პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1. დამტკიცდეს:
ა) პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტები (დანართი №1); ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურებების პაკეტი (დანართი №2); გ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა (დანართი №3). |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანება.
|
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
პენიტენციურ
დაწესებულებაში
სამედიცინო
მომსახურების
სტანდარტები
და
სპეციფიკური
საჭიროებების
მქონე
პირთა
სამედიცინო
მომსახურების
დამატებითი
სტანდარტები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტები (შემდგომში – სტანდარტები) შემუშავებულია საერთაშორისო რეკომენდაციებზე, კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებსა (გაიდლაინებზე) და ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამოცანებზე დაყრდნობით და განსაზღვრავს დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიზნებს, ამოცანებს, სახეებსა და მათი განხორციელების გზებს.
მუხლი 2. სტანდარტების მიზნები და ამოცანები 1. ამ სტანდარტების მიზანია დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. 2. სტანდარტების ამოცანებია: ა) დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ავადობისა და სიკვდილობის შემცირება; ბ) დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულების განსაზღვრა; გ) დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა; დ) დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიწოდების უწყვეტობა, უსაფრთხოობა, დაცულობა და ხარჯთეფექტურობა; ე) დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება.
მუხლი 3. სტანდარტის პრინციპები სტანდარტები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელმისაწვდომობას სამედიცინო მომსახურებაზე – ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს ექიმთან შეუზღუდავი კონტაქტის უფლება, რაც გულისხმობს დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოხვედრისთანავე მონახულებას, სათანადო გამოკითხვას, გარეგან დათვალიერებას (დაზიანებების აღწერას, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და, საჭიროებისამებრ, სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესის დაგეგმვას; ბ) დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ეკვივალენტურ სამედიცინო მომსახურებას – დაწესებულების სამედიცინო პერსონალი უნდა უზრუნველყოფდეს მკურნალობის, მოვლის და რეაბილიტაციის იმავე სტანდარტს, რომელზეც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ხელი მიუწვდებათ სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოში არსებულ სამედიცინო მომსახურების სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქიატრიული მომსახურების მიწოდებას, რადგან დაწესებულების პოპულაციაში ფსიქიკური აშლილობების რისკი მკვეთრად მეტია; გ) დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღებასა და მისი კონფიდენციალურობის დაცვას – ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია სამედიცინო კვლევების, მკურნალობის, მისი პროგნოზის შესახებ. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია განიხილოს ნათესავებთან ან სხვა ექიმთან. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება უარი განაცხადოს მკურნალობაზე. ბრალდებული/მსჯავრდებულის შესახებ სამედიცინო ინფორმაცია დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურად; დ) პრევენციული ზომების გატარებას – დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობით, არამედ მოიცავს მათ ფსიქოსოციალურ დახმარებასა და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენის, გადამდები დაავადებების, სუიციდის პრევენციის, ძალადობის აღკვეთის საკითხებს, ასევე, სოციალური და ნათესაური კავშირების შენარჩუნებას; ე) ჰუმანიტარულ თანადგომას – ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის იდენტიფიცირებული უნდა იყოს მოწყვლადი კატეგორიები, რომლებსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ყურადღება უნდა გამახვილდეს ქალებზე, დედათა და ბავშვთა საკითხზე, არასრულწლოვან ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე და მათზე, ვისაც ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებათ; ვ) პროფესიულ დამოუკიდებლობას – დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მოვალეობის შესრულებაში ჩარევა დაუშვებელია, სამედიცინო პერსონალი პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ სამედიცინო კრიტერიუმების გათვალისწინებით; ზ) პროფესიულ კომპეტენციას – დაწესებულების სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი იმ დამატებითი ცოდნითა და უნარებით, რაც საჭიროა სამედიცინო პრაქტიკის ადაპტირებისათვის პატიმრობით/თავისუფლების აღკვეთით გამოწვეული რისკფაქტორების გამო; თ) ინტეგრაციას – პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ჯანდაცვა ინტეგრირებული უნდა იყოს ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში, რათა მისმა იზოლირებამ საფრთხე არ შეუქმნას სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.
მუხლი 4. სტანდარტების სახეები სტანდარტების სახეებია: ა) პირველადი სამედიცინო შემოწმების სტანდარტი; ბ) პირველადი ჯანდაცვის სტანდარტი; გ) დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტანდარტი; დ) გეგმური ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სტანდარტი; ე) გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სტანდარტი; ვ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტი; ზ) სტომატოლოგიური მომსახურების სტანდარტი; თ) ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტი; ი) მედიკამენტებით უზრუნველყოფის სტანდარტი; კ) ადიქტოლოგია და ზიანის შემცირების სტანდარტი; ლ) ქალი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი; მ) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი; ნ) ხანდაზმული მსჯავრდებულების სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი; ო) შეზღუდული შესაძლობლობის მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი; პ) სამედიცინო სერვისების სტანდარტით განსაზღვრული გამონაკლისები.
მუხლი 5. პირველადი სამედიცინო შემოწმების სტანდარტი 1. ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებაში მიღებისას გადის სავალდებულო პირველად სამედიცინო შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექიმი-სპეციალისტი (ოჯახის ექიმი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით, სხვა ექიმი-სპეციალისტები (ინფექციონისტი, ფთიზიატრი, ფსიქიატრი და ა.შ.). გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირველადი სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 2. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების აღწერა და ობიექტური დოკუმენტირება, მათ შორის: ა) დაწესებულებაში შესვლის მომენტში ფიზიკური დაზიანებებისა და მათი კვალის აღწერა-დოკუმენტირება (ძალადობის ნიშნები ან/და პირის მიერ გაცხადებული ძალადობის ფაქტები, ტატუირება, პირსინგი და სხვ.); ბ) ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ისეთი გადამდები დაავადების მტარებელობის განსაზღვრა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას; გ) ფსიქიკური დახმარების აუცილებლობის განსაზღვრა და სუიციდის რისკის პირველადი შეფასება; დ) გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის, მათ შორის, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური და სხვა ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციის/დამოკიდებულების შემთხვევაში, დეტოქსიკაციისა და მკურნალობის აუცილებლობის განსაზღვრა; ე) პატიმრობამდე/თავისუფლების აღკვეთამდე აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განხორციელება მათ შორის, მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა. 3. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს თითოეული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის იგეგმება შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და უტარდება შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: ა) ტუბერკულოზთან დაკავშირებით – სკრინინგული გამოკითხვა ტუბერკულოზის სიმპტომებზე და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, შემდგომი დიაგნოსტიკური გამოკვლევები. დიაგნოზის ლაბორატორიულ დადასტურებამდე, ბრალდებული/მსჯავრდებული რჩება ინფექციის გავრცელების ნაკლები რისკის მქონე დაყოვნების პირობებში; ბ) აივინფექცია/შიდსთან დაკავშირებით – ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება; გ) ჰეპატიტებთან დაკავშირებით – კონსულტაცია და ნებაყოფლობითი გამოკვლევა B და C ჰეპატიტზე; B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეთავაზება; დ) სხვა ინფექციური დაავადებებთან დაკავშირებით – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გადატანილი ან ამჟამად მიმდინარე ინფექციური დაავადებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ; ათაშანგზე ლაბორატორიული გამოკვლევისა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის შეთავაზება. 4. პირველადი სამედიცინო შემოწმების შედეგები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ფიზიკური დათვალიერებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მონაცემებს, მათ შორის, დაზიანებებს; ბ) სკრინინგის შედეგებს; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გადატანილ ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს; დ) ჯანმრთელობის იმ მომენტისათვის არსებულ სხვა პრობლემებს; ალერგიას; ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების და სხვა ნივთიერებების მოხმარების ისტორიას; ე) ძალადობის ისტორიას; ვ) პირის ღრუს მდგომარეობას; ზ) ქალი მსჯავრდებულის შემთხვევაში, მათ რეპროდუქციულ ისტორიას.
მუხლი 6. პირველადი ჯანდაცვის სტანდარტი 1. დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სავალდებულოა არსებობდეს პირველადი ჯანდაცვის გუნდი, რომელიც შედგება არანაკლებ ერთი ექიმისა და ერთი ექთნისაგან. 2. პირველადი ჯანდაცვის გუნდი ახორციელებს როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრევენციულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ხანგრძლივი მოვლის ღონისძიებებს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების კონფიდენციალურ წარმოებას, აღრიცხვიანობისა და სტატისტიკური ანგარიშგების წარმოებას საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე პრევენციული და სკრინინგული მომსახურებების მიწოდებას და ამ მიზნით რეფერალის დაგეგმვას. 3. პირველადი ჯანდაცვის მომსახურება მოიცავს: ა) გადამდები დაავადებების – ტუბერკულოზის, აივ ინფექციის/შიდსის, ჰეპატიტებისა და ათაშანგის პრევენციასა და ადრეულ გამოვლენას, იმუნიზაციას, არაგადამდები დაავადებების – გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, სხვა მეტაბოლური და ონკოლოგიური დაავადებებისა და ოსტეოპოროზის პრევენციას, სკრინინგს და მართვას, ფსიქიკური აშლილობის პრევენციას, სკრინინგს და მართვას, სუიციდის პრევენციას, წამალდამოკიდებულების პრევენციასა და ადრეულ გამოვლენას; ბ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის მოსამსახურეების კონსულტირებას დაწესებულებაში ჯანსაღი გარემოს შექმნის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით; გ) ფუნქციურ-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს კომპეტენციის ფარგლებში; დ) ამბულატორიულად ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის მასალის შეგროვებას, მომზადებასა და ტრანსპორტირებისთვის გამზადებას; ე) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, სიმპტომურ მკურნალობას, საექთნო მოვლასა და კომპეტენციის ფარგლებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას; ვ) საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეფერალის პროცესის დაგეგმვას, მათ შორის, ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და სტაციონარული და ინსტრუმენტული გამოკვლევებისათვის (მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის რეფერალს თან უნდა ახლდეს ექიმი-სპეციალისტის მიერ დასაბუთებული დანიშნულება/რეკომენდაცია); ზ) ამბულატორიული/ჰოსპიტალური მკურნალობის პროცესის მართვას, კომპეტენციის ფარგლებში; თ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, მათ შორის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ მონაცემების რეგისტრაციას და ანგარიშგებას, რეცეპტების გამოწერასა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას კონფიდენციალობის დაცვით; ი) ძალადობის პრევენციასა და ძალადობის ნიშნების დოკუმენტირებას ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირებას, დაზიანების/ძალადობის შესახებ სტატისტიკის წარმოებას და ანგარიშგებას; კ) წამალდამოკიდებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობას, მათ შორის, ჩანაცვლებით თერაპიას ოპიატების მომხმარებლებისთვის, შესაბამისი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ.
მუხლი 7. დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტანდარტი 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პრევენციული ზრუნვა იწყება მათი დაწესებულებაში მოთავსებისთანავე და გრძელდება მისი დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში. 2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პრევენციული ზრუნვა მოიცავს: ა) პირველად სამედიცინო შემოწმებას; ბ) პირველად პრევენციულ შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს პირველადი ჯანდაცვის გუნდი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 6 თვისა. გამონაკლისი შეიძლება იყოს იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირველადი პრევენციული შემოწმება, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდნენ. 3. პრევენციული პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობა ნებაყოფლობითია. 4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დამახასიათებელი რისკების საფუძველზე, პრევენციული პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებების მიწოდებას უნდა მართავდეს/გეგმავდეს პირველადი ჯანდაცვის გუნდი. პრევენციული მომსახურების პაკეტით (დანართი №2) გათვალისწინებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციის ასახვა ხდება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში.
მუხლი 8. გეგმური ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სტანდარტი 1. გეგმური ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიზანია დაავადებათა პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილატაცია. 2. გეგმური ამბულატორიული მომსახურება მოიცავს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებებს, როგორც პირველადი ჯანდაცვის გუნდში მომუშავე ექიმის მიერ განხორციელებული რეფერალის საფუძველზე, ისე მკურნალობის გეგმური კურსის ფარგლებში. 3. გეგმური სტაციონარული მომსახურება მოიცავს: ა) გეგმურ ქირურგიულ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს განსახორციელებელ სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებულ ყველა სახის როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ გამოკვლევას და სპეციალისტებთან კონსულტაციას. გეგმური ქირურგიული მომსახურებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის საწოლდაყოვნება შეიძლება იყოს 24 საათზე ნაკლებიც (დღის სტაციონარი); ბ) თერაპიული პროფილით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოლოდინის პერიოდი გეგმურ მომსახურებაზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე განისაზღვრება გონივრული ვადით, რაც გეგმურ სტაციონარულ მომსახურებაზე არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, ხოლო გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებაზე – 1 თვეს. ეს ვადა შეიძლება არ იქნეს დაცული, როდესაც არსებობს ობიექტური მიზეზები დაგეგმილი მომსახურების გადადებისთვის, როგორიცაა: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა; ბ) მოთხოვნილ მომსახურებაზე/საქონელზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში არსებული ობიექტური შეფერხება. 5. გეგმურ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოლოდინის პერიოდი და რიგითობის განსაზღვრა ხორციელდება სამართლიანობისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რომელსაც აწარმოებს სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი.
