ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.03.2019წ.
ა) შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img;
ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C;
დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K.
ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს;
ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს;
გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით;
დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით;
ე) Cn = 0,37 x 1 x 0.24 x 100 = 8.88 (ლარი).
ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 4,00 ლარით;
გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილების შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50-მეტრის რადიუსში - 6,00 ლარით;
დ) დასახლებათა შორის არეალებში – 3,00 ლარით.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.03.2019წ.
|
1
+
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2019 წლის 20 თებერვალი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. ქალაქ ვანის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:
ა) შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img;
ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C;
დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K.
+
მუხლი 2🔗
ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.
მუხლი 3🔗
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100.
+
მუხლი 4🔗
1. მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისთვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn=Img x ITL x C x K, სადაც:
ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს;
ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს;
გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით;
დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით;
ე) Cn = 0,37 x 1 x 0.24 x 100 = 8.88 (ლარი).
+
მუხლი 5🔗
1. ამ დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 4,00 ლარით;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში – 6,00 ლარით;
დ) დასახლებათა შორის არეალებში – 3,00 ლარით.
+
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №71 დადგენილება (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01.02.2018 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016299).
+
მუხლი 7🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ.
+
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №10, 20.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016365 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4488290-1/