საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთები, ასევე ამ საფასური გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებათა სახეების საფასურის განაკვეთებს, მომსახურების საფასურის განაკვეთების გათვალისწინებით მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესს, ასევე აღნიშნული საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს. 2. წესის მოქმედება ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მომსახურების სახეებზე და არ მოიცავს სააგენტოს მიერ გაწეულ სხვა მომსახურებებსა და საქმიანობას. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „დღე“ – ერთი კალენდარული დღე; ბ) მომსახურება – სააგენტოს მიერ გაწეული ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურება; გ) მომსახურების საფასური – ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით გამოთვლილი მომსახურების საფასური; დ) საერთო ზონა – ზონა, რომლის მომსახურება არ საჭიროებს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაზრდილ რესურსს. ამ ბრძანების მიზნებისთვის საერთო ზონას განეკუთვნება: ქალაქი თბილისი; შიდა ქართლის მხარე; იმერეთის მხარე; გურიის მხარე; სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე (გარდა მესტიის მუნიციპალიტეტისა); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; კახეთის მხარე; ქვემო ქართლის მხარე; ე) სპეციალური ზონა – ზონა, რომლის მომსახურება საჭიროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაზრდილ რესურსს. ამ ბრძანების მიზნებისთვის სპეციალურ ზონას განეკუთვნება: მცხეთა-თიანეთის მხარე, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე, მესტიის მუნიციპალიტეტი, სამცხე ჯავახეთის მხარე. ვ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება – ქსელური ან/და სერვერული ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, კონფიგურირება, იმპლემენტაცია, მონიტორინგი ან/და მხარდაჭერა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. მუხლი 3. მომსახურების სახეები
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია: ა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e_Flow) მომსახურება; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებით მომსახურება; გ) ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურება; დ) საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება. ე) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება; ვ) ელექტრონული ფოსტის მომსახურება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ. მუხლი 4. მომსახურების საფასურის განაკვეთები
1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით მომსახურების საფასურის განაკვეთებია: ა) სააგენტოს კუთვნილი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამოყენებით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით სარგებლობის შემთხვევაში:
ბ) შემსყიდველის მიერ მისი კუთვნილი საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამოყენებით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით სარგებლობის შემთხვევაში:
2. სააგენტოს მიერ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მომსახურების საფასურის განაკვეთი:
3. სააგენტოს მიერ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურების საფასურის განაკვეთი:
4. სააგენტოს მიერ საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურების საფასურის განაკვეთი:
5. სააგენტოს მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასურის განაკვეთი:
6. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფოსტის მომსახურების საფასურის განაკვეთები:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ. მუხლი 5. მომსახურების საფასურის გამოთვლის წესი
1. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება ერთი მომხმარებლის ერთი თვის მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ მომხმარებელთა სახელების რაოდენობაზე და მომსახურების პერიოდზე. 2. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება მომხმარებელთა სახელების რაოდენობის შესაბამისი პაკეტისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით მომსახურების პერიოდზე. 3. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე. 4. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით საინფორმაციო ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციის მომსახურებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე. 5. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება შემდეგი ფორმულით: (AxBxC)+(DxExF)+(GxHxI)=J შენიშვნა: ცვლადების მნიშვნელობა: A – არხის ერთი თვის მომსახურების ღირებულება B – არხების რაოდენობა C – არხების მომსახურების პერიოდი D – საერთო ზონის ერთი თვის მომსახურების ღირებულება E – საერთო ზონების რაოდენობა F – საერთო ზონების მომსახურების პერიოდი G – სპეციალური ზონის ერთი თვის მომსახურების ღირებულება H – სპეციალური ზონების რაოდენობა I – სპეციალური ზონების მომსახურების პერიოდი J – მომსახურების საფასური. 6. მომსახურების საფასური, ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე. 7. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება მომხმარებლების სახელების რაოდენობის შესაბამისი პაკეტისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით მომსახურების პერიოდზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ. მუხლი 6. მოთხოვნა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–Flow) მომსახურებაზე
