საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ზოგადი დებულებანი
მუხლი
1. ზოგადი
დებულებანი
1. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება ) შემუშავებულია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , „საზღვაო სამართლის შესახებ “ 1982 წლის გაეროს კონვენციის 22-ე მუხლის შესაბამისად და „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე . 2. ეს დებულება ვრცელდება ყველა გემზე , რომელიც იმყოფება საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში . 3. ყველა გემი , რომელიც ახორციელებს ნაოსნობას საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ან დგას ღუზაზე , ვალდებულია , შეასრულოს საერთაშორისო საზღვაო რადიოკავშირის წესების მოთხოვნები . 4. ნაოსნობის რეჟიმის ცვლილებების შესახებ განაცხადი გადაეცემა გემებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს , სანავიგაციო შეტყობინების მეშვეობით , სანავიგაციო და მეტეოროლოგიური გაფრთხილების (NAVAREA) შესაბამისად . 5. საქართველოს ნავსადგურებსა და რეიდზე ნაოსნობის რეჟიმი რეგულირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში − სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ) დირექტორის ბრძანების თანდართული „ნავსადგურის წესების “ შესაბამისად . 6. ამ დებულებაში აღნიშნული გეოგრაფიული კოორდინატები შესრულებულია WGS-1984 კოორდინატების სისტემის შესაბამისად . 7. ამ დებულების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში , გემის კაპიტანს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . მუხლი
2. ტერმინთა
განმარტება
1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) ნაოსნობის რეჟიმი – რეჟიმი , რომელიც ადგენს ნაოსნობისათვის განსაზღვრულ მოძრაობის გამყოფ სქემებსა და შეზღუდულ საზღვაო რაიონებს ; ბ ) მოძრაობის გამყოფი სისტემა − სისტემა , რომელიც დგინდება უსაფრთხო ნაოსნობის თვალსაზრისით და შედგება მოძრაობის გამყოფი ზონისგან ან ხაზისგან , მოძრაობის ზოლისგან და გარე საზღვრებისგან . აღნიშნულ სისტემაში დადგენილია მოძრაობის მიმართულებები ; გ ) მოძრაობის გამყოფი ზონა ან ხაზი – ხაზი ან ზონა , რომელიც ჰყოფს ურთიერთსაწინააღმდეგო ან თითქმის ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობის მიმართულებებს ; დ ) მოძრაობის ზოლი − ზოლი , რომელშიც გემები მოძრაობენ დადგენილი მიმართულებით ; ე ) შეზღუდული საზღვაო რაიონი – საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორია , რომელშიც განსაკუთრებული საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დგინდება გარკვეული შეზღუდვები ; ვ ) ნაოსნობის წესები − ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით დადგენილი წესების ერთობლიობა ; ზ ) ყოფილი დანაღმული რაიონი – ზღვის აკვატორია , სადაც არსებობდა ნაღმის ველები და შემდეგ წარმოებდა ტრალვა . ნაღმებისა და სხვა ფეთქებადი ნივთიერებების შესაძლო არსებობის გამო ამ რაიონებში აკრძალულია ღუზაზე დგომა , აგრეთვე ზღვის ფსკერზე სხვა სახის სამუშაოების შესრულება . ნაოსნობა ამ რაიონებში ხორციელდება მაქსიმალური სიფრთხილითა და გონიერებით ; თ ) ნაოსნობისათვის აკრძალული საზღვაო რაიონები – ტერიტორიული ზღვისა და შიდა საზღვაო წყლების აკვატორია , რომელშიც სხვადასხვა მიზეზის გამო აკრძალულია გემების ნაოსნობა ; ი ) ნაოსნობისათვის დროებით აკრძალული საზღვაო რაიონები – ტერიტორიული ზღვის , შიდა წყლებისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცალკეულ რაიონებად გამოყოფილი აკვატორია , რომლებშიც გარკვეული ვადით , გარკვეული მიზნებისათვის ან ღონისძიებების განსახორციელებლად დროებით იკრძალება ნაოსნობა ; კ ) საბრძოლო მომზადების რაიონი – ტერიტორიული ზღვის , შიდა საზღვაო წყლებისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცალკეულ რაიონებად გამოყოფილი აკვატორია , რომლებშიც ტარდება საბრძოლო მომზადება ; ლ ) პასუხისმგებლობის ზონა − საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში შემავალი ტერიტორიული ზღვის რაიონი , რომლის საზღვრებშიც ხორციელდება საძიებო -სამაშველო ოპერაციებით; მ) ღია ზღვა − ამ დებულების მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიულ წყლებს გარეთ ზღვის აკვატორია. 