სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.03.2019 ბოლო ცვლილება 02.11.2023
ნომერი
№01-26/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016595
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-26/ნ

2019 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ

1. სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის სრულყოფისა და ანგარიშგების ელექტრონულ ფორმატში გადასვლის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:
ა) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური ანგარიშგების წლიური ელექტრონული ფორმების ჩამონათვალი და წარდგენის ვადები (დანართი №1); 
ბ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და მუნიციპალური (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების (შემდგომ – ტექსტსა და დანართებში – სჯც)  მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური ანგარიშგების ყოველკვარტალური და ყოველთვიური ელექტრონული ფორმების ჩამონათვალი და შევსების ვადები (დანართი 2);
გ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური ანგარიშგებით გათვალისწინებული ელექტრონული მოდულების (მათ შორის, რეგისტრების) ჩამონათვალი და შევსების ვადები (დანართი 3);
დ) სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული მოდულების/რეგისტრების წარმოების წესები (დანართი 4);
ე) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი)  დაწესებულებების მიერ წარსადგენი ელექტრონული ანგარიშგების სისტემები/რეგისტრები (№1, №2 და №3 დანართები) განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: www.ehealth.moh.gov.ge და www.portal.ncdc.ge და სისტემებში წარმოდგენილი ცვლადები ივსება თანდართული წესების შესაბამისად;
ვ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და მუნიციპალური (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების საქართველოში ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი №5).
2. სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურმა (ქალაქის) ცენტრებმა უზრუნველყონ:
ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის (მათ შორის, მოქმედი მემორანდუმებით გათვალისწინებული) წარმოება და წარდგენა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ცენტრი) თანდართული ჩამონათვალის და ვადების მიხედვით (დანართი №1-№5); 
ბ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი/უფლებამოსილი პირის/პირების განსაზღვრა და სტატისტიკური ანგარიშგების მაქსიმალური სიზუსტით წარმოებაზე კონტროლის განხორციელება.
3. ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) ელექტრონული მოდულების ადმინისტრირებას; 
ბ) სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ანგარიშების წარდგენას დადგენილი წესის და ვადების მიხედვით;
გ) სამედიცინო დაწესებულებებში სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთა კონსულტირებას და სათანადო მომზადებას მოთხოვნის შემთხვევაში.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“, №01-26/ნ, 25.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016595 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4509878-3/