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–Flow) მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს: ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მომხმარებლების რაოდენობა; ბ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი პაკეტი; გ) მომსახურების გაწევის ვადა; დ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი. 2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს. 3. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი წერილობით იღებს ვალდებულებებს სააგენტოს საავტორო და ქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით როგორც ხელშეკრულების მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგ. უარი სააგენტოს საავტორო და ქონებრივი უფლების დაცვის ვალდებულების აღებაზე წარმოადგენს საფუძველს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმისთვის. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დამატებითი ინფორმაციის ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს საავტორო და ქონებრივი უფლებების დაცვის ვალდებულების აღების წერილობითი დადასტურების წარმოდგენისთანავე სააგენტო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–Flow) მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას/დასტურს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რის შემდეგაც შემდგომ სააგენტო იწყებს მომსახურების გაწევას. 5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩართული მომხმარებლების რაოდენობის ცვლილება. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი შეტყობინება ეგზავნება სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მომსახურების საფასური გამოითვლება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით. 6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას მომხმარებლების ზღვრული ოდენობა და სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას შეთანხმებულზე მეტი მომხმარებლის ჩართვა. მუხლი 7. მოთხოვნა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებით მომსახურებაზე
1. შემსყიდველი ორგანიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მოთხოვნით წერილობით მიმართავს სააგენტოს. წერილობით მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველის საკონტაქტო ინფორმაციას და ელექტრონული ფოსტის მისამართს. წერილობით მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ტექნიკური დავალების აღწერილობა. ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო და მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების ფუნქციონალი, პარამეტრები და ა.შ. 2. სააგენტო უფლებამოსილია ტექნიკური დავალების და ამოცანის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარმოდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შესამუშავებლად, სააგენტო უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე. 3. ტექნიკური დავალების შეფასების შემდეგ, სააგენტო განსაზღვრავს ტექნიკური დავალების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის საჭირო კაც-საათების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. 5. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მომსახურების გაწევის შედეგად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების საავტორო და ქონებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სააგენტოსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ან შემსყიდველის მიერ ცალმხრივად გამოხატული თანხმობით. 6. სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული თანხმობის და მე-5 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ან ცალმხრივად გამოხატული თანხმობის მიღების შემდეგ. მუხლი 8. მოთხოვნა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურებაზე
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს ის საკითხები, რომელზეც სურს კონსულტაციის მიღება შემსყიდველს და მისი საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი. 2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა კონსულტირების საკითხთან დაკავშირებით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს. 3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ, სააგენტო განსაზღვრავს საინფორმაციო ტექნოლოგიური კონსულტირების მომსახურებისთვის საჭირო კაც-საათების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. 5. სააგენტოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურების ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. მუხლი 81. მოთხოვნა საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებაზე
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს არხების რაოდენობა, ზონების რაოდენობა, სპეციალური ზონების რაოდენობა და მომსახრების გაწევის პერიოდი. 2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს. 3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ, სააგენტო განსაზღვრავს მომსახურების საფასურს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. 5. საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურების ვალდებულება სააგენტოს წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ. მუხლი 82. მოთხოვნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებაზე
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების არსი, ხოლო მხარდაჭერის ან/და მონიტორინგის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, მომსახურების პერიოდი. 2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს. 3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ სააგენტო განსაზღვრავს მომსახურების საფასურს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. 5. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების ვალდებულება სააგენტოს წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ. მუხლი 83. მოთხოვნა ელექტრონული ფოსტის მომსახურებაზე
შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ელექტრონული ფოსტის მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს: ა) შესაბამისი პაკეტი; ბ) მომსახურების გაწევის ვადა; გ) დომეინის სახელი; დ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი. 2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს. 3. სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მომსახურების ვალდებულება წარმოეშობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ. მუხლი 9. მომსახურების გაწევის უწყვეტობა
1. სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად, მომსახურების გაწევის ვადის ამოწურვამდე. მომსახურების გაწევა შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებში. 2. მომსახურების მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის შესაძლოა გაფორმდეს როგორც ყოველთვიურად, ასევე მომსახურების ვადის ამოწურვის შემდგომ. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს მომდევნო თვის პირველი სამუშაო დღიდან ან მომსახურების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღეში. მუხლი 10. მომსახურების შეწყვეტა
მომსახურება შეიძლება შეწყდეს: ა) ვადის გასვლის შემდგომ; ბ) მხარეთა მოლაპარაკების შედეგად; გ) ცალმხრივად, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში მომსახურების შეწყვეტის ინიციატორი მხრე ვალდებული ერთი თვით ადრე აცნობოს მორე მხარეს მომსახურების შეწყვეტის/მომსახურების მიღებაზე უარის თქმის შესახებ; დ) სააგენტოს ინიციატივით შემსყიდველის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში. მუხლი 11. მომსახურების საფასურის გადახდის წესი
ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური შესაძლოა გადახდილ იქნეს წინასწარი ანგარიშსწორების გზით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. მუხლი 12. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება
1. გადახდილი მომსახურების საფასური უბრუნდება განმცხადებელს, თუ: ა) მომსახურების საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთებზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; ბ) შემსყიდველმა მომსახურების მიღებამდე უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება. 2. მომსახურების საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი მომსახურების საფასურის ნაწილობრივი ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს მომსახურების საფასურის გადახდიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. მუხლი 13. მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლება
შემსყიდველი შეიძლება გათავისუფლდეს მომსახურების საფასურის გადახდისგან სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის
ბრძანება №6 2019 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისისაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის №157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:+
+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი კობა კობიძე
+
დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთები, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესიმუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთები, ასევე ამ საფასური გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებათა სახეების საფასურის განაკვეთებს, მომსახურების საფასურის განაკვეთების გათვალისწინებით მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესს, ასევე აღნიშნული საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს. 2. წესის მოქმედება ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მომსახურების სახეებზე და არ მოიცავს სააგენტოს მიერ გაწეულ სხვა მომსახურებებსა და საქმიანობას. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „დღე“ – ერთი კალენდარული დღე; ბ) მომსახურება – სააგენტოს მიერ გაწეული ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურება; გ) მომსახურების საფასური – ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით გამოთვლილი მომსახურების საფასური; დ) საერთო ზონა – ზონა, რომლის მომსახურება არ საჭიროებს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაზრდილ რესურსს. ამ ბრძანების მიზნებისთვის საერთო ზონას განეკუთვნება: ქალაქი თბილისი; შიდა ქართლის მხარე; იმერეთის მხარე; გურიის მხარე; სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე (გარდა მესტიის მუნიციპალიტეტისა); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; კახეთის მხარე; ქვემო ქართლის მხარე; ე) სპეციალური ზონა – ზონა, რომლის მომსახურება საჭიროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაზრდილ რესურსს. ამ ბრძანების მიზნებისთვის სპეციალურ ზონას განეკუთვნება: მცხეთა-თიანეთის მხარე, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე, მესტიის მუნიციპალიტეტი, სამცხე ჯავახეთის მხარე. ვ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება – ქსელური ან/და სერვერული ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, კონფიგურირება, იმპლემენტაცია, მონიტორინგი ან/და მხარდაჭერა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ. მუხლი 3. მომსახურების სახეები
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია: ა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e_Flow) მომსახურება; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებით მომსახურება; გ) ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურება; დ) საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება. |
ე) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება.