2. ყველა სხვა ტერმინსა თუ ცნებას , რომელიც არ არის ამ მუხლით განმარტებული , გააჩნია საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული მნიშვნელობა . საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №432 – ვებგვერდი, 23.08.2022წ. მუხლი
3. საზღვაო
რაიონების
ნუმერაცია
საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში რაიონების დასანომრად გამოიყენება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკაში მიღებული ნუმერაცია შემდეგი სახით : ა ) ყოფილი დანაღმული რაიონები – 1 – 10; ბ ) ნაოსნობისათვის აკრძალული რაიონები – 21 – 30; გ ) ამოღებული გრუნტის საყრელი რაიონები – 41 – 50; დ ) ნაოსნობისათვის დროებით აკრძალული რაიონები – 31 – 40; ე ) საბრძოლო მომზადების რაიონები − GG 001 – GG 009. მუხლი
4. საქართველოს
პასუხისმგებლობის
ზონაში
მოხსენებათა
სისტემის
მოთხოვნები
ქვემოთ მითითებული კოორდინატების შესაბამისად , საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში მცურავი გემები ვალდებულნი არიან , ინფორმაცია მიაწოდონ სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო -სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს , საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში მოხსენებათა სისტემის მოთხოვნების შესაბამისად , რომელიც ეფუძნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 20 თებერვლის ცირკულარს IMO № SN/circ. 230.
თავი
II
ნაოსნობის რეჟიმი მოძრაობის გამყოფ სისტემებში მუხლი 5. მოძრაობის გამყოფ სისტემაში ნაოსნობის რეჟიმი გემი , რომელიც სარგებლობს მოძრაობის გამყოფი სისტემით , ვალდებულია , დაიცვას ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესების მე -10 წესი . მუხლი
6. ბათუმის
ნავსადგურის
ნაოსნობის
რეჟიმი
1. გემების შეჯახების თავიდან აცილების მიზნით , ყველა გემი ვალდებულია , დაიცვას უსაფრთხო მანძილი ბათუმის ნავსადგურში შემომსვლელი /გამსვლელი გემებიდან და არ შეაფერხოს მათი მოძრაობა . 2. ბათუმის ნავსადგურის შემოსასვლელში მოქმედებს მოძრაობის გამყოფი სისტემა , რომლის ძირითადი დანიშნულებაა აღნიშნულ მონაკვეთში გემების მოძრაობის მოწესრიგება , ასევე ნავსადგურში შემსვლელი და გამომსვლელი გემების შემხვედრი კურსებით მოძრაობის თავიდან აცილება . ბათუმის ნავსადგურში შემავალი მოძრაობის ზოლი :
ბათუმის ნავსადგურიდან გამომავალი მოძრაობის ზოლი :
მოძრაობის გამყოფი ზონა :
მოძრაობის გამყოფი სისტემის საზღვრები :
3. გემი , რომელიც მიემართება ღია ზღვიდან ბათუმის ნავსადგურის შესასვლელი ფარვატერისაკენ და გემი , რომელიც ტოვებს ნავსადგურის შესასვლელ ფარვატერს და მიემართება ღია ზღვისკენ , ვალდებულია , იმოძრაოს მოძრაობის გამყოფი სისტემის შესაბამის სამოძრაო ზოლში . 4. გემს შეუძლია , გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრთან შეთანხმებით , გადაკვეთოს მოძრაობის გამყოფი სისტემა გამონაკლის შემთხვევებში , როცა მოძრაობის გამყოფ სისტემაში არ მოძრაობს სხვა გემი და აღნიშნული კვეთა ხელს არ შეუშლის ნაოსნობის უსაფრთხოებას . გამონაკლის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი : ა ) ლოცმანის აყვანისათვის ან ჩამოსმისათვის საჭირო მანევრირების დროს ; ბ ) გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრის მითითების ან ცუდი ამინდის პირობების ზემოქმედების (ძლიერი ქარის ან ტალღის დრეიფის ), ან შეჯახების თავიდან აცილებისათვის საჭირო მანევრირების დროს . 5. . საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №432 – ვებგვერდი, 23.08.2022წ. მუხლი
