საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 5 სექტემბრის №25 ბრძანება „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან. |
|
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
|
|
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) წახალისების ფორმებს და წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის პირობებს და პროცედურებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. მუხლი 2. მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები: ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა. 3. მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 21. მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია 1. მეხანძრე-მაშველის საპატიო სია არის მეხანძრე-მაშველის გამორჩეული გმირული ქცევისა და თავდადების, განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულების სახელმწიფოს მიერ აღიარების ნიშანი. 2. საპატიო სიაში დასაშვებია, როგორც მოქმედი მეხანძრე-მაშველის, ისე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის შეყვანა. 3. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 4. მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიალზე. 6. საპატიო სია ინახება სამინისტროში განუსაზღვრელი ვადით. 7. საპატიო სიის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. მუხლი 3. მოსამსახურის წახალისების წესი 1. მოსამსახურის წახალისება ხდება მოსამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით. 2. წარდგინებას უნდა ერთვოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინება გადაეგზავნება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც ამოწმებს მასალებს წახალისებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე და შედეგებს უგზავნის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, რომელიც მასალებს ამზადებს არაუმეტეს ორი კვირის ვადაში. 4. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინებას უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შემდგომი პროცედურებისთვის. 5. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენებამდე მოსამსახურე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში წახალისებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე, რის გამოც ამ პუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინება ეგზავნება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 6. მოსამსახურის წახალისების შესახებ ბრძანება იგზავნება კუთვნილებისამებრ. 7. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წახალისების შესახებ მასალები და ინფორმაცია გამოითხოვოს სამსახურიდან. 8. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში. 9. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. მუხლი 4. მოსამსახურის წახალისებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი 1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის წახალისების უფლება აქვს მინისტრს. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების უფლება აქვს სამსახურის უფროსს. სამსახურის უფროსს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დისციპლინური სახდელი მის მიერ არის შეფარდებული. 3. სამსახურის მეხანძრე-მაშველს, რომელიც მინისტრის მიერ წახალისების ფორმით დაჯილდოვდება სამსახურის სამკერდე ნიშნით („განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, „წარმატებული სამსახურისთვის“) ან მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანით, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადად ეძლევა ფულადი ჯილდო. მუხლი 5. დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება; გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; დ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად იმისა, ის სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; ე) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ვ) მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს; ვ1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე, თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა; ზ) შრომის დისციპლინის დაცვის წესის დარღვევა; თ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის დისციპლინის დარღვევებია: ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება (გარდა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაგეგმილი ან კორპორატიული ღონისძიებებისა); ბ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა; გ) განწესის დარღვევა; დ) სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება; ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება; ვ) სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით (გარდა საპატიო მიზეზისა); ზ) ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი); თ) არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვა) დაგვიანება ან არგამოცხადება; ი) თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე; კ) შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა, გარდა ობიექტური მიზეზებისა; ლ) აუცილებლობის გარეშე, ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება; მ) მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა, გარდა სამსახურის სხვა მოსამსახურისა, თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება ეს მოსამსახურე. ნ) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი; ო) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება; პ) სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაკარგვა; ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება); რ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება; ს) სამსახურებრივი ხარვეზი – სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი და გულგრილი დამოკიდებულება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.08.2023წ. მუხლი 6. დისციპლინური სახდელის სახეები 1. დისციპლინური გადაცდომისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ე) თანამდებობიდან გათავისუფლება/სამსახურიდან დათხოვნა. 2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახეებისა, შეიძლება დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი არ შეეფარდებათ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირებს. მუხლი 7. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი 1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია მოქალაქეთა და მოსამსახურეთა წერილობითი ან ზეპირი განცხადებების, საჩივრების და პატაკების სახით, სასამართლოს კერძო განჩინებები (დადგენილებები), სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, აგრეთვე, ხელმძღვანელის დავალებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას აღმოჩენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტები. 2. იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არის მოსამსახურის უშუალო უფროსის ან მისი ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი წარდგინება, მასში ასახული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მოსამსახურის სახელი, გვარი; ბ) თანამდებობა; გ) სახელმწიფო სპეციალური წოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი; ე) დისციპლინური გადაცდომის არსი; ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს. 3. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა სახის დისციპლინური სახდელის დადების უფლება აქვს მინისტრს. 4. სამსახურის უფროსს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ ამ წესის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით. 5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განიხილოს დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. 6. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ1“ ქვეპუნქტებით, ასევე „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განყოფილების უფროსის მოადგილეზე უფრო მაღალი რანგის მოსამსახურის მიმართ) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისას სამსახურის უფროსი სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნის გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 7. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში და ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია სათანადო დასკვნის მოსამზადებლად გადააგზავნოს სამსახურში. 8. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, სათანადო დასკვნის მომზადებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია გამოითხოვოს სამსახურიდან. აღნიშნულ შემთხვევაში სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი. 9. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით დისციპლინური გადაცდომის განმხილველი დანაყოფი უფლებამოსილია სამსახურის ნებისმიერ მოსამსახურეს მოსთხოვოს/ჩამოართვას წერილობითი ან/და ზეპირი განმარტება. 10. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსამსახურეს უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ორი მოსამსახურის ხელმოწერით. 11. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენიდან, მაგრამ არაუგვიანეს ერთი წლისა, მოსამსახურის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. 12. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. 13. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან მოსამსახურე 24 საათის განმავლობაში ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად. 14. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე, ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. 15. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, მას დაქვემდებარებულ მოსამსახურეზე სუსტი სამსახურებრივი კონტროლის შემთხვევაში. 16. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 17. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.08.2023წ. მუხლი 71. საპატიო სიიდან ამოღების წესი 1. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული იმგვარი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, რომელიც უხეშად ლახავს სამსახურის ავტორიტეტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღების წინადადებით, შესაბამისი დასაბუთებით მინისტრისთვის მიმართვის უფლება აქვს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან/და სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღებაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. მუხლი 72. ცალკეული დისციპლინური სახდელების შეფარდების წესი ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება სამსახურიდან დათხოვნა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.08.2023წ. მუხლი 8. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები 1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება: ა) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით; ბ) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით; გ) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის შემთხვევაში – 1 წლის ვადით. 2. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოიხსნას ვადაზე ადრე, თუ: ა) მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი წარდგინებით მინისტრთან ან შესაბამისი სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით. 4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით კომპეტენციის შესაბამისად მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე. 5. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში. 6. თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. 7. დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, აგრეთვე, მოსამსახურის დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ. 8. სარეკომენდაციო ბარათი თავსდება მოსამსახურის პირად საქმეში. მუხლი 9. დისციპლინური სახდელის შეცვლის წესი 1. სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრი უფლებამოსილია შეფარდებული დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის დადებიდან 6 თვის ვადაში, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსამსახურეთა მიმართ შეფარდებული დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შესახებ. 2. დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა აითვლება თავდაპირველი დისციპლინური სახდელის შეფარდების დღიდან. მუხლი 10. შეფარდებული დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი მოსამსახურეს უფლება აქვს დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებული ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. მუხლი 11. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის აღრიცხვა წახალისება და დისციპლინური სახდელის შეფარდება ექვემდებარება აღრიცხვას. |
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისბრძანება №29
2019 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. + მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თანდართული წესი. |
+
მუხლი 2ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 5 სექტემბრის №25 ბრძანება „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“. + მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია + დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი მუხლი 1. რეგულირების სფეროეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) წახალისების ფორმებს და წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის პირობებს და პროცედურებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. მუხლი 2. მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები: ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა. 3. მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 21. მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია🔗1. მეხანძრე-მაშველის საპატიო სია არის მეხანძრე-მაშველის გამორჩეული გმირული ქცევისა და თავდადების, განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულების სახელმწიფოს მიერ აღიარების ნიშანი. 2. საპატიო სიაში დასაშვებია, როგორც მოქმედი მეხანძრე-მაშველის, ისე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის შეყვანა. 3. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 4. მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიალზე. 6. საპატიო სია ინახება სამინისტროში განუსაზღვრელი ვადით. 7. საპატიო სიის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. მუხლი 3. მოსამსახურის წახალისების წესი 1. მოსამსახურის წახალისება ხდება მოსამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით. 2. წარდგინებას უნდა ერთვოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინება გადაეგზავნება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც ამოწმებს მასალებს წახალისებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე და შედეგებს უგზავნის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, რომელიც მასალებს ამზადებს არაუმეტეს ორი კვირის ვადაში. 4. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინებას უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შემდგომი პროცედურებისთვის. 5. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენებამდე მოსამსახურე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში წახალისებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე, რის გამოც ამ პუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინება ეგზავნება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 6. მოსამსახურის წახალისების შესახებ ბრძანება იგზავნება კუთვნილებისამებრ. 7. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წახალისების შესახებ მასალები და ინფორმაცია გამოითხოვოს სამსახურიდან. 8. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში. 9. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. მუხლი 4. მოსამსახურის წახალისებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი 1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის წახალისების უფლება აქვს მინისტრს. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების უფლება აქვს სამსახურის უფროსს. სამსახურის უფროსს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დისციპლინური სახდელი მის მიერ არის შეფარდებული. 3. სამსახურის მეხანძრე-მაშველს, რომელიც მინისტრის მიერ წახალისების ფორმით დაჯილდოვდება სამსახურის სამკერდე ნიშნით („განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, „წარმატებული სამსახურისთვის“) ან მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანით, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადად ეძლევა ფულადი ჯილდო. მუხლი 5. დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება; გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; დ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად იმისა, ის სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; ე) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ვ) მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს; |
ვ1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე, თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა;
ზ) შრომის დისციპლინის დაცვის წესის დარღვევა;
თ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის დისციპლინის დარღვევებია:
ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება (გარდა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაგეგმილი ან კორპორატიული ღონისძიებებისა);
ბ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა;
გ) განწესის დარღვევა;
დ) სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება;
ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება;
ვ) სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით (გარდა საპატიო მიზეზისა);
ზ) ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი);
თ) არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვა) დაგვიანება ან არგამოცხადება;
ი) თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე;
კ) შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა, გარდა ობიექტური მიზეზებისა;
ლ) აუცილებლობის გარეშე, ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება;
მ) მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა, გარდა სამსახურის სხვა მოსამსახურისა, თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება ეს მოსამსახურე.
