ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.03.2019 ბოლო ცვლილება 28.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016392
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №88

2019 წლის 7 მარტი

ქ. ხონი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტის საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა“ დანართის შესაბამისად.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აგვისტოს №74  დადგენილება (www.macne.gov.ge ს.კ. 010250020.35.119.016378 30/08/2018წ.) „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის" დამტკიცების შესახებ.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
+

დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა“)

   პროგრამა განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის დახმარების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. ადგენს და განსაზღვრავს ფულადი დახმარების სახეებს, მათი მიმღები პირების (ბენეფიციარები) კატეგორიებს. ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.  პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

+
თავი I
სოციალური პროგრამის სახეები

+
მუხლი 1. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური პროგრამის სახეები
ა) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

გ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლის ასაკის ზემოთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით დაავადებული პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

დ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

ე) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

ე​1) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირზე, რომელსაც შეეძინა პირველი შვილი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

ვ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირების სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების/ თანადაფინანსების  პროგრამა;

ზ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო /მედიკამენტოზური მომსახურების დაფინანსება /თანა დაფინანსების პროგრამა;

თ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის" სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;

ი) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა.

ი​1) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა.

კ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ზე, რომელსაც დანიშნული ჰყავს მეურვე/მზრუნველი ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;

კ​1) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლის პირზე, რომელსაც  18 წლის ასაკამდე  დანიშნული ჰყავდა მეურვე/მზრუნველი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

ლ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

მ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

ნ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

ო) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული  პირის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

პ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

ჟ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების  (უნგრეთი და ავღანეთი)  ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

რ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის წევრის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;

ს) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება;

ტ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სასმენი აპარატის ნაწილების (სადენის, კვების წყაროს და საშრობი ტაბლეტის) დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა;

უ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების  პროგრამა;

ფ)  ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა.

ქ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 15 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული შშმ პირების ერთჯერადი სეზონური საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა (ბინის ქირით უზრუნველყოფა).

ღ) ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ცენტრების ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა;

ღ1) (ამოღებულია - 27.12.2023, №16);

ყ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 15 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა;

შ) ხონის მუნიციპალიტეტშირეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სარიტუალო მომსახურების პროგრამა;

ჩ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მასთთან გათანაბრებულ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ოჯახებზე საკანალიზაციო, წყალმომარაგების სააბონენტო ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა;

ც) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალაქ ხონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა;

ძ) ქ.ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მაისის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 30.05.2019წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.04.2021წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.03.2022წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 30.06.2022წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

+
თავი II
ფულადი სოციალური დახმარების პროგრამა

+
მუხლი 2. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბენეფიციარის ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

ა ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ ) არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ;

გ ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;

დ ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა -სამედიცინო ფორმა NIV-100/ა ;

ე ) ბანკის ანგარიშის ნომერი .

3. დოკუმენტაციის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ .

4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე .

5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე .

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.06.2021წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

+
მუხლი 3. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (გარდა დიაბეტის, აუტიზმის სპექტრის მქონე და ეპილეფსიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვები) მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვზე 200(ორასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირის მშობელმა ან მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან შშმ სტატუსის შესახებ; გ) ბავშვის პირადობის ან დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შშმ პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი;

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.03.2022წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.

+
მუხლი 4. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლის ზემოთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით დაავადებულ პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. 18 წლის ასაკის ზემოთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით დაავადებულ პირებზე ან/და მათ მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირმა ან/და მისმა მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) შშმ. სტატუსის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

დ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ან ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემელი კატეგორია-ასაკით“ (არსებობის შემთხვევაში). 

ე) სსე აქტის ამონაწერი ან ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა N IV-100/ა;

ვ)  გადაწყვეტილება ან  ცნობა მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

ზ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.

+
მუხლი 5. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1.  ხონის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხანდაზმულმა ან ხანდაზმული პირის ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბანკის ანგარიშის ნომერი;

დ) უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

+
მუხლი 6. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. დახმარება ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელზე (4 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი) ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას, თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

ა) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები ;

გ) ბანკის ანგარიშის ნომერი ;

დ) დევნილის მოწმობის ასლი (დევნილი მშობლის   შემთხვევაში).

3. დახმარება   გაიცემა   ხონის   მუნიციპალიტეტის   მერის   ბრძანების   საფუძველზე .

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.