მუხლი 9. გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სტანდარტი 1. გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება მოიცავს ყველა იმ სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიკვდილი, ფიზიკური/ფსიქიკური შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. 2. გადაუდებელია ამბულატორიული მომსახურება, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული არ საჭიროებს სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნებას და მოიცავს გადაუდებელი მდგომარეობების მართვას/სტაბილიზაციას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, – ბრალდებულის/მსჯავრდებულის რეფერალს გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობისთვის. 3. გადაუდებელია სტაციონარული მომსახურება, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტაბილიზაციის/სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების/აღდგენის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში მისი 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნებაა საჭირო.
მუხლი 10. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტი სასწრაფო სამედიცინო დახმარება უნდა მოიცავდეს ადგილზე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, მდგომარეობის სტაბილიზაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მის ტრანსპორტირებას შესაბამისი პროფილის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
მუხლი 11. სტომატოლოგიური მომსახურების სტანდარტი 1. დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები/ბრალდებულები უზრუნველყოფილნი არიან გადაუდებელი და გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებით. დაწესებულებაში ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი სტომატოლოგიური კაბინეტები, რომლებშიც უზრუნველყოფილია ჰიგიენური პირობებისა და ინფექციის კონტროლის დაცვა. 2. სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა) პირველად სტომატოლოგიურ შემოწმებას (პირველადი სამედიცინო შემოწმების ნაწილი), რომლის დროსაც განისაზღვრება პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა, რაც აისახება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში; ბ) პირველად პრევენციულ სტომატოლოგიურ შემოწმებას, რომლის დროსაც დაწესებულებაში განთავსების შემდეგ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დაწესებულებაში არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტში უნდა გაიაროს პრევენციული სტომატოლოგიური შემოწმება; გ) გეგმურ და გადაუდებელ ქირურგიულ და თერაპიული პროფილის სტომატოლოგიურ მომსახურებას; დ) ორთოპედიულ მომსახურებას. 3. სტომატოლოგიურ კაბინეტებში ხელმისაწვდომია შემდეგი მომსახურებები: ა) თერაპიული; ბ) ამბულატორიული ქირურგიული; გ) ორთოპედიული (მოსახსნელი პროთეზი); დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის კონსულტირება/განათლება პირის ღრუს ჰიგიენასა და ჯანმრთელობაზე.
მუხლი 12. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის პრევენციის სტანდარტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის პრევენციის სტანდარტი გულისხმობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამოჯანმრთელების ხელშეწყობასა და რელაფსის/ესკალაციის შემცირებას, რაც მოიცავს: ა) ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიატრიული მომსახურების საჭიროებების იდენტიფიცირებას (პირველადი სამედიცინო შემოწმებისას); ბ) სამოქალაქო სექტორში დაწყებული მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფას; გ) პირველადი პრევენციული შემოწმების დროს, ექიმი-ფსიქიატრის მიერ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის სრულ შეფასებას; დ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის რუტინულ პრევენციულ მონიტორინგს, რომელსაც ახორციელებს ოჯახის ექიმი. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალიზებულ დიაგნოსტიკურ მომსახურებას ახორციელებს ექიმ-ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი; ე) სუიციდის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში მოქმედი სუიციდის პრევენციის პროგრამის ფარგლებში; ვ) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირების მკურნალობას, მეთვალყურეობასა და რეაბილიტაციას.
მუხლი 13. მედიკამენტებით უზრუნველყოფის სტანდარტი დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად, უსასყიდლოდ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული ნუსხის ფარგლებში გათვალისწინებული პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტები.
მუხლი 14. ადიქტოლოგია და ზიანის შემცირების სტანდარტი 1. დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის უზრუნველყოფილია წამალდამოკიდებულების მართვის მიზნით განხორციელებული პრევენცია და სამკურნალო მომსახურებები. მომსახურებას უზრუნველყოფენ როგორც სპეციალიზებული, ისე პირველადი ჯანდაცვის გუნდი, რაც მოიცავს პრობლემის იდენტიფიკაციას, ფსიქიკურ დახმარებას, დეტოქსიკაციასა და ზიანის შემცირებას, კერძოდ: ა) წამალდამოკიდებულების სრულყოფილ შეფასებას, მოხმარების ისტორიის დადგენას და დაფიქსირებას; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას, პრობლემური/მაღალი რისკის მომხმარებლის იდენტიფიცირებას; გ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, მასთან გათანაბრებული მედიკამენტებითა და სხვა საშუალებებით ინტოქსიკაციისა, ზედოზირებისა და აგონისტური მდგომარეობის დროს ადეკვატურ და დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას, ხოლო დამოკიდებულების იდენტიფიცირების შემთხვევაში, პირის თანხმობისას, დაუყოვნებელ რეფერირებას; დ) ინფორმაციის მუდმივად მიწოდებას არსებული რისკებისა და ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ; სპეციალური ყურადღების მიქცევას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქო-განათლებაზე; ე) საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო და გადაუდებელ დახმარებას. 2. დაწესებულებებში მყოფი სათანადო საჭიროების მქონე ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის აუცილებელია ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდეს ზიანის შემცირების სრული პაკეტით გათვალისწინებული შემდეგი მომსახურებები: ა) ჩანაცვლებითი თერაპია და წამალდამოკიდებულების მკურნალობის სხვა მეთოდები; ბ) აივ ინფექცია/შიდსზე გამოკვლევა და კონსულტირება; გ) ანტირეტროვირუსული თერაპია; დ) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია და მკურნალობა; ე) პრეზერვატივების დისტრიბუცია ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისა და მაღალი რისკის ქცევის ჯგუფებისათვის; ვ) ნემსების და შპრიცების გაცვლის პროგრამები; ზ) მიზნობრივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიები; თ) ვირუსული ჰეპატიტის ვაქცინაცია, დიაგნოტიკა და მკურნალობა; ი) ტუბერკულოზის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა; კ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა „ატლანტისი“.
მუხლი 15. ქალ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი 1. ქალ ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაწესებულებაში ყოფნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგი სახის ინფორმაციის შეგროვებასა და შეფასებას: ა) შესაძლო ძალადობის ნიშნებსა და წარსულში გადატანილი ძალადობის ფაქტებს (მათ შორის, სექსუალური ძალადობის ფაქტებს); ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით, პოსტტრავმული სტრესის სინდრომს, სუიციდურ ქცევასა და წამალდამოკიდებულებას. 2. დაწესებულებაში მიღებისას, უნდა დადგინდეს მიმდინარე ორსულობის, მოსალოდნელი მშობიარობის ფაქტი ან მეძუძური დედის სტატუსი. 3. ქალი ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირველადი შემოწმებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში უნდა აისახოს მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისტორია (ორსულობა, მშობიარობა, აბორტები და არსებული ან გადატანილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ა.შ.). 4. ქალი ბრალდებული/მსჯავრდებული, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციფიკური სკრინიგული გამოკვლევებით, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) შესაბამისად. 5. სამედიცინო დეპარტამენტი ქალი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მცირეწლოვანი შვილ(ებ)ის ან სხვა პირის (მაგალითად, ხანდაზმული პირი) მიმართ მოვლის პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც საფრთხეს უქმნის მისი პატიმრობის დაწესებულებაში მოხვედრა, სამსახურის ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ვალდებულია ეს ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, წერილობით მიაწოდოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს. 6. დაწესებულებაში მოთავსებულ ქალ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მყოფი 3 წლამდე ასაკის ბავშვი, სამედიცინო საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას, რა დროსაც ხორციელდება ოჯახის ექიმის ან/და პედიატრის კონსულტაცია. 7. დაწესებულებაში დედასთან მყოფი 3 წლამდე ასაკის ბავშვი უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნიზაციით, სკრინინგული გამოკვლევებითა და შესაბამისი მკურნალობით, ასევე, ადრეული განვითარების მომსახურებებით. 8. დაწესებულებაში მყოფი ორსული/მშობიარე და მეძუძური ქალი უზრუნველყოფილია ქვეყანაში მოქმედი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, რაც მოიცავს როგორც ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობასთან, ისე გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და მელოგინეობასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, ანტენატალურ და პოსტნატალურ მოვლასა და სკრინინგს ინფექციებზე (აივ ინფექცია/შიდსი, B ჰეპატიტი და ათაშანგი); 9. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა მშობიარობა განხორციელდეს შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში. 10. ქალი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უზრუნველყოფილია, დედიდან ბავშვზე ინფექციების გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის, აივ ინფიცირებული დედის შემთხვევაში, ანტირეტროვირუსული თერაპია, B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი და სხვ. 11. ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მოითხოვოს იმავე სქესის ექიმის/ექთნის მომსახურებით უზრუნველყოფა. 12. დაწესებულებაში მყოფი ორსულ, მშობიარე, მელოგინე და მეძუძური დედის შემთხვევაში, დაუშვებელია ფიზიკური შეზღუდვის ზომების გამოყენება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 13. ქალი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა, როგორიცაა ჰიგიენური საფენების მიწოდება, სხვა ჰიგიენური საშუალებებისა და მათი განთავსების (გადაყრის) არსებობა და პერსონალური ჰიგიენის ინფრასტრუქტურა.
მუხლი 16. არასრულწლოვანი ბრალდებულები/მსჯავრდებულის დამატებითი სტანდარტი 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. 15 წლამდე ბრალდებულების/მსჯავრდებულების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ხორციელდება პედიატრიული სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო 15-დან 18 წლამდე ასაკის ბრალდებულების/მსჯავრდებულების – როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში. 2. არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დამატებით მიეწოდება შემდეგი სამედიცინო მომსახურებები: ა) ბავშვთა განვითარების მომსახურებები – ოჯახის ექიმის/პედიატრის მიერ სრულად უნდა იყოს რეალიზებული ქვეყანაში მოქმედი მომსახურებები ბავშვთა განვითარების შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით; ბ) ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული იმუნიზაცია. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: ა) გადამდები დაავადებების (მათ შორის, სქესობრივი გზით) ადრეულ გამოვლენას, მკურნალობასა და პრევენციას; ბ) სტომატოლოგიურ მომსახურებას; გ) ადიქტოლოგიასა და ზიანის შემცირების მომსახურებებს; დ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებებს; ე) ფიზიკური აქტივობისა და სასწავლო/კოგნიტური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობების შექმნას.
მუხლი 17. ხანდაზმული ბრალდებულების/მსჯავრდებულების დამატებითი სტანდარტი დაწესებულებებში უნდა არსებობდეს ხანდაზმული მსჯავრდებულების მოვლის ისეთი ფორმები, როგორიცაა ხანგრძლივვადიანი საექთნო მოვლა და პრევენციული პროგრამები, მათ შორის, მხედველობისა და სმენის დაქვეითების პრევენციისა და ეგზოპროთეზებით დროული უზრუნველყოფის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე, სმენის და მხედველობის ხანგრძლივ შენარჩუნებას.
მუხლი 18. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირების დამატებითი სტანდარტი 1. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კატეგორიის მსჯავრდებულების/ბრალდებულების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მოვლა. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა დაკავშირებულია განსაკუთრებული საცხოვრებელი პირობების შექმნის აუცილებლობასთან, მათი ადაპტირებული საცხოვრისის პირობებით უზრუნველყოფის საჭიროება დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა უნდა განსაზღვროს მათი ფუნქციური შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე. ფუნქციური მდგომარეობის შეფასება გულისხმობს სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე პირის შესაძლებლობის/უნარის განსაზღვრას, რამდენად შეუძლია მსჯავრდებულს/ბრალდებულს განახორციელოს ყოველდღიური საქმიანობა, საკუთარი თავის მოვლა და ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. 2. შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირები, ყველა სხვა პირის მსგავსად, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სამედიცინო აუცილებლობით განპირობებული სამედიცინო მოვლით, ხოლო დამატებით – შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებული სპეციფიური მოვლით, მათ შორის, შემანარჩუნებელი მედიკამენტოზური მკურნალობით, მეთვალყურეობით, დამხმარე საშუალებებითა და ეგზოპროთეზებით. 3. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები დაწესებულებაში უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობით, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და კრიზისული ინტერვენციის მომსახურებებით და მედიკამენტებით. 4. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელსაც ესაჭიროება ექიმ-სპეციალისტების ინტენსიური მეთვალყურეობა, თავსდება სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი უსაფრთხოების უზრუნველყოფით, სადაც მას უტარდება სტაციონარული გამოკვლევები და მკურნალობა. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის არანებაყოფლობითი მკურნალობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. 5. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს უნდა დადგინდეს პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ფუნქციური შეზღუდვის მდგომარეობა და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი საჭიროებები, რაც შეიძლება მოიცავდეს როგორც ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფას, ისე გადაუდებელ დახმარებას ან განცალკევებას. 6. ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე სხვა ექიმ-სპეციალისტის დანიშნულებით. დანიშნულება პერიოდულად უნდა იქნეს გადასინჯული. 7. ფსიქიკური აშლილობის მქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების გამოყენება (იზოლაცია, მობილობის შეზღუდვა და სხვ.) უნდა ეფუძნებოდეს ექიმის პროფესიულ გადაწყვეტილებას. 8. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დროული იდენტიფიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და ცოდნა და დაუყოვნებლივ უნდა გადაამისამართოს ასეთი პირი შესაბამისი მოვლისთვის. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და მათ ახლო ნათესავებს (პირის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე) უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია და ელემენტარული განათლება ფსიქიკური აშლილობის შესახებ, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების, ასევე, ფსიქიკური აშლილობის პრევენციისა და ხელშეწყობის კუთხით. მიწოდებული ინფორმაცია ხელს უნდა უწყობდეს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და მათ ოჯახებს – უკეთ გაიაზრონ მათი ემოციური დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთაზე და უზრუნველყონ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტების შემცირება. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია როდის, სად და როგორ უნდა მიიღონ დახმარება ფსიქიკური აშლილობის დროს.