ნ) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი;
ო) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება;
პ) სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაკარგვა;
ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება);
რ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;
ს) სამსახურებრივი ხარვეზი – სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი და გულგრილი დამოკიდებულება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.08.2023წ.
მუხლი 6. დისციპლინური სახდელის სახეები
1. დისციპლინური გადაცდომისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) თანამდებობიდან გათავისუფლება/სამსახურიდან დათხოვნა.
2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახეებისა, შეიძლება დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი არ შეეფარდებათ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირებს.
მუხლი 7. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი
1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია მოქალაქეთა და მოსამსახურეთა წერილობითი ან ზეპირი განცხადებების, საჩივრების და პატაკების სახით, სასამართლოს კერძო განჩინებები (დადგენილებები), სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, აგრეთვე, ხელმძღვანელის დავალებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას აღმოჩენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტები.
2. იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არის მოსამსახურის უშუალო უფროსის ან მისი ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი წარდგინება, მასში ასახული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსამსახურის სახელი, გვარი;
ბ) თანამდებობა;
გ) სახელმწიფო სპეციალური წოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი;
ე) დისციპლინური გადაცდომის არსი;
ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს.
3. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა სახის დისციპლინური სახდელის დადების უფლება აქვს მინისტრს.
4. სამსახურის უფროსს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ ამ წესის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განიხილოს დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა.
6. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განყოფილების უფროსის მოადგილეზე უფრო მაღალი რანგის მოსამსახურის მიმართ) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისას სამსახურის უფროსი სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნის გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი..
6. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ1“ ქვეპუნქტებით, ასევე „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განყოფილების უფროსის მოადგილეზე უფრო მაღალი რანგის მოსამსახურის მიმართ) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისას სამსახურის უფროსი სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნის გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
7. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში და ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია სათანადო დასკვნის მოსამზადებლად გადააგზავნოს სამსახურში.
8. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, სათანადო დასკვნის მომზადებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია გამოითხოვოს სამსახურიდან. აღნიშნულ შემთხვევაში სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.
9. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით დისციპლინური გადაცდომის განმხილველი დანაყოფი უფლებამოსილია სამსახურის ნებისმიერ მოსამსახურეს მოსთხოვოს/ჩამოართვას წერილობითი ან/და ზეპირი განმარტება.
10. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსამსახურეს უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ორი მოსამსახურის ხელმოწერით.
11. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენიდან, მაგრამ არაუგვიანეს ერთი წლისა, მოსამსახურის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.
12. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
13. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან მოსამსახურე 24 საათის განმავლობაში ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად.
14. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე, ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
15. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, მას დაქვემდებარებულ მოსამსახურეზე სუსტი სამსახურებრივი კონტროლის შემთხვევაში.
16. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
17. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.08.2023წ.
მუხლი 71. საპატიო სიიდან ამოღების წესი🔗
1. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული იმგვარი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, რომელიც უხეშად ლახავს სამსახურის ავტორიტეტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღების წინადადებით, შესაბამისი დასაბუთებით მინისტრისთვის მიმართვის უფლება აქვს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან/და სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღებაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
მუხლი 72. ცალკეული დისციპლინური სახდელების შეფარდების წესი🔗
ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.08.2023წ.
მუხლი 8. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები
1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
ა) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით;
გ) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის შემთხვევაში – 1 წლის ვადით.
2. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოიხსნას ვადაზე ადრე, თუ:
ა) მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი წარდგინებით მინისტრთან ან შესაბამისი სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით კომპეტენციის შესაბამისად მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
5. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
6. თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
7. დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, აგრეთვე, მოსამსახურის დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.
8. სარეკომენდაციო ბარათი თავსდება მოსამსახურის პირად საქმეში.
მუხლი 9. დისციპლინური სახდელის შეცვლის წესი
1. სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრი უფლებამოსილია შეფარდებული დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის დადებიდან 6 თვის ვადაში, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსამსახურეთა მიმართ შეფარდებული დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შესახებ.
2. დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა აითვლება თავდაპირველი დისციპლინური სახდელის შეფარდების დღიდან.
მუხლი 10. შეფარდებული დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი
მოსამსახურეს უფლება აქვს დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებული ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
მუხლი 11. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის აღრიცხვა
წახალისება და დისციპლინური სახდელის შეფარდება ექვემდებარება აღრიცხვას.
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №29
2019 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თანდართული წესი.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 5 სექტემბრის №25 ბრძანება „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
+
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) წახალისების ფორმებს და წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის პირობებს და პროცედურებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
მუხლი 2. მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები🔗
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა;
თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება.
2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ა) (ამოღებულია - 07.09.2023, №68);
ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
ბ) (ამოღებულია - 07.09.2023, №68);
გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება;
გ) (ამოღებულია - 07.09.2023, №68);
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა.
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა;
ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.
3. მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №68 - ვებგვერდი, 08.09.2023წ.
მუხლი 21. მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია🔗
1. მეხანძრე-მაშველის საპატიო სია არის მეხანძრე-მაშველის გამორჩეული გმირული ქცევისა და თავდადების, განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულების სახელმწიფოს მიერ აღიარების ნიშანი.
2. საპატიო სიაში დასაშვებია, როგორც მოქმედი მეხანძრე-მაშველის, ისე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის შეყვანა.
3. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
4. მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიალზე.
6. საპატიო სია ინახება სამინისტროში განუსაზღვრელი ვადით.
7. საპატიო სიის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
მუხლი 3. მოსამსახურის წახალისების წესი🔗
1. მოსამსახურის წახალისება ხდება მოსამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.
2. წარდგინებას უნდა ერთვოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინება გადაეგზავნება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც ამოწმებს მასალებს წახალისებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე და შედეგებს უგზავნის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, რომელიც მასალებს ამზადებს არაუმეტეს ორი კვირის ვადაში.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ და „თ“ – „კ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინება ეგზავნება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც ამოწმებს მასალებს წახალისებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე და შედეგებს უგზავნის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, რომელიც მასალებს ამზადებს არაუმეტეს ორი კვირის ვადაში.
4. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინებას უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შემდგომი პროცედურებისთვის.
4. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ – „კ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინებას უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შემდგომი პროცედურებისთვის.
5. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენებამდე მოსამსახურე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში წახალისებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე, რის გამოც ამ პუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინება ეგზავნება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
6. მოსამსახურის წახალისების შესახებ ბრძანება იგზავნება კუთვნილებისამებრ.
7. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წახალისების შესახებ მასალები და ინფორმაცია გამოითხოვოს სამსახურიდან.
8. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში.
9. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №68 - ვებგვერდი, 08.09.2023წ.
მუხლი 4. მოსამსახურის წახალისებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის წახალისების უფლება აქვს მინისტრს.
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების უფლება აქვს სამსახურის უფროსს. სამსახურის უფროსს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დისციპლინური სახდელი მის მიერ არის შეფარდებული.
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების უფლება აქვს სამსახურის უფროსს. ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის უფროსს დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დისციპლინური სახდელი მის მიერ არის შეფარდებული.
3. სამსახურის მეხანძრე-მაშველს, რომელიც მინისტრის მიერ წახალისების ფორმით დაჯილდოვდება სამსახურის სამკერდე ნიშნით („განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, „წარმატებული სამსახურისთვის“) ან მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანით, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადად ეძლევა ფულადი ჯილდო.
3. (ამოღებულია - 07.09.2023, №68).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №68 - ვებგვერდი, 08.09.2023წ.
მუხლი 5. დისციპლინური გადაცდომის სახეები🔗
1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
დ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად იმისა, ის სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
ე) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
ვ) მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს;
ვ1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე, თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა;
ზ) შრომის დისციპლინის დაცვის წესის დარღვევა;
თ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის დისციპლინის დარღვევებია:
ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება (გარდა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაგეგმილი ან კორპორატიული ღონისძიებებისა);
ბ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა;
გ) განწესის დარღვევა;
დ) სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება;
ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება;
ვ) სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით (გარდა საპატიო მიზეზისა);
ზ) ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი);
თ) არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვა) დაგვიანება ან არგამოცხადება;
ი) თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე;
კ) შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა, გარდა ობიექტური მიზეზებისა;
ლ) აუცილებლობის გარეშე, ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება;
მ) მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა, გარდა სამსახურის სხვა მოსამსახურისა, თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება ეს მოსამსახურე.
