ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესი“;
ბ) „ციფრული ფორმები“ (დანართი №1);
გ) „კონსოლიდირებული ციფრული ფორმები“ (დანართი №2);
დ) „სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ფორმა“ (დანართი №3).
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანება „სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“.
|
ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ელექტრონული ფორმით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროებისა და დაინტერესებულ პირთა მიერ ამ ინფორმაციის გაცნობის წესს.
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიშგების ვებგვერდი – ვებგვერდი, რომელზეც ამ წესის შესაბამისად ხდება ანგარიშგების წარდგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნება;
ბ) სუბიექტის გვერდი – ვებგვერდზე სუბიექტის ინდივიდუალური გვერდი, რომელზეც საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით აისახება სუბიექტის წარდგენილი ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია სუბიექტის შესახებ ამ წესის შესაბამისად;
გ) სუბიექტთან კავშირი - სუბიექტის მომხმარებლისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ქონა;
დ) ჯგუფის შექმნის თარიღი – თარიღი, რომლიდანაც სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი;
ვ) არაფინანსური ინსტიტუტი – სუბიექტი, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს;
ზ) ემიტენტის კოდი – საფონდო ბირჟის წესების მიხედვით განსაზღვრული ემიტენტის უნიკალური კოდი;
თ) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი;
ი) ფუნქციონირებადი საწარმო – ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსი განისაზღვრება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, სუბიექტის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
1. ამ წესით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო სამუშაო დღიდან.
2. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.
3. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.
4. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით − მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.
ანგარიშგების ვებგვერდი
1. სუბიექტი ანგარიშგებას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურს (შემდომ – სამსახური) წარუდგენს ელექტრონული ფორმით, ანგარიშგების ვებგვერდის (შემდგომ – ვებგვერდი) გამოყენებით (www.reportal.ge).
2. ვებგვერდს მართავს სამსახური. სამსახური იყენებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს.
1. სუბიექტს შეიძლება ჰყავდეს შემდეგი ტიპის მომხარებლები:
ა) ადმინისტრატორი;
ბ) რედაქტორი;
გ) ოპერატორი;
დ) დამთვალიერებელი.
2. ადმინისტრატორს აქვს სუბიექტის გვერდის მართვასთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, ანგარიშგების ელექტრონულად შევსების, დოკუმენტის ატვირთვის, აუდიტორის დამატების, ანგარიშგების სამსახურისთვის გადაგზავნის, ასევე, სხვა ტიპის მომხმარებლების დამატების უფლება.
3. რედაქტორს აქვს სუბიექტის გვერდის მართვის, მათ შორის, ანგარიშგების ელექტრონულად შევსების, დოკუმენტის ატვირთვის, აუდიტორის დამატებისა და ანგარიშგების სამსახურისთვის გადაგზავნის უფლება.
4. ოპერატორს აქვს ანგარიშგების ელექტრონულად შევსებისა და დოკუმენტის ატვირთვის უფლება.
5. დამთვალიერებელს აქვს სუბიექტის გვერდზე არსებული მონაცემების დათვალიერების უფლება.
1. ანგარიშგების წარსადგენად სუბიექტმა ვებგვერდზე პირველადი ავტორიზაცია უნდა გაიაროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის (eservices.rs.ge) მომხარებლისა და პაროლის საშუალებით, რასაც სუბიექტის ადმინისტრატორის რეგისტრაცია ეწოდება.
2. სუბიექტს ერთსა და იმავე პერიოდში შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ადმინისტრატორი. სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის პარამეტრებით პირველადი ავტორიზაციის გავლისა და ადმინისტრატორის რეგისტრაციის შემდეგ იმავე მონაცემებით ავტორიზაციის გავლა შეუძლებელია, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. პირველადი ავტორიზაციის გავლის შემდეგ ადმინისტრატორი ავსებს შემდეგ მონაცემებს:
ა) პირადი ნომერი;
ბ) სახელი, გვარი;
გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;
დ) მობილური ტელეფონის ნომერი;
ე) პაროლი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, გარდა პირადი ნომრისა, არ ივსება, თუ პირი უკვე რეგისტრირებულია მომხმარებელთა ბაზაში.
5. სუბიექტთან კავშირის გასააქტიურებელი ბმული იგზავნება პირის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აღნიშნულ ბმულზე გადასვლით დასტურდება სუბიექტთან კავშირი და პირი ხდება სუბიექტის ადმინისტრატორი.
6. სუბიექტის რედაქტორს, ოპერატორსა და დამთვალიერებელს არეგისტრირებს ადმინისტრატორი სუბიექტის გვერდზე მომხმარებლის ჩანართში მომხმარებლის დამატების ღილაკზე დაჭერით და ავსებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს.
61. ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თავისი ან/და სხვა მომხმარებლის მონაცემები.
7. თუ პირი უკვე რეგისტრირებულია მომხმარებელთა ბაზაში, ადმინისტრატორი სხვა მომხმარებლის დასამატებლად ავსებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს, რის შემდეგაც იღებს შეტყობინებას, რომ აღნიშნული მონაცემები რეგისტრირებულია მომხმარებელთა ბაზაში და დაფიქსირებულია ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი.
8. მომხარებელთა ბაზაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის ახლით შეცვლა შესაძლებელია აქტიური პაროლის შეყვანის გზით.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელმა, გარდა ადმინისტრატორისა, მითითებულ ბმულზე გადასვლისას უნდა გაიაროს ვერიფიკაცია თავისი პირადი ნომრის მითითებით. თუ პირის მიერ მითითებული პირადი ნომერი დაემთხვევა ადმინისტრატორის მიერ მითითებულ პირად ნომერს, გააქტიურდება პირის კავშირი სუბიექტთან და მას მიენიჭება მომხმარებლის სტატუსი.
10. ადმინისტრატორს შეუძლია მომხმარებლების მართვის პანელიდან სუბიექტსა და მომხმარებელს შორის არსებული კავშირის გაუქმება, რის შესახებაც ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
11. ადმინისტრატორს ნებისმიერ დროს შეუძლია მომხმარებელს შეუცვალოს სტატუსი და მიანიჭოს მომხმარებლის ახალი ტიპი, რის შესახებაც ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

1. ადმინისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს თავისი კავშირი სუბიექტთან. ამ შემთხვევაში ახალი ადმინისტრატორის რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
2. ადმინისტრატორის კავშირი სუბიექტთან ავტომატურად უქმდება, თუ ადმინისტრატორი სუბიექტის გვერდის სხვა მომხმარებელს მიანიჭებს ადმინისტრატორის როლს.
3. თუ ადმინისტრატორის შეცვლა ვერ ხორციელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდის ადმინისტრირების პანელიდან, სამსახურის თანამშრომლის მიერ, სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმების შემდეგ პირი დარეგისტრირდება ადმინისტრატორად ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
ანგარიშგებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენა
1. უფლებამოსილი მომხმარებელი ანგარიშგების წარდგენას იწყებს სუბიექტის გვერდზე ანგარიშგების ჩანართში ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერით.
2. ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ივსება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის შესახებ;
ბ) იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სუბიექტი მშობელ საწარმოს;
გ) ანგარიშგების წარდგენის დროისთვის აქვს თუ არა სუბიექტს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომ – სდპ) სტატუსი. ასევე, მიეთითება სდპ-ის სახე;
დ) ჯგუფის შექმნის თარიღთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) წარმოადგენს თუ არა სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს;
ვ) მოიცავს თუ არა სუბიექტის საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას;
ზ) ანგარიშგების წარდგენის დროისთვის წარმოადგენს თუ არა ფუნქციონირებად საწარმოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად.
3. სუბიექტი მიუთითებს, წარმოადგენს თუ არა მშობელ საწარმოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. სუბიექტის ანგარიშგების წარდგენის დროისთვის არსებული სდპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაცია და სდპ-ის სახე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აისახება ავტომატურად, აგრეთვე ინფორმაცია, წარმოადგენს თუ არა კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს, აისახება ავტომატურად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
5. სუბიექტი ვალდებულია შეცვალოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატურად მითითებული მონაცემები, თუ ანგარიშგების წარდგენის დროისთვის ეს მონაცემები არასწორია.
6. სუბიექტი მიუთითებს, მოიცავს თუ არა მისი საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას.
7. სუბიექტის სტატუსი ფუნქციონირებადი საწარმოს შესახებ აისახება ავტომატურად. სუბიექტი უფლებამოსილია შეცვალოს აღნიშნული სტატუსი, თუ მის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენის დროისთვის ის არ მიეკუთვნება ფუნქციონირებად საწარმოს.
1. სუბიექტი ზომითი კატეგორიის განსაზღვრის ჩანართში მითითებული პერიოდებისთვის ავსებს შემდეგ ველებს:
ა) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აქტივების ჯამური ღირებულება;
ბ) საანგარიშგებო პერიოდის შემოსავალი;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა.
2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს, სუბიექტმა საკუთარი ზომითი კატეგორიის განსაზღვრის შემდგომ, დამატებით, უნდა განსაზღვროს ჯგუფის ზომითი კატეგორია, რისთვისაც მან უნდა მიუთითოს თავისი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ჯგუფის მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა შეივსოს ერთეულ ლარში.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შევსების შედეგად გამოთვლის ღილაკზე დაჭერით განისაზღვრება სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორია, ასევე, ინფორმაცია შესაბამისი კატეგორიის სუბიექტისთვის/ჯგუფისთვის კანონით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების, აუდიტის ჩატარების ვალდებულებისა და ანგარიშგების წარდგენის ვადის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სუბიექტი/ჯგუფი უფლებამოსილია, კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად, გამოიყენოს უფრო მაღალი ზომითი კატეგორიის სუბიექტისათვის დადგენილი სტანდარტი.
