1. იურიდიული პირის დაფინანსებისათვის მოთხოვნილი თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ლარში და შესაბამისად, ორგანიზაციას თანხა გადაერიცხება მხოლოდ ლარში.
2. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (მთლიანად ან ცალკეულ პუნქტებში) უცხოური ვალუტის (ლართან მიმართებით) სავარაუდო გაცვლითი კურსის მითითების შემთხვევაში, აღნიშნული სავარაუდო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამსახურის მხრიდან იურიდიულ პირს ჩაეთვლება მის მიერ მოთხოვნილი საერთო თანხა ლარში და იურიდიული პირი ვალდებული იქნება დააბრუნოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კონვერტაციის შედეგად მიღებული სხვაობის ოდენობის თანხა, რაზეც შესაბამისი ბანკიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი უნდა იქნეს კონვერტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთის არარსებობის შემთხვევაში სამსახურის შესაბამისი განყოფილებების მიერ გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული საბანკო ოპერაციების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 10, №37-12, 12.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260300.35.101.016576 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4479821/muxli-10/