+
მუხლი 6​1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირზე, რომელსაც შეეძინა პირველი შვილი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. პირი, რომელიც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს ხონის მუნიციპალიტეტში, იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პირველი შვილის  შეძენისას ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 100 001-მდე, დახმარება პირველი შვილის დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში მომართვის შემთხვევაში, მის ოჯახზე ერთჯერადად განისაზღვროს  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის განმცხადებელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ქორწინების მოწმობა;

დ) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ;

ე) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ვ) ცნობა-ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ზ) ბანკის ანგარიშის ნომერი;

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

+
მუხლი 7. ხონის    მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების/ თანადაფინანსების პროგრამა
1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების (შემდომში-ბენეფიციარები) ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე მათ შორის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე  ვალის აღიარების შესახებ შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოდგენილი (გარდა მასაჟისა, პლასტიკურ/ესთეტიკური ქირურგიის, სამკურნალო-კურორტული და სტომატოლოგიური მომსახურება, ლოგოპედის მომსახურება, მშობიარობა, საკეისრო კვეთა) .

2. დაფინანსების/თანადაფინანსების წესი მოქმედებს შემდეგნაირად:

ა) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა 1-დან-30001-მდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ განესაზღვროს  800 (რვაასი) ლარის ოდენობით;

ბ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა 30001-დან 65001-მდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ განესაზღვროს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;

გ) პირს, რომელსაც  მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა 65001-დან 100001-მდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ, განესაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

დ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 100001-იდან 150001-მდე სარეიტინგო ქულა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ, განესაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ე) პირს რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 150001-დან ზევით და ასევე ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სსიპ სოციალური მომსახუროების სააგენტოს ერთიან ბაზაში, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება ერთჯერადად განესაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.   

3. პროგრამით სარგებლობისათვის ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იყოს :

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა;

დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი), შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ბენეფიციარი იღებს სამედიცინო მომსახურეობას;

ე) ამონაწერი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხონის რაიონული განყოფილებიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მოკვლეული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ვ) პირი, რომელსაც სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტოს შედეგად მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150001-ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში, არ საჭიროებს ამონაწერის/ცნობის წარმოდგენას;

ზ) მიმართვა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან, ბენეფიციარისათვის მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული დაფინანსება/თანადაფინანსების შესახებ (არსებობის შემ თხვევაში);

თ) არასრულწლოვანი ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

4. ბენეფიციარი სამედიცინო დაფინანსების/თანადაფინანსებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წარსადგენად.

5. სამედიცინო მომსახურების თანხის ჩარიცხვა მოხდება შესაბამისი დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.04.2021წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.06.2021წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

+
მუხლი 8. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო /მედიკამენტოზური მომსახურების დაფინანსება /თანადაფინანსების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებლობიდან გამომდინარე  ონკოლოგიური მიმართულებით ყველა სახის სამედიცინო და მედიკამენტოზური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება კალენდარული წლის განმავლობაში განისაზღვროს 1200 (ათას ორასი) ლარით,  მათ შორის, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ვალის აღიარების შესახებ შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოდგენილი.

2. ამ პროგრამით სარგებლობისათვის ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა იქნეს წარმოდგენილი :

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – სამედიცინო ფორმა NIV-100/ა;

დ) ანგარიშფაქტურა/ინვოისი ან კალკულაცია სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან, სადაც მოქალაქე იღებს შესაბამის მომსახურებას;

ე) მიმართვა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის – ბენეფიციარისათვის მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული თანადაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში)

ვ) ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

3. ბენეფიციარი სამედიცინო/მედიკამენტოზური დაფინანსების/თანადაფინანსების შემთხვევაში იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.

4. თანხის ჩარიცხვა მოხდება სამედიცინო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

5. სააფთიაქო დაწესებულებაში ანგარიშსწორება მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.06.2021წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

+
მუხლი 9. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცის" სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცის" სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა)განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა NIV-100/ა; დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. ბენეფიციარი ვალდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა NIV100/ა განაახლოს წელიწადში ერთხელ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობა, განახლებული ფორმა NIV-100/ა-ის წარმოდგენამდე.

5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

+
მუხლი 10. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული)  0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვის (პირველი ტიპის დიაბეტი-ინსულინზე დამოკიდებული) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; გ) შშმ პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დოკუმენტაციის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.

5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.03.2022წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.

+
მუხლი 10​1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ეპილეფსიით დაავადებული ბავშვის ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; გ) შშმ პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დოკუმენტაციის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.

5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.03.2022წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.