ნ) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი;
ო) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება;
პ) სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაკარგვა;
ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება);
რ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;
ს) სამსახურებრივი ხარვეზი – სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი და გულგრილი დამოკიდებულება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.08.2023წ.
მუხლი 6. დისციპლინური სახდელის სახეები🔗
1. დისციპლინური გადაცდომისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) თანამდებობიდან გათავისუფლება/სამსახურიდან დათხოვნა.
2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახეებისა, შეიძლება დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი არ შეეფარდებათ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირებს.
მუხლი 7. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი🔗
1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია მოქალაქეთა და მოსამსახურეთა წერილობითი ან ზეპირი განცხადებების, საჩივრების და პატაკების სახით, სასამართლოს კერძო განჩინებები (დადგენილებები), სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, აგრეთვე, ხელმძღვანელის დავალებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას აღმოჩენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტები.
2. იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არის მოსამსახურის უშუალო უფროსის ან მისი ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი წარდგინება, მასში ასახული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსამსახურის სახელი, გვარი;
ბ) თანამდებობა;
გ) სახელმწიფო სპეციალური წოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი;
ე) დისციპლინური გადაცდომის არსი;
ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს.
3. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა სახის დისციპლინური სახდელის დადების უფლება აქვს მინისტრს.
4. სამსახურის უფროსს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ ამ წესის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განიხილოს დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა.
6. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ1“ ქვეპუნქტებით, ასევე „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განყოფილების უფროსის მოადგილეზე უფრო მაღალი რანგის მოსამსახურის მიმართ) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისას სამსახურის უფროსი სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნის გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
7. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში და ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია სათანადო დასკვნის მოსამზადებლად გადააგზავნოს სამსახურში.
8. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, სათანადო დასკვნის მომზადებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია გამოითხოვოს სამსახურიდან. აღნიშნულ შემთხვევაში სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.
9. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით დისციპლინური გადაცდომის განმხილველი დანაყოფი უფლებამოსილია სამსახურის ნებისმიერ მოსამსახურეს მოსთხოვოს/ჩამოართვას წერილობითი ან/და ზეპირი განმარტება.
10. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსამსახურეს უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ორი მოსამსახურის ხელმოწერით.
11. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენიდან, მაგრამ არაუგვიანეს ერთი წლისა, მოსამსახურის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.
12. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
13. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან მოსამსახურე 24 საათის განმავლობაში ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად.
14. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე, ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
15. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, მას დაქვემდებარებულ მოსამსახურეზე სუსტი სამსახურებრივი კონტროლის შემთხვევაში.
16. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
17. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.08.2023წ.
მუხლი 71. საპატიო სიიდან ამოღების წესი🔗
1. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული იმგვარი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, რომელიც უხეშად ლახავს სამსახურის ავტორიტეტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღების წინადადებით, შესაბამისი დასაბუთებით მინისტრისთვის მიმართვის უფლება აქვს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან/და სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღებაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
მუხლი 72. ცალკეული დისციპლინური სახდელების შეფარდების წესი🔗
ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.08.2023წ.
მუხლი 8. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები🔗
1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
ა) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით;
გ) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის შემთხვევაში – 1 წლის ვადით.
2. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოიხსნას ვადაზე ადრე, თუ:
ა) მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი წარდგინებით მინისტრთან ან შესაბამისი სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით კომპეტენციის შესაბამისად მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
5. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
6. თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
7. დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, აგრეთვე, მოსამსახურის დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.
8. სარეკომენდაციო ბარათი თავსდება მოსამსახურის პირად საქმეში.
მუხლი 9. დისციპლინური სახდელის შეცვლის წესი🔗
1. სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრი უფლებამოსილია შეფარდებული დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის დადებიდან 6 თვის ვადაში, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსამსახურეთა მიმართ შეფარდებული დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შესახებ.
2. დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა აითვლება თავდაპირველი დისციპლინური სახდელის შეფარდების დღიდან.
მუხლი 10. შეფარდებული დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი🔗
მოსამსახურეს უფლება აქვს დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებული ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
მუხლი 11. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის აღრიცხვა🔗
წახალისება და დისციპლინური სახდელის შეფარდება ექვემდებარება აღრიცხვას.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“, №29, 01.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.016856 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4521822-2/