმარება.
2. სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა და/ან მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
3. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან.
+
მუხლი 11. საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება🔗
1. პროგრამა მოიცავს საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახებზე დახმარების გაწევას საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით. დახმარება გაიცემა დაღუპულთა ოჯახის ერთ-ერთ წევრზე.
2. პროგრამით მოსარგებლე ოჯახებზე დახმარების გაწევის დროსა და გასაცემი თანხის ოდენობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. ბენეფიციართა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია.
4. სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს გარდა წარმოდგენილი უნდა იქნეს ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
+
მუხლი 12. შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა🔗
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000 -ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არ არიან ასაკით პენსიონერები და წარმოადგენენ:
ა) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით – მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) და არიან სახლს (ეტლით მოსარგებლე) ან საწოლს მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს. ამასთან, ჯანმრთელობის ფორმა №100-ში მითითებულია ჩანაწერი – მუდმივად მოვლის საჭიროების მქონე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლს;
გ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირად საბანკო ანგარიშს.
ე) საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლს და საბანკო ანგარიშს.
2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან ოჯახის წევრზე/უფლებამოსილ პირზე უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველთვიურად 100 ლარის ჩარიცხვას.
+
მუხლი 13. თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა🔗
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და აუცილებელი მკურნალობისათვის სისტემატურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში.
2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას.
3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ფორმა №100;
გ) პირადი საბანკო ანგარიში.
+
მუხლი 14. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება.🔗
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოადგენენ:
ა) სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) დაბადების მოწმობის ასლს;
გ) პირადობის მოწმობის ასლს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მათზე მეურვეობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ე) მეურვის პირადობის მოწმობის ასლს;
ვ) პირად ანგარიშს.
2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ დედ-მამით ობოლ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის უნაღდო ანგარიშსწორებით მეურვის პირად ანგარიშზე ჩარიცხვას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.+
მუხლი 15. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფულადი დახმარების პროგრამა🔗
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, ან/და სასამართლო ორგანოს, ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი (მსხვერპლის იდენტიფიცირების) ჯგუფის მიერ მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. ბენეფიციართა დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე, წელიწადში ერთხელ 200 ლარის ჩარიცხვით.
+
მუხლი 16. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.🔗
1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მეწყერი, ქარბუქი, ღვარცოფი, კლდეზვავი, დენადი გრუნტი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას.
2. პროგრამით სარგებლობისათვის სტიქიით დაზარალებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ხანძრით დაზიანების შემთხვევაში:
ა.ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა;
ა.ბ) სტიქიის ამსახველი ფოტომასალა;
ა.გ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ა.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
ბ) ხანძრის გარდა სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანების შემთხვევაში:
ბ.ა) სათანადო საექსპერტო ან/და გეოლოგიური დასკვნა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შესახებ;
ბ.ბ) სტიქიის ამსახველი ფოტომასალა;
ბ.გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ბ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
3. აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ სოციალური კომისია იღებს გადაწყვეტილებას:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებზე ფულადი დახმარების გაწევაზე არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დანიძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დადგენილი – „ოჯახის დაზარალების კრიტერიუმების“ გათვალისწინებით, და დაზარალებულ ოჯახებს უწევს ფულად დახმaრებას 1000 (ათასი)-დან 10000 (ათი ათასი) ლარამდე.
4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
+
მუხლი 17. სარიტუალო მომსახურება.🔗
1. პროგრამა ითვალისწინებს დიდი სამამულო ომის გარდაცვლილი მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასю;
2. იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილ პირთა ოჯახებზე ამ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თანხა 100 ლარის ოდენობით, ხოლო პროგრამით მოსარგებლე სხვა კატეგორიის ოჯახებზე – 250 ლარის ოდენობით.
3. სოციალურ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) ცნობა გარდაცვალების შესახებ;
ბ) გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გარდაცვლილის ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
+
+
მუხლი 18. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო🔗
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განხორციელებისა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისია“.
