1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით თანამდებობიდან თავისუფლდება ან/და სამსახურიდან დაითხოვება მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე დანიშნული იყო გარკვეული ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.
3. თანამდებობაზე გარკვეული ვადით დანიშნული მოსამსახურე არ თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და არ დაითხოვება სამსახურიდან, თუ იგი სამსახურის ვადის გასვლამდე ახალი ვადით იქნა დანიშნული იმავე ან სხვა თანამდებობაზ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/01/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება