ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.03.2019 ბოლო ცვლილება 24.11.2023
ნომერი
№6/10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016417
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/10

2019 წლის 14 მარტი

ქ. ფოთი

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, თანახმად დანართი  №1-ისა.

2. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის და ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი №2-ისა.

3. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა.

4. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, თანახმად დანართი   №4-ისა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის  6 ივნისის დადგენილება №6/31 - ვებგვერდი, 07.06.2022წ

+
მუხლი 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 77​1 , 77​2 მუხლებით, 82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 107​​​4 მუხლით, 114​2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119​1 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125​4 მუხლით, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135​1 მუხლებით, 146​1 მუხლებით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 150​1  მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე, 152​2 , 153​4-ე, 156​1, 159-ე, 159​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალურმა ინსპექციამ“(საიდენტიფიკაციო კოდი: 415112149).

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის  6 ივნისის დადგენილება №6/31 - ვებგვერდი, 07.06.2022წ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ივნისის დადგენილება №7/39 - ვებგვერდი, 29.06.2022წ

+
მუხლი 3
+
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №6/10, 14.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016417 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4509411-2/