2. კომისია პასუხისმგებელია მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლეთა სიების კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
+
მუხლი 19. ბენეფიციართა განცხადებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი🔗
1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2. მერის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
3. ბიურო არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია განცხადებას არ განიხილავს.
2. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების შესაბამისი სპეციალისტი დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციათან ერთად.
3. საორგანიზაციო განყოფილება არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში კომისია განცხადებას არ განიხილავს.
+
მუხლი 20. გადაწყვეტილების მომზადება🔗
1. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალური, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. კომისია უზრუნველყოფს პროგრამებით მოსარგებლეთა სისტემატურ შემოწმებას და ახდენს შესაბამის ცვლილებებს (დახმარების დანიშვნა,შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში.
4. კომისია თვის განმავლობაში სოციალური დახმარების გაცემის, დანიშვნისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
+
მუხლი 21. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება🔗
1. პროგრამებში ჩართვის, სოციალური დახმარების დანიშვნა ან/ და გაცემის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, როცა დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგი, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშე, მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურისა და კომისიის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ.
3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება გაწეული სამედიცინო მომსახურების ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ.
+
+
მუხლი 22. გარდამავალი დებულებები🔗
2018 წელს გაცემული საგარანტიო წერილებით აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა განხორციელდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან.+
მუხლი 23. დასკვნითი დებულებანი🔗
დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.1
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2018 წლის 28 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია
+
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის
წესი
ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის -– დევნილებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებს, გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი,01.02.2019წ.
+
თავი I
სოციალური დახმარების პროგრამების სახეები, ბენეფიციართა კატეგორიები და პროგრამაში ჩასართავად საჭირო დოკუმენტაცია
+
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დახმარების პროგრამების სახეები
1. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია შემდეგი სოციალური პროგრამები:
ა) ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტთა სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსება;
ბ) ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება;
გ) მუდმივად ან/და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა;
დ) აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა;
ე) ,,საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კომპონენტით გათვალისწინებული კვლევების თანადაფინანსება;
ე1) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება;
ე2) სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა;
ვ) მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ზ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
თ) მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა ყოველთვიური ფულადი დახმარება;
ი) საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან/და არაფულადი (მატერიალური) დახმარება;
კ) საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება;
ლ) შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა;
მ) თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა;
ნ) დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება;
ო) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფულადი დახმარება;
პ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა;
ჟ) სარიტუალო მომსახურება.
ჟ) სარიტუალო მომსახურება;
რ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა.
2. მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლე შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეგისტრირებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ან ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
3. პროგრამაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის“ (შემდგომში – სოციალური კომისია) გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაერთოს პირი, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობს, მაგრამ არ არის რეგისტრირებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თუ ეს ფაქტი წერილობით დადასტურებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის მიერ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 თებერვლის დადგენილება №8- ვებგვერდი,01.03.2019წ.
+
მუხლი 2. ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ პაციენტთა სტაციონარული მომსახურებისა და ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიო და ჰორმონოთერაპიის ნაწილობრივი თანადაფინანსება
1. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის თანაგადახდაში მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია, დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი;
ბ) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე ნაკლებია, დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%.
გ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბენეფიციარი შეიძლება დაფინანსდეს არანაკლებ 50 და არაუმეტეს 500 ლარისა.
2. პროგრამა არ ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევების თანადაფინანსებას.
3. პროგრამით განსაზღვრულია საგარანტიო წერილის გაცემა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციი სშემდეგ.
4. საგარანტიო წერილის გასაცემად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100);
ბ) საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი, ან იმავე ინფორმაციის მატარებელი სხვა დოკუმენტი (კალკულაცია).
გ) დასაფინანსებელი პირის პირადობის მოწმობის ასლი.