ე) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება;
ვ) ელექტრონული ფოსტის მომსახურება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით მომსახურების საფასურის განაკვეთებია:
ა) სააგენტოს კუთვნილი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამოყენებით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით სარგებლობის შემთხვევაში:
მომსახურების დასახელება
ერთი მომხმარებლის ერთი თვის საფასური დღგ-ის ჩათვლით
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e– Flow) სარგებლობა
5 ლარი
ბ) შემსყიდველის მიერ მისი კუთვნილი საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამოყენებით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით სარგებლობის შემთხვევაში:
მომსახურების დასახელება
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e– Flow) სარგებლობა
№
პაკეტის დასახელება მომხმარებელთა სახელების რაოდენობის მიხედვით
ყოველთვიური საფასურის განაკვეთი დღგ-ის ჩათვლით
1
1-100
500
2
101-200
900
3
201-500
2000
4
501-1000
3000
5
1001-5000
5000
6
5001-10000
7000
7
10001 და მეტი
30000
2. სააგენტოს მიერ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მომსახურების საფასურის განაკვეთი:
მომსახურების დასახელება
საფასური განაკვეთი (1 კაცი – 1 საათი) (დღგ-ს ჩათვლით)
პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავება
30.00 ლარი
3. სააგენტოს მიერ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურების საფასურის განაკვეთი:
მომსახურების დასახელება
საფასური განაკვეთი (1 კაცი – 1 საათი) (დღგ-ს ჩათვლით)
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაცია
25 ლარი
4. სააგენტოს მიერ საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურების საფასურის განაკვეთი:
მომსახურების დასახელება
ყოველთვიური საფასურის განაკვეთი დღგ-ის ჩათვლით
საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება
ერთი არხის მომსახურების ღირებულება
300 ლარი
საერთო ზონის მომსახურების ღირებულება
100
სპეციალური ზონის მომსახურების ღირებულება
150
5. სააგენტოს მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასურის განაკვეთი:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი (1 კაცი – 1 საათი) (დღგ-ის ჩათვლით)
საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება
30 ლარი
6. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფოსტის მომსახურების საფასურის განაკვეთები:
მომსახურების დასახელება
ელექტრონული ფოსტის მომსახურება
პაკეტის დასახელება მომხმარებლის სახელების რაოდენობის მიხედვით
ყოველთვიური საფასურის განაკვეთი დღგ-ს ჩათვლით
ერთი დომეინი 1-დან 1000-მდე მომხმარებლის სახელით
5 000 ლარი
ერთი დომეინი 1001-დან 2000-მდე მომხმარებლის სახელით
8 000 ლარი

1. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება ერთი მომხმარებლის ერთი თვის მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ მომხმარებელთა სახელების რაოდენობაზე და მომსახურების პერიოდზე.
2. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება მომხმარებელთა სახელების რაოდენობის შესაბამისი პაკეტისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით მომსახურების პერიოდზე.
3. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.
4. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით საინფორმაციო ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციის მომსახურებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.
5. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
(AxBxC)+(DxExF)+(GxHxI)=J
შენიშვნა: ცვლადების მნიშვნელობა:
A – არხის ერთი თვის მომსახურების ღირებულება
B – არხების რაოდენობა
C – არხების მომსახურების პერიოდი
D – საერთო ზონის ერთი თვის მომსახურების ღირებულება
E – საერთო ზონების რაოდენობა
F – საერთო ზონების მომსახურების პერიოდი
G – სპეციალური ზონის ერთი თვის მომსახურების ღირებულება
H – სპეციალური ზონების რაოდენობა
I – სპეციალური ზონების მომსახურების პერიოდი
J – მომსახურების საფასური.
6. მომსახურების საფასური, ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.
7. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება მომხმარებლების სახელების რაოდენობის შესაბამისი პაკეტისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით მომსახურების პერიოდზე.

მუხლი 6. მოთხოვნა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–Flow) მომსახურებაზე🔗
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–Flow) მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მომხმარებლების რაოდენობა;
ბ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი პაკეტი;
გ) მომსახურების გაწევის ვადა;
დ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი წერილობით იღებს ვალდებულებებს სააგენტოს საავტორო და ქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით როგორც ხელშეკრულების მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგ. უარი სააგენტოს საავტორო და ქონებრივი უფლების დაცვის ვალდებულების აღებაზე წარმოადგენს საფუძველს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმისთვის.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დამატებითი ინფორმაციის ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს საავტორო და ქონებრივი უფლებების დაცვის ვალდებულების აღების წერილობითი დადასტურების წარმოდგენისთანავე სააგენტო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–Flow) მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას/დასტურს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რის შემდეგაც შემდგომ სააგენტო იწყებს მომსახურების გაწევას.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩართული მომხმარებლების რაოდენობის ცვლილება. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი შეტყობინება ეგზავნება სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მომსახურების საფასური გამოითვლება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას მომხმარებლების ზღვრული ოდენობა და სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას შეთანხმებულზე მეტი მომხმარებლის ჩართვა.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მოთხოვნით წერილობით მიმართავს სააგენტოს. წერილობით მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველის საკონტაქტო ინფორმაციას და ელექტრონული ფოსტის მისამართს. წერილობით მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ტექნიკური დავალების აღწერილობა. ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო და მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების ფუნქციონალი, პარამეტრები და ა.შ.
2. სააგენტო უფლებამოსილია ტექნიკური დავალების და ამოცანის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარმოდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შესამუშავებლად, სააგენტო უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე.
3. ტექნიკური დავალების შეფასების შემდეგ, სააგენტო განსაზღვრავს ტექნიკური დავალების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის საჭირო კაც-საათების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
5. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მომსახურების გაწევის შედეგად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების საავტორო და ქონებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სააგენტოსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ან შემსყიდველის მიერ ცალმხრივად გამოხატული თანხმობით.
6. სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული თანხმობის და მე-5 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ან ცალმხრივად გამოხატული თანხმობის მიღების შემდეგ.
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს ის საკითხები, რომელზეც სურს კონსულტაციის მიღება შემსყიდველს და მისი საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა კონსულტირების საკითხთან დაკავშირებით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ, სააგენტო განსაზღვრავს საინფორმაციო ტექნოლოგიური კონსულტირების მომსახურებისთვის საჭირო კაც-საათების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

5. სააგენტოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურების ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

მუხლი 81. მოთხოვნა საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებაზე🔗
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს არხების რაოდენობა, ზონების რაოდენობა და სპეციალური ზონების რაოდენობა.
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს არხების რაოდენობა, ზონების რაოდენობა, სპეციალური ზონების რაოდენობა და მომსახრების გაწევის პერიოდი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ, სააგენტო განსაზღვრავს მომსახურების საფასურს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
5. საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურების ვალდებულება სააგენტოს წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
მუხლი 82. მოთხოვნა საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებაზე🔗
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
მუხლი 82. მოთხოვნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებაზე🔗
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების არსი, ხოლო მხარდაჭერის ან/და მონიტორინგის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, მომსახურების პერიოდი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ სააგენტო განსაზღვრავს მომსახურების საფასურს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
5. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების ვალდებულება სააგენტოს წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
მუხლი 83. მოთხოვნა ელექტრონული ფოსტის მომსახურებაზე🔗
შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ელექტრონული ფოსტის მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ა) შესაბამისი პაკეტი;
ბ) მომსახურების გაწევის ვადა;
გ) დომეინის სახელი;
დ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მომსახურების ვალდებულება წარმოეშობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

1. სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად, მომსახურების გაწევის ვადის ამოწურვამდე. მომსახურების გაწევა შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებში.
2. მომსახურების მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის შესაძლოა გაფორმდეს როგორც ყოველთვიურად, ასევე მომსახურების ვადის ამოწურვის შემდგომ. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს მომდევნო თვის პირველი სამუშაო დღიდან ან მომსახურების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღეში.
მომსახურება შეიძლება შეწყდეს:
ა) ვადის გასვლის შემდგომ;
ბ) მხარეთა მოლაპარაკების შედეგად;
გ) ცალმხრივად, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში მომსახურების შეწყვეტის ინიციატორი მხრე ვალდებული ერთი თვით ადრე აცნობოს მორე მხარეს მომსახურების შეწყვეტის/მომსახურების მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) სააგენტოს ინიციატივით შემსყიდველის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში.
ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური შესაძლოა გადახდილ იქნეს წინასწარი ანგარიშსწორების გზით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
1. გადახდილი მომსახურების საფასური უბრუნდება განმცხადებელს, თუ:
ა) მომსახურების საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთებზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
ბ) შემსყიდველმა მომსახურების მიღებამდე უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება.
2. მომსახურების საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი მომსახურების საფასურის ნაწილობრივი ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს მომსახურების საფასურის გადახდიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
შემსყიდველი შეიძლება გათავისუფლდეს მომსახურების საფასურის გადახდისგან სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით.
+
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის
სსიპ –
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის
ბრძანება №6
2019 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის №157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთები, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი.“.
