ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების წესი“, დანართ №1-ის შესაბამისად;
ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების წესი“, დანართ №2-ის შესაბამისად.
|
(კოდი: 08 13) განხორციელების წესი
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებაზე.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე.
5. ამ წესის შესაბამისად, პროექტის დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის (პროექტების) განმხილველ კომისიებს (შემდგომში – კომისიები). კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 10 (ათი) კალენდარულ დღეს.
4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
5. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელების დაყოვნება სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელებას შეაფერხებს ან/და შეუძლებელს გახდის. აღნიშნულ შემთხვევაში, სამსახური წერილობით მიმართავს კომისიის თავმჯდომარეს და წარუდგენს დაფინანსების მიმღები სუბიექტის დასაბუთებულ/მოტივირებულ განცხადებას, რის შემდეგაც, კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კომისიისთვის პროექტის წარდგენის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტები არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის წარდგენაზე.
8. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:
ა) საკონკურსო განაცხადის წარდგენა ხდება, სამსახურის უფროსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე სუბიექტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მათი სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, დედაქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა კულტურული თვითგამოხატვის, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაძლიერების გზით; შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების ხელშეწყობის გზით კულტურული ტურიზმის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ზრდა; მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა;
ბ) საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია შესაბამის სფეროში მოღვაწე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის პროექტი ორიენტირებული იქნება დარგის მდგრად ან/და გრძელვადიან განვითარებაზე;
გ) საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული განაცხადის ფორმის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადებულ კონკურსში;
დ) კონკურსი ცხადდება არანაკლებ წელიწადში ორჯერ;
ე) საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღე;
ვ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო განაცხადები აღარ მიიღება/განიხილება;
ზ) კონკურსის შედეგები საჯაროა.
9. კონკურსში დაიშვება კონკურსანტის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პროექტი.
10. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში წარდგენილ თანადაფინანსების მქონე პროექტს უნდა ერთოდეს თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ,,კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), ,,შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და ,,ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დაფინანსებით ან თანადაფინანსებით.
21. ამ წესის ფარგლებში, პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის (ტექნიკა, ინვენტარი, მოწყობილობა) შესაძენად, თანადაფინანსება შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში. თანადაფინანსების ოდენობა უნდა იყოს ღირებულების 80%-ის ფარგლებში, არაუმეტეს 7000 (შვიდი ათასი) ლარისა, საკონკურსო განაცხადის და თანდართული ინვოის(ებ)ის შესაბამისად,
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანადაფინანსება არ გაიცემა პირადი დანიშნულების მქონე ტექნიკის, ინვენტარის, მოწყობილობისა და სხვა ნივთებისთვის.
3. ქალაქ თბილისში გასამართი საერთაშორისო პროექტი (ღონისძიება) კომისიას განსახილველად წარედგინება, თუ საპროექტო განაცხადით და შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება სხვა წყაროს მიერ პროექტის (ღონისძიების) თანადაფინანსება.
4. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის განხილვაზე.
6. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს და ინოვაციურ პროექტებს.
7. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:
ა) საპროექტო განაცხადი პროგრამის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05) ფარგლებში:
ა.ა) რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.ბ) საერთაშორისო და გაცვლითი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.გ) ფესტივალებისა და კონკურსების განხორციელების, შემეცნებით-დოკუმენტური, მცირემეტრაჟიანი ფილმების შექმნის ხელშეწყობა;
ა.დ) საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია - სხვადასხვა თეატრის, თეატრალური და სახელოვნებო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა (თეატრალური წარმოდგენები, თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული პერფორმანსები) და თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში თემატური და ჯგუფური თუ პერსონალური აქტივობების განხორციელება, აღნიშნული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია;
ა.ე) „თბილისის ცის ქვეშ“ - ღია სივრცეში შემეცნებითი, კულტურული, გასართობი ღონისძიება, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა ლოკაციაზე;
ბ) საკონკურსო განაცხადი პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:
ბ. ა) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა – საგამომცემლო საქმიანობის ფარგლებში, კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებას ექვემდებარება: ქალაქ თბილისის ისტორიის, კულტურის, ურბანული არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მონოგრაფიები, კატალოგები, ვიზუალური მასალა, კომიქსები, ქალაქ თბილისისა და თბილისელთა შესახებ შექმნილი მხატვრული ტექსტები და მემუარები. აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს სასკოლო, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების, საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების, პოეტური და პროზაული კრებულების, მუსიკის სახელმძღვანელოებისა და ნოტების, ჟურნალ-გაზეთების, ალმანახის და სხვა პერიოდული გამოცემების დაფინანსებას;
ბ.ბ) დიზაინისა და ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ტექნოლოგიური ჯგუფების – ტექსტილი, კერამიკა, ბატიკი, ანაბეჭდი (პრინტი), ხეზე კვეთა, მინანქარი, მეტალი და საიუველირო ხელოვნება; მინის, ტყავის, ქვის მხატვრული დამუშავება, აღდგენა, განვითარება და პოპულარიზაცია; ფუნქციონალური ჯგუფების: აქსესუარის, ტანსაცმლის, სამკაულის, ჭურჭლის, ავეჯის, მუსიკალური საკრავის, იარაღის, სათამაშოს, სუვენირის წარმოების ხელშეწყობა;
ბ.გ) მედიახელოვნების სფეროს პროექტების ხელშეწყობა – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ციფრული და ვირტუალური ხელოვნება, რობოტიკა, ციფრული ფოტოგრაფია, ურბანული მედიახელოვნება, აუდიოვიზუალური ინსტალაციები, ანიმაცია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა;
ბ.დ) თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – ქუჩის მხატვრობის, ფოტოგრაფიის, შემოქმედებითი ინსტალაციის, ურბანული და კონცეპტუალური ხელოვნების, ინოვაციურ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა;
გ) საპროექტო განაცხადი პროგრამის „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ფარგლებში:
გ.ა) ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
გ.ბ) ინკლუზიური ხელოვნების შემეცნებითი, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.გ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საპილოტე პროგრამის განხორციელება;
გ.დ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.ე) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და შესაბამისი პროგრამების/აქტივობების დანერგვა/ხელშეწყობა;
8. თუ საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
10. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
12 შენიშვნის არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო/საკონკურსო განაცხადის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
13. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი.
14. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
15. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ.
16. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ყოველ გამოცხადებულ კონკურში მხოლოდ ერთხელ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ფინანსური გაანგარიშების/ხარჯთაღრიცხვის პუნქტებში მითითებული თანხების ცვლილება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე, პროექტის მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 10%-ის ფარგლებში (გარდა ჰონორარებისა).
2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია, წარადგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე, ინფორმაცია, სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.

(კოდი 08 08 01) განხორციელების წესი
2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას (შემდგომში - კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამებში: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, იმ მოსწავლეების დაფინანსებაზე, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური. მათი დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სკოლის სამეურვეო საბჭოს მომართვის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) უფროსის გადაწყვეტილებით.
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზე.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება), ამ წესის შესაბამისად, შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამების „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი: 07 05 01) და „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 08 01) ფარგლებში, არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. დაფინანსება შესაძლოა მოიცავდეს პროექტის სახით დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულ ფინანსურ მხარდაჭერას.
3. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქალაქ თბილისის ინტერესებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამებისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების მიზნით განსაზღვროს საპროექტო განაცხადის მიღების ვადა, თემატიკა და პრიორიტეტები.

2. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა პროექტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი.
3. სხვადასხვა ინვენტარის/ეკიპირების შეძენასთან დაკავშირებით წარდგენილ მოთხოვნას, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა თან უნდა დაურთოს ინვოის(ებ)ი.
31. სხვადასხვა სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად ან/და სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად, დაფინანსების მოთხოვნის წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული ქალთა გუნდები/კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქი თბილისი, განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფინანსდნენ არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
32. სხვადასხვა სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად ან/და სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად, დაფინანსების მოთხოვნის წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდები/კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქი თბილისი, განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფინანსდნენ არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
4. კომისია უფლებამოსილია განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტში დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადება გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის აღნიშნული პროექტის განხილვას.
5. საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
6. სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ პირს, ხარვეზის გამოსასწორებლად, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
7. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
8. საპროექტო განაცხადის ფორმა არ ივსება იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილია დაფინანსება ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში, ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და ჭადრაკის ოლიმპიადაში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში პრიზიორების დაჯილდოებისათვის, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარით ან/და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის.
9. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში, ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და ჭადრაკის ოლიმპიადაში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში პრიზიორების დაჯილდოების, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოების, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევებში, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევებში, სპორტის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და განაცხადის ფორმას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №18-115 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
2. საპროექტო განაცხადის განხილვისას მხედველობაში მიიღება პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალურობა, თანადაფინასნების არსებობა და მოხალისეობრივი ჩართულობა.
3. კომისია წარმოდგენილ გარემოებებზე დაყრდნობით აფასებს პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობებს.
4. პროექტი დაფინანსებას ექვემდებარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით.
2. კომისია განიხილავს საპროექტო განაცხადს და გასცემს რეკომენდაციას პროექტის სრული დაფინანსების, ნაწილობრივი დაფინანსების, კორექტირების საჭიროების, დაფინანსებაზე უარის ან საპროექტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.
4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წარსადგენად.
5. კორექტირების საჭიროების შემთხევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარდგენა გონივრულ ვადაში.
6. თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი.
7. სამსახურს ნებისმიერ ეტაპზე აქვს უფლება მოსთხოვოს ორგანიზაციას მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება და აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება.
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით პროგრამისთვის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამებისთვის: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.
2. საქართველოს სპორტული ეროვნული ფედერაციების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განახორციელოს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 20%-ით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეკომენდაცია. 3. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში, ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და ჭადრაკის ოლიმპიადაში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების და ჭადრაკის ოლიმპიადის დაწყებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შემოტანის დღემდე მხოლოდ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სპორტსმენების დაჯილდოება შესაძლებელია შემდეგნაირად:
4. ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ფედერაციის ან რაგბის კავშირის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემოპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის, იმ ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის სახელით და რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის, იმ გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდენენ ქალაქ თბილისის სახელით და რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №85-71 - ვებგვერდი, 26.07.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №3-2 - ვებგვერდი, 22.12.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №18-115 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-78 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს სამსახურს წერილობით, ბიუჯეტის პუნქტებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე.
3. დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ფინანსების ხარჯვა მიზნობრივად, სამსახურსა და იურიდიულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ან/და ფორსმაჟორულ შემთხვევებში, სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში თანხის, ღონისძიების ადგილის, ვადების ან სხვა არსებითი პირობების ცვლილება განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
2. დაფინანსების მიმღები სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (მთლიანად ან ცალკეულ პუნქტებში) უცხოური ვალუტის (ლართან მიმართებით) სავარაუდო გაცვლითი კურსის მითითების შემთხვევაში, აღნიშნული სავარაუდო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამსახურის მხრიდან დაფინანსების მიმღებ სუბიექტს ჩაეთვლება მის მიერ მოთხოვნილი საერთო თანხა ლარში და დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებული იქნება, დააბრუნოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კონვერტაციის შედეგად მიღებული სხვაობის ოდენობის თანხა, რაზეც შესაბამისი ბანკიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი უნდა იქნეს კონვერტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი განყოფილებების მიერ გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული საბანკო ოპერაციების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

2. საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი განმარტება, დაფინანსების მიმღები სუბიექტი აბრუნებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე
3. ფინანსური ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.
