1. სამსახურსა და პროექტის წარმომდგენ იურიდიულ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ან/და ფორსმაჟორულ შემთხვევებში სამსახურსა და იურიდიულ პირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში თანხის შეცვლა, ღონისძიების გამართვის ადგილის ან ვადების შეცვლა, ან სხვა არსებითი პირობების ცვლილება განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისი შეთანხმების საფუძველზ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 8, №37-12, 12.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260300.35.101.016576 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4479821/muxli-8/