+
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი კობა კობიძე
+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსიკობა კობიძე
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთები, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთები, ასევე ამ საფასური გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებათა სახეების საფასურის განაკვეთებს, მომსახურების საფასურის განაკვეთების გათვალისწინებით მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესს, ასევე აღნიშნული საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. წესის მოქმედება ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მომსახურების სახეებზე და არ მოიცავს სააგენტოს მიერ გაწეულ სხვა მომსახურებებსა და საქმიანობას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „დღე“ – ერთი კალენდარული დღე;
ბ) მომსახურება – სააგენტოს მიერ გაწეული ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურება;
გ) მომსახურების საფასური – ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით გამოთვლილი მომსახურების საფასური;
დ) საერთო ზონა – ზონა, რომლის მომსახურება არ საჭიროებს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაზრდილ რესურსს. ამ ბრძანების მიზნებისთვის საერთო ზონას განეკუთვნება: ქალაქი თბილისი; შიდა ქართლის მხარე; იმერეთის მხარე; გურიის მხარე; სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე (გარდა მესტიის მუნიციპალიტეტისა); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; კახეთის მხარე; ქვემო ქართლის მხარე;
დ) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება – კომპიუტერული სისტემის დამუშავებისთვის ხელსაყრელი ფორმით შექმნილი კომპიუტერული პროგრამა.
ე) სპეციალური ზონა – ზონა, რომლის მომსახურება საჭიროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაზრდილ რესურსს. ამ ბრძანების მიზნებისთვის სპეციალურ ზონას განეკუთვნება: მცხეთა-თიანეთის მხარე, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე, მესტიის მუნიციპალიტეტი, სამცხე ჯავახეთის მხარე.
ვ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება – ქსელური ან/და სერვერული ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, კონფიგურირება, იმპლემენტაცია, მონიტორინგი ან/და მხარდაჭერა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
მუხლი 3. მომსახურების სახეები🔗
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:
ა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e_Flow) მომსახურება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებით მომსახურება;
გ) ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურება;
გ) ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურება.
დ) საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება.
ე) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება;
ვ) ელექტრონული ფოსტის მომსახურება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
მუხლი 4. მომსახურების საფასურის განაკვეთები🔗
1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით მომსახურების საფასურის განაკვეთებია:
1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით მომსახურების საფასურის განაკვეთებია:
ა) სააგენტოს კუთვნილი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამოყენებით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით სარგებლობის შემთხვევაში:
მომსახურების დასახელება
ერთი მომხმარებლის ერთი თვის საფასური დღგ-ის ჩათვლით
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–
Flow) სარგებლობა
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e– Flow) სარგებლობა
5 ლარი
ბ) შემსყიდველის მიერ მისი კუთვნილი საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამოყენებით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით სარგებლობის შემთხვევაში:
მომსახურების დასახელება
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–
Flow) სარგებლობა
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e– Flow) სარგებლობა
№
პაკეტის დასახელება მომხმარებელთა სახელების რაოდენობის მიხედვით
ყოველთვიური საფასურის განაკვეთი დღგ-ის ჩათვლით
1
1-100
500
2
101-200
900
3
201-500
2000
4
501-1000
3000
5
1001-5000
5000
6
5001-10000
7000
7
10001 და მეტი
30000
2. სააგენტოს მიერ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მომსახურების საფასურის განაკვეთი:
მომსახურების დასახელება
საფასური განაკვეთი (1 კაცი –
1 საათი) (დღგ-ს ჩათვლით)
საფასური განაკვეთი (1 კაცი – 1 საათი) (დღგ-ს ჩათვლით)
პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავება
30.00 ლარი
3. სააგენტოს მიერ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურების საფასურის განაკვეთი:
მომსახურების დასახელება
საფასური განაკვეთი (1 კაცი –
საფასური განაკვეთი (1 კაცი – 1 საათი) (დღგ-ს ჩათვლით)
1 საათი) (დღგ-ს ჩათვლით)
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაცია
25 ლარი
4. სააგენტოს მიერ საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურების საფასურის განაკვეთი:
მომსახურების დასახელება
ყოველთვიური საფასურის განაკვეთი დღგ-ის ჩათვლით
საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება
ერთი არხის მომსახურების ღირებულება
300 ლარი
საერთო ზონის მომსახურების ღირებულება
100
სპეციალური ზონის მომსახურების ღირებულება
150
5. სააგენტოს მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასურის განაკვეთი:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი (1 კაცი – 1 საათი) (დღგ-ის ჩათვლით)
საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება
30 ლარი
6. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფოსტის მომსახურების საფასურის განაკვეთები:
მომსახურების დასახელება
ელექტრონული ფოსტის მომსახურება
პაკეტის დასახელება მომხმარებლის სახელების რაოდენობის მიხედვით
ყოველთვიური საფასურის განაკვეთი დღგ-ს ჩათვლით
ერთი დომეინი 1-დან 1000-მდე მომხმარებლის სახელით
5 000 ლარი
ერთი დომეინი 1001-დან 2000-მდე მომხმარებლის სახელით
8 000 ლარი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
მუხლი 5. მომსახურების საფასურის გამოთვლის წესი🔗
1. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება ერთი მომხმარებლის ერთი თვის მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ მომხმარებელთა სახელების რაოდენობაზე და მომსახურების პერიოდზე.
2. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება მომხმარებელთა სახელების რაოდენობის შესაბამისი პაკეტისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით მომსახურების პერიოდზე.
3. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.
3. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.
4. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით საინფორმაციო ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციის მომსახურებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.
4. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით საინფორმაციო ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციის მომსახურებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.
5. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
(AxBxC)+(DxExF)+(GxHxI)=J
შენიშვნა: ცვლადების მნიშვნელობა:
A – არხის ერთი თვის მომსახურების ღირებულება
B – არხების რაოდენობა
C – არხების მომსახურების პერიოდი
D – საერთო ზონის ერთი თვის მომსახურების ღირებულება
E – საერთო ზონების რაოდენობა
F – საერთო ზონების მომსახურების პერიოდი
G – სპეციალური ზონის ერთი თვის მომსახურების ღირებულება
H – სპეციალური ზონების რაოდენობა
I – სპეციალური ზონების მომსახურების პერიოდი
J – მომსახურების საფასური.
6. მომსახურების საფასური, ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.
7. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება მომხმარებლების სახელების რაოდენობის შესაბამისი პაკეტისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით მომსახურების პერიოდზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
მუხლი 6. მოთხოვნა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–Flow) მომსახურებაზე🔗
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–Flow) მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მომხმარებლების რაოდენობა;
ბ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი პაკეტი;
გ) მომსახურების გაწევის ვადა;
დ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი წერილობით იღებს ვალდებულებებს სააგენტოს საავტორო და ქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით როგორც ხელშეკრულების მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგ. უარი სააგენტოს საავტორო და ქონებრივი უფლების დაცვის ვალდებულების აღებაზე წარმოადგენს საფუძველს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმისთვის.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დამატებითი ინფორმაციის ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს საავტორო და ქონებრივი უფლებების დაცვის ვალდებულების აღების წერილობითი დადასტურების წარმოდგენისთანავე სააგენტო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (e–Flow) მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას/დასტურს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რის შემდეგაც შემდგომ სააგენტო იწყებს მომსახურების გაწევას.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩართული მომხმარებლების რაოდენობის ცვლილება. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი შეტყობინება ეგზავნება სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მომსახურების საფასური გამოითვლება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას მომხმარებლების ზღვრული ოდენობა და სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას შეთანხმებულზე მეტი მომხმარებლის ჩართვა.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას მომხმარებლების ზღვრული ოდენობა და სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას შეთანხმებულზე მეტი მომხმარებლის ჩართვა.
მუხლი 7. მოთხოვნა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებით მომსახურებაზე🔗
1. შემსყიდველი ორგანიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მოთხოვნით წერილობით მიმართავს სააგენტოს. წერილობით მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველის საკონტაქტო ინფორმაციას და ელექტრონული ფოსტის მისამართს. წერილობით მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ტექნიკური დავალების აღწერილობა. ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო და მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების ფუნქციონალი, პარამეტრები და ა.შ.
2. სააგენტო უფლებამოსილია ტექნიკური დავალების და ამოცანის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარმოდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შესამუშავებლად, სააგენტო უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე.
2. სააგენტო უფლებამოსილია ტექნიკური დავალების და ამოცანის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარმოდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შესამუშავებლად, სააგენტო უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე.