4. (ამოღებულია - 14.08.20, №62-95).
5. (ამოღებულია - 14.08.20, №62-95).

+
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37-12 2019 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
+
დანართი №1 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების წესი+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების პირობებს და პროცედურებს.+
მუხლი 2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი🔗
ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირი.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 3. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის წარდგენა🔗
1. დაფინანსების მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულმა მეწარმე ფიზიკურმა პირმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს (შემდგომში - სამსახური), რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი. საპროექტო განაცხადი ორიენტირებული უნდა იყოს კულტურის სფეროს განვითარებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამებისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად. საპროექტო განაცხადს, აგრეთვე უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 10 (ათი) კალენდარულ დღეს.
4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
5. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელების დაყოვნება სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელებას შეაფერხებს ან/და შეუძლებელს გახდის. აღნიშნულ შემთხვევაში, სამსახური წერილობით მიმართავს კომისიის თავმჯდომარეს და წარუდგენს დაფინანსების მიმღები სუბიექტის დასაბუთებულ/მოტივირებულ განცხადებას, რის შემდეგაც, კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კომისიისთვის პროექტის წარდგენის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტები არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის წარდგენაზე.
8. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:
ა) საკონკურსო განაცხადის წარდგენა ხდება, სამსახურის უფროსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე სუბიექტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მათი სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, დედაქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა კულტურული თვითგამოხატვის, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაძლიერების გზით; შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების ხელშეწყობის გზით კულტურული ტურიზმის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ზრდა; მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა;
ბ) საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია შესაბამის სფეროში მოღვაწე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის პროექტი ორიენტირებული იქნება დარგის მდგრად ან/და გრძელვადიან განვითარებაზე;
გ) საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული განაცხადის ფორმის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადებულ კონკურსში;
დ) კონკურსი ცხადდება არანაკლებ წელიწადში ორჯერ;
ე) საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღე;
ვ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო განაცხადები აღარ მიიღება/განიხილება;
ზ) კონკურსის შედეგები საჯაროა.
9. კონკურსში დაიშვება კონკურსანტის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პროექტი.
10. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში წარდგენილ თანადაფინანსების მქონე პროექტს უნდა ერთოდეს თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 4. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის განხილვა და დაფინანსება🔗
1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს/საკონკურსო განაცხადს განსახილველად უგზავნის შესაბამის კომისიას.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ,,კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), ,,შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და ,,ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დაფინანსებით ან თანადაფინანსებით.
21. ამ წესის ფარგლებში, პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის (ტექნიკა, ინვენტარი, მოწყობილობა) შესაძენად, თანადაფინანსება შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში. თანადაფინანსების ოდენობა უნდა იყოს ღირებულების 80%-ის ფარგლებში, არაუმეტეს 7000 (შვიდი ათასი) ლარისა, საკონკურსო განაცხადის და თანდართული ინვოის(ებ)ის შესაბამისად,
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანადაფინანსება არ გაიცემა პირადი დანიშნულების მქონე ტექნიკის, ინვენტარის, მოწყობილობისა და სხვა ნივთებისთვის.
3. ქალაქ თბილისში გასამართი საერთაშორისო პროექტი (ღონისძიება) კომისიას განსახილველად წარედგინება, თუ საპროექტო განაცხადით და შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება სხვა წყაროს მიერ პროექტის (ღონისძიების) თანადაფინანსება.
4. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის განხილვაზე.
6. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს და ინოვაციურ პროექტებს.
7. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:
ა) საპროექტო განაცხადი პროგრამის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05) ფარგლებში:
ა.ა) რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.ბ) საერთაშორისო და გაცვლითი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.გ) ფესტივალებისა და კონკურსების განხორციელების, შემეცნებით-დოკუმენტური, მცირემეტრაჟიანი ფილმების შექმნის ხელშეწყობა;
ა.დ) საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია - სხვადასხვა თეატრის, თეატრალური და სახელოვნებო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა (თეატრალური წარმოდგენები, თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული პერფორმანსები) და თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში თემატური და ჯგუფური თუ პერსონალური აქტივობების განხორციელება, აღნიშნული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია;
ა.ე) „თბილისის ცის ქვეშ“ - ღია სივრცეში შემეცნებითი, კულტურული, გასართობი ღონისძიება, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა ლოკაციაზე;
ბ) საკონკურსო განაცხადი პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:
ბ. ა) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა – საგამომცემლო საქმიანობის ფარგლებში, კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებას ექვემდებარება: ქალაქ თბილისის ისტორიის, კულტურის, ურბანული არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მონოგრაფიები, კატალოგები, ვიზუალური მასალა, კომიქსები, ქალაქ თბილისისა და თბილისელთა შესახებ შექმნილი მხატვრული ტექსტები და მემუარები. აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს სასკოლო, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების, საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების, პოეტური და პროზაული კრებულების, მუსიკის სახელმძღვანელოებისა და ნოტების, ჟურნალ-გაზეთების, ალმანახის და სხვა პერიოდული გამოცემების დაფინანსებას;
ბ.ბ) დიზაინისა და ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ტექნოლოგიური ჯგუფების – ტექსტილი, კერამიკა, ბატიკი, ანაბეჭდი (პრინტი), ხეზე კვეთა, მინანქარი, მეტალი და საიუველირო ხელოვნება; მინის, ტყავის, ქვის მხატვრული დამუშავება, აღდგენა, განვითარება და პოპულარიზაცია; ფუნქციონალური ჯგუფების: აქსესუარის, ტანსაცმლის, სამკაულის, ჭურჭლის, ავეჯის, მუსიკალური საკრავის, იარაღის, სათამაშოს, სუვენირის წარმოების ხელშეწყობა;
ბ.გ) მედიახელოვნების სფეროს პროექტების ხელშეწყობა – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ციფრული და ვირტუალური ხელოვნება, რობოტიკა, ციფრული ფოტოგრაფია, ურბანული მედიახელოვნება, აუდიოვიზუალური ინსტალაციები, ანიმაცია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა;
ბ.დ) თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – ქუჩის მხატვრობის, ფოტოგრაფიის, შემოქმედებითი ინსტალაციის, ურბანული და კონცეპტუალური ხელოვნების, ინოვაციურ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა;
გ) საპროექტო განაცხადი პროგრამის „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ფარგლებში:
გ.ა) ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
გ.ბ) ინკლუზიური ხელოვნების შემეცნებითი, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.გ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საპილოტე პროგრამის განხორციელება;
გ.დ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.ე) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და შესაბამისი პროგრამების/აქტივობების დანერგვა/ხელშეწყობა;
8. თუ საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
10. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
12 შენიშვნის არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო/საკონკურსო განაცხადის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
13. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი.
14. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
15. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ.
16. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ყოველ გამოცხადებულ კონკურში მხოლოდ ერთხელ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 5. დაფინანსების გაცემა🔗
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით პროგრამებისთვის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.+
მუხლი 6. ხელშეკრულების დადება🔗
1. სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ფინანსური გაანგარიშების/ხარჯთაღრიცხვის პუნქტებში მითითებული თანხების ცვლილება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე, პროექტის მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 10%-ის ფარგლებში (გარდა ჰონორარებისა).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 7. კონტროლის განხორციელება🔗
1. ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია, წარადგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე, ინფორმაცია, სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
დანართი №2 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების წესი+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამების „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების პირობებს, დაფინანსების გაცემის წესსა და პროცედურებს. 2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას (შემდგომში - კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას. 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამებში: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, იმ მოსწავლეების დაფინანსებაზე, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური. მათი დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სკოლის სამეურვეო საბჭოს მომართვის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) უფროსის გადაწყვეტილებით. 5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. 6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზე.+
მუხლი 2. დაფინანსების ზოგადი პირობები🔗
1. ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები შეიძლება იყვნენ: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი არარეგისტრირებული კავშირები (გაერთიანებები), მათ შორის: უმაღლესი საგანმანათლებლო, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ახალგაზრდული ცენტრები, სპორტული ორგანიზაციები, სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული ასოციაციები და სხვა სპორტული დაწესებულებები, საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, სტუდენტური და ახალგაზრდული კლუბები, შემოქმედებითი და საინიციატივო ჯგუფები.11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება), ამ წესის შესაბამისად, შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამების „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი: 07 05 01) და „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 08 01) ფარგლებში, არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. დაფინანსება შესაძლოა მოიცავდეს პროექტის სახით დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულ ფინანსურ მხარდაჭერას.
3. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქალაქ თბილისის ინტერესებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამებისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების მიზნით განსაზღვროს საპროექტო განაცხადის მიღების ვადა, თემატიკა და პრიორიტეტები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 3. განცხადების წარდგენა🔗
1. პროექტების განმხილველი შესაბამისი კომისიის საქმიანობას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამსახური.2. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა პროექტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი.
3. სხვადასხვა ინვენტარის/ეკიპირების შეძენასთან დაკავშირებით წარდგენილ მოთხოვნას, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა თან უნდა დაურთოს ინვოის(ებ)ი.
31. სხვადასხვა სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად ან/და სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად, დაფინანსების მოთხოვნის წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული ქალთა გუნდები/კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქი თბილისი, განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფინანსდნენ არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
32. სხვადასხვა სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად ან/და სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად, დაფინანსების მოთხოვნის წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდები/კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქი თბილისი, განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფინანსდნენ არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
4. კომისია უფლებამოსილია განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტში დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადება გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის აღნიშნული პროექტის განხილვას.
5. საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
6. სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ პირს, ხარვეზის გამოსასწორებლად, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
7. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
8. საპროექტო განაცხადის ფორმა არ ივსება იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილია დაფინანსება ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში, ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და ჭადრაკის ოლიმპიადაში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში პრიზიორების დაჯილდოებისათვის, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარით ან/და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის.
9. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში, ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და ჭადრაკის ოლიმპიადაში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში პრიზიორების დაჯილდოების, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოების, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევებში, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევებში, სპორტის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და განაცხადის ფორმას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 4. განცხადების შეფასების კრიტერიუმები🔗
1. პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებულ პრიორიტეტებს.2. საპროექტო განაცხადის განხილვისას მხედველობაში მიიღება პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალურობა, თანადაფინასნების არსებობა და მოხალისეობრივი ჩართულობა.
3. კომისია წარმოდგენილ გარემოებებზე დაყრდნობით აფასებს პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობებს.
4. პროექტი დაფინანსებას ექვემდებარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით.