5. საგარანტიო წერილით დასაფინანსებელი თანხის ოდენობას ადგენს ,,სოციალური კომისია“, ხოლო საგარანტიო წერილს გასცემს მუნიციპალიტეტის მერი. კომისიის გადაწყვეტილებით, გამონაკლის შემთხვევაში, დაფინანსება მოხდება გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ, არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.
+
მუხლი 3. ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის გარდა დამატებით საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას.
2. ბენეფიციართა შერჩევა ხდება სოციალური კომისიის მიერ ფსიქონარკოლოგიური დისპანსერიდან ყოველკვარტალურად მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით .
3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) სამედიცინო ფორმა №100, საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის მითითებით;
გ) პირადი საბანკო ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრის, ან მეურვის შესაბამისი დოკუმენტაცია).
4. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან მეურვეზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას.
+
მუხლი 4. მუდმივად ან/და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა .
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი, სირინგომელია, მოტონეირონთა დაავადება, ლეიკემია (ლეიკოზი), სისტემური სკლოროდერმია, პარკისონის დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, აუტოიმუნური ჰეპატიტი) და მუდმივად ან/და სისტემატურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას.
2. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:
ა) შესაბამისი დაავადების დამადასტურებელი მიმდინარე ან წინა წლის ფორმა №100, საჭირო მედიკამენტის მუდმივად ან სისტემატურად მიღების საჭიროების მითითებით;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პირადი საბანკო ანგარიში.
3. პროგრამა ითვალისწინებს პარკინსონით დაავადებულ პირებზე ყოველთვიურად 50 ორმოცდაათი) ლარის ჩარიცხვას, ხოლო სხვა დანარჩენ ბენეფიციარზე – 100 (ასი) ლარს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი,01.02.2019წ.
+
მუხლი 5. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ასა-ს მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლთა მშობლები წარმოადგენენ: ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრისა და სხვა ლიცენზირებული დაწესებულებების ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელ ფ №100, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთ ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს.
2. დოკუმენტაციის სოციალური კომისიის მიერ განხილვის საფუძველზე, საჭიროების გათვალისწინებით, წელიწადში ორჯერ მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%-ის ოდენობის დაფინანსებაზე (არაუმეტეს 1000 ლარისა), რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ.
+
მუხლი 6. „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კომპონენტით გათვალისწინებული კვლევების თანადაფინანსება
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული კვლევების დაფინანსებისა და მათ მიერ თანაგადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. დაფინანსება მოხდება ორ ეტაპად:
ა) დიაგნოსტიკური კვლევების დამთავრების შემდგომ;
ბ) მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კვლევების დამთავრების შემდეგ.
3. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბაზისო პაკეტით პაციენტის თანაგადახდის ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ომის ვეტერანები და უმწეო კატეგორიის პაციენტები დაფინანსდებიან 100%-ით.
4. დაფინანსება მოხდება შესაბამისი ეტაპის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში მომართვის შემთხვევაში.
+
მუხლი 61. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება
1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც „სოციალურ კომისიაზე“ წარადგენენ ჩასატარებელი კვლევების კალკულაციას და სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ბენეფიციარზე გაიცემა შესაბამისი საგარანტიო წერილი, რომლის დაფინანსება მოხდება მომწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ. გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსება მოხდება ბენეფიციარის მიერ აღნიშნულ მომსახურების ანაზღაურების შემდგომ.
2. პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინასებას შემდეგი ოდენობით:
ა) ხერხემლისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია(კტ) – 100 (ასი) ლარი
ბ) თავის ტვინის კტ – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
გ) კორონაროგრაფია – 300 (სამასი) ლარი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.
+
მუხლი 62. სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
1.პროგრამა შეეხებათ არასაპენსიო ასაკის სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან ბინაში ხელოვნურ სუნთქვაზე და საჭიროებენ ხანგრძლივ მეთვალყურეობასა და სპეციფიკურ მოვლას.
2.პროგრამა ითვალისწინებს ოჯახის წევრის პირად ანგარიშზე, პაციენტის მდგომარეობის დამადასტურებელი, სამედიცინო ფორმა №100-ის საფუძველზე, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.