7. სუფსის
ნავსადგურის
ნაოსნობის
რეჟიმი
სუფსის ნავსადგურში ტანკერის შესვლის , ღუზაზე დგომის ან ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში , სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობა სხვა გემებისთვის , გარდა ნავსადგურის მომსახურე გემებისა , დროებით იკრძალება სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანების თანდართული „ნავსადგურის წესებით “ განსაზღვრული წესით . მუხლი
8. ფოთის
ნავსადგურის
ნაოსნობის
რეჟიმი
1. გემების შეჯახების თავიდან აცილების მიზნით , ყველა გემი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხო მანძილი ფოთის ნავსადგურში შემომსვლელი /გამსვლელი გემებიდან და არ შეაფერხონ მათი მოძრაობა . 2. ფოთის ნავსადგურში საღუზე რაიონებს შორის არსებობს მოძრაობის გამყოფი სისტემა , რომლის ძირითადი დანიშნულებაა აღნიშნულ მონაკვეთში გემების მოძრაობის მოწესრიგება , ასევე ნავსადგურში შემსვლელი და გამომსვლელი გემების შემხვედრი კურსებით მოძრაობის თავიდან აცილება . ფოთის ნავსადგურში შემავალი მოძრაობის ზოლი :
ფოთის ნავსადგურიდან გამომავალი მოძრაობის ზოლი :
მოძრაობის გამყოფი სისტემის საზღვრები :
მოძრაობის გამყოფი ხაზები :
3. გემი, რომელიც მიემართება ღია ზღვიდან ფოთის ნავსადგურის შესასვლელი ფარვატერისაკენ და გემი, რომელიც ტოვებს ნავსადგურის შესასვლელ ფარვატერს და მიემართება ღია ზღვისკენ, ვალდებულია იმოძრაოს მოძრაობის გამყოფი სისტემის შესაბამის მოძრაობის ზოლში. 4. გემს შეუძლია გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრთან შეთანმხმებით, გადაკვეთოს მოძრაობის გამყოფი სისტემა გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მოძრაობის გამყოფ სისტემაში არ მოძრაობს სხვა გემი და აღნიშნული კვეთა ხელს არ შეუშლის ნაოსნობის უსაფრთხოებას. გამონაკლის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი: ა) ლოცმანის აყვანისათვის ან ჩამოსმისათვის საჭირო მანევრირების დროს; ბ) გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრის მითითების ან ცუდი ამინდის პირობების ზემოქმედების (ძლიერი ქარის ან ტალღის დრეიფის) ან შეჯახების თავიდან აცილებისათვის საჭირო მანევრირების დროს. 5. . საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №432 – ვებგვერდი, 23.08.2022წ. მუხლი
9. ყულევის
ნავსადგურის
ნაოსნობის
რეჟიმი
1. ყულევის ნავსადგურში გემების შესვლა და ნავსადგურიდან გასვლა ხორციელდება სპეციალური დერეფნის მეშვეობით . აღნიშნული დერეფნის სივიწროვიდან გამომდინარე , აკრძალულია ერთდროულად ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებით მოძრაობა . 2. კოლხეთის ეროვნული პარკის, დაცული ტერიტორიების, საქართველოს ტერიტორიული ზღვის ჩრდილოეთ რაიონის კოორდინატები:
3. კოლხეთის ეროვნული პარკის, დაცული ტერიტორიების, საქართველოს ტერიტორიული ზღვის სამხრეთ რაიონის კოორდინატები:
4. აღნიშნული რეჟიმი არ ვრცელდება გემებზე , რომლებიც ჩართულნი არიან ფსკერდამაღრმავებელ და გრუნტის საყრელ საქმიანობაში . საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №432 – ვებგვერდი, 23.08.2022წ. მუხლი
10. ჰუმანიტარული
დერეფანი
ფოთის
ნავსადგურიდან
სოხუმის
ნავსადგურამდე
გემები ჰუმანიტარული ტვირთით , რომლებიც საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე მიემართებიან ჰუმანიტარული დერეფნით სოხუმის ნავსადგურში , უნდა მოძრაობდნენ G01 წერტილიდან A02 წერტილამდე და შემდეგ A02 წერტილიდან A01 წერტილამდე .