+
მუხლი 5. განაცხადების განხილვა და დაფინანსება🔗
1. წარმოდგენილი საპროექტო განაცხადის ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) და ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში განსახილველად წარუდგენს კომისიას.2. კომისია განიხილავს საპროექტო განაცხადს და გასცემს რეკომენდაციას პროექტის სრული დაფინანსების, ნაწილობრივი დაფინანსების, კორექტირების საჭიროების, დაფინანსებაზე უარის ან საპროექტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.
4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წარსადგენად.
5. კორექტირების საჭიროების შემთხევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარდგენა გონივრულ ვადაში.
6. თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი.
7. სამსახურს ნებისმიერ ეტაპზე აქვს უფლება მოსთხოვოს ორგანიზაციას მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება და აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება.
+
მუხლი 6. დაფინანსების გაცემა🔗
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით პროგრამისთვის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამებისთვის: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.2. საქართველოს სპორტული ეროვნული ფედერაციების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განახორციელოს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 20%-ით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეკომენდაცია.
3. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში, ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და ჭადრაკის ოლიმპიადაში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების და ჭადრაკის ოლიმპიადის დაწყებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შემოტანის დღემდე მხოლოდ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სპორტსმენების დაჯილდოება შესაძლებელია შემდეგნაირად:
ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშები
I ადგილი
15 000 ლარი
II ადგილი
10 000 ლარი
III ადგილი
7 000 ლარი
ჭადრაკის ოლიმპიადა
I ადგილი
6 000 ლარი
II ადგილი
4 000 ლარი
III ადგილი
2 500 ლარი
მსოფლიო ჩემპიონატი
ოლიმპიური/პარალიმპიური სახეობები
ეროვნული
I ადგილი
7000 ლარი
II ადგილი
5000 ლარი
III ადგილი
3000 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი
6000 ლარი
II ადგილი
3000 ლარი
III ადგილი
2000 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი
3000 ლარი
II ადგილი
2000 ლარი
III ადგილი
1000 ლარი
ევროპის ჩემპიონატი
ოლიმპიური/პარალიმპიური სახეობები
ეროვნული
I ადგილი
5000 ლარი
II ადგილი
3000 ლარი
III ადგილი
2000 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი
3000 ლარი
II ადგილი
2000 ლარი
III ადგილი
1000 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი
2000 ლარი
II ადგილი
1000 ლარი
III ადგილი
500 ლარი
მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიური სახეობები
ეროვნული
I ადგილი
3000 ლარი
II ადგილი
2500 ლარი
III ადგილი
2000 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი
2500 ლარი
II ადგილი
2000 ლარი
III ადგილი
1500 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი
2000 ლარი
II ადგილი
1500 ლარი
III ადგილი
1000 ლარი
ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიური სახეობები
ეროვნული
I ადგილი
2500 ლარი
II ადგილი
2000 ლარი
III ადგილი
1500 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი
2000 ლარი
II ადგილი
1500 ლარი
III ადგილი
1000 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი
1500 ლარი
II ადგილი
1000 ლარი
III ადგილი
500 ლარი
4. ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ფედერაციის ან რაგბის კავშირის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის, იმ ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
4. ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ფედერაციის ან რაგბის კავშირის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემოპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის, იმ ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის სახელით და რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
I ადგილი
10 000 ლარი
II ადგილი
8 000 ლარი
III ადგილი
5 000 ლარი
5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის, იმ გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის, იმ გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდენენ ქალაქ თბილისის სახელით და რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატი
I ადგილი
10 000 ლარი
II ადგილი
8 000 ლარი
III ადგილი
5 000 ლარი
+
მუხლი 7. დაფინანსების ადმინისტრირება+
მუხლი 8. ხელშეკრულების დადება🔗
1. სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ან/და ფორსმაჟორულ შემთხვევებში, სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში თანხის, ღონისძიების ადგილის, ვადების ან სხვა არსებითი პირობების ცვლილება განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 9. კონტროლის განხორციელება🔗
ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და პროექტის შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული).+
მუხლი 10. ანგარიშსწორება🔗
1. დაფინანსებისათვის მოთხოვნილი თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში. დაფინანსების მიმღებ სუბიექტს თანხა გადაერიცხება ეროვნულ ვალუტაში - ლარში.2. დაფინანსების მიმღები სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (მთლიანად ან ცალკეულ პუნქტებში) უცხოური ვალუტის (ლართან მიმართებით) სავარაუდო გაცვლითი კურსის მითითების შემთხვევაში, აღნიშნული სავარაუდო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამსახურის მხრიდან დაფინანსების მიმღებ სუბიექტს ჩაეთვლება მის მიერ მოთხოვნილი საერთო თანხა ლარში და დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებული იქნება, დააბრუნოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კონვერტაციის შედეგად მიღებული სხვაობის ოდენობის თანხა, რაზეც შესაბამისი ბანკიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი უნდა იქნეს კონვერტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი განყოფილებების მიერ გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული საბანკო ოპერაციების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 11. თანხების ხარჯვის შესახებ ანგარიშის წარდგენა🔗
1. ღონისძიების დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, სამსახურში უნდა წარადგინოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრების სამსახურსა და ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.“2. საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი განმარტება, დაფინანსების მიმღები სუბიექტი აბრუნებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე
3. ფინანსური ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.
4. (ამოღებულია - 14.08.20, №62-95).
5. (ამოღებულია - 14.08.20, №62-95).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37-12
2019 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების წესი“, დანართ №1-ის შესაბამისად;
ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების წესი“, დანართ №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის N15-47 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
+
დანართი №1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“
(კოდი: 08 13) განხორციელების წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების პირობებს და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებაზე.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე.
