საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.
|
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულება
|
|
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
|
| მუხლი 1 |
ეს დებულება (შემდგომში –
დებულება) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
|
| მუხლი 2 |
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 21. საომარი მდგომარეობის დროს დეპარტამენტი გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. 3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით. 4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 5. დეპარტამენტში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური/სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები, ასევე სხვა საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 29 ივლისის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 30.07.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მარტის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.03.2021წ. |
| მუხლი 3 |
დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში –
მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
|
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
|
| მუხლი 4 |
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ბ1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებების შესრულება; დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; ე) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება/გადამზადება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
| მუხლი 5 |
დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავება ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობა; დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთკოორდინაციით მასობრივი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა/ლოკალიზაცია; ე) მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობა; ვ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ზ1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებების განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება; კ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; ლ) საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვა; ლ1) კომპეტენციის ფარგლებში დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ლ2) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა; ვიდეომეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა ან/და შესაბამისი სახელმწიფო უწყების მოსამსახურეთა საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადება/გადამზადება; ნ) (ამოღებულია - 25.07.2022, №74); ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა; პ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 01.04.2022წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
| მუხლი 51 |
დეპარტამენტის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით ვიდეოჩაწერისა და ჩაწერილი ინფორმაციის დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
|
| მუხლი 6 |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციის სამმართველო; ბ) ოპერატიული დაგეგმვის სამმართველო; გ) ლოჯისტიკის სამმართველო; დ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო; ე) საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო; ვ) მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველო; ზ) სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო; თ) I მთავარი სამმართველო; ი) II მთავარი სამმართველო; კ) III მთავარი სამმართველო; ლ) IV მთავარი სამმართველო; მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო; ნ) იმერეთის სამმართველო; ო) კახეთის სამმართველო; პ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; ჟ) ქვემო ქართლის სამმართველო; რ) სამედიცინო სამსახური. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №45 - ვებგვერდი, 05.08.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 16.12.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
| მუხლი 7 |
ადმინისტრაციის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; ბ) დეპარტამენტში მისაღები კანდიდატებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ ტესტირებას, კანდიდატების შერჩევას და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის მასალების გადაგზავნას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წვევამდელთა შერჩევაში მონაწილეობას; დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საკადრო საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; დ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ვიზიტების, მათ შორის, სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; ე) დეპარტამენტში და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზებას (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება), კოორდინაციასა და კონტროლს; ვ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, რეგისტრაციას, დამუშავებასა და ადრესატისთვის გადაგზავნას, მათ კოორდინაციასა და კონტროლს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
მუხლი 8. ამოღებულია |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
|
| მუხლი 9 |
ოპერატიული დაგეგმვის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; ბ) საგანგებო ან საომარ მდგომარეობასთან, ასევე, საგანგებო სიტუაციებსა და ინციდენტებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებისა და სპეციალური ოპერაციის დაგეგმვას; დ) დეპარტამენტის ყოველდღიური სამსახურისა და უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ორგანიზებასა და კონტროლს; ე) დეპარტამენტის ერთობლივი საველე-ტაქტიკური სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას; ვ) სხვადასხვა უწყებათაშორის სწავლებებში დეპარტამენტის მოსამსახურეთა მონაწილეობას და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას; ზ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტების ორგანიზებას; თ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზსა და აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას; ი) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; კ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობას; ვიდეომეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას; ლ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში საბრძოლო მომზადების პროცესის ორგანიზებასა და კონტროლს; მ) წვევამდელთა შეკრებების, სპეციალური და საველე-ტაქტიკური სწავლებების ორგანიზებას; ნ) საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო მომზადების ცალკეული გეგმების შემუშავებას და მის საფუძველზე დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადებას; ო) დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების საორგანიზაციო მეთოდური მითითებების შემუშავებას; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
| მუხლი 10 |
ლოჯისტიკის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დოკუმენტაციის განხილვასა და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას; ბ) დეპარტამენტის საინვენტარიზაციო ჯგუფების შექმნას; გ) ღონისძიებების ლოჯისტიკურ დაგეგმვასა და მისი შესრულების კონტროლს; დ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს შეიარაღებით, საბრძოლო მასალითა და სპეციალური აღჭურვილობით მომარაგებას; ე) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს; ვ) დეპარტამენტზე რიცხული ჯავშანტექნიკის აღრიცხვას, ტექმომსახურების შესრულების სისწორეს, მოთხოვნილი სათადარიგო ნაწილების გაცემასა და მათი აღრიცხვის კონტროლს, მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ზ) დეპარტამენტის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ზ1) დეპარტამენტის სამეურნეო, მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას საველე და ურბანულ პირობებში; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ. |
მუხლი 11. (ამოღებულია) |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.