ზომითი კატეგორიის განსაზღვრის შემდეგ ავტომატურად გენერირდება წარსადგენი ინფორმაციის ჩანართები, რომლის თითოეული ველი სუბიექტმა სრულად უნდა შეავსოს ანგარიშგების სამსახურში გადაგზავნამდე.
1. სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართში აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები და („NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით;
გ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აუდიტის კომიტეტის შემადგენლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მშობელი საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში შვილობილი საწარმოს/საწარმოების რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე1) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მითითებულ შვილობილ საწარმოში/საწარმოებში წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
ე2) თარიღი, რომლიდანაც ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საწარმო/საწარმოები აღარ წარმოადგენს შვილობილ საწარმოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვ) სუბიექტის საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, საფოსტო ინდექსი და ვებგვერდი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, დამატებით უთითებს სუბიექტის ანგარიშგების დაინტერესებული პირისთვის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მშობელი საწარმო და შვილობილი საწარმო/საწარმოები რეგისტრირებულია საქართველოში, სუბიექტის მიერ მათი საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, მათი საფირმო სახელწოდება აისახება ავტომატურად, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები და („NACE“) კოდი აისახება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე. თუ ასახული ინფორმაცია განსხვავდება სუბიექტის მიერ წარსადგენ, ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული საქმიანობის ძირითადი სახისგან/სახეებისგან, იგი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდზე შეცვალოს მითითებული საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები.
1. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს ანგარიშგებების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორ(ებ)ის/ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტაციო ნომერი, რის შედეგად ავტომატურად აისახება აუდიტორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
2. თუ აუდიტი ჩატარდა გარიგების პარტნიორის მიერ, აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად აისახება იმ აუდიტორული ფირმის/ფირმების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია გარიგების პარტნიორი. თუ ასეთი აუდიტორული ფირმების რაოდენობა ერთზე მეტია, სუბიექტი მიუთითებს იმ აუდიტორულ ფირმას, რომლის სახელითაც მოქმედებდა გარიგების პარტნიორი აუდიტის ჩატარებისას.
3. თუ ანგარიშგების წარდგენისას გარიგების პარტნიორი აღარ არის დასაქმებული იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის სახელითაც მოქმედებდა აუდიტის ჩატარებისას, სუბიექტი, აუდიტორულ ფირმასთან შეთანხმებით, მიუთითებს ამ აუდიტორული ფირმის სხვა უფლებამოსილ გარიგების პარტნიორს.
4. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში. თუ აღნიშნული თანხა ანგარიშგების წარდგენის დროისთვის სრულად გადახდილი არ არის, სუბიექტი აუდიტორის დამატების ჩანართში მიუთითებს აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობას სრულად, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში.
1. სააღრიცხვო საქმიანობების გამწევი პირის შესახებ ინფორმაციის ჩანართში, სააღრიცხვო საქმიანობების სფეროში მოქმედმა სუბიექტმა უნდა მიუთითოს დასაქმებული სააღრიცხვო საქმიანობის მომსახურების მიწოდების გამწევი პირ(ებ)ის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ფაქტობრივი მისამართი და საქმიანობის მიმართულება (აუდიტი, ბუღალტერია, საგადასახადო კონსულტაცია).
2. ამ მუხლის მიზნებისთვის სააღრიცხვო საქმიანობა განიმარტება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 18 მაისის ბრძანება №ნ-5 - ვებგვერდი, 19.05.2022წ.
1. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი/ჯგუფი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტი, ატვირთული ანგარიშგების შესაბამისად.
2. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი შემდეგი ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №1):
ა) ფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);
ბ) მზღვეველების ციფრული ფორმები;
გ) არაფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები;
დ) მესამე კატეგორიის საწარმოს გამარტივებული ციფრული ფორმები;
ე) მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგების ფორმები.
3. თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი კონსოლიდირებული ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №2):
ა) ფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);
ბ) მზღვეველების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები;
გ) არაფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები;
დ) მესამე კატეგორიის ჯგუფის კონსოლიდირებული ციფრული ფორმები.
4. ელექტრონულად შესავსები ციფრული ფორმების ძირითადი კომპონენტებია (დანართი №1):
ა) ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);
ბ) საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);
გ) ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);
დ) კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4);
ე) განმარტებითი შენიშვნები (ფორმა №5);
ვ) შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება (ფორმა №6).
5. ელექტრონულად შესავსები კონსოლიდირებული ციფრული ფორმების ძირითადი კომპონენტებია (დანართი №2):
ა) კონსოლიდირებული ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);
ბ) კონსოლიდირებული საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);
გ) კონსოლიდირებული ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);
დ) კონსოლიდირებული კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4).
6. სუბიექტის/ჯგუფის მიერ ციფრული ფორმის არჩევის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმისა და სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორიის გათვალისწინებით, ავტომატურად განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტებიდან სუბიექტის/ჯგუფის მიერ სავალდებულოდ შესავსები კომპონენტები, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ფორმები მტკიცდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თითოეული ციფრული ფორმისთვის დამოუკიდებლად.
8. თუ სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მონიშნავს, რომ მისი საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას, ავტომატურად განისაზღვრება მის მიერ სავალდებულოდ შესავსები სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ელექტრონული ფორმა (დანართი №3).
1. სუბიექტი ციფრული ფორმების შევსებამდე მიუთითებს, ანგარიშგება ხორციელდება ერთეულ თუ ათასეულ ლარებში. მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტები მონაცემებს წარადგენენ მხოლოდ ერთეულ ლარში.
2. სუბიექტი ვალდებულია ელექტრონულად სრულად შეავსოს ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, მის მიერ არჩეული ციფრული ფორმების შესაბამისი კომპონენტების, ასევე, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების ანგარიშგების ფორმის, ყველა არანულოვანი მუხლი, ხოლო თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია ასევე სრულად შეავსოს მის მიერ არჩეული კონსოლიდირებული ციფრული ფორმების შესაბამისი კომპონენტების ყველა არანულოვანი მუხლი კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტისა და ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად ატვირთული ფინანსური/კონსოლიდირებული ანგარიშგებისა და ანგარიშგების სამუშაო დოკუმენტაციის თანახმად.
3. მესამე კატეგორიის საწარმოსთვის ფულადი სახსრების მოძრაობის ციფრული ფორმის შევსება სავალდებულო არ არის.
4. ციფრული ფორმების შევსებისას მეოთხე კატეგორიის საწარმო უფლებამოსილია გამოიყენოს „მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 ივნისის №ნ-10 ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი გამონაკლისები.
5. უცხოურ ვალუტაში აღრიცხული თანხები წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტის შესაბამისად.
6. ამ წესის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმაში ივსება ინფორმაცია სახელმწიფოსთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილ იმ თანხების თაობაზე, რომლებიც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის თითოეული სახეობისათვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.

1. სუბიექტი, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოსი, ვალდებულია ანგარიშგების ატვირთვის ჩანართში ატვირთოს მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში, ხოლო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, ასევე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში.
2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, რომელიც არ არის სდპ ან კანონმდებლობით არ ევალება აუდიტის ჩატარება ან რომლის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს/სუბიექტი ნებაყოფლობით არ ირჩევს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) გამოყენებას, იგი უფლებამოსილია ატვირთოს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ანგარიშგების შემოკლებული ვერსია, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების ანგარიშგებებს და განმარტებითი შენიშვნებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანაგრიშგებებზე ხელმოწერის შესრულება/შტამპის დასმა ხორციელდება ელექტრონულად „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშგებებზე შეასრულოს პირადი ხელმოწერა.
5. სუბიექტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებები უნდა ატვირთოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ის გვერდები, რომლებზეც მოცემულია პირადი ხელმოწერები, დამატებით, წარმოდგენილი უნდა იყოს ამავე დოკუმენტში, შესაბამის ხელმოუწერელ გვერდებამდე ან გვერდების შემდგომ, დასკანერებულ „pdf” ფორმატში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება და შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ქართულენოვან თარგმანში ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული ტერმინები მითითებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე - www.saras.gov.ge. სუბიექტმა ქართულ ენაზე შედგენილი ანგარიშგება/სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი უნდა ატვირთოს ერთიან დოკუმენტად ანგარიშგების ვებგვერდზე ანგარიშგების ჩანართის „ქართულის“ გრაფაში. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ანგარიშგებას ან მის სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს წარადგენს უცხო ენაზე, დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ანგარიშგების ჩანართის შესაბამის გრაფაში.
7. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებებთან ერთად წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ანგარიშგებების უცხო ენაზე/ენებზე თარგმანი.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი სუბიექტმა უნდა ატვირთოს დასკანერებულ „pdf” ფორმატში და ასევე, ამავე დოკუმენტში იდენტური თარგმანი წარმოადგინოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მაქსიმალური დასაშვები მოცულობა არის 50 მეგაბაიტი.