5. ამ წესის შესაბამისად, პროექტის დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის (პროექტების) განმხილველ კომისიებს (შემდგომში – კომისიები). კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
+
მუხლი 2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი
ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 3. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის წარდგენა
1. დაფინანსების მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულმა მეწარმე ფიზიკურმა პირმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს (შემდგომში - სამსახური), რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი. საპროექტო განაცხადი ორიენტირებული უნდა იყოს კულტურის სფეროს განვითარებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამებისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად. საპროექტო განაცხადს, აგრეთვე უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 10 (ათი) კალენდარულ დღეს.
4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
5. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელების დაყოვნება სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელებას შეაფერხებს ან/და შეუძლებელს გახდის. აღნიშნულ შემთხვევაში, სამსახური წერილობით მიმართავს კომისიის თავმჯდომარეს და წარუდგენს დაფინანსების მიმღები სუბიექტის დასაბუთებულ/მოტივირებულ განცხადებას, რის შემდეგაც, კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კომისიისთვის პროექტის წარდგენის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტები არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის წარდგენაზე.
8. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:
ა) საკონკურსო განაცხადის წარდგენა ხდება, სამსახურის უფროსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე სუბიექტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მათი სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, დედაქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა კულტურული თვითგამოხატვის, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაძლიერების გზით; შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების ხელშეწყობის გზით კულტურული ტურიზმის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ზრდა; მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა;
ბ) საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია შესაბამის სფეროში მოღვაწე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის პროექტი ორიენტირებული იქნება დარგის მდგრად ან/და გრძელვადიან განვითარებაზე;
გ) საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული განაცხადის ფორმის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადებულ კონკურსში;
დ) კონკურსი ცხადდება არანაკლებ წელიწადში ორჯერ;
ე) საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღე;
ვ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო განაცხადები აღარ მიიღება/განიხილება;
ზ) კონკურსის შედეგები საჯაროა.
9. კონკურსში დაიშვება კონკურსანტის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პროექტი.
10. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში წარდგენილ თანადაფინანსების მქონე პროექტს უნდა ერთოდეს თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 4. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის განხილვა და დაფინანსება
1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს/საკონკურსო განაცხადს განსახილველად უგზავნის შესაბამის კომისიას.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ,,კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), ,,შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და ,,ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დაფინანსებით ან თანადაფინანსებით.
21. ამ წესის ფარგლებში, პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის (ტექნიკა, ინვენტარი, მოწყობილობა) შესაძენად, თანადაფინანსება შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში. თანადაფინანსების ოდენობა უნდა იყოს ღირებულების 80%-ის ფარგლებში, არაუმეტეს 7000 (შვიდი ათასი) ლარისა, საკონკურსო განაცხადის და თანდართული ინვოის(ებ)ის შესაბამისად,22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანადაფინანსება არ გაიცემა პირადი დანიშნულების მქონე ტექნიკის, ინვენტარის, მოწყობილობისა და სხვა ნივთებისთვის.
3. ქალაქ თბილისში გასამართი საერთაშორისო პროექტი (ღონისძიება) კომისიას განსახილველად წარედგინება, თუ საპროექტო განაცხადით და შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება სხვა წყაროს მიერ პროექტის (ღონისძიების) თანადაფინანსება.
4. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის განხილვაზე.
6. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს და ინოვაციურ პროექტებს.
7. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:
ა) საპროექტო განაცხადი პროგრამის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05) ფარგლებში:
ა.ა) რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.ბ) საერთაშორისო და გაცვლითი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.გ) ფესტივალებისა და კონკურსების განხორციელების, შემეცნებით-დოკუმენტური, მცირემეტრაჟიანი ფილმების შექმნის ხელშეწყობა;
ა.დ) საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია - სხვადასხვა თეატრის, თეატრალური და სახელოვნებო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა (თეატრალური წარმოდგენები, თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული პერფორმანსები) და თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში თემატური და ჯგუფური თუ პერსონალური აქტივობების განხორციელება, აღნიშნული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია;
ა.ე) „თბილისის ცის ქვეშ“ - ღია სივრცეში შემეცნებითი, კულტურული, გასართობი ღონისძიება, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა ლოკაციაზე;
ბ) საკონკურსო განაცხადი პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:
ბ. ა) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა – საგამომცემლო საქმიანობის ფარგლებში, კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებას ექვემდებარება: ქალაქ თბილისის ისტორიის, კულტურის, ურბანული არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მონოგრაფიები, კატალოგები, ვიზუალური მასალა, კომიქსები, ქალაქ თბილისისა და თბილისელთა შესახებ შექმნილი მხატვრული ტექსტები და მემუარები. აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს სასკოლო, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების, საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების, პოეტური და პროზაული კრებულების, მუსიკის სახელმძღვანელოებისა და ნოტების, ჟურნალ-გაზეთების, ალმანახის და სხვა პერიოდული გამოცემების დაფინანსებას;
ბ.ბ) დიზაინისა და ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ტექნოლოგიური ჯგუფების – ტექსტილი, კერამიკა, ბატიკი, ანაბეჭდი (პრინტი), ხეზე კვეთა, მინანქარი, მეტალი და საიუველირო ხელოვნება; მინის, ტყავის, ქვის მხატვრული დამუშავება, აღდგენა, განვითარება და პოპულარიზაცია; ფუნქციონალური ჯგუფების: აქსესუარის, ტანსაცმლის, სამკაულის, ჭურჭლის, ავეჯის, მუსიკალური საკრავის, იარაღის, სათამაშოს, სუვენირის წარმოების ხელშეწყობა;
ბ.გ) მედიახელოვნების სფეროს პროექტების ხელშეწყობა – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ციფრული და ვირტუალური ხელოვნება, რობოტიკა, ციფრული ფოტოგრაფია, ურბანული მედიახელოვნება, აუდიოვიზუალური ინსტალაციები, ანიმაცია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა;
ბ.დ) თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – ქუჩის მხატვრობის, ფოტოგრაფიის, შემოქმედებითი ინსტალაციის, ურბანული და კონცეპტუალური ხელოვნების, ინოვაციურ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა;
გ) საპროექტო განაცხადი პროგრამის „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ფარგლებში:
გ.ა) ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
გ.ბ) ინკლუზიური ხელოვნების შემეცნებითი, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.გ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საპილოტე პროგრამის განხორციელება;
გ.დ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.ე) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და შესაბამისი პროგრამების/აქტივობების დანერგვა/ხელშეწყობა;
8. თუ საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
10. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
12 შენიშვნის არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო/საკონკურსო განაცხადის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
13. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი.
14. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
15. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ.
16. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ყოველ გამოცხადებულ კონკურში მხოლოდ ერთხელ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 აპრილის დადგენილება №80-46 - ვებგვერდი, 04.05.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ივლისის დადგენილება №12-63 - ვებგვერდი, 18.07.2022 წ.
+
მუხლი 5. დაფინანსების გაცემა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით პროგრამებისთვის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.
+
მუხლი 6. ხელშეკრულების დადება
1. სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ფინანსური გაანგარიშების/ხარჯთაღრიცხვის პუნქტებში მითითებული თანხების ცვლილება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე, პროექტის მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 10%-ის ფარგლებში (გარდა ჰონორარებისა).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 7. კონტროლის განხორციელება
1. ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.
2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია, წარადგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე, ინფორმაცია, სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
დანართი №2
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“
(კოდი 08 08 01) განხორციელების წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამების „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების პირობებს, დაფინანსების გაცემის წესსა და პროცედურებს.
2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას (შემდგომში - კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამებში: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, იმ მოსწავლეების დაფინანსებაზე, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური. მათი დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სკოლის სამეურვეო საბჭოს მომართვის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) უფროსის გადაწყვეტილებით.
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზე.
+
მუხლი 2. დაფინანსების ზოგადი პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები შეიძლება იყვნენ: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი არარეგისტრირებული კავშირები (გაერთიანებები), მათ შორის: უმაღლესი საგანმანათლებლო, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ახალგაზრდული ცენტრები, სპორტული ორგანიზაციები, სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული ასოციაციები და სხვა სპორტული დაწესებულებები, საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, სტუდენტური და ახალგაზრდული კლუბები, შემოქმედებითი და საინიციატივო ჯგუფები.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება), ამ წესის შესაბამისად, შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამების „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი: 07 05 01) და „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 08 01) ფარგლებში, არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. დაფინანსება შესაძლოა მოიცავდეს პროექტის სახით დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულ ფინანსურ მხარდაჭერას.
3. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქალაქ თბილისის ინტერესებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამებისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების მიზნით განსაზღვროს საპროექტო განაცხადის მიღების ვადა, თემატიკა და პრიორიტეტები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 3. განცხადების წარდგენა
1. პროექტების განმხილველი შესაბამისი კომისიის საქმიანობას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამსახური.
2. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა პროექტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი.
3. სხვადასხვა ინვენტარის/ეკიპირების შეძენასთან დაკავშირებით წარდგენილ მოთხოვნას, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა თან უნდა დაურთოს ინვოის(ებ)ი.
31. სხვადასხვა სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად ან/და სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად, დაფინანსების მოთხოვნის წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული ქალთა გუნდები/კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქი თბილისი, განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფინანსდნენ არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
32. სხვადასხვა სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად ან/და სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად, დაფინანსების მოთხოვნის წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდები/კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქი თბილისი, განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფინანსდნენ არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
4. კომისია უფლებამოსილია განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტში დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადება გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის აღნიშნული პროექტის განხილვას.
5. საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
6. სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ პირს, ხარვეზის გამოსასწორებლად, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
7. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
8. საპროექტო განაცხადის ფორმა არ ივსება იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილია დაფინანსება ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში, ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და ჭადრაკის ოლიმპიადაში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში პრიზიორების დაჯილდოებისათვის, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარით ან/და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის.
9. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში, ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და ჭადრაკის ოლიმპიადაში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში პრიზიორების დაჯილდოების, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოების, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევებში, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევებში, სპორტის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და განაცხადის ფორმას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №85-71 - ვებგვერდი, 26.07.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №3-2 - ვებგვერდი, 22.12.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №18-115 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
მუხლი 4. განცხადების შეფასების კრიტერიუმები
1. პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებულ პრიორიტეტებს.
2. საპროექტო განაცხადის განხილვისას მხედველობაში მიიღება პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალურობა, თანადაფინასნების არსებობა და მოხალისეობრივი ჩართულობა.
3. კომისია წარმოდგენილ გარემოებებზე დაყრდნობით აფასებს პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობებს.
4. პროექტი დაფინანსებას ექვემდებარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით.
+
მუხლი 5. განაცხადების განხილვა და დაფინანსება
1. წარმოდგენილი საპროექტო განაცხადის ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) და ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში განსახილველად წარუდგენს კომისიას.
2. კომისია განიხილავს საპროექტო განაცხადს და გასცემს რეკომენდაციას პროექტის სრული დაფინანსების, ნაწილობრივი დაფინანსების, კორექტირების საჭიროების, დაფინანსებაზე უარის ან საპროექტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.
3. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.
4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წარსადგენად.
4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წარსადგენად.