მუხლი 19. სამედიცინო სერვისების სტანდარტით განსაზღვრული გამონაკლისები დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც არ იყო განპირობებული სამედიცინო აუცილებლობით ან/და არ არის უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში, მათ შორის: ა) სხვა ქვეყნებში მკურნალობა; ბ) საკვები დანამატებით უზრუნველყოფა; გ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა; დ) ესთეტიკურ-კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა და მომსახურება; ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა; ვ) სქესობრივი დარღვევების/ფუნქციის მოშლის, უშვილობის მკურნალობის ხარჯები; ზ) სახელმწიფოს მიერ სხვა პროგრამებით დაფინანსებული მომსახურებები, რომლითაც სარგებლობა შეუძლია პატიმარს; თ) ორგანოთა ტრანსპლანტაცია; ი) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა, თუ იგი არ არის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად; კ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუ იგი არ არის აუცილებელი დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის ან პენიტენციური სისტემის ადმინისტრირებით ძნელდება/ფერხდება მსჯავრდებულისთვის სამოქალაქო სექტორის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. დანართი №2 პენიტენციურ დაწესებულებებში პრევენციული მომსახურებების პაკეტი I. სკრინინგული გამოკვლევები და მკურნალობა
II. იმუნიზაცია
დანართი №3 პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №814 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №381
2019 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტები (დანართი №1);
ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურებების პაკეტი (დანართი №2);
გ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა (დანართი №3).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
+
დანართი №1
პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტები (შემდგომში – სტანდარტები) შემუშავებულია საერთაშორისო რეკომენდაციებზე, კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებსა (გაიდლაინებზე) და ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამოცანებზე დაყრდნობით და განსაზღვრავს დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიზნებს, ამოცანებს, სახეებსა და მათი განხორციელების გზებს.
მუხლი 2. სტანდარტების მიზნები და ამოცანები🔗
1. ამ სტანდარტების მიზანია დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.
2. სტანდარტების ამოცანებია:
ა) დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ავადობისა და სიკვდილობის შემცირება;
ბ) დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულების განსაზღვრა;
გ) დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა;
დ) დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიწოდების უწყვეტობა, უსაფრთხოობა, დაცულობა და ხარჯთეფექტურობა;
ე) დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება.
მუხლი 3. სტანდარტის პრინციპები🔗
სტანდარტები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელმისაწვდომობას სამედიცინო მომსახურებაზე – ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს ექიმთან შეუზღუდავი კონტაქტის უფლება, რაც გულისხმობს დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოხვედრისთანავე მონახულებას, სათანადო გამოკითხვას, გარეგან დათვალიერებას (დაზიანებების აღწერას, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და, საჭიროებისამებრ, სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესის დაგეგმვას;
ბ) დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ეკვივალენტურ სამედიცინო მომსახურებას – დაწესებულების სამედიცინო პერსონალი უნდა უზრუნველყოფდეს მკურნალობის, მოვლის და რეაბილიტაციის იმავე სტანდარტს, რომელზეც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ხელი მიუწვდებათ სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოში არსებულ სამედიცინო მომსახურების სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქიატრიული მომსახურების მიწოდებას, რადგან დაწესებულების პოპულაციაში ფსიქიკური აშლილობების რისკი მკვეთრად მეტია;
გ) დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღებასა და მისი კონფიდენციალურობის დაცვას – ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია სამედიცინო კვლევების, მკურნალობის, მისი პროგნოზის შესახებ. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია განიხილოს ნათესავებთან ან სხვა ექიმთან. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება უარი განაცხადოს მკურნალობაზე. ბრალდებული/მსჯავრდებულის შესახებ სამედიცინო ინფორმაცია დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურად;
დ) პრევენციული ზომების გატარებას – დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობით, არამედ მოიცავს მათ ფსიქოსოციალურ დახმარებასა და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენის, გადამდები დაავადებების, სუიციდის პრევენციის, ძალადობის აღკვეთის საკითხებს, ასევე, სოციალური და ნათესაური კავშირების შენარჩუნებას;
ე) ჰუმანიტარულ თანადგომას – ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის იდენტიფიცირებული უნდა იყოს მოწყვლადი კატეგორიები, რომლებსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ყურადღება უნდა გამახვილდეს ქალებზე, დედათა და ბავშვთა საკითხზე, არასრულწლოვან ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე და მათზე, ვისაც ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებათ;
ვ) პროფესიულ დამოუკიდებლობას – დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მოვალეობის შესრულებაში ჩარევა დაუშვებელია, სამედიცინო პერსონალი პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ სამედიცინო კრიტერიუმების გათვალისწინებით;
ზ) პროფესიულ კომპეტენციას – დაწესებულების სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი იმ დამატებითი ცოდნითა და უნარებით, რაც საჭიროა სამედიცინო პრაქტიკის ადაპტირებისათვის პატიმრობით/თავისუფლების აღკვეთით გამოწვეული რისკფაქტორების გამო;
თ) ინტეგრაციას – პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ჯანდაცვა ინტეგრირებული უნდა იყოს ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში, რათა მისმა იზოლირებამ საფრთხე არ შეუქმნას სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.
მუხლი 4. სტანდარტების სახეები🔗
სტანდარტების სახეებია:
ა) პირველადი სამედიცინო შემოწმების სტანდარტი;
ბ) პირველადი ჯანდაცვის სტანდარტი;
გ) დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტანდარტი;
დ) გეგმური ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სტანდარტი;
ე) გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სტანდარტი;
ვ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტი;
ზ) სტომატოლოგიური მომსახურების სტანდარტი;
თ) ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტი;
ი) მედიკამენტებით უზრუნველყოფის სტანდარტი;
კ) ადიქტოლოგია და ზიანის შემცირების სტანდარტი;
ლ) ქალი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი;
მ) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი;
ნ) ხანდაზმული მსჯავრდებულების სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი;
ო) შეზღუდული შესაძლობლობის მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი;
პ) სამედიცინო სერვისების სტანდარტით განსაზღვრული გამონაკლისები.
მუხლი 5. პირველადი სამედიცინო შემოწმების სტანდარტი🔗
1. ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებაში მიღებისას გადის სავალდებულო პირველად სამედიცინო შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექიმი-სპეციალისტი (ოჯახის ექიმი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით, სხვა ექიმი-სპეციალისტები (ინფექციონისტი, ფთიზიატრი, ფსიქიატრი და ა.შ.). გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირველადი სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
2. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების აღწერა და ობიექტური დოკუმენტირება, მათ შორის:
ა) დაწესებულებაში შესვლის მომენტში ფიზიკური დაზიანებებისა და მათი კვალის აღწერა-დოკუმენტირება (ძალადობის ნიშნები ან/და პირის მიერ გაცხადებული ძალადობის ფაქტები, ტატუირება, პირსინგი და სხვ.);
ბ) ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ისეთი გადამდები დაავადების მტარებელობის განსაზღვრა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას;
გ) ფსიქიკური დახმარების აუცილებლობის განსაზღვრა და სუიციდის რისკის პირველადი შეფასება;
დ) გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის, მათ შორის, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური და სხვა ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციის/დამოკიდებულების შემთხვევაში, დეტოქსიკაციისა და მკურნალობის აუცილებლობის განსაზღვრა;
ე) პატიმრობამდე/თავისუფლების აღკვეთამდე აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განხორციელება მათ შორის, მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა.
3. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს თითოეული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის იგეგმება შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და უტარდება შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
ა) ტუბერკულოზთან დაკავშირებით – სკრინინგული გამოკითხვა ტუბერკულოზის სიმპტომებზე და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, შემდგომი დიაგნოსტიკური გამოკვლევები. დიაგნოზის ლაბორატორიულ დადასტურებამდე, ბრალდებული/მსჯავრდებული რჩება ინფექციის გავრცელების ნაკლები რისკის მქონე დაყოვნების პირობებში;
ბ) აივინფექცია/შიდსთან დაკავშირებით – ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება;
გ) ჰეპატიტებთან დაკავშირებით – კონსულტაცია და ნებაყოფლობითი გამოკვლევა B და C ჰეპატიტზე; B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეთავაზება;
დ) სხვა ინფექციური დაავადებებთან დაკავშირებით – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გადატანილი ან ამჟამად მიმდინარე ინფექციური დაავადებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ; ათაშანგზე ლაბორატორიული გამოკვლევისა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის შეთავაზება.
4. პირველადი სამედიცინო შემოწმების შედეგები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ფიზიკური დათვალიერებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მონაცემებს, მათ შორის, დაზიანებებს;
ბ) სკრინინგის შედეგებს;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გადატანილ ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს;
დ) ჯანმრთელობის იმ მომენტისათვის არსებულ სხვა პრობლემებს; ალერგიას; ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების და სხვა ნივთიერებების მოხმარების ისტორიას;
ე) ძალადობის ისტორიას;
ვ) პირის ღრუს მდგომარეობას;
ზ) ქალი მსჯავრდებულის შემთხვევაში, მათ რეპროდუქციულ ისტორიას.
მუხლი 6. პირველადი ჯანდაცვის სტანდარტი🔗
1. დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სავალდებულოა არსებობდეს პირველადი ჯანდაცვის გუნდი, რომელიც შედგება არანაკლებ ერთი ექიმისა და ერთი ექთნისაგან.
2. პირველადი ჯანდაცვის გუნდი ახორციელებს როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრევენციულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ხანგრძლივი მოვლის ღონისძიებებს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების კონფიდენციალურ წარმოებას, აღრიცხვიანობისა და სტატისტიკური ანგარიშგების წარმოებას საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე პრევენციული და სკრინინგული მომსახურებების მიწოდებას და ამ მიზნით რეფერალის დაგეგმვას.
3. პირველადი ჯანდაცვის მომსახურება მოიცავს:
ა) გადამდები დაავადებების – ტუბერკულოზის, აივ ინფექციის/შიდსის, ჰეპატიტებისა და ათაშანგის პრევენციასა და ადრეულ გამოვლენას, იმუნიზაციას, არაგადამდები დაავადებების – გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, სხვა მეტაბოლური და ონკოლოგიური დაავადებებისა და ოსტეოპოროზის პრევენციას, სკრინინგს და მართვას, ფსიქიკური აშლილობის პრევენციას, სკრინინგს და მართვას, სუიციდის პრევენციას, წამალდამოკიდებულების პრევენციასა და ადრეულ გამოვლენას;
ბ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის მოსამსახურეების კონსულტირებას დაწესებულებაში ჯანსაღი გარემოს შექმნის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით;
გ) ფუნქციურ-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ამბულატორიულად ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის მასალის შეგროვებას, მომზადებასა და ტრანსპორტირებისთვის გამზადებას;
ე) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, სიმპტომურ მკურნალობას, საექთნო მოვლასა და კომპეტენციის ფარგლებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეფერალის პროცესის დაგეგმვას, მათ შორის, ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და სტაციონარული და ინსტრუმენტული გამოკვლევებისათვის (მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის რეფერალს თან უნდა ახლდეს ექიმი-სპეციალისტის მიერ დასაბუთებული დანიშნულება/რეკომენდაცია);
ზ) ამბულატორიული/ჰოსპიტალური მკურნალობის პროცესის მართვას, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, მათ შორის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ მონაცემების რეგისტრაციას და ანგარიშგებას, რეცეპტების გამოწერასა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას კონფიდენციალობის დაცვით;
ი) ძალადობის პრევენციასა და ძალადობის ნიშნების დოკუმენტირებას ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირებას, დაზიანების/ძალადობის შესახებ სტატისტიკის წარმოებას და ანგარიშგებას;
კ) წამალდამოკიდებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობას, მათ შორის, ჩანაცვლებით თერაპიას ოპიატების მომხმარებლებისთვის, შესაბამისი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ.
მუხლი 7. დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტანდარტი🔗
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პრევენციული ზრუნვა იწყება მათი დაწესებულებაში მოთავსებისთანავე და გრძელდება მისი დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში.