თავი
III
შეზღუდული საზღვაო რაიონები მუხლი 11. ყოფილი დანაღმული რაიონი ყოფილი დანაღმული რაიონი და საზღვრებია :
მუხლი 12. ამოღებული გრუნტის საყრელი რაიონები
აკრძალულია ამოღებული გრუნტის ზღვაში ჩაშვება (ჩაყრა), გარდა ქვემოთ მოცემული რაიონებისა:
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №432 – ვებგვერდი, 23.08.2022წ. მუხლი
13. ნაოსნობისათვის
აკრძალული
საზღვაო
რაიონები
1. ნაოსნობისათვის აკრძალული რაიონი და მისი საზღვრები :
2. ზღვის ნაკრძალი რაიონი . ა ) ზღვის ნაკრძალი რაიონი – საქართველოს ტერიტორიული ზღვის სანაპირო ზოლი მდინარე რიონის შესართავიდან ჩრდილოეთის მიმართულებით . ყულევის ნავსადგურსა და მდინარე ხობისწყლის მიმართულებით და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება ნაკრძალის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებს შორის არსებული დერეფნის გამოყენებით , მე -9 მუხლში მითითებული წესის გათვალისწინებით ; ბ ) ზღვის ნაკრძალ ჩრდილოეთ ან სამხრეთ რაიონში ნაოსნობა , „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ “ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის „ა “ ქვეპუნქტის მიზნებისათვის , დაშვებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ინფორმირების საფუძველზე , მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში : ბ .ა ) ყულევის ნავსადგურის ფსკერდამაღრმავებელი და გრუნტის საყრელი საქმიანობა ; ბ .ბ ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და გარემოსდაცვის სუბიექტებისათვის ; გ) კოლხეთის ეროვნული პარკის, დაცული ტერიტორიების, საქართველოს ტერიტორიული ზღვის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონების კოორდინატები:
3. ნაოსნობისათვის აკრძალულ საზღვაო რაიონებად ასევე ითვლება სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანების თანდართული „ნავსადგურის წესებით “ დადგენილი უსაფრთხო ნაოსნობის ზონები , იმ რეჟიმის ფარგლებში , რაც ამავე ბრძანებით არის განსაზღვრული . 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საკუთრებაში არსებულ მცურავ საშუალებებს , საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ინფორმირების საფუძველზე , შეუძლიათ შეუზღუდავად შევიდნენ , გადაადგილდნენ და იდგნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებულ ნაოსნობისთვის აკრძალულ და დროებით აკრძალულ რაიონებში . საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №432 – ვებგვერდი, 23.08.2022წ. მუხლი
14. ნაოსნობისათვის
დროებით
აკრძალული
საზღვაო
რაიონები
1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , ნაოსნობისათვის დროებით აკრძალულ საზღვაო რაიონად გამოცხადებულია რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მდინარე ფსოუდან სამხრეთით მდინარე ენგურის შავ ზღვასთან ჩადინების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში შემავალი საქართველოს შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა . აღნიშნულ რაიონში იკრძალება საზღვაო მიმოსვლა , გარდა გაეროს 1982 წლის „საზღვაო სამართლის შესახებ “ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა .
2. ნაოსნობისთვის დროებით აკრძალულ რაიონად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიული ზღვა , რომელიც გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის და რომელშიც ჩაშვებულია საწარმოო ინვენტარი ან აღმართულია ნაგებობა : ა ) აღნიშნული რაიონის კოორდინატები თანხმდება სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან , რომელიც , თავის მხრივ , აქვეყნებს დადგენილი წესით ; ბ ) აღნიშნულ რაიონში ნაოსნობის დროებით აკრძალვა ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის მთელ პერიოდში , გარდა მომსახურე და გარემოსდაცვითი კონტროლის განმახორციელებელი მცურავი საშუალებებისა ; გ ) აღნიშნული რაიონის საზღვრები უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა იყოს მონიშნული სათანადო რაოდენობის ტივტივებით აღჭურვილი ღამით მოციმციმე შუქურებით , ტივტივების რაოდენობა უნდა იყოს გამოთვლილი და შეესაბამებოდეს აღნიშნული რაიონის სიდიდესა და ფართობს . 3. ნაოსნობისათვის დროებით აკრძალულ საზღვაო რაიონად ასევე ითვლება სუფსის ნავსადგურის აკვატორია სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანების თანდართული „ნავსადგურის წესებით “ დადგენილ საზღვრებში და იმ რეჟიმის ფარგლებში , რაც ამავე ბრძანებით არის განსაზღვრული . მუხლი
15. საბრძოლო
მომზადების
რაიონები
1. საბრძოლო მომზადების რაიონები და მათი საზღვრები :
2. საბრძოლო მომზადების რაიონებში ნაოსნობა იკრძალება მხოლოდ გარკვეული ვადით , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 დღით ადრე გაკეთებული განცხადების საფუძველზე , რომელიც უნდა ცხადდებოდეს საბრძოლო მომზადების დაწყებამდე . ყველა გემმა და თვითმფრინავმა თავი უნდა აარიდოს ამ რაიონებში შესვლას , გადაკვეთასა და გადაფრენას , არ უნდა შეაფერხოს იმ სამხედრო ხომალდების მოქმედებები , რომლებიც დაკავებულნი არიან საბრძოლო მომზადებით . განსაკუთრებული ყურადღებით ადევნონ თვალი სამხედრო გემების სასიგნალო ნიშნებს , რომლებიც დღისით ატარებენ წითელ დროშებს , ხოლო ღამით იყენებენ მკვეთრ წითელ ან ნარინჯისფერ პერიოდულ მოციმციმე ნათებას , აგრეთვე შეასრულონ მათი განკარგულებები . თავი
IV
ნაოსნობის წესები მუხლი 16. ნაოსნობის წესები საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის დროს 1. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის დროს ყველა გემს ეკრძალება : ა) გაჩერება, დრეიფი, ღუზაზე დგომა (თუ ეს დაკავშირებული არ არის ჩვეულებრივ ნაოსნობასთან); ბ ) საფრენი აპარატის ჰაერში აშვება ან გემბანზე მიღება ; გ ) ტვირთის ან /და სხვა საქონლის დატვირთვა ან გადმოტვირთვა , ფიზიკური პირის გემბანზე მიღება ან გემიდან გადმოსმა ; დ ) თევზჭერა , რეწვის ან სარეწი იარაღების სამუშაო მდგომარეობაში ქონა ; ე ) სამეცნიერო -კვლევითი , საძიებო ან ჰიდროგრაფიული საქმიანობა ; ვ ) მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება ; ზ ) სხვა გემებზე მიდგომა ; თ ) ნაოსნობა საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის გარეშე . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე , რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა ან გემის გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში . 3. ზღვის ნაკრძალი და დროებით აკრძალული საზღვაო რაიონების საზღვრის გადაკვეთა არ ჩაითვლება ნაოსნობის წესების დარღვევად, თუ იგი გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: ა) რთული სანავიგაციო პირობების (ქარის, დინების, ტალღის, შეზღუდული ხილვადობის) ზემოქმედება; ბ) ძებნის/გადარჩენის ან ნავთობის დაღვრის თავიდან აცილების ოპერაციაში მონაწილეობის მიღება; გ) სხვა ფორსმაჟორული სიტუაციით, რომლის დროსაც ნაკრძალის/დროებით აკრძალული რაიონის ფარგლების კვეთა წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები შეთანხმებული უნდა იყოს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №432 – ვებგვერდი, 23.08.2022წ. მუხლი
