ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.04.2019 ბოლო ცვლილება 20.02.2026
ნომერი
№69/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.017693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (29)

შემდგომი ცვლილებები (27)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №69/ნ

2019 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24​3 მუხლის პირველი პუნქტის, 24​4 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს:

     ა) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო“ ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

     ბ) „სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“ ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

 

+
მუხლი 2
დადგინდეს 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებულ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებულ „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის უზრუნველყოფის შემდეგი ეტაპები:

ა) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (მათ შორის, ამ ბრძანების მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში), გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა – არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბერი;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში – შესაბამისი საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირების თარიღი.

+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.

 

+
მუხლი 4
ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში, უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს ან „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას.

 

+
მუხლი 5
ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩაითვალოს ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია.

 

+
მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“, №69/ნ, 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017693 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4480034-2/