2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პრევენციული ზრუნვა მოიცავს:
ა) პირველად სამედიცინო შემოწმებას;
ბ) პირველად პრევენციულ შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს პირველადი ჯანდაცვის გუნდი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 6 თვისა. გამონაკლისი შეიძლება იყოს იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირველადი პრევენციული შემოწმება, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდნენ.
3. პრევენციული პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობა ნებაყოფლობითია.
4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დამახასიათებელი რისკების საფუძველზე, პრევენციული პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებების მიწოდებას უნდა მართავდეს/გეგმავდეს პირველადი ჯანდაცვის გუნდი. პრევენციული მომსახურების პაკეტით (დანართი №2) გათვალისწინებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციის ასახვა ხდება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში.
მუხლი 8. გეგმური ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სტანდარტი🔗
1. გეგმური ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიზანია დაავადებათა პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილატაცია.
2. გეგმური ამბულატორიული მომსახურება მოიცავს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებებს, როგორც პირველადი ჯანდაცვის გუნდში მომუშავე ექიმის მიერ განხორციელებული რეფერალის საფუძველზე, ისე მკურნალობის გეგმური კურსის ფარგლებში.
3. გეგმური სტაციონარული მომსახურება მოიცავს:
ა) გეგმურ ქირურგიულ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს განსახორციელებელ სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებულ ყველა სახის როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ გამოკვლევას და სპეციალისტებთან კონსულტაციას. გეგმური ქირურგიული მომსახურებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის საწოლდაყოვნება შეიძლება იყოს 24 საათზე ნაკლებიც (დღის სტაციონარი);
ბ) თერაპიული პროფილით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოლოდინის პერიოდი გეგმურ მომსახურებაზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე განისაზღვრება გონივრული ვადით, რაც გეგმურ სტაციონარულ მომსახურებაზე არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, ხოლო გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებაზე – 1 თვეს. ეს ვადა შეიძლება არ იქნეს დაცული, როდესაც არსებობს ობიექტური მიზეზები დაგეგმილი მომსახურების გადადებისთვის, როგორიცაა:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ბ) მოთხოვნილ მომსახურებაზე/საქონელზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში არსებული ობიექტური შეფერხება.
5. გეგმურ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოლოდინის პერიოდი და რიგითობის განსაზღვრა ხორციელდება სამართლიანობისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რომელსაც აწარმოებს სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი.
მუხლი 9. გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სტანდარტი🔗
1. გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება მოიცავს ყველა იმ სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიკვდილი, ფიზიკური/ფსიქიკური შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.
2. გადაუდებელია ამბულატორიული მომსახურება, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული არ საჭიროებს სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნებას და მოიცავს გადაუდებელი მდგომარეობების მართვას/სტაბილიზაციას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, – ბრალდებულის/მსჯავრდებულის რეფერალს გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობისთვის.
3. გადაუდებელია სტაციონარული მომსახურება, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტაბილიზაციის/სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების/აღდგენის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში მისი 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნებაა საჭირო.
მუხლი 10. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტი🔗
სასწრაფო სამედიცინო დახმარება უნდა მოიცავდეს ადგილზე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, მდგომარეობის სტაბილიზაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მის ტრანსპორტირებას შესაბამისი პროფილის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
მუხლი 11. სტომატოლოგიური მომსახურების სტანდარტი🔗
1. დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები/ბრალდებულები უზრუნველყოფილნი არიან გადაუდებელი და გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებით. დაწესებულებაში ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი სტომატოლოგიური კაბინეტები, რომლებშიც უზრუნველყოფილია ჰიგიენური პირობებისა და ინფექციის კონტროლის დაცვა.
2. სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პირველად სტომატოლოგიურ შემოწმებას (პირველადი სამედიცინო შემოწმების ნაწილი), რომლის დროსაც განისაზღვრება პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა, რაც აისახება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში;
ბ) პირველად პრევენციულ სტომატოლოგიურ შემოწმებას, რომლის დროსაც დაწესებულებაში განთავსების შემდეგ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დაწესებულებაში არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტში უნდა გაიაროს პრევენციული სტომატოლოგიური შემოწმება;
გ) გეგმურ და გადაუდებელ ქირურგიულ და თერაპიული პროფილის სტომატოლოგიურ მომსახურებას;
დ) ორთოპედიულ მომსახურებას.
3. სტომატოლოგიურ კაბინეტებში ხელმისაწვდომია შემდეგი მომსახურებები:
ა) თერაპიული;
ბ) ამბულატორიული ქირურგიული;
გ) ორთოპედიული (მოსახსნელი პროთეზი);
დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის კონსულტირება/განათლება პირის ღრუს ჰიგიენასა და ჯანმრთელობაზე.
მუხლი 12. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის პრევენციის სტანდარტი🔗
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის პრევენციის სტანდარტი გულისხმობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამოჯანმრთელების ხელშეწყობასა და რელაფსის/ესკალაციის შემცირებას, რაც მოიცავს:
ა) ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიატრიული მომსახურების საჭიროებების იდენტიფიცირებას (პირველადი სამედიცინო შემოწმებისას);
ბ) სამოქალაქო სექტორში დაწყებული მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფას;
გ) პირველადი პრევენციული შემოწმების დროს, ექიმი-ფსიქიატრის მიერ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის სრულ შეფასებას;
დ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის რუტინულ პრევენციულ მონიტორინგს, რომელსაც ახორციელებს ოჯახის ექიმი. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალიზებულ დიაგნოსტიკურ მომსახურებას ახორციელებს ექიმ-ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი;
ე) სუიციდის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში მოქმედი სუიციდის პრევენციის პროგრამის ფარგლებში;
ვ) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირების მკურნალობას, მეთვალყურეობასა და რეაბილიტაციას.
მუხლი 13. მედიკამენტებით უზრუნველყოფის სტანდარტი🔗
დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად, უსასყიდლოდ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული ნუსხის ფარგლებში გათვალისწინებული პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტები.
მუხლი 14. ადიქტოლოგია და ზიანის შემცირების სტანდარტი🔗
1. დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის უზრუნველყოფილია წამალდამოკიდებულების მართვის მიზნით განხორციელებული პრევენცია და სამკურნალო მომსახურებები. მომსახურებას უზრუნველყოფენ როგორც სპეციალიზებული, ისე პირველადი ჯანდაცვის გუნდი, რაც მოიცავს პრობლემის იდენტიფიკაციას, ფსიქიკურ დახმარებას, დეტოქსიკაციასა და ზიანის შემცირებას, კერძოდ:
ა) წამალდამოკიდებულების სრულყოფილ შეფასებას, მოხმარების ისტორიის დადგენას და დაფიქსირებას;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას, პრობლემური/მაღალი რისკის მომხმარებლის იდენტიფიცირებას;
გ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, მასთან გათანაბრებული მედიკამენტებითა და სხვა საშუალებებით ინტოქსიკაციისა, ზედოზირებისა და აგონისტური მდგომარეობის დროს ადეკვატურ და დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას, ხოლო დამოკიდებულების იდენტიფიცირების შემთხვევაში, პირის თანხმობისას, დაუყოვნებელ რეფერირებას;
დ) ინფორმაციის მუდმივად მიწოდებას არსებული რისკებისა და ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ; სპეციალური ყურადღების მიქცევას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქო-განათლებაზე;
ე) საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო და გადაუდებელ დახმარებას.
2. დაწესებულებებში მყოფი სათანადო საჭიროების მქონე ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის აუცილებელია ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდეს ზიანის შემცირების სრული პაკეტით გათვალისწინებული შემდეგი მომსახურებები:
ა) ჩანაცვლებითი თერაპია და წამალდამოკიდებულების მკურნალობის სხვა მეთოდები;
ბ) აივ ინფექცია/შიდსზე გამოკვლევა და კონსულტირება;
გ) ანტირეტროვირუსული თერაპია;
დ) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია და მკურნალობა;
ე) პრეზერვატივების დისტრიბუცია ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისა და მაღალი რისკის ქცევის ჯგუფებისათვის;
ვ) ნემსების და შპრიცების გაცვლის პროგრამები;
ზ) მიზნობრივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიები;
თ) ვირუსული ჰეპატიტის ვაქცინაცია, დიაგნოტიკა და მკურნალობა;
ი) ტუბერკულოზის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
კ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა „ატლანტისი“.
მუხლი 15. ქალ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტი🔗
1. ქალ ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაწესებულებაში ყოფნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგი სახის ინფორმაციის შეგროვებასა და შეფასებას:
ა) შესაძლო ძალადობის ნიშნებსა და წარსულში გადატანილი ძალადობის ფაქტებს (მათ შორის, სექსუალური ძალადობის ფაქტებს);
ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით, პოსტტრავმული სტრესის სინდრომს, სუიციდურ ქცევასა და წამალდამოკიდებულებას.
2. დაწესებულებაში მიღებისას, უნდა დადგინდეს მიმდინარე ორსულობის, მოსალოდნელი მშობიარობის ფაქტი ან მეძუძური დედის სტატუსი.
3. ქალი ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირველადი შემოწმებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში უნდა აისახოს მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისტორია (ორსულობა, მშობიარობა, აბორტები და არსებული ან გადატანილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ა.შ.).
4. ქალი ბრალდებული/მსჯავრდებული, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციფიკური სკრინიგული გამოკვლევებით, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) შესაბამისად.
5. სამედიცინო დეპარტამენტი ქალი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მცირეწლოვანი შვილ(ებ)ის ან სხვა პირის (მაგალითად, ხანდაზმული პირი) მიმართ მოვლის პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც საფრთხეს უქმნის მისი პატიმრობის დაწესებულებაში მოხვედრა, სამსახურის ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ვალდებულია ეს ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, წერილობით მიაწოდოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს.
6. დაწესებულებაში მოთავსებულ ქალ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მყოფი 3 წლამდე ასაკის ბავშვი, სამედიცინო საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას, რა დროსაც ხორციელდება ოჯახის ექიმის ან/და პედიატრის კონსულტაცია.
7. დაწესებულებაში დედასთან მყოფი 3 წლამდე ასაკის ბავშვი უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნიზაციით, სკრინინგული გამოკვლევებითა და შესაბამისი მკურნალობით, ასევე, ადრეული განვითარების მომსახურებებით.
8. დაწესებულებაში მყოფი ორსული/მშობიარე და მეძუძური ქალი უზრუნველყოფილია ქვეყანაში მოქმედი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, რაც მოიცავს როგორც ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობასთან, ისე გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და მელოგინეობასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, ანტენატალურ და პოსტნატალურ მოვლასა და სკრინინგს ინფექციებზე (აივ ინფექცია/შიდსი, B ჰეპატიტი და ათაშანგი);
9. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა მშობიარობა განხორციელდეს შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში.
10. ქალი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უზრუნველყოფილია, დედიდან ბავშვზე ინფექციების გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის, აივ ინფიცირებული დედის შემთხვევაში, ანტირეტროვირუსული თერაპია, B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი და სხვ.
11. ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მოითხოვოს იმავე სქესის ექიმის/ექთნის მომსახურებით უზრუნველყოფა.
12. დაწესებულებაში მყოფი ორსულ, მშობიარე, მელოგინე და მეძუძური დედის შემთხვევაში, დაუშვებელია ფიზიკური შეზღუდვის ზომების გამოყენება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13. ქალი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა, როგორიცაა ჰიგიენური საფენების მიწოდება, სხვა ჰიგიენური საშუალებებისა და მათი განთავსების (გადაყრის) არსებობა და პერსონალური ჰიგიენის ინფრასტრუქტურა.
მუხლი 16. არასრულწლოვანი ბრალდებულები/მსჯავრდებულის დამატებითი სტანდარტი🔗
1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. 15 წლამდე ბრალდებულების/მსჯავრდებულების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ხორციელდება პედიატრიული სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო 15-დან 18 წლამდე ასაკის ბრალდებულების/მსჯავრდებულების – როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში.
2. არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დამატებით მიეწოდება შემდეგი სამედიცინო მომსახურებები:
ა) ბავშვთა განვითარების მომსახურებები – ოჯახის ექიმის/პედიატრის მიერ სრულად უნდა იყოს რეალიზებული ქვეყანაში მოქმედი მომსახურებები ბავშვთა განვითარების შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით;
ბ) ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული იმუნიზაცია.
3. არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
ა) გადამდები დაავადებების (მათ შორის, სქესობრივი გზით) ადრეულ გამოვლენას, მკურნალობასა და პრევენციას;
ბ) სტომატოლოგიურ მომსახურებას;
გ) ადიქტოლოგიასა და ზიანის შემცირების მომსახურებებს;
დ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებებს;
ე) ფიზიკური აქტივობისა და სასწავლო/კოგნიტური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობების შექმნას.
მუხლი 17. ხანდაზმული ბრალდებულების/მსჯავრდებულების დამატებითი სტანდარტი🔗
დაწესებულებებში უნდა არსებობდეს ხანდაზმული მსჯავრდებულების მოვლის ისეთი ფორმები, როგორიცაა ხანგრძლივვადიანი საექთნო მოვლა და პრევენციული პროგრამები, მათ შორის, მხედველობისა და სმენის დაქვეითების პრევენციისა და ეგზოპროთეზებით დროული უზრუნველყოფის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე, სმენის და მხედველობის ხანგრძლივ შენარჩუნებას.