|
| მუხლი 12 |
ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შეუფერხებელ ფუნქციონირებას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მხარდაჭერას; ბ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების სათანადო ექსპლუატაციის კონტროლს, მათ შორის, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აღრიცხვიანობასა და გეგმიური ინვენტარიზაციების ჩატარებას, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული დაზიანებული კავშირგაბმულობის საშუალებების ჩამოწერის მიზნით, სათანადო ღონისძიებებში მონაწილეობას; გ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის, ერთიანი ქსელის, სასერვეროებისა და ქსელში ჩართული კამერების შეუფერხებელ მუშაობას; დ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
მუხლი 13. ამოღებულია |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
|
| მუხლი 14 |
საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს მოსამსახურეების, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე, ამ უწყებების მოსამსახურეთა, საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, გადამზადებასა და სერტიფიცირებას; ბ) საბრძოლო და სპეციალური მომზადების/გადამზადების პროგრამაზე მისაღებად ან მისი მიმდინარეობის პროცესში, მოსამსახურეთათვის ტესტირების ჩატარებას; გ) საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და განახლებას; დ) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებას; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
| მუხლი 141 |
მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს, დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას; ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას; გ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას; დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას; ე) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვას; ზ) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას; თ) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
მუხლი 15. ამოღებულია |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
|
| მუხლი 151 |
სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს:
ა) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების სწრაფი რეაგირების ძალებით უზრუნველყოფას და როგორც დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფას; ბ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სხვა ბრალდებულთა დაკავების ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას; გ) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებს; დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებს; ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, ან სხვა საჭიროების არსებობისას, სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას. ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სწრაფი რეაგირების ძალებით მონაწილეობას; ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფას, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობას; ზ) მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად; თ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას; ი) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №45 - ვებგვერდი, 05.08.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
| მუხლი 16 |
I, II, III და IV მთავარი სამმართველო (III და IV მთავარ სამმართველოებში შემავალი სპეციალური დანიშნულების სამმართველოების გარდა), კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას; ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას; გ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას; დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას; ე) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ე1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას; ზ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას; თ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას; თ1) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და უსაფრთხოებას; ი) ი) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას; ი1) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 27 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.03.2023წ. |
| მუხლი 17 |
III და IV მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების სამმართველოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო, იმერეთის სამმართველო, კახეთის სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის სამმართველო და ქვემო ქართლის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას; ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას; გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავებას ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას; დ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას; ე) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას; ვ) სამინისტროს დანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობას; ზ) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას; თ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამნაშავე ჯგუფთან მოლაპარაკების წარმოებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებასა და გამოყენებას; კ) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას; მ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას; მ1) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და უსაფრთხოებას; ნ) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლების ჩატარებას; ნ1) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას; ნ2) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას; ო) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 01.04.2022წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 27 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.03.2023წ. |
| მუხლი 18 |
სამედიცინო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის/სამინისტროს სხვა დანაყოფის, ასევე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სხვა უწყების მოსამსახურეთა ან/და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურებას; ბ) ამბოლატორიული და სტაციონარული მკურნალობის წარმოებას; გ) დაავადებების თავიდან აცილების მიზნით საჭირო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ შესრულებაზე კონტროლს; დ) დეპარტამენტის სასწავლო და საბრძოლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას; ე) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
მუხლი 19. ამოღებულია |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
|
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
|