+
მუხლი 7. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. პროგრამით დაფინანსდებიან ის მოქალაქეები (ოჯახები), რომლებიც ვერ ფინანსდებიან სხვა ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით და აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა ხდება ოჯახის რომელიმე წევრზე წელიწადში ერთხელ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის რეკომენდაციით ( მის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციით) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულისთვის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით დადგენილი თვიური ლიმიტის ფარგლებში.
3. დაფინანსება მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე 50-დან (ორმოცდაათი) 200 (ორას) ლარამდე ოდენობით თანხის ჩარიცხვით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი,01.02.2019წ.
+
მუხლი 8. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლადშობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით (ტყუპების შეძენისას თანხის გაორმაგებით და ა.შ.);
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ახალშობილის დაბადებისა და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის შესახებ.
3. დაფინანსება მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით, უნაღდო ანგარიშსწორებით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
+
მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება.
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი და წარმოადგენენ:
ა) შვილების დაბადების მოწმობის ასლებს;
ბ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლს – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს;
დ) პირად საბანკო ანგარიშის ნომერს.
2. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ერთიან ბაზაში 100 000 ქულაზე დაბალია და 2019 წლის 1 იანვრიდან ჩართულია მრავალშვილიანთა სახელმწიფო პროგრამაში, თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად გაიცემა 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო ოჯახებზე 100000-ზე მეტი სარეიტინგო ქულით – 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. (ამოღებულია - 25.01.2019, №4);
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი,01.02.2019წ.
+
მუხლი 10. საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები და ა.შ.), რომელთაც საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გაეწევათ ერთჯერადი ფულადი და/ან მატერიალური დახმარება.
2. სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა და/ან მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
3. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან.
+
მუხლი 11. საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება
1. პროგრამა მოიცავს საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახებზე დახმარების გაწევას საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით. დახმარება გაიცემა დაღუპულთა ოჯახის ერთ-ერთ წევრზე.
2. პროგრამით მოსარგებლე ოჯახებზე დახმარების გაწევის დროსა და გასაცემი თანხის ოდენობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. ბენეფიციართა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია.
4. სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს გარდა წარმოდგენილი უნდა იქნეს ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
+
მუხლი 12. შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000 -ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არ არიან ასაკით პენსიონერები და წარმოადგენენ:
ა) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით – მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) და არიან სახლს (ეტლით მოსარგებლე) ან საწოლს მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს. ამასთან, ჯანმრთელობის ფორმა №100-ში მითითებულია ჩანაწერი – მუდმივად მოვლის საჭიროების მქონე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლს;
გ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირად საბანკო ანგარიშს.
ე) საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლს და საბანკო ანგარიშს.
2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან ოჯახის წევრზე/უფლებამოსილ პირზე უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველთვიურად 100 ლარის ჩარიცხვას.
+
მუხლი 13. თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და აუცილებელი მკურნალობისათვის სისტემატურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში.
2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას.
3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ფორმა №100;
გ) პირადი საბანკო ანგარიში.
+
მუხლი 14. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება.
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოადგენენ:
ა) სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) დაბადების მოწმობის ასლს;
გ) პირადობის მოწმობის ასლს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მათზე მეურვეობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ე) მეურვის პირადობის მოწმობის ასლს;
ვ) პირად ანგარიშს.
2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ დედ-მამით ობოლ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის უნაღდო ანგარიშსწორებით მეურვის პირად ანგარიშზე ჩარიცხვას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი,22.01.2019წ.
+
მუხლი 15. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფულადი დახმარების პროგრამა
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, ან/და სასამართლო ორგანოს, ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი (მსხვერპლის იდენტიფიცირების) ჯგუფის მიერ მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. ბენეფიციართა დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე, წელიწადში ერთხელ 200 ლარის ჩარიცხვით.
+
მუხლი 16. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მეწყერი, ქარბუქი, ღვარცოფი, კლდეზვავი, დენადი გრუნტი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას.