მუხლი 18. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირების დამატებითი სტანდარტი🔗
1. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კატეგორიის მსჯავრდებულების/ბრალდებულების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მოვლა. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა დაკავშირებულია განსაკუთრებული საცხოვრებელი პირობების შექმნის აუცილებლობასთან, მათი ადაპტირებული საცხოვრისის პირობებით უზრუნველყოფის საჭიროება დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა უნდა განსაზღვროს მათი ფუნქციური შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე. ფუნქციური მდგომარეობის შეფასება გულისხმობს სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე პირის შესაძლებლობის/უნარის განსაზღვრას, რამდენად შეუძლია მსჯავრდებულს/ბრალდებულს განახორციელოს ყოველდღიური საქმიანობა, საკუთარი თავის მოვლა და ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
2. შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირები, ყველა სხვა პირის მსგავსად, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სამედიცინო აუცილებლობით განპირობებული სამედიცინო მოვლით, ხოლო დამატებით – შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებული სპეციფიური მოვლით, მათ შორის, შემანარჩუნებელი მედიკამენტოზური მკურნალობით, მეთვალყურეობით, დამხმარე საშუალებებითა და ეგზოპროთეზებით.
3. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები დაწესებულებაში უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობით, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და კრიზისული ინტერვენციის მომსახურებებით და მედიკამენტებით.
4. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელსაც ესაჭიროება ექიმ-სპეციალისტების ინტენსიური მეთვალყურეობა, თავსდება სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი უსაფრთხოების უზრუნველყოფით, სადაც მას უტარდება სტაციონარული გამოკვლევები და მკურნალობა. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის არანებაყოფლობითი მკურნალობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
5. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს უნდა დადგინდეს პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ფუნქციური შეზღუდვის მდგომარეობა და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი საჭიროებები, რაც შეიძლება მოიცავდეს როგორც ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფას, ისე გადაუდებელ დახმარებას ან განცალკევებას.
6. ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე სხვა ექიმ-სპეციალისტის დანიშნულებით. დანიშნულება პერიოდულად უნდა იქნეს გადასინჯული.
7. ფსიქიკური აშლილობის მქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების გამოყენება (იზოლაცია, მობილობის შეზღუდვა და სხვ.) უნდა ეფუძნებოდეს ექიმის პროფესიულ გადაწყვეტილებას.
8. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დროული იდენტიფიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და ცოდნა და დაუყოვნებლივ უნდა გადაამისამართოს ასეთი პირი შესაბამისი მოვლისთვის. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და მათ ახლო ნათესავებს (პირის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე) უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია და ელემენტარული განათლება ფსიქიკური აშლილობის შესახებ, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების, ასევე, ფსიქიკური აშლილობის პრევენციისა და ხელშეწყობის კუთხით. მიწოდებული ინფორმაცია ხელს უნდა უწყობდეს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და მათ ოჯახებს – უკეთ გაიაზრონ მათი ემოციური დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთაზე და უზრუნველყონ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტების შემცირება. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია როდის, სად და როგორ უნდა მიიღონ დახმარება ფსიქიკური აშლილობის დროს.
მუხლი 19. სამედიცინო სერვისების სტანდარტით განსაზღვრული გამონაკლისები🔗
დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც არ იყო განპირობებული სამედიცინო აუცილებლობით ან/და არ არის უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში, მათ შორის:
ა) სხვა ქვეყნებში მკურნალობა;
ბ) საკვები დანამატებით უზრუნველყოფა;
გ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
დ) ესთეტიკურ-კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა და მომსახურება;
ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
ვ) სქესობრივი დარღვევების/ფუნქციის მოშლის, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
ზ) სახელმწიფოს მიერ სხვა პროგრამებით დაფინანსებული მომსახურებები, რომლითაც სარგებლობა შეუძლია პატიმარს;
თ) ორგანოთა ტრანსპლანტაცია;
ი) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა, თუ იგი არ არის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;
კ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუ იგი არ არის აუცილებელი დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის ან პენიტენციური სისტემის ადმინისტრირებით ძნელდება/ფერხდება მსჯავრდებულისთვის სამოქალაქო სექტორის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
დანართი №2
პენიტენციურ დაწესებულებებში პრევენციული მომსახურებების პაკეტი
I. სკრინინგული გამოკვლევები და მკურნალობა
გამოკვლევები
პერიოდულობა, მომსახურება და რისკფაქტორები
პრევენციული ვიზიტი
პირველადი პრევენციული შემოწმება: შემოსვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა, გონივრულ ვადაში.
რუტინული შემოწმება: რისკფაქტორების განსაზღვრა, სხვა დაგეგმილი სკრინინგული გამოკვლევები, კონსულტირება, BMI-ის განსაზღვრა და, რისკის შემთხვევაში, შემდგომი კონსულტაცია, სისხლის და შარდის ანალიზი ტესტ-ჩხირებით, BP და შემდგომი საჭიროების შემთხვევაში – სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, კრეატინინი, ლიპიდური პროფილი, TSH, საჭიროებისამებრ.
სამიზნე ჯგუფი რუტინული ვიზიტისთვის:
არასრულწლოვანი პირები: წელიწადში 2-ჯერ
50 წლამდე პირები: წელიწადში ერთხელ
50 წელი და ზევით: წელიწადში 2-ჯერ
B ჰეპატიტი
HbsAg და anti-HBs
პერიოდულობა: პირველადი სკრინინგი და შემდგომში – რისკფაქტორების მიხედვით
სამიზნე ჯგუფი: ყველა ასაკობრივი ჯგუფი
რისკფაქტორები: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, პირები რომლებმაც გაიკეთეს ტატუ ან პირსინგი ციხეში ყოფნისას, სგგდ დაავადებების მქონე პირები, MSM, HIV ან HCV ინფექციის მქონე პირები, იმუნოკომპრომეტირებული პირები (დიაბეტი, იმუნოსუპრესანტებზე მყოფი და ა.შ), დიალიზზე მყოფი პირები, პოსტტრანსფუზიული პაციენტები.
C ჰეპატიტი
Anti-HCV
პერიოდულობა: პირველადი სკრინინგი და შემდგომში – რისკფაქტორების მიხედვით
სამიზნე ჯგუფი: ყველა ასაკობრივი ჯგუფი
რისკფაქტორები: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, პირებია, რომლებმაც გაიკეთეს ტატუ ან პირსინგი ციხეში ყოფნისას, MSM, დაუცველი ან მრავლობითი სქესობრივი კონტაქტები, სგგდ ინფექციების მქონე პირები, HIV ან HBV ინფექციის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, პოსტტრანსფუზიული პაციენტები.
HIV ინფექცია
anti-HIV
პერიოდულობა: პირველადი სკრინინგი და შემდგომში – რისკფაქტორების მიხედვით
სამიზნე ჯგუფი: ყველა ასაკობრივი ჯგუფი
რისკფაქტორები: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, MSM, დაუცველი ან მრავლობითი სქესობრივი კონტაქტები, სგგდ ინფექციების მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, პოსტტრანსფუზიული პაციენტები, ტუბერკულოზით დაავადებული პირები.
ათაშანგი
RPR; TPHA
პერიოდულობა: პირველადი სკრინინგი და შემდგომში – რისკფაქტორების მიხედვით
სამიზნე ჯგუფი: ყველა ასაკობრივი ჯგუფი
რისკფაქტორები: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, MSM, დაუცველი ან მრავლობითი სქესობრივი კონტაქტები, სგგდ ინფექციების მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, პოსტტრანსფუზიული პაციენტები, ტუბერკულოზით დაავადებული პირები.
ტუბერკულოზი
სკრინინგული კითხვარი და ნახველის ბაქტერიოსკოპია
გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა სიმპტომების შემთხვევაში
პერიოდულობა: ყოველ 6 თვეში ერთხელ და შემდგომში რისკფაქტორების მიხედვით.
სამიზნე ჯგუფი: ყველა ასაკობრივი ჯგუფი
ლატენტური ტუბერკულოზის სკრინინგი და პრევენციული მკურნალობა – ეროვნული გაიდლაინის მიხედვით.
ძუძუს კიბოს სკრინინგი
მამოლოგის კონსულტაცია, მამოგრაფია, ექოსკოპია (საჭიროებისამებრ) და ციტოლოგია (საჭიროებისამებრ)
პერიოდულობა: 2 წელიწადში ერთხელ (ან რისკის მიხედვით)
სამიზნე ჯგუფი: ქალები 40-დან 70 წლამდე.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინიგი
Pap-ტესტი და კოლპოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)
პერიოდულობა: 3 წელიწადში ერთხელ (ან რისკის მიხედვით)
სამიზნე ჯგუფი: ქალები 25-დან 60 წლამდე.
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი
FOBT ტესტი, კოლონოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)
პერიოდულობა: 2 წელიწადში ერთხელ
სამიზნე ჯგუფი: 50-დან 70 წლამდე (ქალები და მამაკაცები)
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შეფასება
გსდ 10-წლიანი რისკის განსაზღვრა, (BMI, BP, სისხლში გლუკოზა, სისხლში ლიპიდები (total cholesterol, HDL, INR)
სამიზნე ჯგუფი და პერიოდულობა:
20 წლიდან (ზომიერი რისკის შემთხვევაში) – 5 წელიწადში ერთხელ
მაღალი რისკი (ასაკი 45 წელი და მეტი) – ყოველ 2 წელიწადში ერთხელ
ძალიან მაღალი რისკი (ასაკი 45 წელი და მეტი) – ყოველ 12 თვეში ერთხელ
დიაბეტი (ტიპი II)
უზმოზე სისხლში გლუკოზა
სამიზნე ჯგუფი: 45 წელი და მეტი (ან რისკის მიხედვით)
პერიოდულობა: 3 წელიწადში ერთხელ ან რისკის მიხედვით.
სიხშირე მაღალი რისკის შემთხვევაში: წელიწადში ერთხელ.
სმენისა და მხედველობის სკრინინგი
გამოკითხვა, აუდიომეტრია (საჭიროების შემთხვევაში)
ასაკი: ყველა ჯგუფი
პერიოდულობა: წელიწადში ერთხელ.
ნარკოტიკული ნივთიერებების და თამბაქოს მოხმარება
საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პირის რეფერალი შესაბამის მომსახურებებზე.
მუცლის აორტის ანევრიზმის სკრინინგი
მუცლის ღრუს ექოსკოპია
სამიზნე ჯგუფი: მამაკაცები 65-75 წლამდე, თამბაქოს მოხმარების ისტორიით.