| მუხლი 20 |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობასა და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს; დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას; ე) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო დოკუმენტაციას; ვ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; ვ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შემოწმებას/მონიტორინგს; ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე; თ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობასა და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით; კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ნ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა საკურატორო სფეროებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
| მუხლი 21 |
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას; ე) ზედამხედველობს საბრძოლო გეგმების შესრულებას; ვ) მონაწილეობს სამეთაურო სწავლებათა დაგეგმვასა და ჩატარებაში; ზ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. |
| მუხლი 22 |
1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასა და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) შიდა სამსახურებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული გეგმის ფარგლებში ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს; დ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის; ე) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას; ვ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 21. დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამართველოს უფროსი, ლოჯისტიკის სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური მოწყობის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით, ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შიდა სამსახურებრივ საკითხებს მიეკუთვნება ყოველდღიური სამსახურის ორგანიზება, მოსამსახურეთა დანიშნულების ადგილზე გამოძახება და გადაადგილება (მათ შორის მივლინება, რომელიც დაკავშირებული არ არის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან), იარაღის მიმაგრება, საბრძოლო მომზადების/სწავლების ჩატარება, სამოქალაქო უსაფრთხოებისა ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა. 4. ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ „ბ“, „დ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის უფროსები არ ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 5. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო სტრუქტურული ერთეულის უფროსის ორი მოადგილის არსებობის შეთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის დაკისრების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის დირექტორი მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 6. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
+
+
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
+
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.
|
|
+
+
თავი I
ზოგადი დებულებანი |
+
ეს დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |
+
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. |
21. საომარი მდგომარეობის დროს დეპარტამენტი გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.

3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.
4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური/სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები, ასევე სხვა საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 29 ივლისის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 30.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მარტის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.03.2021წ.
+
დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. |
+
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები |
+
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;

გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებების შესრულება;
დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;
ე) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება/გადამზადება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავება ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთკოორდინაციით მასობრივი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა/ლოკალიზაცია;
ე) მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობა;
ვ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ზ1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებების განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება;
კ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა;
ლ) საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვა;
ლ1) კომპეტენციის ფარგლებში დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ლ2) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა; ვიდეომეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა ან/და შესაბამისი სახელმწიფო უწყების მოსამსახურეთა საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადება/გადამზადება;
ნ) (ამოღებულია - 25.07.2022, №74);
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.

მუხლი 51🔗
+
მუხლი 51🔗
დეპარტამენტის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით ვიდეოჩაწერისა და ჩაწერილი ინფორმაციის დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები |
+
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციის სამმართველო;
ბ) ოპერატიული დაგეგმვის სამმართველო;
გ) ლოჯისტიკის სამმართველო;
დ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო;
ე) საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო;
ვ) მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველო;
ზ) სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო;
თ) I მთავარი სამმართველო;
ი) II მთავარი სამმართველო;
კ) III მთავარი სამმართველო;
ლ) IV მთავარი სამმართველო;
მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო;
ნ) იმერეთის სამმართველო;
ო) კახეთის სამმართველო;
პ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
ჟ) ქვემო ქართლის სამმართველო;
რ) სამედიცინო სამსახური.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №45 - ვებგვერდი, 05.08.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 7🔗
ადმინისტრაციის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) დეპარტამენტში მისაღები კანდიდატებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ ტესტირებას, კანდიდატების შერჩევას და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის მასალების გადაგზავნას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წვევამდელთა შერჩევაში მონაწილეობას;
დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საკადრო საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
დ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ვიზიტების, მათ შორის, სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;

ე) დეპარტამენტში და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზებას (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება), კოორდინაციასა და კონტროლს;
ვ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, რეგისტრაციას, დამუშავებასა და ადრესატისთვის გადაგზავნას, მათ კოორდინაციასა და კონტროლს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 8. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 9🔗