2. პროგრამით სარგებლობისათვის სტიქიით დაზარალებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ხანძრით დაზიანების შემთხვევაში:
ა.ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა;
ა.ბ) სტიქიის ამსახველი ფოტომასალა;
ა.გ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ა.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
ბ) ხანძრის გარდა სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანების შემთხვევაში:
ბ.ა) სათანადო საექსპერტო ან/და გეოლოგიური დასკვნა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შესახებ;
ბ.ბ) სტიქიის ამსახველი ფოტომასალა;
ბ.გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ბ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
3. აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ სოციალური კომისია იღებს გადაწყვეტილებას:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებზე ფულადი დახმარების გაწევაზე არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დანიძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დადგენილი – „ოჯახის დაზარალების კრიტერიუმების“ გათვალისწინებით, და დაზარალებულ ოჯახებს უწევს ფულად დახმaრებას 1000 (ათასი)-დან 10000 (ათი ათასი) ლარამდე.
4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
+
მუხლი 17. სარიტუალო მომსახურება.
1. პროგრამა ითვალისწინებს დიდი სამამულო ომის გარდაცვლილი მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასю;
2. იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილ პირთა ოჯახებზე ამ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თანხა 100 ლარის ოდენობით, ხოლო პროგრამით მოსარგებლე სხვა კატეგორიის ოჯახებზე – 250 ლარის ოდენობით.
3. სოციალურ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) ცნობა გარდაცვალების შესახებ;
ბ) გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გარდაცვლილის ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
+
მუხლი 171. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა
1.პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან (რომელსაც უტარდება კაპიტალური რემონტი მუნიციპალიტეტის ან/და დონორი ორგანიზაციების მიერ ან ობიექტზე განთავსებული დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შენობის სრულად ათვისება) გამოსახლებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების ხელშეწყობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით უზრუნველყოფამდე ან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე.
2.პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ობიექტებიდან გამოსახლებული ოჯახებისათვის ყოველთვიური დახმარება 200 (ორასი) ლარის ლარის ოდენობით, რომელიც ერიცხება ოჯახის ერთ-ერთ წევრს პირად ანგარიშზე.
3.პროგრამაში ჩასართავად ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ოჯახის ერთ-ერთი წევრის განცხადება;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობების ასლები პირადობის მოწმობებთან ერთად;
გ) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიში.
4. თითოეულ ოჯახზე თანხის გაცემის საკითხს განიხილავს მერიის სოციალური კომისია და მასზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 თებერვლის დადგენილება №8- ვებგვერდი,01.03.2019წ.
+
+
მუხლი 18. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განხორციელებისა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისია“.
2. კომისია პასუხისმგებელია მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლეთა სიების კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
+
მუხლი 19. ბენეფიციართა განცხადებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების შესაბამისი სპეციალისტი დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციათან ერთად.
3. საორგანიზაციო განყოფილება არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში კომისია განცხადებას არ განიხილავს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი,01.02.2019წ.
+
მუხლი 20. გადაწყვეტილების მომზადება
1. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალური, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. კომისია უზრუნველყოფს პროგრამებით მოსარგებლეთა სისტემატურ შემოწმებას და ახდენს შესაბამის ცვლილებებს (დახმარების დანიშვნა,შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში.
4. კომისია თვის განმავლობაში სოციალური დახმარების გაცემის, დანიშვნისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
+
მუხლი 21. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. პროგრამებში ჩართვის, სოციალური დახმარების დანიშვნა ან/ და გაცემის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, როცა დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგი, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშე, მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება გაწეული სამედიცინო მომსახურების ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი,01.02.2019წ.
+
თავი III
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
+
მუხლი 22. გარდამავალი დებულებები
2018 წელს გაცემული საგარანტიო წერილებით აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა განხორციელდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან.
+
მუხლი 23. დასკვნითი დებულებანი
დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №44, 28.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016396 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4439880-2/