3. ტექნიკური დავალების შეფასების შემდეგ, სააგენტო განსაზღვრავს ტექნიკური დავალების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის საჭირო კაც-საათების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
5. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მომსახურების გაწევის შედეგად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების საავტორო და ქონებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სააგენტოსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ან შემსყიდველის მიერ ცალმხრივად გამოხატული თანხმობით.
5. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების მომსახურების გაწევის შედეგად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების საავტორო და ქონებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სააგენტოსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ან შემსყიდველის მიერ ცალმხრივად გამოხატული თანხმობით.
6. სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული თანხმობის და მე-5 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ან ცალმხრივად გამოხატული თანხმობის მიღების შემდეგ.
მუხლი 8. მოთხოვნა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურებაზე🔗
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს ის საკითხები, რომელზეც სურს კონსულტაციის მიღება შემსყიდველს და მისი საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა კონსულტირების საკითხთან დაკავშირებით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ, სააგენტო განსაზღვრავს საინფორმაციო ტექნოლოგიური კონსულტირების მომსახურებისთვის საჭირო კაც-საათების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
5. სააგენტოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურების ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
5. სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურების ვალდებულება წარმოეშვება ამ მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული დასტურის მიღების შემდეგ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
მუხლი 81. მოთხოვნა საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებაზე🔗
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს არხების რაოდენობა, ზონების რაოდენობა, სპეციალური ზონების რაოდენობა და მომსახრების გაწევის პერიოდი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ, სააგენტო განსაზღვრავს მომსახურების საფასურს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
5. საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურების ვალდებულება სააგენტოს წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
მუხლი 82. მოთხოვნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებაზე🔗
1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების არსი, ხოლო მხარდაჭერის ან/და მონიტორინგის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, მომსახურების პერიოდი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ სააგენტო განსაზღვრავს მომსახურების საფასურს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
5. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების ვალდებულება სააგენტოს წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
მუხლი 83. მოთხოვნა ელექტრონული ფოსტის მომსახურებაზე🔗
შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ელექტრონული ფოსტის მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ა) შესაბამისი პაკეტი;
ბ) მომსახურების გაწევის ვადა;
გ) დომეინის სახელი;
დ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.
3. სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მომსახურების ვალდებულება წარმოეშობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 ივლისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.
მუხლი 9. მომსახურების გაწევის უწყვეტობა🔗
1. სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად, მომსახურების გაწევის ვადის ამოწურვამდე. მომსახურების გაწევა შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებში.
1. სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად, მომსახურების გაწევის ვადის ამოწურვამდე. მომსახურების გაწევა შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებში.
2. მომსახურების მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის შესაძლოა გაფორმდეს როგორც ყოველთვიურად, ასევე მომსახურების ვადის ამოწურვის შემდგომ. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს მომდევნო თვის პირველი სამუშაო დღიდან ან მომსახურების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღეში.
მუხლი 10. მომსახურების შეწყვეტა🔗
მომსახურება შეიძლება შეწყდეს:
ა) ვადის გასვლის შემდგომ;
ბ) მხარეთა მოლაპარაკების შედეგად;
გ) ცალმხრივად, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში მომსახურების შეწყვეტის ინიციატორი მხრე ვალდებული ერთი თვით ადრე აცნობოს მორე მხარეს მომსახურების შეწყვეტის/მომსახურების მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) სააგენტოს ინიციატივით შემსყიდველის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 11. მომსახურების საფასურის გადახდის წესი🔗
ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური შესაძლოა გადახდილ იქნეს წინასწარი ანგარიშსწორების გზით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
მუხლი 12. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება🔗
1. გადახდილი მომსახურების საფასური უბრუნდება განმცხადებელს, თუ:
ა) მომსახურების საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთებზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
ბ) შემსყიდველმა მომსახურების მიღებამდე უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება.
2. მომსახურების საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი მომსახურების საფასურის ნაწილობრივი ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს მომსახურების საფასურის გადახდიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 13. მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლება🔗
შემსყიდველი შეიძლება გათავისუფლდეს მომსახურების საფასურის გადახდისგან სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით.
შემსყიდველი შეიძლება გათავისუფლდეს მომსახურების საფასურის გადახდისგან სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 20.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.65.077.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4488328-3/