ოპერატიული დაგეგმვის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
ბ) საგანგებო ან საომარ მდგომარეობასთან, ასევე, საგანგებო სიტუაციებსა და ინციდენტებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებისა და სპეციალური ოპერაციის დაგეგმვას;
დ) დეპარტამენტის ყოველდღიური სამსახურისა და უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ორგანიზებასა და კონტროლს;
ე) დეპარტამენტის ერთობლივი საველე-ტაქტიკური სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას;
ვ) სხვადასხვა უწყებათაშორის სწავლებებში დეპარტამენტის მოსამსახურეთა მონაწილეობას და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას;
ზ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტების ორგანიზებას;
თ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზსა და აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას;
ი) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
კ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობას; ვიდეომეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას;
ლ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში საბრძოლო მომზადების პროცესის ორგანიზებასა და კონტროლს;
მ) წვევამდელთა შეკრებების, სპეციალური და საველე-ტაქტიკური სწავლებების ორგანიზებას;
ნ) საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო მომზადების ცალკეული გეგმების შემუშავებას და მის საფუძველზე დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადებას;
ო) დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების საორგანიზაციო მეთოდური მითითებების შემუშავებას;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 10🔗
ლოჯისტიკის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დოკუმენტაციის განხილვასა და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას;
ბ) დეპარტამენტის საინვენტარიზაციო ჯგუფების შექმნას;
გ) ღონისძიებების ლოჯისტიკურ დაგეგმვასა და მისი შესრულების კონტროლს;
დ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს შეიარაღებით, საბრძოლო მასალითა და სპეციალური აღჭურვილობით მომარაგებას;
ე) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;
ვ) დეპარტამენტზე რიცხული ჯავშანტექნიკის აღრიცხვას, ტექმომსახურების შესრულების სისწორეს, მოთხოვნილი სათადარიგო ნაწილების გაცემასა და მათი აღრიცხვის კონტროლს, მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) დეპარტამენტის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ზ1) დეპარტამენტის სამეურნეო, მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას საველე და ურბანულ პირობებში;
ზ1) დეპარტამენტის სამეურნეო, მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას საველე და ურბანულ პირობებში;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
+
მუხლი 11. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.
+
მუხლი 12🔗
ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შეუფერხებელ ფუნქციონირებას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მხარდაჭერას;
ბ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების სათანადო ექსპლუატაციის კონტროლს, მათ შორის, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აღრიცხვიანობასა და გეგმიური ინვენტარიზაციების ჩატარებას, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული დაზიანებული კავშირგაბმულობის საშუალებების ჩამოწერის მიზნით, სათანადო ღონისძიებებში მონაწილეობას;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის, ერთიანი ქსელის, სასერვეროებისა და ქსელში ჩართული კამერების შეუფერხებელ მუშაობას;
დ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 13. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
+
მუხლი 14🔗
საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს მოსამსახურეების, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე, ამ უწყებების მოსამსახურეთა, საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, გადამზადებასა და სერტიფიცირებას;
ბ) საბრძოლო და სპეციალური მომზადების/გადამზადების პროგრამაზე მისაღებად ან მისი მიმდინარეობის პროცესში, მოსამსახურეთათვის ტესტირების ჩატარებას;
გ) საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და განახლებას;
დ) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
მუხლი 141🔗
+
მუხლი 141🔗
მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს, დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას;
ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;
გ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას;
დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას;
ე) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვას;
ზ) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას;
თ) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 15. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
მუხლი 151🔗
+
მუხლი 151🔗
ა) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების სწრაფი რეაგირების ძალებით უზრუნველყოფას და როგორც დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სხვა ბრალდებულთა დაკავების ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას;
გ) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებს;
დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებს;
ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, ან სხვა საჭიროების არსებობისას, სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას. ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სწრაფი რეაგირების ძალებით მონაწილეობას;
ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფას, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობას;
ზ) მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად;
თ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;
ი) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №45 - ვებგვერდი, 05.08.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
I, II , III და IV მთავარი სამმართველო (აღნიშნულ მთავარ სამმართველოებში შემავალი სპეციალური დანიშნულების სამმართველოების გარდა), კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას;
ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;
გ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას;
დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას;
ე) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ე1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას;
ზ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას;
თ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას;
თ1) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და უსაფრთხოებას;

ი) ი) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას;
ი1) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 27 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.