მუხლი 16. აღმოჩენილი შეუსაბამობები და ანგარიშგების წარდგენა სამსახურისთვის
1. აღმოჩენილი შეუსაბამობების ჩანართში გაგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად ერთიანად აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სუბიექტის მიერ მითითებულ მონაცემებსა და კანონის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობები;
ბ) ელექტრონულად შევსებული ფორმების მუხლებში არსებული შეუსაბამობები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტს არ აუტვირთავს ანგარიშგება, იგი უფლებამოსილია განაგრძოს ანგარიშგების წარდგენის პროცესი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტს არ შეუვსია ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, სუბიექტი ვერ შეძლებს ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის პროცესის დასრულებას მითითებული შეუსაბამობის/შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
3. სუბიექტის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერის შემდგომ, სისტემის მიერ გადაგზავნის დადასტურებისას, ანგარიშგებები სამსახურისთვის წარდგენილად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას/ანგარიშგებებს. აუდიტირებული ანგარიშგების/ანგარიშგებების წარდგენის შემთხვევაში, სუბიექტი ანგარიშგებას უგზავნის აუდიტორს, რომელიც ადასტურებს ანგარიშგებას წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. აღნიშნულ შემთხვევაში, ანგარიშგება სამსახურში წარდგენილად ჩაითვლება აუდიტორის მიერ გადაგზავნის ღილაკზე დაჭერისა და სისტემური დასტურის მიღების შემდეგ. შესაბამის ვადაში სამსახურისთვის ანგარიშგების/ანგარიშგებების წარდგენაზე პასუხისმგებელია სუბიექტი.
4. (ამოღებულია - 31.05.2021, №ნ-10).
5. აღმოჩენილი შეუსაბამობების ჩანართში მოცემული ხარვეზები სრულად არ ასახავს კანონითა და ამ წესის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას. სუბიექტის მიერ წარდგენილ ანგარიშგებას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი შეუსაბამობები, რომლებზეც პასუხისმგებლობა სუბიექტს ეკისრება.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №ნ-10 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
1. თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, აუდიტირებულ ინდივიდუალურ ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებას და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაამატა აუდიტორი, მის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერით აუდიტორს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება და ბმული. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის გადაგზავნის თარიღი.
2. აუდიტორი ვალდებულია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებულ ბმულზე გადასვლით გაიაროს ერთჯერადი ავტორიზაცია ანგარიშგების პორტალზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ერთჯერადი ავტორიზაციის გავლის შემდეგ აუდიტორი უფლებამოსილია, მართოს ანგარიშგების ვებგვერდზე თავისი გვერდი ერთი ან ერთზე მეტი სუბიექტისთვის.
3. აუდიტორი სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ადასტურებს ან ხარვეზს უდგენს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად შევსებული ციფრული ფორმები ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები არსებითად შეესაბამება სუბიექტის მიერ აუდიტორისათვის მიწოდებულ სამუშაო დოკუმენტაციასა და აუდიტორის მიერ ხელმოწერილი აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესაბამის ფორმებს;
ბ) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად ატვირთული, ხელმოწერილი აუდიტირებული ანგარიშგებები ან/და აუდიტირებული კონსოლიდირებული ანგარიშგებები შეესაბამება აუდიტორის მიერ ხელმოწერილ ანგარიშგებებს ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს.
4. აუდიტორი მიუთითებს ანგარიშგებების ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებზე აუდიტორული დასკვნის გაცემის თარიღს.
5. თუ აუდიტორი ხარვეზს დაუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას, იგი ვალდებულია შესაბამის ველში აღწეროს შეუსაბამობის არსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ ფოსტის მისამართზე.
6. აუდიტორის მიერ შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია აღმოფხვრას დადგენილი შეუსაბამობა. ამ შემთხვევაში აუდიტორს თავიდან ეგზავნება ელექტრონული ფოსტით შეტყობინება სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნის თაობაზე. აუდიტორი ვალდებულია დაადასტუროს ან ხარვეზი დაუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას ამავე პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის ხელახლა გადაგზავნის თარიღი.
7. აუდიტორი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ ხელმოწერილი ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე გაცემულ აუდიტორულ დასკვნაში გამოთქმული შემდეგი მოსაზრებებიდან ერთ-ერთი:
ა) არამოდიფიცირებული მოსაზრება;
ბ) პირობითი მოსაზრება;
გ) უარყოფითი მოსაზრება;
დ) მოსაზრების გამოთქმაზე უარი;
ე) არამოდიფიცირებული მოსაზრება მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცით;
ვ) არამოდიფიცირებული მოსაზრება სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცით.
8. აუდიტორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშგებები იგზავნება სამსახურში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

1. ამ წესის მე-8-მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, სუბიექტის შესახებ ავტომატურად აისახება და ვებგვერდზე ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;
ბ) სამართლებრივი ფორმა;
გ) საფირმო სახელწოდება/სახელწოდება;
დ) რეგისტრაციის თარიღი;
ე) მარეგისტრირებელი ორგანო;
ვ) იურიდიული მისამართი;
ზ) მმართველობის ორგანო;
თ) ინფორმაცია ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
ი) ინფორმაცია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ;
კ) ინფორმაცია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ;
ლ) ინფორმაცია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლების შესახებ;
მ) ინფორმაცია უძრავ ნივთებზე იპოთეკის უფლების შესახებ;
ნ) ემიტენტის კოდი, თუ სუბიექტი წარმოადგენს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური იღებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
ანგარიშგების ვებგვერდი
1. სამსახური სუბიექტების მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.
2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი მისამართი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე, მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ვებგვერდზე არ ქვეყნდება.
3. (ამოღებულია - 01.05.2020, № ნ-5)
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია არის საჯარო. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გასაცნობად დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია და ავტორიზაცია.
6. პორტალზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების სისრულეზე, სისწორესა და სამართლიანობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-9, მე-11 და მე-14 მუხლების შესაბამისად სუბიექტის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხს აგებს სუბიექტი. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ წარდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნებასა და გადამოწმებაზე ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
1. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.
2. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან სუბიექტის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაადგინოს ხარვეზი სუბიექტის მიერ წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ხარვეზის შესახებ სუბიექტს ეცნობება ვებგვერდზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სამსახური სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის აღმოფხვრის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით.
3. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდზე აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხარვეზი და ხელახლა წარადგინოს ანგარიშგება. ამ შემთხვევაში ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დენა თავიდან დაიწყება.
4. თუ სუბიექტი ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არააუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, სამსახურის მიერ გაცემული სანქციის საფუძველზე, სუბიექტს ეგზავნება შეტყობინება ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად სუბიექტს განესაზღვრება დამატებითი ვადა. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.
41. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სუბიექტი სამსახურს დასაბუთებულ მოთხოვნას უგზავნის ვებგვერდზე ანგარიშგების დახარვეზების ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება სამსახურში გადაგზავნილია, ან ანგარიშგების ხელახლა წარდგენის ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება გამოქვეყნებულია ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ადასტურებს მოთხოვნას, რის შემდეგაც სუბიექტს ეძლევა საშუალება, შეიტანოს ცვლილება წარდგენილ ანგარიშგებაში. სუბიექტს ინფორმაცია სამსახურის მიერ მოთხოვნის დადასტურების ან უარყოფის შესახებ ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით. სამსახურის მიერ ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვებგვერდზე ანგარიშგებას ენიჭება სტატუსი – ხელახლა წარდგენის პროცესში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგება უკვე გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, ანგარიშგების ხელახლა წარდგენისას ვებგვერდზე ხელმისაწვდომია როგორც თავდაპირველად, ასევე ხელახლა ატვირთული ანგარიშგებები.
6. თუ სუბიექტი ამ წესის მე-20 მუხლის 4 1 პუნქტის შესაბამისად ანგარიშგებას ხელახლა წარადგენს, ანგარიშგების პირველ გვერდზე სრულად უნდა იყოს მითითებული ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მიზეზები და განხორციელებული ცვლილებები.
1. დაინტერესებული პირი სუბიექტის გვერდს მოიძიებს სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომრის/პირადი ნომრის ან სახელწოდების/საფირმო სახელწოდების მითითებით.
2. მომხმარებელს შეუძლია დეტალური ძიების მეშვეობით მიუთითოს ერთი ან რამდენიმე პარამეტრი: სუბიექტის სამართლებრივი ფორმა, ზომითი კატეგორია, სდპ-ის სტატუსი, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახე და საანგარიშგებო პერიოდის დასრულების წელი.
1. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ვებგვერდზე ელექტრონულად მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე წვდომა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს სუბიექტის ანგარიშგების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირის (შემდგომ - პასუხისმგებელი პირი) მობილური ტელეფონის ნომერი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებს ერთჯერად კოდს. იგი უფლებამოსილია აღნიშნული კოდი გადასცეს დაინტერესებულ პირს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოდის ვებგვერდზე შეყვანის შემდეგ დაინტერესებული პირი მიიღებს წვდომას მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე.
5. (ამოღებულია - 03.08.2022, №ნ-8).
6. სამსახური კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით უზრუნველყოფს მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებების გადაცემას სახელმწიფო უწყებებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციებისთვის, შესაბამისი მემორანდუმების საფუძველზე. სამსახური ინფორმაციას ზემოაღნიშნულ სტრუქტურებს გადასცემს კონფიდენციალობის პირობით იმგვარად, რომ იგი დამუშავდეს კონკრეტული მიზნობრიობით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 13.06.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 04.08.2022წ.