II. იმუნიზაცია
მომსახურება
პერიდულობა, მომსახურება და რისკფაქტორები
ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრა-ვიზიტები
გრიპის სეზონური აცრა
50 წელი და მეტი, ან რისკფაქტორების შემთხვევაში (იმუნოკოპრომეტირებული პირები, დიაბეტი)
B ჰეპატიტი
რისკის მიხედვით
დანართი №3
პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა
1. საანესთეზიო საშუალებები
1.1 ზოგადი საანესთეზიო საშუალებები და ჟანგბადი
1
Ketamine 50მგ/მლ 2მლ
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
2
Propofol 1% 20მლ
საინექციო/საინფუზიო ემულსია,ფლაკონი
3
Thiopental
საინექციო ფხვნილი ნატრიუმის
მარილის სახით, ფლაკონი
4
Isoflurane
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
5
Suxamethonium (Suxamethonium chloride dihydrate)
საინექციო ხსნარი, ამპულა
6
Fentanyl
საინექციო ხსნარი, ამპულა
1.2 ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები
1
Procaine
საინექციო ხსნარი, ფლაკონი/ამპულა
2
Lidocaine
საინექციო ხსნარი, ფლაკონი/ამპულა
3
Lidocaine + epinephrine
საინექციო ხსნარი, ფლაკონი/ამპულა
4
comb. drug (Polidocanol 600,Solcoseryl)
მალამო/ტუბი
დამატებითი სია
1
Bupivacaine
საინექციო ხსნარი, ფლაკონი/ამპულა
2
Articaine Hydrochloride, Epinephrine Hydrochloride
საინექციო ხსნარი, ფლაკონი/ამპულა
3
Diethylamine salicylate, Lignocaine hydrochloride
საინექციო ხსნარი, ამპულა
1.3 პრემედიკაციისა და პროცედურებისათვის საჭირო ხანმოკლე მოქმედების სედაციური საშუალებები
1
Atropine
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
Diazepam
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
3
Promethazine
საინექციო ხსნარი, ამპულა
დამატებითი სია
1
Phenylephrine (Phenylephrine hydrochloride)
საინექციო ხსნარი, ამპულა
2. ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
პოდაგრის სამკურნალო საშუალებები;
რევმატული დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
2.1 არანარკოტული ანალგეზიური საშუალებები
1
Acetylsalicylic acid
ტაბლეტი
2
Metamizole sodium
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
3
Metamizole sodium + Pitofenone + Fenpiverinium bromide
საინექციო ხსნარი, ამპულა
4
Paracetamol
ტაბლეტი
სანთელი
5
comb. drug (Paracetamol,Phenylephrine hydrochloride,Chlorpheniramine maleate,Ascorbic acid,Caffeine)
ტაბლეტი/კაფსულა/პაკეტი
6
"comb. drug (Caffeine Anhydrous, Acetylsalicylic acid,2.2 ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები
1
Indometacin
ტაბლეტი
მალამო
2
Diclofenac
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
მალამო
3
Ketorolac
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
4
Tenoxicam
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
ტაბლეტი
5
Meloxicam
ტაბლეტი
6
Ibuprofen
სუსპენზია, ფლაკონი
ტაბლეტი
7
Dexketoprofen (Trometamol)
საინექციო ხსნარი, ამპულა
გრანულები ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი
8
Ketoprofen
გელი
9
Etofenamate
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
10
Glucosamine
კაფსულა
პაკეტი
11
Nimesulide
ტაბლეტი
გრანულები პაკეტში
12
Glucosamine + Chondroitin sulfate
კაფსულა
13
Trypsin სხვა წამლებთან კომბინაციები (Vobensime)
დრაჟე
14
Naproxen
ტაბლეტი
15
Etoricoxib
ტაბლეტი
16
comb. drug (Pridinol mesylate, Diclofenac sodium)
ტაბლეტი
17
aceclofenac
ტაბლეტი
18
Dimethyl sulfoxide
ხსნარი გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი
19
Betamethasone, Diclofenac Sodium, Hydroxocobalamin
საინექციო ხსნარი, ამპულა
20
comb. drug (Uridine-5’-disodium monophosphate,Uridine-5’-trisodium triphosphate,Cytidine-5’-disodium monophosphate,Uridine-5’-disodium diphosphate)
ლიოფილიზებული ფხვნილი ინტრამუსკულარული საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, ამპულა
21
comb. drug (Uridine-5’-disodium monophosphate,Uridine-5’-trisodium triphosphate,Cytidine-5’-disodium monophosphate,Uridine-5’-disodium diphosphate)
კაფსულა
2.3 ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებები
1
Morphine
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
Fentanyl
საინექციო ხსნარი, ამპულა
2.4 პოდაგრის სამკურნალო საშუალებები
1
Allopurinol
ტაბლეტი
2.5 ძვლის სტრუქტურასა და მინერალიზაციაზე მოქმედი საშუალებები
1
Glucosamine
კაფსულა
პაკეტი
2
Glucosamine (+ chondroitin sulfate )
კაფსულა
დამატებითი სია
1
Sumatriptan (Sumatriptan Succinate) ტაბლეტი
3. ალერგიის საწინააღმდეგო და ანაფილაქსიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
1
Dexamethasone
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი/კაფსულა
2
Epinephrine (adrenaline)
საინექციო ხსნარი, ამპულა
3
Prednisolone
ტაბლეტი
4
Cetirizine hydrochloride
ტაბლეტი
დამატებითი სია
1
Chloropyramine
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
2
Clemastin
ტაბლეტი
3
Doxylamine
ტაბლეტი
4
Promethazine
საინექციო ხსნარი, ამპულა
5
Desloratadine
ტაბლეტი
6
Bilastine
ტაბლეტი
7
Dimetindene
გელი
4. ანტიდოტები და მოწამვლის სამკურნალო სხვა საშუალებები
4.1 არასპეციფიკური (ზოგადი)
1
Activated charcoal
ტაბლეტი
4.2 სპეციფიკური
1
Atropine
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
Calcium gluconate
საინექციო ხსნარი, ამპულა
5. კრუნჩხვის საწინააღმდეგო/ანტიეპილეფსიური საშუალებები
1
Levetiracetam
ტაბლეტი
2
Carbamazepine
ტაბლეტი
3
Valproic acid
ტაბლეტი
4
Diazepam
საინექციო ხსნარი, ამპულა
5
Lorazepam
ტაბლეტი
6. ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებები
6.1 ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები
1
Mebendazole
ტაბლეტი
2
Pyrantel
ტაბლეტი
3
Levamisole
ტაბლეტი
6.2 ანტიბაქტერიული საშუალებები
6.2.1 ბეტალაქტამური ანტიბიოტიკები
1
Amoxicillin
კაფსულა
2
Benzylpenicillin G
საინექციო ფხვნილი, ფლაკონი
3
Amoxicillin + clavulanic acid
ტაბლეტი/კაფსულა
4
Cefuroxime
ტაბლეტი
საინექციო ფხვნილი, ფლაკონი
5
Cefotaxime
საინექციო ფხვნილი, ფლაკონი
6
comb. drug (Ampicillin sodium, Sulbactam sodium)
საინექციო ფხვნილი, ფლაკონი
7
comb. drug (benzathine benzylpenicillin, procaine benzylpenicillin)
საინექციო ფხვნილი, ფლაკონი
8
Ceftriaxone
საინექციო ფხვნილი, ფლაკონი
6.2.2 სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები
1
Azithromycin
კაფსულა
2
Ciprofloxacin
ტაბლეტი
3
Levofloxacin
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
ტაბლეტი
4
Ofloxacin
ტაბლეტი
5
Clarithromycin
ტაბლეტი
6
Doxycycline
ტაბლეტი/კაფსულა
7
Metronidazole
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
ტაბლეტი
მალამო
კრემი
8
clindamycin
გელი
9
Nitrofurantoin
ტაბლეტი
10
Pipemidic acid
ტაბლეტი
11
Lincomycin
საინექციო ხსნარი, ამპულა
12
comb. drug (Ornidazole, Ciprofloxacin Hydrochloride)
ტაბლეტი
13
Vancomycin
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი
14
Ceftazidime
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი
15
Meropenemi
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
16
comb. drug (Imipenemmonohydrate, Cilastatin sodium)
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი
17
Amikacine
საინექციო ხსნარი, ამპულა
18
Co-trimoxazole (Sulfamethoxazole + trimethoprim)
ტაბლეტი
19
Nitroxolin
ტაბლეტი
20
Cefepime
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი
6.3 სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
1
Clotrimazole
კრემი
2
Fluconazole
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
კაფსულა
3
Nystatin
ტაბლეტი
4
Ketoconazole
სანთელი
კრემი
5
Naftifine (Naftifine hydrochloride)
ხსნარი გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი
6
comb. drug (Clotrimazole, Clindamycin)
კაფსულა
7
comb. drug (Neomycin sulphate, Polymyx B sulphate, Asian centella, Miconazole nitrate, Metronidazole)
კაფსულა
7. ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებები
7.1 ჰერპესის გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებები
1
Aciclovir
საინექციო ფხვნილი, ფლაკონი
ტაბლეტი
მალამო
8. შაკიკის სამკურნალო საშუალებები
8.1 შაკიკის მწვავე შეტევის სამკურნალო საშუალებები
1
Acetylsalicylic acid
ტაბლეტი
8.2 შაკიკის პროფილაქტიკისათვის გამოყენებული საშუალებები
1
Propranolol
ტაბლეტი
9. პარკინსონიზმის სამკურნალო საშუალებები
1
comb. drug (Levodopa, Carbidopa)
ტაბლეტი
2
amantadine
ტაბლეტი
3
trihexyphenidyl (Trihexyphenidyl Hydrochloride)
ტაბლეტი
4
Pramipexole
ტაბლეტი
10. სისხლზე მოქმედი საშუალებები
10.1 ანემიის სამკურნალო საშუალებები
1
IRON (III) – HYDROXIDE DEXTRAN COMPLEX
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
Folic acid
ტაბლეტი
3
comb. drug (Ferrous sulphate, Folic acid)
ტაბლეტი
4
comb. drug (Ferrous sulphate, Ascorbic Acid)
ტაბლეტი
10.2 სისხლის შედედებაზე მოქმედი საშუალებები
1
Warfarin
ტაბლეტი
2
Heparin
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
მალამო/გელი
10.3 სისტემური ჰემოსტაზური საშუალებები
1
Aminocaproic acid
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი/პაკეტი
2
Tranexamic acid
საინექციო ხსნარი, ამპულა
3
Menadione
საინექციო ხსნარი, ამპულა
4
Etamsylate
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
დამატებითი სია
1
Enoxaparin sodium
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
Sulodexide
საინექციო ხსნარი, ამპულა
კაფსულა
3
Nadroparin calcium
საინექციო ხსნარი, ამპულა
4
Lymphomyosot
ტაბლეტი
5 Eltrombopag (Eltrombopag olamine) ტაბლეტი
11. სისხლის პროდუქტები და პლაზმის შემცვლელები
11.1 პლაზმის შემცვლელები
1
Dextran
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
2
Hydroxyethyl starch
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
3
comb. drug (Sodium Chloride, Calcium Chloride, Potassium Chloride)
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
4
Mannitol
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
11.2 პლაზმის ფრაქციები სპეციფიკური გამოყენებისათვის
1
Albumin
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
2
Hyaluronidase
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, ამპულა
12. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები
12.1 სტენოკარდიის (გულის ანგინის) სამკურნალო საშუალებები
1
Glyceryl trinitrate
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
აეროზოლი, ფლაკონი
2
Isosorbide dinitrate
ტაბლეტი
3
Isosorbide mononitrate
ტაბლეტი
4
Rosuvastatine
ტაბლეტი
5
Metoprolol
ტაბლეტი
6
Nebivolol
ტაბლეტი
7
Carvedilol
ტაბლეტი
8
Corglycone
საინექციო ხსნარი, ამპულა
9
Meldonium
საინექციო ხსნარი, ამპულა
კაფსულა
12.2 ანტიარითმიული საშუალებები
1
Amiodarone
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
2
Propranolol
ტაბლეტი
3
Verapamil
ტაბლეტი/დრაჟე
12.3 ანტიჰიპერტენზული საშუალებები
1
Moxonidine
ტაბლეტი
2
Hydrochlorthiazide
ტაბლეტი/კაფსულა
3
Atenolol
ტაბლეტი
4
Bisoprolol
ტაბლეტი
5
comb. drug (Perindopril arginine, Amlodipine besilate, Indapamide)
ტაბლეტი
6
Amlodipine
ტაბლეტი
7
Nimodipine
ტაბლეტი
8
Captopril
ტაბლეტი
9
Lacidipine
ტაბლეტი
10
Enalapril
ტაბლეტი
11
Perindopril
ტაბლეტი
12
Enalapril + Hydrochlorothiazide
ტაბლეტი
13
Lisinopril + Hydrochlorothiazide
ტაბლეტი
14
comb. drug (Losartan Potassium, Hydrochlorothiazide)
ტაბლეტი
დამატებითი სია
1
Indapamide
ტაბლეტი
2
Nifedipine
ტაბლეტი
3
Losartan
ტაბლეტი
4
comb. drug (Valsartan, Hydrochlorthiazide)