+
I, II, III და IV მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების სამმართველოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო, იმერეთის სამმართველო, კახეთის სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის სამმართველო და ქვემო ქართლის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას;
ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავებას ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას;
დ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას;
ე) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას;
ვ) სამინისტროს დანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობას;
ზ) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;
თ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამნაშავე ჯგუფთან მოლაპარაკების წარმოებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებასა და გამოყენებას;
კ) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას;
მ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას;
მ1) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და უსაფრთხოებას;

ნ) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლების ჩატარებას;
ნ1) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას;

ნ2) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას;

ო) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 27 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.
+
სამედიცინო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის/სამინისტროს სხვა დანაყოფის, ასევე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სხვა უწყების მოსამსახურეთა ან/და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურებას;
ბ) ამბოლატორიული და სტაციონარული მკურნალობის წარმოებას;
გ) დაავადებების თავიდან აცილების მიზნით საჭირო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ შესრულებაზე კონტროლს;
დ) დეპარტამენტის სასწავლო და საბრძოლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას;
ე) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
+
მუხლი 19. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
+
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი |
+
მუხლი 20🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობასა და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
ვ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
ვ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შემოწმებას/მონიტორინგს;

ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
თ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობასა და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით;
კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
ნ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა საკურატორო სფეროებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას;
ე) ზედამხედველობს საბრძოლო გეგმების შესრულებას;
ვ) მონაწილეობს სამეთაურო სწავლებათა დაგეგმვასა და ჩატარებაში;
ზ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. |
+
მუხლი 22🔗
1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასა და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) შიდა სამსახურებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული გეგმის ფარგლებში ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს;
დ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის;
ე) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას;
ვ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
21. დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამართველოს უფროსი, ლოჯისტიკის სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური მოწყობის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით, ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შიდა სამსახურებრივ საკითხებს მიეკუთვნება ყოველდღიური სამსახურის ორგანიზება, მოსამსახურეთა დანიშნულების ადგილზე გამოძახება და გადაადგილება (მათ შორის მივლინება, რომელიც დაკავშირებული არ არის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან), იარაღის მიმაგრება, საბრძოლო მომზადების/სწავლების ჩატარება, სამოქალაქო უსაფრთხოებისა ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ „ბ“, „დ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის უფროსები არ ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
5. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო სტრუქტურული ერთეულის უფროსის ორი მოადგილის არსებობის შეთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის დაკისრების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის დირექტორი მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
6. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №30
2019 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულება
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1
ეს დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
+
მუხლი 2
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
21. საომარი მდგომარეობის დროს დეპარტამენტი გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.
3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.
4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური/სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები, ასევე სხვა საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 29 ივლისის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 30.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მარტის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.03.2021წ.
+
მუხლი 3
დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
+
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
+
მუხლი 4
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;
გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებების შესრულება;
დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;
ე) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება/გადამზადება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 5
დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავება ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთკოორდინაციით მასობრივი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა/ლოკალიზაცია;
ე) მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობა;
ვ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ზ1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება;
კ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა;
ლ) საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვა;
ლ1) კომპეტენციის ფარგლებში დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ლ2) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა; ვიდეომეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა ან/და შესაბამისი სახელმწიფო უწყების მოსამსახურეთა საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადება/გადამზადება;
ნ) (ამოღებულია - 25.07.2022, №74);
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 51
დეპარტამენტის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით ვიდეოჩაწერისა და ჩაწერილი ინფორმაციის დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
+
მუხლი 6
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციის სამმართველო;
ბ) ოპერატიული დაგეგმვის სამმართველო;
გ) ლოჯისტიკის სამმართველო;
დ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო;
ე) საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო;
ვ) მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველო;
ვ) მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველო;
ზ) სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო;
თ) I მთავარი სამმართველო;
ი) II მთავარი სამმართველო;
კ) III მთავარი სამმართველო;
ლ) IV მთავარი სამმართველო;
მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო;
ნ) იმერეთის სამმართველო;
ო) კახეთის სამმართველო;
პ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
ჟ) ქვემო ქართლის სამმართველო;
რ) სამედიცინო სამსახური.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №45 - ვებგვერდი, 05.08.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 26.04.2023წ.