+
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისბრძანება №ნ-6 2019 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-7 პუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
+
|
+
ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესიზოგადი დებულებები

2. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, დამატებით, უთითებს სუბიექტის ანგარიშგების დაინტერესებული პირისთვის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს, ასევე, თანხმობის შემთხვევაში, მონიშნავს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსა და/ან სსიპ „აწარმოე საქართველოში“-სთვის გადაცემის ღილაკს.
2. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, დამატებით უთითებს სუბიექტის ანგარიშგების დაინტერესებული პირისთვის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მშობელი საწარმო და შვილობილი საწარმო/საწარმოები რეგისტრირებულია საქართველოში, სუბიექტის მიერ მათი საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, მათი საფირმო სახელწოდება აისახება ავტომატურად, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები და („NACE“) კოდი აისახება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე. თუ ასახული ინფორმაცია განსხვავდება სუბიექტის მიერ წარსადგენ, ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული საქმიანობის ძირითადი სახისგან/სახეებისგან, იგი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდზე შეცვალოს მითითებული საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები.
1. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს ანგარიშგებების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორ(ებ)ის/ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტაციო ნომერი, რის შედეგად ავტომატურად აისახება აუდიტორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
2. თუ აუდიტი ჩატარდა გარიგების პარტნიორის მიერ, აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად აისახება იმ აუდიტორული ფირმის/ფირმების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია გარიგების პარტნიორი. თუ ასეთი აუდიტორული ფირმების რაოდენობა ერთზე მეტია, სუბიექტი მიუთითებს იმ აუდიტორულ ფირმას, რომლის სახელითაც მოქმედებდა გარიგების პარტნიორი აუდიტის ჩატარებისას.
3. თუ ანგარიშგების წარდგენისას გარიგების პარტნიორი აღარ არის დასაქმებული იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის სახელითაც მოქმედებდა აუდიტის ჩატარებისას, სუბიექტი, აუდიტორულ ფირმასთან შეთანხმებით, მიუთითებს ამ აუდიტორული ფირმის სხვა უფლებამოსილ გარიგების პარტნიორს.
4. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში. თუ აღნიშნული თანხა ანგარიშგების წარდგენის დროისთვის სრულად გადახდილი არ არის, სუბიექტი აუდიტორის დამატების ჩანართში მიუთითებს აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობას სრულად, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
მუხლი 121. სააღრიცხვო საქმიანობების გამწევი პირის შესახებ ინფორმაცია🔗
1. სააღრიცხვო საქმიანობების გამწევი პირის შესახებ ინფორმაციის ჩანართში, სააღრიცხვო საქმიანობების სფეროში მოქმედმა სუბიექტმა უნდა მიუთითოს დასაქმებული სააღრიცხვო საქმიანობის მომსახურების მიწოდების გამწევი პირ(ებ)ის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ფაქტობრივი მისამართი და საქმიანობის მიმართულება (აუდიტი, ბუღალტერია, საგადასახადო კონსულტაცია).
2. ამ მუხლის მიზნებისთვის სააღრიცხვო საქმიანობა განიმარტება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 18 მაისის ბრძანება №ნ-5 - ვებგვერდი, 19.05.2022წ.
1. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი/ჯგუფი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტი, ატვირთული ანგარიშგების შესაბამისად.
2. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი შემდეგი ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №1):
ა) ფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);
ბ) მზღვეველების ციფრული ფორმები;
გ) არაფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები;
დ) მესამე კატეგორიის საწარმოს გამარტივებული ციფრული ფორმები;
ე) მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგების ფორმები.
3. თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი კონსოლიდირებული ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №2):
ა) ფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);
ბ) მზღვეველების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები;
გ) არაფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები;
დ) მესამე კატეგორიის ჯგუფის კონსოლიდირებული ციფრული ფორმები.
4. ელექტრონულად შესავსები ციფრული ფორმების ძირითადი კომპონენტებია (დანართი №1):
ა) ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);
ბ) საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);
გ) ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);
დ) კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4);
ე) განმარტებითი შენიშვნები (ფორმა №5);
ვ) შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება (ფორმა №6).
5. ელექტრონულად შესავსები კონსოლიდირებული ციფრული ფორმების ძირითადი კომპონენტებია (დანართი №2):
ა) კონსოლიდირებული ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);
ბ) კონსოლიდირებული საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);
გ) კონსოლიდირებული ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);
დ) კონსოლიდირებული კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4).
6. სუბიექტის/ჯგუფის მიერ ციფრული ფორმის არჩევის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმისა და სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორიის გათვალისწინებით, ავტომატურად განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტებიდან სუბიექტის/ჯგუფის მიერ სავალდებულოდ შესავსები კომპონენტები, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ფორმები მტკიცდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თითოეული ციფრული ფორმისთვის დამოუკიდებლად.
8. თუ სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მონიშნავს, რომ მისი საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას, ავტომატურად განისაზღვრება მის მიერ სავალდებულოდ შესავსები სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ელექტრონული ფორმა (დანართი №3).
1. სუბიექტი ციფრული ფორმების შევსებამდე მიუთითებს, ანგარიშგება ხორციელდება ერთეულ თუ ათასეულ ლარებში. მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტები მონაცემებს წარადგენენ მხოლოდ ერთეულ ლარში.
2. სუბიექტი ვალდებულია ელექტრონულად სრულად შეავსოს ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, მის მიერ არჩეული ციფრული ფორმების შესაბამისი კომპონენტების, ასევე, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების ანგარიშგების ფორმის, ყველა არანულოვანი მუხლი, ხოლო თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია ასევე სრულად შეავსოს მის მიერ არჩეული კონსოლიდირებული ციფრული ფორმების შესაბამისი კომპონენტების ყველა არანულოვანი მუხლი კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტისა და ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად ატვირთული ფინანსური/კონსოლიდირებული ანგარიშგებისა და ანგარიშგების სამუშაო დოკუმენტაციის თანახმად.
3. მესამე კატეგორიის საწარმოსთვის ფულადი სახსრების მოძრაობის ციფრული ფორმის შევსება სავალდებულო არ არის.
4. ციფრული ფორმების შევსებისას მეოთხე კატეგორიის საწარმო უფლებამოსილია გამოიყენოს „მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 ივნისის №ნ-10 ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი გამონაკლისები.
5. უცხოურ ვალუტაში აღრიცხული თანხები წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტის შესაბამისად.
6. ამ წესის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმაში ივსება ინფორმაცია სახელმწიფოსთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილ იმ თანხების თაობაზე, რომლებიც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის თითოეული სახეობისათვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
1. სუბიექტი, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოსი, ვალდებულია ანგარიშგების ატვირთვის ჩანართში ატვირთოს მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში, ხოლო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, ასევე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში.
2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, რომელიც არ არის სდპ ან კანონმდებლობით არ ევალება აუდიტის ჩატარება ან რომლის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს/სუბიექტი ნებაყოფლობით არ ირჩევს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) გამოყენებას, იგი უფლებამოსილია ატვირთოს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ანგარიშგების შემოკლებული ვერსია, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების ანგარიშგებებს და განმარტებითი შენიშვნებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანაგრიშგებებზე ხელმოწერის შესრულება/შტამპის დასმა ხორციელდება ელექტრონულად „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშგებებზე შეასრულოს პირადი ხელმოწერა.
5. სუბიექტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებები უნდა ატვირთოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ის გვერდები, რომლებზეც მოცემულია პირადი ხელმოწერები, დამატებით, წარმოდგენილი უნდა იყოს ამავე დოკუმენტში, შესაბამის ხელმოუწერელ გვერდებამდე ან გვერდების შემდგომ, დასკანერებულ „pdf” ფორმატში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება და შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ქართულენოვან თარგმანში ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული ტერმინები მითითებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე - www.saras.gov.ge. სუბიექტმა ქართულ ენაზე შედგენილი ანგარიშგება/სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი უნდა ატვირთოს ერთიან დოკუმენტად ანგარიშგების ვებგვერდზე ანგარიშგების ჩანართის „ქართულის“ გრაფაში. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ანგარიშგებას ან მის სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს წარადგენს უცხო ენაზე, დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ანგარიშგების ჩანართის შესაბამის გრაფაში.
7. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებებთან ერთად წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ანგარიშგებების უცხო ენაზე/ენებზე თარგმანი.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი სუბიექტმა უნდა ატვირთოს დასკანერებულ „pdf” ფორმატში და ასევე, ამავე დოკუმენტში იდენტური თარგმანი წარმოადგინოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მაქსიმალური დასაშვები მოცულობა არის 50 მეგაბაიტი.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
მუხლი 16. აღმოჩენილი შეუსაბამობები და ანგარიშგების წარდგენა სამსახურისთვის🔗
1. აღმოჩენილი შეუსაბამობების ჩანართში გაგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად ერთიანად აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სუბიექტის მიერ მითითებულ მონაცემებსა და კანონის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობები;
ბ) ელექტრონულად შევსებული ფორმების მუხლებში არსებული შეუსაბამობები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტს არ აუტვირთავს ანგარიშგება, იგი უფლებამოსილია განაგრძოს ანგარიშგების წარდგენის პროცესი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტს არ შეუვსია ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, სუბიექტი ვერ შეძლებს ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის პროცესის დასრულებას მითითებული შეუსაბამობის/შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
3. სუბიექტის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერის შემდგომ, სისტემის მიერ გადაგზავნის დადასტურებისას, ანგარიშგებები სამსახურისთვის წარდგენილად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას/ანგარიშგებებს. აუდიტირებული ანგარიშგების/ანგარიშგებების წარდგენის შემთხვევაში, სუბიექტი ანგარიშგებას უგზავნის აუდიტორს, რომელიც ადასტურებს ანგარიშგებას წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. აღნიშნულ შემთხვევაში, ანგარიშგება სამსახურში წარდგენილად ჩაითვლება აუდიტორის მიერ გადაგზავნის ღილაკზე დაჭერისა და სისტემური დასტურის მიღების შემდეგ. შესაბამის ვადაში სამსახურისთვის ანგარიშგების/ანგარიშგებების წარდგენაზე პასუხისმგებელია სუბიექტი.
