კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2019 ბოლო ცვლილება 16.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.149.016390
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №1

2019 წლის 18 იანვარი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  „ბ.ვ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული   კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
განისაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის  №51 დადგენილება /(www.matsne.gov.ge, 25.12.2017 წ 190040000.35.149.016352/.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე
+



დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 20.01.2023 წ.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 19.05.2023 წ.
 
 
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობა

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარი )

1

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარე

1

4961

2

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1

3751

3

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2

3267

4

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

2662

5

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2

2420

6

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

6

1936

7

პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი

1

2057

8

მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

20

1331

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, №1, 18.01.2019, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016390 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4458243-4/