+
მუხლი 7
ადმინისტრაციის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) დეპარტამენტში მისაღები კანდიდატებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ ტესტირებას, კანდიდატების შერჩევას და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის მასალების გადაგზავნას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წვევამდელთა შერჩევაში მონაწილეობას;
დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საკადრო საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
დ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ვიზიტების, მათ შორის, სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
ე) დეპარტამენტში და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზებას (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება), კოორდინაციასა და კონტროლს;
ვ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, რეგისტრაციას, დამუშავებასა და ადრესატისთვის გადაგზავნას, მათ კოორდინაციასა და კონტროლს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 8. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 9
ოპერატიული დაგეგმვის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
ბ) საგანგებო ან საომარ მდგომარეობასთან, ასევე, საგანგებო სიტუაციებსა და ინციდენტებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებისა და სპეციალური ოპერაციის დაგეგმვას;
დ) დეპარტამენტის ყოველდღიური სამსახურისა და უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ორგანიზებასა და კონტროლს;
ე) დეპარტამენტის ერთობლივი საველე-ტაქტიკური სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას;
ვ) სხვადასხვა უწყებათაშორის სწავლებებში დეპარტამენტის მოსამსახურეთა მონაწილეობას და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას;
ზ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტების ორგანიზებას;
თ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზსა და აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას;
ი) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
კ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობას; ვიდეომეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას;
ლ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში საბრძოლო მომზადების პროცესის ორგანიზებასა და კონტროლს;
მ) წვევამდელთა შეკრებების, სპეციალური და საველე-ტაქტიკური სწავლებების ორგანიზებას;
ნ) საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო მომზადების ცალკეული გეგმების შემუშავებას და მის საფუძველზე დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადებას;
ო) დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების საორგანიზაციო მეთოდური მითითებების შემუშავებას;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 10
ლოჯისტიკის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დოკუმენტაციის განხილვასა და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას;
ბ) დეპარტამენტის საინვენტარიზაციო ჯგუფების შექმნას;
გ) ღონისძიებების ლოჯისტიკურ დაგეგმვასა და მისი შესრულების კონტროლს;
დ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს შეიარაღებით, საბრძოლო მასალითა და სპეციალური აღჭურვილობით მომარაგებას;
ე) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;
ვ) დეპარტამენტზე რიცხული ჯავშანტექნიკის აღრიცხვას, ტექმომსახურების შესრულების სისწორეს, მოთხოვნილი სათადარიგო ნაწილების გაცემასა და მათი აღრიცხვის კონტროლს, მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) დეპარტამენტის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ზ1) დეპარტამენტის სამეურნეო, მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას საველე და ურბანულ პირობებში;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
+
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.
+
მუხლი 12
ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შეუფერხებელ ფუნქციონირებას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მხარდაჭერას;
ბ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების სათანადო ექსპლუატაციის კონტროლს, მათ შორის, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აღრიცხვიანობასა და გეგმიური ინვენტარიზაციების ჩატარებას, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული დაზიანებული კავშირგაბმულობის საშუალებების ჩამოწერის მიზნით, სათანადო ღონისძიებებში მონაწილეობას;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის, ერთიანი ქსელის, სასერვეროებისა და ქსელში ჩართული კამერების შეუფერხებელ მუშაობას;
დ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 13. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
+
მუხლი 14
საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს მოსამსახურეების, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე, ამ უწყებების მოსამსახურეთა, საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, გადამზადებასა და სერტიფიცირებას;
ბ) საბრძოლო და სპეციალური მომზადების/გადამზადების პროგრამაზე მისაღებად ან მისი მიმდინარეობის პროცესში, მოსამსახურეთათვის ტესტირების ჩატარებას;
გ) საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და განახლებას;
დ) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 141
მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს, დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას;
ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;
გ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას;
დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას;
ე) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვას;
ზ) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას;
თ) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 26.04.2023წ.