4. (ამოღებულია - 31.05.2021, №ნ-10).
5. აღმოჩენილი შეუსაბამობების ჩანართში მოცემული ხარვეზები სრულად არ ასახავს კანონითა და ამ წესის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას. სუბიექტის მიერ წარდგენილ ანგარიშგებას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი შეუსაბამობები, რომლებზეც პასუხისმგებლობა სუბიექტს ეკისრება.
1. თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, აუდიტირებულ ინდივიდუალურ ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებას და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაამატა აუდიტორი, მის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერით აუდიტორს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება და ბმული. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის გადაგზავნის თარიღი.
2. აუდიტორი ვალდებულია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებულ ბმულზე გადასვლით გაიაროს ერთჯერადი ავტორიზაცია ანგარიშგების პორტალზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ერთჯერადი ავტორიზაციის გავლის შემდეგ აუდიტორი უფლებამოსილია, მართოს ანგარიშგების ვებგვერდზე თავისი გვერდი ერთი ან ერთზე მეტი სუბიექტისთვის.
3. აუდიტორი სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ადასტურებს ან ხარვეზს უდგენს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად შევსებული ციფრული ფორმები ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები არსებითად შეესაბამება სუბიექტის მიერ აუდიტორისათვის მიწოდებულ სამუშაო დოკუმენტაციასა და აუდიტორის მიერ ხელმოწერილი აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესაბამის ფორმებს;
ბ) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად ატვირთული, ხელმოწერილი აუდიტირებული ანგარიშგებები ან/და აუდიტირებული კონსოლიდირებული ანგარიშგებები შეესაბამება აუდიტორის მიერ ხელმოწერილ ანგარიშგებებს ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს.
4. აუდიტორი მიუთითებს ანგარიშგებების ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებზე აუდიტორული დასკვნის გაცემის თარიღს.
5. თუ აუდიტორი ხარვეზს დაუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას, იგი ვალდებულია შესაბამის ველში აღწეროს შეუსაბამობის არსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ ფოსტის მისამართზე.
6. აუდიტორის მიერ შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია აღმოფხვრას დადგენილი შეუსაბამობა. ამ შემთხვევაში აუდიტორს თავიდან ეგზავნება ელექტრონული ფოსტით შეტყობინება სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნის თაობაზე. აუდიტორი ვალდებულია დაადასტუროს ან ხარვეზი დაუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას ამავე პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის ხელახლა გადაგზავნის თარიღი.
7. აუდიტორი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ ხელმოწერილი ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე გაცემულ აუდიტორულ დასკვნაში გამოთქმული შემდეგი მოსაზრებებიდან ერთ-ერთი:
ა) არამოდიფიცირებული მოსაზრება;
ბ) პირობითი მოსაზრება;
გ) უარყოფითი მოსაზრება;
დ) მოსაზრების გამოთქმაზე უარი;
ე) არამოდიფიცირებული მოსაზრება მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცით;
ვ) არამოდიფიცირებული მოსაზრება სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცით.
8. აუდიტორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშგებები იგზავნება სამსახურში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
1. ამ წესის მე-8-მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, სუბიექტის შესახებ ავტომატურად აისახება და ვებგვერდზე ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;
ბ) სამართლებრივი ფორმა;
გ) საფირმო სახელწოდება/სახელწოდება;
დ) რეგისტრაციის თარიღი;
ე) მარეგისტრირებელი ორგანო;
ვ) იურიდიული მისამართი;
ზ) მმართველობის ორგანო;
თ) ინფორმაცია ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
ი) ინფორმაცია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ;
კ) ინფორმაცია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ;
ლ) ინფორმაცია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლების შესახებ;
მ) ინფორმაცია უძრავ ნივთებზე იპოთეკის უფლების შესახებ;
ნ) ემიტენტის კოდი, თუ სუბიექტი წარმოადგენს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური იღებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
ანგარიშგების ვებგვერდი
1. სამსახური სუბიექტების მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.
2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი მისამართი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე, მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ვებგვერდზე არ ქვეყნდება.
3. (ამოღებულია - 01.05.2020, № ნ-5)
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია არის საჯარო. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გასაცნობად დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია და ავტორიზაცია.
6. პორტალზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების სისრულეზე, სისწორესა და სამართლიანობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-9, მე-11 და მე-14 მუხლების შესაბამისად სუბიექტის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხს აგებს სუბიექტი. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ წარდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნებასა და გადამოწმებაზე ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
1. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.
2. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან სუბიექტის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაადგინოს ხარვეზი სუბიექტის მიერ წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ხარვეზის შესახებ სუბიექტს ეცნობება ვებგვერდზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სამსახური სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის აღმოფხვრის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით.
3. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდზე აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხარვეზი და ხელახლა წარადგინოს ანგარიშგება. ამ შემთხვევაში ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დენა თავიდან დაიწყება.
4. თუ სუბიექტი ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არააუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, სამსახურის მიერ გაცემული სანქციის საფუძველზე, სუბიექტს ეგზავნება შეტყობინება ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად სუბიექტს განესაზღვრება დამატებითი ვადა. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.
41. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სუბიექტი სამსახურს დასაბუთებულ მოთხოვნას უგზავნის ვებგვერდზე ანგარიშგების დახარვეზების ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება სამსახურში გადაგზავნილია, ან ანგარიშგების ხელახლა წარდგენის ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება გამოქვეყნებულია ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ადასტურებს მოთხოვნას, რის შემდეგაც სუბიექტს ეძლევა საშუალება, შეიტანოს ცვლილება წარდგენილ ანგარიშგებაში. სუბიექტს ინფორმაცია სამსახურის მიერ მოთხოვნის დადასტურების ან უარყოფის შესახებ ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით. სამსახურის მიერ ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვებგვერდზე ანგარიშგებას ენიჭება სტატუსი – ხელახლა წარდგენის პროცესში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგება უკვე გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, ანგარიშგების ხელახლა წარდგენისას ვებგვერდზე ხელმისაწვდომია როგორც თავდაპირველად, ასევე ხელახლა ატვირთული ანგარიშგებები.
6. თუ სუბიექტი ამ წესის მე-20 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად ანგარიშგებას ხელახლა წარადგენს, ანგარიშგების პირველ გვერდზე სრულად უნდა იყოს მითითებული ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მიზეზები და განხორციელებული ცვლილებები.
1. დაინტერესებული პირი სუბიექტის გვერდს მოიძიებს სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომრის/პირადი ნომრის ან სახელწოდების/საფირმო სახელწოდების მითითებით.
2. მომხმარებელს შეუძლია დეტალური ძიების მეშვეობით მიუთითოს ერთი ან რამდენიმე პარამეტრი: სუბიექტის სამართლებრივი ფორმა, ზომითი კატეგორია, სდპ-ის სტატუსი, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახე და საანგარიშგებო პერიოდის დასრულების წელი.
1. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ვებგვერდზე ელექტრონულად მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე წვდომა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს სუბიექტის ანგარიშგების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირის (შემდგომ - პასუხისმგებელი პირი) მობილური ტელეფონის ნომერი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებს ერთჯერად კოდს. იგი უფლებამოსილია აღნიშნული კოდი გადასცეს დაინტერესებულ პირს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოდის ვებგვერდზე შეყვანის შემდეგ დაინტერესებული პირი მიიღებს წვდომას მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე.
5. მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში, გადაეცემა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსა და/ან სსიპ „აწარმოე საქართველოში“.
5. (ამოღებულია - 03.08.2022, №ნ-8).
6. სამსახური კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით უზრუნველყოფს მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებების გადაცემას სახელმწიფო უწყებებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციებისთვის, შესაბამისი მემორანდუმების საფუძველზე. სამსახური ინფორმაციას ზემოაღნიშნულ სტრუქტურებს გადასცემს კონფიდენციალობის პირობით იმგვარად, რომ იგი დამუშავდეს კონკრეტული მიზნობრიობით.
+
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-6
2019 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-7 პუნქტების, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესი“;
ბ) „ციფრული ფორმები“ (დანართი №1);
გ) „კონსოლიდირებული ციფრული ფორმები“ (დანართი №2);
დ) „სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ფორმა“ (დანართი №3).
+
მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანება „სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლიძე
+
ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი არეგულირებს ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ელექტრონული ფორმით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროებისა და დაინტერესებულ პირთა მიერ ამ ინფორმაციის გაცნობის წესს.