+
მუხლი 11. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ზე, რომელსაც დანიშნული ჰყავს მეურვე/მზრუნველი ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ზე, რომელსაც დანიშნული ჰყავს მეურვე/მზრუნველი ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარის მეურვე/მზრუნველმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) გადაწყვეტილება მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის  შესახებ;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ან პირადობის ასლი;

ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული დაწესებული მეურვეობა/მზრუნველობის აქტიურობის შესახებ განახლებული წელიწადში ერთხელ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.

5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 30.06.2022წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

+
მუხლი 11​1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლის პირზე, რომელსაც  18 წლის ასაკამდე  დანიშნული ჰყავდა მეურვე/მზრუნველი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლის პირზე, რომელსაც  18 წლის ასაკამდე  დანიშნული ჰყავდა მეურვე/მზრუნველი ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა  სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული, როგორც სრულწლოვანების მიღწევამდე იმყოფებოდა მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ;

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი;

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

+
მუხლი 12. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს , რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი /ბავშვები , განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება , თითოეულ არასრულწლოვან   ბავშვზე  200 (ორასი ) ლარის   ოდენობით .

2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

ე) (ამოღებულია - 27.09.2023, №11);

ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.

+
მუხლი 13.  ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლების სტატუსის მქონე ვეტერანის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 700(შვიდასი ) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – სამედიცინო ფორმა NIV-50/2.

ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 30.06.2022წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.

+
მუხლი 14. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების ერთჯერადი ფულადი  დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში      უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი; გ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბანკის ანგარიშის ნომერი;

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

+
მუხლი 15. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული  პირის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებულ პირზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

+
მუხლი 16. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირზე განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს.

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ცნობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ ან ვეტერანის მოწმობის ასლი ;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.

+
მუხლი 17. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების  (უნგრეთი და ავღანეთი)  ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანებზე  (უნგრეთი და ავღანეთი) ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

+
მუხლი 18. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის წევრის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის წევრის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 ლარით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)   სსიპ –  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული (ომში დაღუპული პირის ოჯახის წევრის) ვეტერანის მოწმობის ასლი ან ცნობა.

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.

+
მუხლი 19. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იყოს :

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი სამედიცინო ფორმა IV-50/4“.

დ) ცნობა შშმ პირის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის შესახებ (არსებობის შემთხვევაში );

ე) (ამოღებულია - 27.12.2023, №16);

ვ) (ამოღებულია - 27.12.2023, №16);

ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი;

თ) (ამოღებულია - 27.12.2023, №16);

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.06.2021წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

+
მუხლი 20. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის ბავშვებზე სასმენი აპარატის ნაწილების (სადენი, კვების წყარო და საშრობი ტაბლეტის) შეძენის დაფინანსების/ თანადაფინანსების  პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის ბავშვებზე სასმენი აპარატის ნაწილების (სადენი, კვების წყარო და ელემენტი) შეძენისათვის განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება/თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიღებისათვის ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის (ბავშვის) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა N1V-100/ა;

ე) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშფაქტურა.

3. ბენეფიციარი დაფინანსების/თანადაფინანსებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამის დაწესებულებაში წარსადგენად.

4. თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.06.2021წ.

+
მუხლი 21. ხონის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  სახელმწიფო   მზრუნველობიდან  ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების  ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების გაძლიერებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  გადაწყვეტილება ბავშვის/ბავშვების რეინტეგრაციის შესახებ;

გ) სახელმწიფო ზრუნველოდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული ბავშვ(ებ)ის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე)  დახმარების მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს  საინფორმაციო ბარათი;

ვ) დახმარების მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.

+
მუხლი 22. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის (შემაკავებელი ან დამცავი ორდერის არსებობის შემთხვევაში) მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფა მაქსიმუმ 6 თვით განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 120 (ას ოცი) ლარისა.

2. პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შემაკავებელი ან დამცავი ორდერი; გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შუამდგომლობა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ; ე) უძრავი ქონების (ბინა) ქირავნობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებული.

3. თანხის ჩარიხცვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

 4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

+
მუხლი 23. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 15 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული შშმ პირების ერთჯერადი სეზონური საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა (ბინის ქირით უზრუნველყოფა) .
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 15 წლამდე შშმ სტატუსის მქონე ცერებრალური დამბლით დაავადებული პირის სეზონური საკურორტო- სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსება წელიწადში ერთჯერ განისაზღვროს არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარის წარმომადგენელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა/გადაწყვეტილება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

ე) სსე შემოწმების აქტის ამონაწერი;

ვ) ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა № IV 100/ა; 

ზ) ბინის/სასტუმროს გამქირავებლის ბანკის ანგარიშის ნომერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, (იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო კოდი);

3. თანხის ჩარიხცვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 30.06.2022წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.