17. ნაოსნობის
წესები
საქართველოს
შიდა
საზღვაო
წყლებში
, ტერიტორიულ
ზღვაში
, ნავსადგურებში
და
რეიდზე
ყოფნის
დროს
1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში , ნავსადგურებში , რეიდზე და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას გემები ვალდებულნი არიან , დაიცვან დადგენილი ნაოსნობის რეჟიმი . 2. გემებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში , ტერიტორიულ ზღვაში , ნავსადგურებში და რეიდზე ყოფნისას ეკრძალებათ : ა ) წყალქვეშა სამუშაოების განხორციელება , გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ეს უშუალოდ დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან , რომლის განხორციელების უფლება გემს მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ; ბ ) ისეთი ქმედების ჩადენა , რაც ზიანს აყენებს წყალქვეშა კაბელებსა და მილსადენებს , სანავიგაციო ნიშნებს , ჰიდროტექნიკურ ნაგებობებსა და სხვა მოწყობილობებს ; გ ) ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება , გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ეს უშუალოდ დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან , რომლის განხორციელების უფლება გემს მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ; დ ) ნაოსნობისათვის აკრძალულ ან დროებით აკრძალულ საზღვაო რაიონებში შესვლა და ნაოსნობა ; ე ) ყოფილ დანაღმულ რაიონში ღუზაზე დგომა , თევზჭერის წარმოება ფსკერული თევზჭერის აღჭურვილობით , აგრეთვე ზღვის ფსკერზე სხვა სახის სამუშაოების შესრულება ; ვ ) ნავსადგურების დადგენილი ნაოსნობის რეჟიმის უგულებელყოფა ; ზ ) სხვა გემებისთვის , რომლებიც სარგებლობენ უპირატესობით , ნაოსნობის შეფერხება ან ისეთი ქმედების ჩადენა , რაც ქმნის გემების შეჯახების საფრთხეს ან საშიშროებას უქმნის უსაფრთხო ნაოსნობას ; თ ) ამოღებული გრუნტის ზღვაში ჩაშვება (ჩაყრა ), გარდა ამ დებულების მე -12 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ; ი ) 100 რეგ . ტონა და ნაკლები გემების მიერ ამ პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა განიხილება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ცურვის წესებით . 3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე , რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა ან გემის გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში . 4. ზღვის ნაკრძალი და დროებით აკრძალული საზღვაო რაიონების საზღვრის გადაკვეთა არ ჩაითვლება ნაოსნობის წესების დარღვევად, თუ იგი გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: ა) რთული სანავიგაციო პირობების (ქარის, დინების, ტალღის, შეზღუდული ხილვადობის) ზემოქმედება; ბ) ლოცმანის აყვანის, ბუქსირების დამაგრების, ღუზაზე დგომის ან სხვა მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის აუცილებელი მანევრირება; გ) ძებნის/გადარჩენის ან ნავთობის დაღვრის თავიდან აცილების ოპერაციაში მონაწილეობის მიღება; დ) სხვა ფორსმაჟორული სიტუაციით, რომლის დროსაც ნაკრძალის/დროებით აკრძალული რაიონის ფარგლების კვეთა წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები შეთანხმებული უნდა იყოს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №432 – ვებგვერდი, 23.08.2022წ. თავი
V
კონტროლი მუხლი 18. კონტროლი 1. ამ დებულებით დადგენილი ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი . 2. აუცილებლობის შემთხვევაში , გემის მიერ დებულებით განსაზღვრული წესებიდან დროებით გადახრა შესაძლებელია , სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე . | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №78, 13.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021093 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4481802-1/