ეს წესი არეგულირებს ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის (შემდგომ – სამსახური) ელექტრონული ფორმით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროებისა და დაინტერესებულ პირთა მიერ ამ ინფორმაციის გაცნობის წესს.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიშგების ვებგვერდი – ვებგვერდი, რომელზეც ამ წესის შესაბამისად ხდება ანგარიშგების წარდგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნება;
ა) ანგარიშგების ვებგვერდი – ვებგვერდი (www.reportal.ge), რომელზეც ამ წესის შესაბამისად ხდება ანგარიშგების წარდგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნება ანგარიშგების წარდგენის სისტემის მეშვეობით (RMS.reportal.ge);
ბ) სუბიექტის გვერდი – ვებგვერდზე სუბიექტის ინდივიდუალური გვერდი, რომელზეც საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით აისახება სუბიექტის წარდგენილი ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია სუბიექტის შესახებ ამ წესის შესაბამისად;
ბ) სუბიექტის გვერდი – ვებგვერდზე სუბიექტის ინდივიდუალური გვერდი, რომელზეც საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით აისახება სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია სუბიექტის შესახებ ამ წესის შესაბამისად;
გ) სუბიექტთან კავშირი - სუბიექტის მომხმარებლისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ქონა;
დ) ჯგუფის შექმნის თარიღი – თარიღი, რომლიდანაც სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) ჯგუფის შექმნის თარიღი – თარიღი, რომლიდანაც სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი;
ვ) არაფინანსური ინსტიტუტი – სუბიექტი, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს;
ზ) ემიტენტის კოდი – საფონდო ბირჟის წესების მიხედვით განსაზღვრული ემიტენტის უნიკალური კოდი;
თ) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი;
ი) ფუნქციონირებადი საწარმო – ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსი განისაზღვრება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, სუბიექტის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად.
ი) ფუნქციონირებადი საწარმო – ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსი განისაზღვრება კანონით გათვალისწინებული, სუბიექტის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად, რომლითაც ხდება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოება.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) შესაბამისად.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 3. ვადების განსაზღვრა🔗
1. ამ წესით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო სამუშაო დღიდან.
1. ამ წესით დადგენილი ვადის ათვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
2. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.
2. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის უკანასკნელ რიცხვში. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.
4. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით − მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
ანგარიშგების ვებგვერდი
მუხლი 4. ანგარიშგების ვებგვერდის მართვა🔗
1. სუბიექტი ანგარიშგებას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურს (შემდომ – სამსახური) წარუდგენს ელექტრონული ფორმით, ანგარიშგების ვებგვერდის (შემდგომ – ვებგვერდი) გამოყენებით (www.reportal.ge).
1. სუბიექტი ანგარიშგებას სამსახურს წარუდგენს ელექტრონული ფორმით, ანგარიშგების ვებგვერდის (შემდგომ – ვებგვერდი) გამოყენებით.
2. ვებგვერდს მართავს სამსახური. სამსახური იყენებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 5. სუბიექტის მომხმარებელი🔗
1. სუბიექტს შეიძლება ჰყავდეს შემდეგი ტიპის მომხარებლები:
ა) ადმინისტრატორი;
ბ) რედაქტორი;
გ) ოპერატორი;
დ) დამთვალიერებელი.
2. ადმინისტრატორს აქვს სუბიექტის გვერდის მართვასთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, ანგარიშგების ელექტრონულად შევსების, დოკუმენტის ატვირთვის, აუდიტორის დამატების, ანგარიშგების სამსახურისთვის გადაგზავნის, ასევე, სხვა ტიპის მომხმარებლების დამატების უფლება.
3. რედაქტორს აქვს სუბიექტის გვერდის მართვის, მათ შორის, ანგარიშგების ელექტრონულად შევსების, დოკუმენტის ატვირთვის, აუდიტორის დამატებისა და ანგარიშგების სამსახურისთვის გადაგზავნის უფლება.
4. ოპერატორს აქვს ანგარიშგების ელექტრონულად შევსებისა და დოკუმენტის ატვირთვის უფლება.
5. დამთვალიერებელს აქვს სუბიექტის გვერდზე არსებული მონაცემების დათვალიერების უფლება.
მუხლი 6. მომხმარებლის რეგისტრაცია🔗
1. ანგარიშგების წარსადგენად სუბიექტმა ვებგვერდზე პირველადი ავტორიზაცია უნდა გაიაროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის (eservices.rs.ge) მომხარებლისა და პაროლის საშუალებით, რასაც სუბიექტის ადმინისტრატორის რეგისტრაცია ეწოდება.
2. სუბიექტს ერთსა და იმავე პერიოდში შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ადმინისტრატორი. სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის პარამეტრებით პირველადი ავტორიზაციის გავლისა და ადმინისტრატორის რეგისტრაციის შემდეგ იმავე მონაცემებით ავტორიზაციის გავლა შეუძლებელია, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. პირველადი ავტორიზაციის გავლის შემდეგ ადმინისტრატორი ავსებს შემდეგ მონაცემებს:
ა) პირადი ნომერი;
ბ) სახელი, გვარი;
გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;
დ) მობილური ტელეფონის ნომერი;
ე) პაროლი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, გარდა პირადი ნომრისა, არ ივსება, თუ პირი უკვე რეგისტრირებულია მომხმარებელთა ბაზაში.
5. სუბიექტთან კავშირის გასააქტიურებელი ბმული იგზავნება პირის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აღნიშნულ ბმულზე გადასვლით დასტურდება სუბიექტთან კავშირი და პირი ხდება სუბიექტის ადმინისტრატორი.
6. სუბიექტის რედაქტორს, ოპერატორსა და დამთვალიერებელს არეგისტრირებს ადმინისტრატორი სუბიექტის გვერდზე მომხმარებლის ჩანართში მომხმარებლის დამატების ღილაკზე დაჭერით და ავსებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს.
61. ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თავისი ან/და სხვა მომხმარებლის მონაცემები.
7. თუ პირი უკვე რეგისტრირებულია მომხმარებელთა ბაზაში, ადმინისტრატორი სხვა მომხმარებლის დასამატებლად ავსებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს, რის შემდეგაც იღებს შეტყობინებას, რომ აღნიშნული მონაცემები რეგისტრირებულია მომხმარებელთა ბაზაში და დაფიქსირებულია ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი.
8. მომხარებელთა ბაზაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის ახლით შეცვლა შესაძლებელია აქტიური პაროლის შეყვანის გზით.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელმა, გარდა ადმინისტრატორისა, მითითებულ ბმულზე გადასვლისას უნდა გაიაროს ვერიფიკაცია თავისი პირადი ნომრის მითითებით. თუ პირის მიერ მითითებული პირადი ნომერი დაემთხვევა ადმინისტრატორის მიერ მითითებულ პირად ნომერს, გააქტიურდება პირის კავშირი სუბიექტთან და მას მიენიჭება მომხმარებლის სტატუსი.
10. ადმინისტრატორს შეუძლია მომხმარებლების მართვის პანელიდან სუბიექტსა და მომხმარებელს შორის არსებული კავშირის გაუქმება, რის შესახებაც ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
11. ადმინისტრატორს ნებისმიერ დროს შეუძლია მომხმარებელს შეუცვალოს სტატუსი და მიანიჭოს მომხმარებლის ახალი ტიპი, რის შესახებაც ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
მუხლი 7. ადმინისტრატორის შეცვლა🔗
1. ადმინისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს თავისი კავშირი სუბიექტთან. ამ შემთხვევაში ახალი ადმინისტრატორის რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
2. ადმინისტრატორის კავშირი სუბიექტთან ავტომატურად უქმდება, თუ ადმინისტრატორი სუბიექტის გვერდის სხვა მომხმარებელს მიანიჭებს ადმინისტრატორის როლს.
2. (ამოღებულია - 18.10.2024, №ნ-11).
3. თუ ადმინისტრატორის შეცვლა ვერ ხორციელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდის ადმინისტრირების პანელიდან, სამსახურის თანამშრომლის მიერ, სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმების შემდეგ პირი დარეგისტრირდება ადმინისტრატორად ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
3. თუ ადმინისტრატორის შეცვლა ვერ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდის ადმინისტრირების პანელიდან, სამსახურის თანამშრომლის მიერ, სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმების შემდეგ პირი დარეგისტრირდება ადმინისტრატორად ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
ანგარიშგებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენა
მუხლი 8. ანგარიშგების დამატება🔗
1. უფლებამოსილი მომხმარებელი ანგარიშგების წარდგენას იწყებს სუბიექტის გვერდზე ანგარიშგების ჩანართში ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერით.
2. ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ივსება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის შესახებ;
ბ) იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სუბიექტი მშობელ საწარმოს;
გ) ანგარიშგების წარდგენის დროისთვის აქვს თუ არა სუბიექტს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომ – სდპ) სტატუსი. ასევე, მიეთითება სდპ-ის სახე;
დ) ჯგუფის შექმნის თარიღთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) წარმოადგენს თუ არა სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს;
ე) ანგარიშგების წარდგენის დროისთვის წარმოადგენს თუ არა სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს;
ვ) მოიცავს თუ არა სუბიექტის საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას;
ზ) ანგარიშგების წარდგენის დროისთვის წარმოადგენს თუ არა ფუნქციონირებად საწარმოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად.
3. სუბიექტი მიუთითებს, წარმოადგენს თუ არა მშობელ საწარმოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. (ამოღებულია - 18.10.2024, №ნ-11).
4. სუბიექტის ანგარიშგების წარდგენის დროისთვის არსებული სდპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაცია და სდპ-ის სახე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აისახება ავტომატურად, აგრეთვე ინფორმაცია, წარმოადგენს თუ არა კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს, აისახება ავტომატურად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
4. სუბიექტის ანგარიშგების წარდგენის დროისთვის არსებული სდპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაცია და სდპ-ის სახე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეთითება სუბიექტის მიერ.