5. კორექტირების საჭიროების შემთხევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარდგენა გონივრულ ვადაში.
6. თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი.
7. სამსახურს ნებისმიერ ეტაპზე აქვს უფლება მოსთხოვოს ორგანიზაციას მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება და აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №39-28 - ვებგვერდი, 29.04.2024წ.
+
მუხლი 6. დაფინანსების გაცემა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით პროგრამისთვის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამებისთვის: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.
2. საქართველოს სპორტული ეროვნული ფედერაციების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განახორციელოს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 20%-ით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეკომენდაცია.
2. საქართველოს სპორტული ეროვნული ფედერაციების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განახორციელოს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 20%-ით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაცია.
3. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში, ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და ჭადრაკის ოლიმპიადაში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების და ჭადრაკის ოლიმპიადის დაწყებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შემოტანის დღემდე მხოლოდ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სპორტსმენების დაჯილდოება შესაძლებელია შემდეგნაირად:
ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშები
I ადგილი
15 000 ლარი
II ადგილი
10 000 ლარი
III ადგილი
7 000 ლარი
ჭადრაკის ოლიმპიადა
I ადგილი
6 000 ლარი
II ადგილი
4 000 ლარი
III ადგილი
2 500 ლარი
მსოფლიო ჩემპიონატი
ოლიმპიური/პარალიმპიური სახეობები
ეროვნული
I ადგილი
7000 ლარი
II ადგილი
5000 ლარი
III ადგილი
3000 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი
6000 ლარი
II ადგილი
3000 ლარი
III ადგილი
2000 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი
3000 ლარი
II ადგილი
2000 ლარი
III ადგილი
1000 ლარი
ევროპის ჩემპიონატი
ოლიმპიური/პარალიმპიური სახეობები
ეროვნული
I ადგილი
5000 ლარი
II ადგილი
3000 ლარი
III ადგილი
2000 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი
3000 ლარი
II ადგილი
2000 ლარი
III ადგილი
1000 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი
2000 ლარი
II ადგილი
1000 ლარი
III ადგილი
500 ლარი
მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიური სახეობები
ეროვნული
I ადგილი
3000 ლარი
II ადგილი
2500 ლარი
III ადგილი
2000 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი
2500 ლარი
II ადგილი
2000 ლარი
III ადგილი
1500 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი
2000 ლარი
II ადგილი
1500 ლარი
III ადგილი
1000 ლარი
ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიური სახეობები
ეროვნული
I ადგილი
2500 ლარი
II ადგილი
2000 ლარი
III ადგილი
1500 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი
2000 ლარი
II ადგილი
1500 ლარი
III ადგილი
1000 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი
1500 ლარი
II ადგილი
1000 ლარი
III ადგილი
500 ლარი
4. ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ფედერაციის ან რაგბის კავშირის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემოპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის, იმ ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის სახელით და რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
4. ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ფედერაციის ან რაგბის კავშირის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემოპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის, იმ ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის სახელით და რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
I ადგილი
10 000 ლარი
II ადგილი
8 000 ლარი
III ადგილი
5 000 ლარი
5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის, იმ გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდენენ ქალაქ თბილისის სახელით და რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატი
I ადგილი
10 000 ლარი
II ადგილი
8 000 ლარი
III ადგილი
5 000 ლარი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №85-71 - ვებგვერდი, 26.07.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №3-2 - ვებგვერდი, 22.12.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №18-115 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-78 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №39-28 - ვებგვერდი, 29.04.2024წ.
+
მუხლი 7. დაფინანსების ადმინისტრირება
1. სამსახური უფლებამოსილია საპროექტო განაცხადების დაფინანსება გასცეს ეტაპობრივად.
2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს სამსახურს წერილობით, ბიუჯეტის პუნქტებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე.
3. დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ფინანსების ხარჯვა მიზნობრივად, სამსახურსა და იურიდიულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
+
მუხლი 8. ხელშეკრულების დადება
1. სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ან/და ფორსმაჟორულ შემთხვევებში, სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში თანხის, ღონისძიების ადგილის, ვადების ან სხვა არსებითი პირობების ცვლილება განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 9. კონტროლის განხორციელება
ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და პროექტის შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული).
+
მუხლი 10. ანგარიშსწორება
1. დაფინანსებისათვის მოთხოვნილი თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში. დაფინანსების მიმღებ სუბიექტს თანხა გადაერიცხება ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
2. დაფინანსების მიმღები სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (მთლიანად ან ცალკეულ პუნქტებში) უცხოური ვალუტის (ლართან მიმართებით) სავარაუდო გაცვლითი კურსის მითითების შემთხვევაში, აღნიშნული სავარაუდო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამსახურის მხრიდან დაფინანსების მიმღებ სუბიექტს ჩაეთვლება მის მიერ მოთხოვნილი საერთო თანხა ლარში და დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებული იქნება, დააბრუნოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კონვერტაციის შედეგად მიღებული სხვაობის ოდენობის თანხა, რაზეც შესაბამისი ბანკიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი უნდა იქნეს კონვერტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი განყოფილებების მიერ გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული საბანკო ოპერაციების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
+
მუხლი 11. თანხების ხარჯვის შესახებ ანგარიშის წარდგენა
1. ღონისძიების დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, სამსახურში უნდა წარადგინოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრების სამსახურსა და ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.“
2. საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი განმარტება, დაფინანსების მიმღები სუბიექტი აბრუნებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე
3. ფინანსური ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.
4. (ამოღებულია - 14.08.20, №62-95).
5. (ამოღებულია - 14.08.20, №62-95).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №62-95 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“, №37-12, 12.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260300.35.101.016576 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4479821-7/