+
მუხლი 15. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 151
სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს:
ა) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების სწრაფი რეაგირების ძალებით უზრუნველყოფას და როგორც დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სხვა ბრალდებულთა დაკავების ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას;
გ) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებს;
დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებს;
ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, ან სხვა საჭიროების არსებობისას, სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას. ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სწრაფი რეაგირების ძალებით მონაწილეობას;
ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფას, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობას;
ზ) მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად;
თ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;
ი) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №45 - ვებგვერდი, 05.08.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 16
I, II, III და IV მთავარი სამმართველო (აღნიშნულ მთავარ სამმართველოებში შემავალი სპეციალური დანიშნულების დანაყოფების გარდა), კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას;
ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;
გ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას;
დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას;
ე) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ე1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას;
ზ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას;
თ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას;
თ1) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და უსაფრთხოებას;
ი) ი) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას;
ი1) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 27 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 26.04.2023წ.
+
მუხლი 17
I, II, III და IV მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო, იმერეთის სამმართველო, კახეთის სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის სამმართველო და ქვემო ქართლის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას;
ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავებას ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას;
დ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას;
ე) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას;
ვ) სამინისტროს დანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობას;
ზ) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;
თ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამნაშავე ჯგუფთან მოლაპარაკების წარმოებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებასა და გამოყენებას;
კ) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას;
მ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას;
მ1) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და უსაფრთხოებას;
ნ) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლების ჩატარებას;
ნ1) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას;
ნ2) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას;
ო) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 27 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 26.04.2023წ.
+
მუხლი 18
სამედიცინო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის/სამინისტროს სხვა დანაყოფის, ასევე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სხვა უწყების მოსამსახურეთა ან/და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურებას;
ბ) ამბოლატორიული და სტაციონარული მკურნალობის წარმოებას;
გ) დაავადებების თავიდან აცილების მიზნით საჭირო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ შესრულებაზე კონტროლს;
დ) დეპარტამენტის სასწავლო და საბრძოლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას;
ე) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
+
მუხლი 19. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
+
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
+
მუხლი 20
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობასა და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
ვ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
ვ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შემოწმებას/მონიტორინგს;
ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
თ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობასა და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით;
კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
ნ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა საკურატორო სფეროებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
+
მუხლი 21
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას;
ე) ზედამხედველობს საბრძოლო გეგმების შესრულებას;
ვ) მონაწილეობს სამეთაურო სწავლებათა დაგეგმვასა და ჩატარებაში;
ზ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
+
მუხლი 22
1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასა და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) შიდა სამსახურებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული გეგმის ფარგლებში ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს;
დ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის;
ე) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას;
ვ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
21. დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამართველოს უფროსი, ლოჯისტიკის სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური მოწყობის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით, ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შიდა სამსახურებრივ საკითხებს მიეკუთვნება ყოველდღიური სამსახურის ორგანიზება, მოსამსახურეთა დანიშნულების ადგილზე გამოძახება და გადაადგილება (მათ შორის მივლინება, რომელიც დაკავშირებული არ არის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან), იარაღის მიმაგრება, საბრძოლო მომზადების/სწავლების ჩატარება, სამოქალაქო უსაფრთხოებისა ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ „ბ“, „დ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის უფროსები არ ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
5. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო სტრუქტურული ერთეულის უფროსის ორი მოადგილის არსებობის შეთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის დაკისრების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის დირექტორი მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
6. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 08.02.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 ივლისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 27.07.2022წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №30, 01.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016857 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4523874-8/