5. სუბიექტი ვალდებულია შეცვალოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატურად მითითებული მონაცემები, თუ ანგარიშგების წარდგენის დროისთვის ეს მონაცემები არასწორია.
6. სუბიექტი მიუთითებს, მოიცავს თუ არა მისი საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას.
7. სუბიექტის სტატუსი ფუნქციონირებადი საწარმოს შესახებ აისახება ავტომატურად. სუბიექტი უფლებამოსილია შეცვალოს აღნიშნული სტატუსი, თუ მის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენის დროისთვის ის არ მიეკუთვნება ფუნქციონირებად საწარმოს.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №ნ-5 - ვებგვერდი, 04.05.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 9. სუბიექტისა და ჯგუფის ზომითი კატეგორიის განსაზღვრა🔗
1. სუბიექტი ზომითი კატეგორიის განსაზღვრის ჩანართში მითითებული პერიოდებისთვის ავსებს შემდეგ ველებს:
1. სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“- „ქ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ზომითი კატეგორიის განსაზღვრის ჩანართში მითითებული პერიოდებისთვის ავსებს შემდეგ ველებს:
ა) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აქტივების ჯამური ღირებულება;
ბ) საანგარიშგებო პერიოდის შემოსავალი;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა.
2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს, სუბიექტმა საკუთარი ზომითი კატეგორიის განსაზღვრის შემდგომ, დამატებით, უნდა განსაზღვროს ჯგუფის ზომითი კატეგორია, რისთვისაც მან უნდა მიუთითოს თავისი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ჯგუფის მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა შეივსოს ერთეულ ლარში.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შევსების შედეგად გამოთვლის ღილაკზე დაჭერით განისაზღვრება სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორია, ასევე, ინფორმაცია შესაბამისი კატეგორიის სუბიექტისთვის/ჯგუფისთვის კანონით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების, აუდიტის ჩატარების ვალდებულებისა და ანგარიშგების წარდგენის ვადის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სუბიექტი/ჯგუფი უფლებამოსილია, კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად, გამოიყენოს უფრო მაღალი ზომითი კატეგორიის სუბიექტისათვის დადგენილი სტანდარტი.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 10. წარსადგენი ინფორმაციის ჩანართები🔗
ზომითი კატეგორიის განსაზღვრის შემდეგ ავტომატურად გენერირდება წარსადგენი ინფორმაციის ჩანართები, რომლის თითოეული ველი სუბიექტმა სრულად უნდა შეავსოს ანგარიშგების სამსახურში გადაგზავნამდე.
ზომითი კატეგორიის განსაზღვრის შემდეგ ავტომატურად გენერირდება წარსადგენი ინფორმაციის ჩანართები, რომლის თითოეული შესაფერისი ველი სუბიექტმა სრულად უნდა შეავსოს ანგარიშგების სამსახურში გადაგზავნამდე.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 11. ზოგადი ინფორმაცია სუბიექტის შესახებ🔗
1. სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართში აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები და („NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით;
გ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აუდიტის კომიტეტის შემადგენლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მშობელი საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში შვილობილი საწარმოს/საწარმოების რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე1) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მითითებულ შვილობილ საწარმოში/საწარმოებში წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
ე2) თარიღი, რომლიდანაც ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საწარმო/საწარმოები აღარ წარმოადგენს შვილობილ საწარმოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვ) სუბიექტის საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, საფოსტო ინდექსი და ვებგვერდი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, დამატებით უთითებს სუბიექტის ანგარიშგების დაინტერესებული პირისთვის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს.
2. (ამოღებულია - 18.10.2024, №ნ-11).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მშობელი საწარმო და შვილობილი საწარმო/საწარმოები რეგისტრირებულია საქართველოში, სუბიექტის მიერ მათი საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, მათი საფირმო სახელწოდება აისახება ავტომატურად, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები და („NACE“) კოდი აისახება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე. თუ ასახული ინფორმაცია განსხვავდება სუბიექტის მიერ წარსადგენ, ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული საქმიანობის ძირითადი სახისგან/სახეებისგან, იგი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდზე შეცვალოს მითითებული საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 მაისის ბრძანება №ნ-7 - ვებგვერდი, 15.05.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 13.06.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 04.08.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 12. აუდიტორის დამატება🔗
1. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს ანგარიშგებების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორ(ებ)ის/ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტაციო ნომერი, რის შედეგად ავტომატურად აისახება აუდიტორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
1. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს ანგარიშგებების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორ(ებ)ის ან ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერი, რის შედეგად ავტომატურად აისახება აუდიტორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე. სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების და პირველი და მეორე კატეგორიების ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორ(ებ)ის/ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოების და მესამე კატეგორიის ჯგუფის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტორის დამატების ჩანართში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სუბიექტს შეუძლია მიუთითოს როგორც არასავალდებულო, ისე სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორ(ებ)ის/ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერი.
2. თუ აუდიტი ჩატარდა გარიგების პარტნიორის მიერ, აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად აისახება იმ აუდიტორული ფირმის/ფირმების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია გარიგების პარტნიორი. თუ ასეთი აუდიტორული ფირმების რაოდენობა ერთზე მეტია, სუბიექტი მიუთითებს იმ აუდიტორულ ფირმას, რომლის სახელითაც მოქმედებდა გარიგების პარტნიორი აუდიტის ჩატარებისას.
3. თუ ანგარიშგების წარდგენისას გარიგების პარტნიორი აღარ არის დასაქმებული იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის სახელითაც მოქმედებდა აუდიტის ჩატარებისას, სუბიექტი, აუდიტორულ ფირმასთან შეთანხმებით, მიუთითებს ამ აუდიტორული ფირმის სხვა უფლებამოსილ გარიგების პარტნიორს.
4. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში. თუ აღნიშნული თანხა ანგარიშგების წარდგენის დროისთვის სრულად გადახდილი არ არის, სუბიექტი აუდიტორის დამატების ჩანართში მიუთითებს აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობას სრულად, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში.
5. აუდიტორის დამატების ჩანართის შევსება სავალდებულოა, თუ სუბიექტი/ჯგუფი წარადგენს ანგარიშგებას აუდიტორულ დასკვნასთან ერთად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 121. სააღრიცხვო საქმიანობების გამწევი პირის შესახებ ინფორმაცია🔗
1. სააღრიცხვო საქმიანობების გამწევი პირის შესახებ ინფორმაციის ჩანართში, სააღრიცხვო საქმიანობების სფეროში მოქმედმა სუბიექტმა უნდა მიუთითოს დასაქმებული სააღრიცხვო საქმიანობის მომსახურების მიწოდების გამწევი პირ(ებ)ის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ფაქტობრივი მისამართი და საქმიანობის მიმართულება (აუდიტი, ბუღალტერია, საგადასახადო კონსულტაცია).
2. ამ მუხლის მიზნებისთვის სააღრიცხვო საქმიანობა განიმარტება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 18 მაისის ბრძანება №ნ-5 - ვებგვერდი, 19.05.2022წ.
მუხლი 13. ციფრული ფორმები🔗
1. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი/ჯგუფი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტი, ატვირთული ანგარიშგების შესაბამისად.
2. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი შემდეგი ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №1):
ა) ფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);
ბ) მზღვეველების ციფრული ფორმები;
გ) არაფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები;
დ) მესამე კატეგორიის საწარმოს გამარტივებული ციფრული ფორმები;
ე) მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგების ფორმები.
3. თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი კონსოლიდირებული ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №2):
ა) ფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);
ბ) მზღვეველების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები;
გ) არაფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები;
დ) მესამე კატეგორიის ჯგუფის კონსოლიდირებული ციფრული ფორმები.
4. ელექტრონულად შესავსები ციფრული ფორმების ძირითადი კომპონენტებია (დანართი №1):
ა) ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);
ბ) საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);
გ) ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);
დ) კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4);
ე) განმარტებითი შენიშვნები (ფორმა №5);
ვ) შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება (ფორმა №6).
5. ელექტრონულად შესავსები კონსოლიდირებული ციფრული ფორმების ძირითადი კომპონენტებია (დანართი №2):
ა) კონსოლიდირებული ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);
ბ) კონსოლიდირებული საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);
გ) კონსოლიდირებული ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);
დ) კონსოლიდირებული კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4).
6. სუბიექტის/ჯგუფის მიერ ციფრული ფორმის არჩევის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმისა და სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორიის გათვალისწინებით, ავტომატურად განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტებიდან სუბიექტის/ჯგუფის მიერ სავალდებულოდ შესავსები კომპონენტები, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ფორმები მტკიცდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თითოეული ციფრული ფორმისთვის დამოუკიდებლად.
8. თუ სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მონიშნავს, რომ მისი საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას, ავტომატურად განისაზღვრება მის მიერ სავალდებულოდ შესავსები სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ელექტრონული ფორმა (დანართი №3).