ტაბლეტი
12.4 გულის შეგუბებითი უკმარისობის სამკურნალო საშუალებები
1
Digoxin
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
2
Furosemide
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
3
Dopamine
საინექციო ხსნარი, ამპულა
12.5 ანტითრომბული საშუალებები
1
Clopidogrel
ტაბლეტი
2
Acetylsalicylic acid
ტაბლეტი
3
comb. Drug (Acetylsalicylic Acid, Clopidogrel)
ტაბლეტი
4
Acetylsalicylic acid + magnium hydroxidi
ტაბლეტი
5
Rivaroxaban
ტაბლეტი
6
Ticagrelor
ტაბლეტი
12.6 ჰიპერლიპიდემიის სამკურნალო საშუალებები
1
Simvastatin
ტაბლეტი
2
atorvastatine
ტაბლეტი
3
Omega 3
კაფსულა
12.7 ვაზოპროტექტორები კაპილარების მასტაბილიზებელი საშუალებები; ბიოფლავანოიდები
1
comb. drug (Hippocastani seminis extractum siccum, Rutosidi trihydras, Aesculinum)
დრაჟე
2
Calcium Dobesilate
ტაბლეტი/კაფსულა
3
Diosmin, Hesperidin
ტაბლეტი
4
comb. drug (Benzocaine, Benzilnicotinat, Heparin sodium)
მალამო
5
Troxerutin
კაფსულა
გელი
6
comb. drug (rutoside, Ascorbic Acid)
ტაბლეტი
12.8 პერიფერიული ვაზოდილატატორები
1
Pentoxifylline
ტაბლეტი
2
Cilostazol
ტაბლეტი
3
Nicergoline
ტაბლეტი
4
Vincamine
კაფსულა
5
Bendazol
საინექციო ხსნარი, ამპულა
6
Papaverine
საინექციო ხსნარი, ამპულა
7
Magnesium sulfate
საინექციო ხსნარი, ამპულა
12.9 გულსისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი სხვადასხვა საშუალებები
1
Sulfocamphocaine
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
ivabradine
ტაბლეტი
3
Menthol solution in menthyl isovalerate
ტაბლეტი
4
Valerianae radix extract
ტაბლეტი
5
Valeriane Radix
შიგნით მისაღები წვეთები, ფლაკონი
6
comb. drug (extractum valerianae, extractum Melissae, Oleum minthae)
ტაბლეტი
7
comb. drug (Folia Menthae Piperitae, Fructus Humuli Lupuli, Flores Crataegi, Herba Leonuri, Herba Melissae, Rhizoma cum radicibus Valerianae)
ტაბლეტი
8
Trimetazidine
ტაბლეტი
9
Epinephrine
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
10
comb. drug (Tinctura convallariae, Tinctura belladonnae, Tinctura valerianae, Levomenthol)
შიგნით მისაღები წვეთები, ფლაკონი
11
Corglycone
საინექციო ხსნარი, ამპულა
12
Crataegus Glycosides (Fructus Crataegi)
შიგნით მისაღები წვეთები, ფლაკონი
13
comb. drug (Tinctura Melissae officinalis, Tinctura Humuli lupuli, Tinctura Leonuri, Tinctura Valerianae, Tinctura Menthae piperitae, Tinctura Crataegi)
შიგნით მისაღები წვეთები, ფლაკონი
14
comb. drug (α-bromisovaleric acid ethyl ester, Minth oil, Phenobarbital )
ტაბლეტი
15
Nikethamide
საინექციო ხსნარი, ამპულა
16
Iivabradin
ტაბლეტი
13. დერმატოლოგიური პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
13.1 კანის სოკოვანი ინფექციის სამკურნალო ადგილობრივი საშუალებები
1
Miconazole
მალამო
2
Terbinafine
კრემი
3
Sertaconazole
მალამო
კრემი
13.2 კანის ინფექციების სამკურნალო ადგილობრივი საშუალებები
1
Chloramphenicol
მალამო
2
Silver sulfadiazine
მალამო
კრემი
3
Sulfanilamide
მალამო
4
Oleum Eucalypti, Tinctura Hyppocastani, Extractum Urticae fluidum, Tinctura Achileae, Tinctura Quercus, Tinctura Crataegi, Extractum Beladonnae spisum, Tinctura Hyperici, Tinctura Meliloti
მალამო
5
Chloramphenicol + Methyluracil
მალამო
6
Hydrocortisone + Oxytetracycline
მალამო
7
ქეთევან უზნაძე-მჭედლიშვილი-1 - comb. drug (Streptocide, Anesthezine)
მალამო/ტუბი
13.3 კორტიკოსტეროიდები ადგილობრივი ხმარებისათვის (კანის ანთებისა და ქავილის სამკურნალო ადგილობრივი საშუალებები)
1
Hydrocortisone
მალამო
2
Fluocinolone acetonide
მალამო
3
Clobetasol
მალამო
4
Flumetasone + Clioquinol
მალამო
კრემი
5
Betamethasone + Gentamicin
მალამო
კრემი
6
Flumetasone + salicylic acid
მალამო
კრემი
7
comb. Drug (Betamethasone, clotrimazole, gentamicin)
მალამო
კრემი
8
Mometasone
ლოსიონი
მალამო
კრემი
9
comb. drug (Clioquinol, Beclomethasone dipropionate, Gentamycin sulphate, Clotrimazole)
კრემი
13.4 კანის ანტისეპტიკური და დეზინფექციური საშუალებები
1
comb. drug (Xeroform, Birch tar oil)
მალამო
2
Chlorhexidine (Chlorhexidine bigluconate)
ფლაკონი
3
Dexpanthenol (Dexpanthenol)
მალამო
13.5 კანის დიფერენციაციასა და პროლიფერაციაზე მოქმედი საშუალებები
1
Salicylic acid (სალიცილის მჟავა)
ხსნარი გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი
13.6 ჭრილობისა და წყლულის სამკურნალო საშუალებები
1
Latex exsicco Papayaeae
ფლაკონი
2
Solcoseryl (Protein-free haemodialysate of calf blood)
მალამო
კრემი
გელი
3
Sulfathiazole (Sulfathiazole silver)
მალამო
კრემი
13.7 აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები
1
comb. drug (Salicylic acid, Resorcin, Chloramphenicol, Ethanol 70%)
ხსნარი გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი
2
Sulfur
მალამო
3
Azelaic acid
გელი
4
comb. drug (Erythromycin, Zinc Acetate)
ფხვნილი გარეგანი მოხმარების ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი
13.8 მუნისა და დატილიანების საწინააღმდეგო საშუალებები
1
Permethrin
გელი
2
Benzyl benzoate
მალამო
13.9 სხვადასხვა
1
Vaselinum
მალამო
2
Zinc oxide
მალამო
14. ანტისეპტიკური საშუალებები
ანტისეპტიკური საშუალებები
1
Povidone iodine
ხსნარი, ფლაკონი
ვაგინალური სანთელი
2
Ethanol
სითხე, ფლაკონი
3
Hydrogen peroxide
სითხე, ფლაკონი
4
Salicylic Acid (Salicylic Acid)
ხსნარი გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი
5
Ethacridine lactate
ხსნარი გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი
6
„კასტელანის“ სითხე (fucorcin) (boric acid + phenol + resorcinol + Ethanol)
სითხე გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი
7
Iodine
სითხე გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი
8
Viride nitens
სითხე გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი
9
comb. drug (Chlorhexidine digluconate ,Lidocaine Hydrochloride)
სითხე, ფლაკონი
10
(Flores Chamomillae)
ფხვნილი, პაკეტი
11
Propolis
სითხე, ფლაკონი
15. შარდმდენი საშუალებები
1
Hydrochlorothiazide
ტაბლეტი/კაფსულა
2
Furosemide
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
3
Spironolactone
ტაბლეტი/კაფსულა
4
comb. drug (Lovage root (Levisticum officinale Koch, radix), Horsetail herb (Equisetum arvense L., herba), Knotgrass herb (Polygonum aviculacre L., herba), European goldenrod (Solidago virgaurea L., herba), Onion skins (Alium cepa L., squama), Couch grass rhizome (Agropyron repens (L.) P. Beauv., rhizoma; Agropyri repentis rhizoma), Parsley root (Petroselinum crispum L., radix), Birch leaf (Betula pendula Roth; Betula pubescens Ehrh., folium), Fenugreek (Trigonella foenum-graecum L., semen))
შიგნით მისაღები პასტა, ტუბი
დამატებითი სია
1
Tamsulosin hydrochloride
კაფსულა
2
comb. drug (Urtica Urens, Pygeum Africanum, Serenoa Serrulata)
კაფსულა
3
(Prostate extract)
სანთელი
4
Serenoa repens
კაფსულა
5
comb. drug (Purified dry extract from deoiled ground pumpkin seed, Dry extract from trembling poplar leaves, Dry extract from golden rod, Ground pumpkin seed (deoiled))
ტაბლეტი
6
Solifenacin
ტაბლეტი
7
comb. drug (Rubia cordifolia, Saxifraga Ligulata, Achyranthes aspera, Didymocarpus pedicellata, Cyperus scariosus, Onosma bracteatum, Vernonia cinerea)
ტაბლეტი
8
comb. drug (Spergularia rubra, Cynodon dactylon, Melissa officinalis, Peumus boldus, Rosmarinus officinalis, Equisetum arvensis, Opuntia ficus indica, Sideritis angustifolia)
ხსნარი, ფლაკონი
9
Solidaginis herba, Equiseti herba, Anserinae herba
ხსნარი, ფლაკონი
16. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი საშუალებები
16.1 სპაზმოლიზურები და მოტორიკაზე მოქმედი სხვა საშუალებები
1
Pancreatin
ტაბლეტი/კაფსულა
2
comb. drug (Rutozid trihydrate, Lipase, Pancreatin (Protease, Amylase, Lipase), Bromelain, Amylase, Papain, Trypsine, Chymotrypsin)
ტაბლეტი
3
Simethicone
კაფსულა
4
comb. drug (Simethicone, Aluminum hydroxide dried gel, Magnesium hydroxide)
შიგნით მისაღები სუსპენზია, ფლაკონი
5
Drotaverine (Drotaverine Hydrochloride)
ტაბლეტი
საინექციო ხსნარი, ამპულა
6
Charcoal medicinal
ტაბლეტი
7
Butylscopolamine (Hyoscine buty bromide)
ტაბლეტი
საინექციო ხსნარი, ამპულა
სანთელი
8
Platyphyllini
საინექციო ხსნარი, ამპულა
9
comb. drug (Aluminum Hydroxide, Benzocaine, Magnesium Hydroxide)
პაკეტი
10 Saccharomyces,Lactobacillus კაფსულა
11 Melissa,Matricaria,Zingiber,Glycyriza ჟელატინის კაფსულა
16.2 ბუასილის სამკურნალო საშუალებები (კორტიკოსტეროიდებით და მათ გარეშე) C05A
1
comb. drug (Lidocaine, Tribenoside)
სანთელი
2
comb. drug (Extractum compositum spissum, Matricariae extractum spissum, Hippocastani cortice, Tormenillae rhizomate, Belladonae extractum spissum, Millefolii herba, Benzocainum, Cytisi scoparii herba)
სანთელი
3
Vaccine (E.Coli Steril)
სანთელი
მალამო
4
comb. drug (Phenylephrine hydrochloride + Shark liver oil)
მალამო
5
Comb. drug (Bismuth oxide, Extractum Belladonnae spissum, Bismuth tribromophenol, Zinci sulfas)
სანთელი
6
Phenylephrine (Phenylephrine hydrochloride)
სანთელი
7
comb. drug (Benzocaine, Levomenthol, Zinc oxide, Bismuth subgallate)
სანთელი
8
comb. drug (Streptokinase, Streptodornase)
სანთელი
16.3 ღვიძლზე მოქმედი საშუალებები
1
Ademethionine
ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი
ლიოფილიზირებული ფხვნილი + გამხსნელი
2
Silymarin
კაფსულა
3
Ornithine oxoglurate
ფხვნილი, პაკეტი
საინფუზიო ხსნარი, ამპულა
16.4 ნაღვლის შემადგენლობაზე მოქმედი საშუალებები
1
Ursodeoxycholic acid
ტაბლეტი/კაფსულა
2
Hymecromone
ტაბლეტი
3
comb. drug (Cattles bile, Garlic, nettle, Activated carbon )
ტაბლეტი
16.5 პეპტიური წყლულის სამკურნალო საშუალებები
1
Ranitidine
საინფუზიო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი/კაფსულა
2
Famotidine
საინექციო ხსნარი, ფხვნილი
ტაბლეტი
3
Omeprazole
ტაბლეტი/კაფსულა
4
Lansoprazole
კაფსულა
5
pantoprazole
ტაბლეტი/კაფსულა
6
Sucralfate
ტაბლეტი
7
comb. drug (Aluminum Hydroxide, Benzocaine, Magnesium Hydroxide)
შიგნით მისაღები სუსპენზია, ფლაკონი
8
Bismuth subcitrate (Tripotassium dicitratobismuthate)
ტაბლეტი
16.6 ღებინების საწინააღმდეგო და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები
1
Metoclopramide
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
2
Domperidone
ტაბლეტი
3
comb. drug (Domperidone, Simethicone)
შიგნით მისაღები სუსპენზია
4
Ondansetron
საინექციო ხსნარი, ამპულა
16.7 ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადების საწინააღმდეგო საშუალებები
1
Sulfasalazine
ტაბლეტი
2 Sodium bicarbonate (Sodium hydrogen carbonate) კაფსულა
16.8 საფაღარათოები
1
Bisacodyl
ტაბლეტი
2
comb. drug (Sulfur, Carbo ligni, Rhubarb extract, Senna leaf)
ტაბლეტი
3
Senna
ტაბლეტი
4
Sodium picosulfate
ხსნარი, ფლაკონი
ტაბლეტი/კაფსულა
5
Magnesium salt
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი
6
Lactulose
სიროფი, ფლაკონი
7
Macrogol
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი
16.9 ფაღარათის სამკურნალო საშუალებები
1
Diosmectite
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად, პაკეტი
2
Loperamide hydrochloride
ტაბლეტი/კაფსულა
3
Saccharomyces boulardii
კაფსულა
პაკეტი
4
Glycerol (Glycerol)
მიკრო ოყნა
5