+
მუხლი 24. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ცენტრების   ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

1. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ცენტრების ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვროს თვეში თითოეულზე არაუმეტეს 1000(ათასი) ლარით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ორგანიზაციის საბანკო ანგარიში ნომერი;

გ) ანგარიშ-ფაქტურის ან ხარჯთაღრიცხვის  დოკუმენტი (მიმდინარე თვის);

დ) სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარზე გაცემული მიმდინარე თვის გააქტიურებული მომსახურების ვაუჩერის ასლი.

 3. დაფინანსება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებისა და ხელშეკრულების  საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 30.06.2022წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

+
მუხლი 24​1. ამოღებულია

მუხლი 25. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 15 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

1. პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინასება/თანადაფინანსებას თვეში არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის განმცხადებელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღები (ბენეფიციარის) დაბადების მოწმობის ასლი, დევნილობის შემთხვევაში- დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-სამედიცინო ფორმა NIV-100/ა;

ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) შესაბამისი დაწესებულებიდან, რომლის განახლება უნდა მოხდეს ყოველთვიურად.

3. ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IVN100) -ის განახლება უნდა მოხდეს თორმეტ თვეში ერთხელ.

4. ბენეფიციარი დაფინანსებისა/თანადაფინანსებისას იღებს ყოველთვიურად საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.

5. თანხის ჩარიცხვა მოხდება შესაბამისი დაწესებულებიდან ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.04.2021წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.06.2021წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

+
მუხლი 26. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირების, სარიტუალო მომსახურების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირების სარიტუალო მომსახურების ღირებულება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარით :

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანი;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირი, რომლის ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილია ხონის მუნიციპალიტეტი;

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე)  იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირის – დევნილის მოწმობის ასლი .

ვ) ქორწინების მოწმობა/დაბადების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;

ზ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

+
მუხლი 27. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მასთან გათანაბრებულ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ოჯახებზე საკანალიზაციო, წყალმომარაგების სააბონენტო ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, მასთან გათანაბრებული პირების, მარჩენალდაკარგულების, რეპრესირებულებისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა მონაწილეების ოჯახებისათვის საკანალიზაციო, წყალმომარაგების ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება განხორციელდეს არაუმეტეს: სასმელ წყალზე – სულზე 1(ერთი) ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში დამატებით – 0.30 ლარი.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა)განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი/ვეტერანთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი/მარჩენალ-დაკარგულის მოწმობის ასლი/რეპრესირებულის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვისცენტრის მიერ გაცემული ქვითრის ასლი; ე) ცნობა სოციალური მდგომარეობის გაცემული, შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

+
მუხლი 28. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების, რომელთაც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა
1. ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახების, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს: სასმელ წყალზე – სულზე 1(ერთი) ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში დამატებით – 0.30 ლარი.

2. თანადაფინანსება ხორციელდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად.

3. სამსახური ვალდებულია განახლებული სიის მოწოდებისათვის ყოველთვიურად მიმართოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს.

4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

+
მუხლი 29. ქალაქ ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა
1. ქ. ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება განსაზღვროს არაუმეტეს: სასმელ წყალზე – სულზე 1(ერთი) ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში დამატებით – 0.30 ლარი.

2. თანადაფინანსება ხორციელდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად.

3. ამ პროგრამის 27-28-ე მუხლებით გათვალისწინებული იმ პირების, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება, რომლებიც ცხოვრობენ ქ. ხონში სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე – განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ, გაცემული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ.

4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მაისის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 30.05.2019წ.

+
თავი III
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება

+
მუხლი 30. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური.)

2. მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის დაფინანსების წყაროა ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი.

+
მუხლი 31. განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღების ფორმა
1. სამსახური განიხილავს წარმოდგენილ განცხადებას საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი „პროგრამის“ საფუძველზე.

2. (ამოღებულია - 27.12.2023, №16);

3. ხონის მუნიციპალიტეტში დროებითი საცხოვრებელი ადგილის მქონე იძულებით გადაადგილებული პირი  ვალდებულია წარმოადგინოს  დევნილის მოწმობის ასლი.

4. ხონის მუნიციალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ფულადი დახმარების სათანადო წესით გაცემას, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.  (ამოღებულია - 27.12.2023, №16).

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №88, 07.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016392 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4504285-9/