საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №2/2019 |
|
2019 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შ1 ქვეპუნქტის, 77–ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის 241 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები და წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
ეს წესი განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებს და წესს. |
მუხლი 2.
დისციპლინური პასუხიმგებლობის მოქმედების ვადა |
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი − 2 წლის განმავლობაში.
2. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს 2 წლის განმავლობაში არ შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სხვა დისციპლინური გადაცდომისთვის, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. |
მუხლი 3.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა |
1.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო)უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ,ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა ხდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა მისი შეფარდება. |
მუხლი 4.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები |
1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება მოეხსნათ ვადაზე ადრე, თუ:
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ ჩაუდენია ახალი დისციპლინური გადაცდომა ანდა თავი გამოიჩინა, როგორც საარჩევნო კომისიის კეთილსინდისიერმა წევრმა; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს არ ჩაუდენია ახალი დისციპლინური გადაცდომა ანდა თავი გამოიჩინა, როგორც საარჩევნო კომისიის კეთილსინდისიერმა წევრმა. 2. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ცესკოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვთ: ა) ცესკოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს; ბ) ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს; გ) ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს. 3. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვს ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს. 4. ცესკოს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია: ა) ახსნა-განმარტება ჩამოართვას დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირს; ბ) შეკრიბოს/გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი ანდა მასალა. 5. დაუშვებელია ერთი და იმავე საუბნო ანდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განმეორებითი შუამდგომლობით მიმართვა იმავე საფუძვლით, რომელი საფუძვლითაც იქნა შუამდგომლობით მიმართული. 6. ცესკო/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
+
დადგენილება №2/2019
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შ1 ქვეპუნქტის, 77–ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის 241 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შ1 ქვეპუნქტის, 77–ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის 241 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
+
+
+
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი
+
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 2. დისციპლინური პასუხიმგებლობის მოქმედების ვადა
+
მუხლი 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა ხდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა მისი შეფარდება.+
მუხლი 4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები
ა) ცესკოს შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს;
გ) ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
4. ცესკოს შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ანდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
6. ცესკო/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №37/2019 - ვებგვერდი, 20.09.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №5/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2021.
- როდის იქნა მიღებული „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 18.01.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №2/2019. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016434.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2021.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“, №2/2019, 18.01.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016434 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4456514/