comb. drug (Bifidobacterium longum,Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium bifidum, bifidobacterium infantis)
კაფსულა
16.10 რეჰიდრატაციული ორალური საშუალებები
1
comb. drug (sodium citrate,Sodium chloride,polassium chloride,anhydrous glucose)
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად, პაკეტი
17. ჰორმონები, სხვა ენდოკრინული საშუალებები და კონტრაცეპტივები
17.1 თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები და მათი სინთეზური ანალოგები
1
Betamethasone
საინექციო სუსპენზია, ამპულა
2
Methylprednisolone
ტაბლეტი
17.2 ესტროგენები, პროგესტოგენები, ანდროგენები
1
Hexestrol
საინექციო ზეთხსნარი, ამპულა
2
Progesterone
საინექციო ხსნარი, ამპულა
გელი
3
Cimicifugae rhizoma
კაფსულა
17.3 კონტრაცეპტივები
1
Drospirenone + ethinylestradiol
ტაბლეტი/დრაჟე
17.4 ესტროგენები
1
Norethisterone
ტაბლეტი
2
Cyproterone + Ethynylestradiol
დრაჟე
17.5 ინსულინი და დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებები
1
Metformin
ტაბლეტი
ტაბლეტი
2
Gliclazide
ტაბლეტი
3
Metformin + Glibenclamide
ტაბლეტი
4
Glimepiride (სარეზერვოდ, რეზისტენტობის შემთხვევაში)
ტაბლეტი
5
Insulin (ხსნადი)
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
6
Insulin (საშუალო ხანგრძლივობის)
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
17.6 პროგესტოგენები
1
Dydrogesterone
ტაბლეტი
17.7 ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ანტითიროიდული საშუალებები
1
Levothyroxine
ტაბლეტი
2
Potassium iodide
ტაბლეტი
დამატებითი სია
1
Thiamazole
ტაბლეტი
17.8 დოპამინერგული საშუალებები
1
Cabergoline
ტაბლეტი
დამატებითი სია
1
Octreotide
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
Nandrolone
საინექციო ხსნარი, ამპულა
18. იმუნოლოგიური საშუალებები
18.1 შრატები და იმუნოგლობულინები
1
Tetanus antitoxin
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
Tetanus equine purified concentrated sera
საინექციო ხსნარი, ამპულა
19. მიორელაქსანტები და ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები
19.1 ცენტრალურად მოქმედი მიორელაქსანტები
1
Tizanidine
ტაბლეტი
2
Tolperisone
შემოგარსული ტაბლეტი
19.2 პერიფერიულად მოქმედი მიორელაქსანტები
1
Pipecuronium bromide
საინექციო ხსნარი, ამპულა
19.3 ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები
1
Neostigmine (prozerini)
საინექციო ხსნარი, ამპულა
20. ოფთალმოლოგიური პრეპარატები
20.1 თვალის ინფექციის სამკურნალო საშუალებები
1
Ciprofloxacine
თვალის წვეთები
2
Chloramphenicol
თვალის წვეთები
3
Tobramycine + dexamethasone
თვალის წვეთები
4
Dexamethasone + Polymixin B + neomycine
თვალის წვეთები/ყურის წვეთები
5
Levofloxacin
თვალის წვეთები
20.2 ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
1
Dexamethasone
თვალის წვეთები
2
Diclofenac
თვალის წვეთები
3
Cromoglicic acid
თვალის წვეთები
20.3 მიოზის გამომწვევი და გლაუკომის სამკურნალო საშუალებები
1
Timolol
თვალის წვეთები
2
Travoprost
თვალის წვეთები
3
Brinzolami
თვალის წვეთები
4
comb. drug (Latanoprost, Timolole maleat)
თვალის წვეთები
5
comb. drug (Brinzolamide,Timolol Maleate) თვალის წვეთები
20.4 სხვადასხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები
1
ხელოვნური ცრემლი comb. drug (Dextran,hipromelose)
თვალის წვეთები
2
comb. drug (Adenosine, Citochrom C,თვალის წვეთები
3
Methylethylpiridinol (Methylethylpiridinol)
თვალის წვეთები
4
Taurine
თვალის წვეთები
5
Olopatadine (Olopatadine hydrochloride)
თვალის წვეთები
6
Hyaluronic acid + Amino acids + Riboflavin
თვალის წვეთები
7
Polymyxini B sulfas + Neomicyn
ტუბი
8
Carbomer
ტუბი
9
comb. drug (Polymyxin B Sulfate, Neomycin Sulfate, Dexamethasone)
ტუბი/მალამო
10
Vaccine myrtille+Hyaluronat ac.+Matricar
ფლაკონი
11
Tafluprost
ფლაკონი
12
Hypromellose + Amino acids
ფლაკონი
13
Tioretin A (Ac.Thiocticum, L-Prolin, Glycin, Lysin)
ფლაკონი
14
Lutein, Taurine, Zeaxanthin, Cu, Coenzym Q10
კაფსულა
21. საშვილოსნოს შემკუმშავების გამომწვევი და შეკუმშვის დამთრგუნველი საშუალებები
21.1. საშვილოსნოს შემკუმშავების გამომწვევი საშუალებები
1
Oxytocin
საინექციო ხსნარი, ამპულა
დამატებითი სია
1
Iris, Ignatia, Lilium tigrinum, Caulophyllum thalictroides, Agnus castus, Cyclamen
ტაბლეტი
2
comb. drug (Levonorgesterol, Ethinylestradiol)
ტაბლეტი
22. მენტალური და ქცევითი დარღვევების სამკურნალო საშუალებები
(ფსიქოფარმაკოთერაპიული საშუალებები)
22.1 ფსიქოზების სამკურნალო საშუალებები
1
Levomepromazine
ტაბლეტი
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
2.4.6.8-tetramethyl-2.4.6.8-teraazabicyclo
3.3.0 octandione-3.7
ტაბლეტი
3
Haloperidol
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
4
Chlorprothixene
ტაბლეტი
5
Clozapine
ტაბლეტი
6
Olanzapine
ტაბლეტი
7
Amisulpride
ტაბლეტი
8
Hydroxyzine
ტაბლეტი
9
Risperidone
ტაბლეტი
10
quetiapine
ტაბლეტი
11
comb. drug (Magnesium thiosulphate, Dry
hydro-alcoholic hawthorn extract, Dry hydro- alcoholic lemon balm extract, Calcium lactate pentahydrate)
ტაბლეტი
12
Metadoxine
ტაბლეტი/ამპულა
22.2 ხასიათის ცვლილებით მიმდინარე დაავადებების სამკურნალო საშუალებები
22.2.1 დეპრესიული დარღვევების სამკურნალო საშუალებები
1
Clomipramine
ტაბლეტი
2
Amitriptyline
ტაბლეტი
3
Citalopram
ტაბლეტი/კაფსულა
4
Paroxetine
ტაბლეტი
5
Fluvoxamine
ტაბლეტი
6
Clozapine
ტაბლეტი
7
Ipidacrine
ტაბლეტი
8
Caffeine
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
9
Aripiprazole
ტაბლეტი
10
Escitalopram
ტაბლეტი
11
Etodolac
ტაბლეტი
12
Periciazine
ტაბლეტი
13
Trazodone (Trazodone hydrochloride)
ტაბლეტი
14
Sertraline (Sertraline hydrochloride)
ტაბლეტი
22.2.2 ბიპოლარული დარღვევების სამკურნალო საშუალებები
1
Carbamazepine
ტაბლეტი
2
Valproic acid (sodium valproate)
ტაბლეტი
22.3 შფოთვის სამკურნალო საშუალებები
1
Diazepam
ტაბლეტი
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
Alprazolam
ტაბლეტი
3
Clonazepam
ტაბლეტი
4
Melatonin
ტაბლეტი
5
Duloxetine (Duloxetine hydrochloride)
კაფსულა
6
Tofisopam
ტაბლეტი
7
Hydroxyzine
ტაბლეტი
8
comb. drug (Oleum Menthae Piperitae, α-Bromisovalerian acid ethylether, Phenobarbital )
ხსნარი, ფლაკონი
9
comb. drug (extractum valerianae, extractum Melissae, Oleum minthae)
ხსნარი, ფლაკონი
ტაბლეტი
22.4 ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის სამკურნალო საშუალებები
1
Clomipramine
ტაბლეტი/კაფსულა
22.5 ფსიქოსტიმულანტები და ნოოტროპული საშუალებები
1
Piracetam
ტაბლეტი
2
Memantine
ტაბლეტი
3
Vinpocetine
ტაბლეტი
4
Ethylmethylhydroxypyridine succinate
საინექციო ხსნარი, ამპულა
5
(Dry Extract of Gingko Biloba)
კაფსულა
6
(Deproteinised hemoderivative of calf blood)
საინექციო ხსნარი, ამპულა
7
Cerebrolysin (Derived from pig brain, Complex
peptides)
საინექციო ხსნარი, ამპულა
22.6 თავბრუსხვევის (ვერტიგოს) საწინააღმდეგო საშუალებები
1
Betahistine
ტაბლეტი
2
Piracetam + Cinnarizine
ტაბლეტი/კაფსულა
23. სასუნთქ სისტემაზე მოქმედი საშუალებები
23.1 ასთმისა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალო საშუალებები
1
Budesonide
საინჰალაციო სუსპენზია
2
Ipratropium
საინჰალაციო აეროზოლი
3
Salbutamol
საინჰალაციო აეროზოლი
ტაბლეტი
4
Salmeterol + fluticasone
საინჰალაციო ფხვნილი, ფლაკონი
5
comb. drug (Levocetirizine dihydrochloride,Montelukast sodium)
ტაბლეტი
6
Aclidinium bromide
საინჰალაციო ფხვნილი, ფლაკონი
7
comb. drug (Budesonide, Formoterol)
დოზირებული საინჰალაციო ფხვნილი, ფლაკონი
8
comb. drug (Ipratropium bromide, Fenoterol
hydrobromide)
საინჰალაციო აეროზოლი, ფლაკონი
23.2 მუკოლიზური საშუალებები
1
Acetylcysteine
შუშხუნა ტაბლეტი
2
Ambroxol
ტაბლეტი
3
comb. drug (Sambuci flos, Rucimus herba,Verbenae herba, Primulae flos, Gentiane radix)
ტაბლეტი
4
Erdosteine
ტაბლეტი
23.3 ამოსახველებელი საშუალებები
1
ტუხტის ძირი Althaeae radix
სიროფი
2
comb. drug (Ambroxol hydrochloride,Guaiphenesin, Theophylline anhydrous)
სიროფი
23.4 ხველის დამთრგუნველი საშუალებები
1
Prenoxdiazine
ტაბლეტი
დამატებითი სია
1
Theophylline
ტაბლეტი/კაფსულა
2
Aminophylline
საინექციო ხსნარი, ამპულა
ტაბლეტი
3
ammoniac
ხსნარი, ამპულა/ფლაკონი
24.1 პარენტერული
1
Mannitol
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
2
გლუკოზა
საინექციო/საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
3
კალიუმის ქლორიდი
საინექციო/საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
4
ნატრიუმის ქლორიდი
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
5
Sodium Chloride (Sodium Chloride)
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი/პაკეტი
6
ნატრიუმის ბიკარბონატი (Sodium bicarbonate)
საინექციო ხსნარი, ფლაკონი
7
კალციუმის გლუკონატი (Calcium Gluconate)
საინექციო ხსნარი, ამპულა
8
Hydroxyethylstarch
საინფუზიო ხსნარი, ფლაკონი
24.2 სხვადასხვა
1
საინექციო წყალი
გამხსნელი ხსნარი, ამპულა
25. ვიტამინები და მინერალები
1
Ascorbic acid
ტაბლეტი/დრაჟე
საინექციო ხსნარი, ამპულა
2
comb. drug (Potassium aspartate, Magnesium
aspartate)
ტაბლეტი
3
Comb.drug (royal jelly, ginseng, polyvitaminum)
კაფსულა
4
comb. drug (Magnesium aspartate, Potassium
aspartate)
საინექციო ხსნარი, ამპულა
5
Cyanocobalamin
საინექციო ხსნარი, ამპულა
6
Retinol
კაფსულა
7
Thiamine (vit. B1)
საინექციო ხსნარი, ამპულა
8
comb. drug (Pyridoxine Hydrochloride, Thiamine Hydrochloride, Dexpanthenol, nicotinamide, Riboflavin)
საინექციო ხსნარი, ამპულა
9
Calcium gluconate
ტაბლეტი
10
Thiamine(B1) + Pyridoxine(B6) + Cyanocobalamine(B12)
ტაბლეტი/კაფსულა
11
Tocopherol (vit. E)
კაფსულა
12
Calcium carbonate + Colecalciferol
ტაბლეტი
13
comb. drug (Tocopheryl acetate, Retinyl
palmitate)
ტაბლეტი
14
Cholecalciferol (Cholecalciferol)
ფლაკონი
15
Thioctic Acid
კაფსულა/ფლაკონი
16
comb. drug (Magnesium lactate dihydrate, Pyridoxine hydrochloride)
ტაბლეტი
17
Methotrexate
ტაბლეტი
26. ყურის, ცხვირისა და ყელის სამკურნალო საშუალებები
1
Fluticasone Furoate
ცხვირის სპრეი
2
Rifamycin
ყურის წვეთები
3
Mometasone
ცხვირის სპრეი
4
Phenazone + lidocaine
ყურის წვეთები
5
Xylometazoline
ცხვირის სპრეი/წვეთი
6
Xylometazoline
ცხვირის სპრეი/წვეთი
7
comb. drug (neomicine sulfate,Dexamethasone sodium metasulfobenzoate, Phenyleprine hydrochloride, Polymixin B sulfate)
ცხვირის სპრეი
8
ყურის წვეთები
9
naphazoline
ცხვირის წვეთები
10
comb. drug (Sambuci flos, Rucimus herba,Verbenae herba, Primulae flos, Gentiane radix)
ტაბლეტი
11
Oxymetazoline
ცხვირის წვეთები
12
comb. drug (Beklometazonis dipropronati
anhydrous, Lidocaine hydrochloride, Clotrimazol, Chlotamphenicol)
ყურის წვეთები
13
comb. drug (Chlorhexidine gluconate,Tirotricine, Lidocaine Hydrochloride)
ტაბლეტი
27. კონტრასტები
27.1 იოდის შემცველი კონტრასტი
1
Diatrizoic acid
საინექციო ხსნარი, ამპულა
28. პედიკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები
1
ნებისმიერი საშუალება
სითხე გარეგანი მოხმარებისთვის, ფლაკონი/შამპუნი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №814 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №897 - ვებგვერდი, 07.03.2023 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №381, 15.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016881 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4482407-3/