„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/05/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.038.016450) №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 30 დღისა.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაღებული მასალის შენახვის 30-დღიანი ვადა:
ა) №8 პენიტენციური დაწესებულების (გარდა ამავე დაწესებულების იმ ნაწილისა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11-ში) მიმართ ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან, ხოლო №8 პენიტენციური დაწესებულების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11-ში – 2021 წლის 1 აგვისტოდან; ბ) №2 და №15 პენიტენციური დაწესებულებების მიმართ ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან; გ) №12 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან; დ) №7, №9, №17 და №19 პენიტენციური დაწესებულებების მიმართ ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან; ე) №5 და №6 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან; ვ) №3, №11 და №14 პენიტენციური დაწესებულების მიმართ, აგრეთვე №18 პენიტენციური დაწესებულების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ-ზე, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან; ზ) №10 და №16 პენიტენციური დაწესებულებების, აგრეთვე №18 პენიტენციური დაწესებულების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტ დაბა ქსანში, ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №603 - ვებგვერდი, 01.09.2020 წ. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაღებული მასალის შენახვის 30-დღიანი ვადის ამოქმედებისთვის, ამავე ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ვადების დადგომამდე, გადაღებული მასალა შენახულ იქნეს არანაკლებ 120 საათის ვადით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №603 - ვებგვერდი, 01.09.2020 წ. |
|
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №403
ბრძანება
№403
2019 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/05/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.038.016450) №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 30 დღისა.“.
+
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაღებული მასალის შენახვის 30-დღიანი ვადა:
ა) №8 პენიტენციური დაწესებულების (გარდა ამავე დაწესებულების იმ ნაწილისა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11-ში) მიმართ ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან, ხოლო №8 პენიტენციური დაწესებულების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11-ში – 2021 წლის 1 აგვისტოდან;
ა) №8 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან;
ბ) №2 და №15 პენიტენციური დაწესებულებების მიმართ ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან;
გ) №12 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან;
დ) №7, №9, №17 და №19 პენიტენციური დაწესებულებების მიმართ ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან;
ე) №5 და №6 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან;
ე) №5 და №6 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან;
ვ) №3, №11 და №14 პენიტენციური დაწესებულების მიმართ, აგრეთვე №18 პენიტენციური დაწესებულების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ-ზე, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან;
ვ) №3, №11, №14, №16 და №18 პენიტენციური დაწესებულებების მიმართ ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
ზ) №10 და №16 პენიტენციური დაწესებულებების, აგრეთვე №18 პენიტენციური დაწესებულების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტ დაბა ქსანში, ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №603 - ვებგვერდი, 01.09.2020 წ.
+
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაღებული მასალის შენახვის 30-დღიანი ვადის ამოქმედებისთვის, ამავე ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ვადების დადგომამდე, გადაღებული მასალა შენახულ იქნეს არანაკლებ 120 საათის ვადით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №603 - ვებგვერდი, 01.09.2020 წ. |
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №403, 13.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016903 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4561590-1/