საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 ივნისის ბრძანება №01-54/ნ - ვებგვერდი, 11.06.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 ივნისის ბრძანება №01-54/ნ - ვებგვერდი, 11.06.2021წ.
|
+
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-52/ნ
2019 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 ივნისის ბრძანება №01-54/ნ - ვებგვერდი, 11.06.2021წ.
+
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 1.11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1🔗
1. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1).
2. ,,საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №2).
3. ,,სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №3).
4. „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ (დანართი №4).
5. „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარის ფორმა“ (დანართი №5).
6. „დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ (დანართი №6).საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 ივნისის ბრძანება №01-54/ნ - ვებგვერდი, 11.06.2021წ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერან იძულებით გადაადგილებულ პირთა/ოჯახთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:
+
1.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1).
2.
,,საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №2).
3.
,,სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №3).
4.
„საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ (დანართი №4).
5.
„გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარის ფორმა“ (დანართი №5).
6.
„გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის პროცესის მონიტორინგის ფორმა“ (დანართი №6).
7.
,,გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ (დანართი №7).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“, №01-52/ნ, 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016620 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4524847-5/