81. სუბიექტის მიერ შევსებული ციფრული ფორმები ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები არსებითად შეესაბამება ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესაბამის ,,pdf” ფორმატში წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებას, თუმცა ციფრული ფორმები არ ექვემდებარება ანგარიშგების პორტალზე საჯაროდ განთავსებას. მეოთხე კატეგორიის სუბიექტის მიერ შევსებული ციფრული ფორმები ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები, რომლებიც განთავსებულია ანგარიშგების პორტალზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას. სამსახური უფლებამოსილია დაამუშაოს და გასცეს საწარმოს მიერ შევსებული ციფრული ფორმებით წარმოდგენილი საჯარო ინფორმაცია.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 14. ციფრული ფორმების შევსება🔗
1. სუბიექტი ციფრული ფორმების შევსებამდე მიუთითებს, ანგარიშგება ხორციელდება ერთეულ თუ ათასეულ ლარებში. მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტები მონაცემებს წარადგენენ მხოლოდ ერთეულ ლარში.
2. სუბიექტი ვალდებულია ელექტრონულად სრულად შეავსოს ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, მის მიერ არჩეული ციფრული ფორმების შესაბამისი კომპონენტების, ასევე, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების ანგარიშგების ფორმის, ყველა არანულოვანი მუხლი, ხოლო თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია ასევე სრულად შეავსოს მის მიერ არჩეული კონსოლიდირებული ციფრული ფორმების შესაბამისი კომპონენტების ყველა არანულოვანი მუხლი კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტისა და ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად ატვირთული ფინანსური/კონსოლიდირებული ანგარიშგებისა და ანგარიშგების სამუშაო დოკუმენტაციის თანახმად.
3. მესამე კატეგორიის საწარმოსთვის ფულადი სახსრების მოძრაობის ციფრული ფორმის შევსება სავალდებულო არ არის.
4. ციფრული ფორმების შევსებისას მეოთხე კატეგორიის საწარმო უფლებამოსილია გამოიყენოს „მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 ივნისის №ნ-10 ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი გამონაკლისები.
5. უცხოურ ვალუტაში აღრიცხული თანხები წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტის შესაბამისად.
6. ამ წესის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმაში ივსება ინფორმაცია სახელმწიფოსთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილ იმ თანხების თაობაზე, რომლებიც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის თითოეული სახეობისათვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.
61. თუ საწარმო/ჯგუფი წარადგენს აუდიტირებულ ინდივიდუალურ ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, რომლის შესადარისი პერიოდი კორექტირებულია, სუბიექტი ანგარიშგებას გზავნის „ფინანსური ანგარიშგების შესადარისი პერიოდი კორექტირებულია“ ღილაკის მონიშვნით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 15. ანგარიშგებების ატვირთვა🔗
1. სუბიექტი, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოსი, ვალდებულია ანგარიშგების ატვირთვის ჩანართში ატვირთოს მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში, ხოლო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, ასევე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში.
2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, რომელიც არ არის სდპ ან კანონმდებლობით არ ევალება აუდიტის ჩატარება ან რომლის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს/სუბიექტი ნებაყოფლობით არ ირჩევს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) გამოყენებას, იგი უფლებამოსილია ატვირთოს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ანგარიშგების შემოკლებული ვერსია, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების ანგარიშგებებს და განმარტებითი შენიშვნებს.
2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, რომელიც არ არის სდპ ან კანონმდებლობით არ ევალება აუდიტის ჩატარება, ან რომლის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს/სუბიექტი ნებაყოფლობით არ ირჩევს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) გამოყენებას, იგი უფლებამოსილია ატვირთოს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ანგარიშგების შემოკლებული ვერსია, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების ანგარიშგებებს და მათი არსებითი მუხლების სააღრიცხვო პოლიტიკასა და განმარტებით შენიშვნებს. მესამე კატეგორიის საწარმოთათვის ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ნებაყოფლობითია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანაგრიშგებებზე ხელმოწერის შესრულება/შტამპის დასმა ხორციელდება ელექტრონულად „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშგებებზე ხელმოწერის შესრულება/შტამპის დასმა ხორციელდება ელექტრონულად „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სუბიექტის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს/წესდებით, ან შესაბამისი მინდობილობით განსაზღვრულ პირს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშგებებზე, გარდა ელექტრონული ხელმოწერისა, შეუძლია შეასრულოს პირადი ხელმოწერა.
4. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშგებებზე შეასრულოს პირადი ხელმოწერა.
4. (ამოღებულია - 18.10.2024, №ნ-11).
5. სუბიექტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებები უნდა ატვირთოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ის გვერდები, რომლებზეც მოცემულია პირადი ხელმოწერები, დამატებით, წარმოდგენილი უნდა იყოს ამავე დოკუმენტში, შესაბამის ხელმოუწერელ გვერდებამდე ან გვერდების შემდგომ, დასკანერებულ „pdf” ფორმატში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება და შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ქართულენოვან თარგმანში ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული ტერმინები მითითებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე - www.saras.gov.ge. სუბიექტმა ქართულ ენაზე შედგენილი ანგარიშგება/სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი უნდა ატვირთოს ერთიან დოკუმენტად ანგარიშგების ვებგვერდზე ანგარიშგების ჩანართის „ქართულის“ გრაფაში. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ანგარიშგებას ან მის სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს წარადგენს უცხო ენაზე, დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ანგარიშგების ჩანართის შესაბამის გრაფაში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება და შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ქართულენოვან თარგმანში ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული ტერმინები მითითებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე – www.saras.gov.ge. სუბიექტმა ქართულ ენაზე შედგენილი ანგარიშგება/სანოტარო წესით („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება) დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი უნდა ატვირთოს ერთიან დოკუმენტად ანგარიშგების ვებგვერდზე ანგარიშგების ჩანართის „ქართულის“ გრაფაში. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ანგარიშგებას ან მის სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს წარადგენს უცხო ენაზე, დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ანგარიშგების ჩანართის შესაბამის გრაფაში.
7. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებებთან ერთად წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ანგარიშგებების უცხო ენაზე/ენებზე თარგმანი.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი სუბიექტმა უნდა ატვირთოს დასკანერებულ „pdf” ფორმატში და ასევე, ამავე დოკუმენტში იდენტური თარგმანი წარმოადგინოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება.
81. სუბიექტი ვალდებულია მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს ან/და სხვა სახელმწიფო უწყების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, ანგარიშგებას დაურთოს დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მაქსიმალური დასაშვები მოცულობა არის 50 მეგაბაიტი.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №ნ-18 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №ნ-10 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 16. აღმოჩენილი შეუსაბამობები და ანგარიშგების წარდგენა სამსახურისთვის🔗
1. აღმოჩენილი შეუსაბამობების ჩანართში გაგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად ერთიანად აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სუბიექტის მიერ მითითებულ მონაცემებსა და კანონის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობები;
ბ) ელექტრონულად შევსებული ფორმების მუხლებში არსებული შეუსაბამობები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტს არ აუტვირთავს ანგარიშგება, იგი უფლებამოსილია განაგრძოს ანგარიშგების წარდგენის პროცესი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტს არ შეუვსია ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, სუბიექტი ვერ შეძლებს ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის პროცესის დასრულებას მითითებული შეუსაბამობის/შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
3. სუბიექტის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერის შემდგომ, სისტემის მიერ გადაგზავნის დადასტურებისას, ანგარიშგებები სამსახურისთვის წარდგენილად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას/ანგარიშგებებს. აუდიტირებული ანგარიშგების/ანგარიშგებების წარდგენის შემთხვევაში, სუბიექტი ანგარიშგებას უგზავნის აუდიტორს, რომელიც ადასტურებს ანგარიშგებას წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. აღნიშნულ შემთხვევაში, ანგარიშგება სამსახურში წარდგენილად ჩაითვლება აუდიტორის მიერ გადაგზავნის ღილაკზე დაჭერისა და სისტემური დასტურის მიღების შემდეგ. შესაბამის ვადაში სამსახურისთვის ანგარიშგების/ანგარიშგებების წარდგენაზე პასუხისმგებელია სუბიექტი.
4. (ამოღებულია - 31.05.2021, №ნ-10).
5. აღმოჩენილი შეუსაბამობების ჩანართში მოცემული ხარვეზები სრულად არ ასახავს კანონითა და ამ წესის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას. სუბიექტის მიერ წარდგენილ ანგარიშგებას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი შეუსაბამობები, რომლებზეც პასუხისმგებლობა სუბიექტს ეკისრება.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №ნ-10 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
მუხლი 17. აუდიტორის მიერ ინფორმაციის დადასტურება🔗
1. თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, აუდიტირებულ ინდივიდუალურ ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებას და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაამატა აუდიტორი, მის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერით აუდიტორს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება და ბმული. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის გადაგზავნის თარიღი.
2. აუდიტორი ვალდებულია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებულ ბმულზე გადასვლით გაიაროს ერთჯერადი ავტორიზაცია ანგარიშგების პორტალზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ერთჯერადი ავტორიზაციის გავლის შემდეგ აუდიტორი უფლებამოსილია, მართოს ანგარიშგების ვებგვერდზე თავისი გვერდი ერთი ან ერთზე მეტი სუბიექტისთვის.
3. აუდიტორი სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ადასტურებს ან ხარვეზს უდგენს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად შევსებული ციფრული ფორმები ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები არსებითად შეესაბამება სუბიექტის მიერ აუდიტორისათვის მიწოდებულ სამუშაო დოკუმენტაციასა და აუდიტორის მიერ ხელმოწერილი აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესაბამის ფორმებს;
ბ) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად ატვირთული, ხელმოწერილი აუდიტირებული ანგარიშგებები ან/და აუდიტირებული კონსოლიდირებული ანგარიშგებები შეესაბამება აუდიტორის მიერ ხელმოწერილ ანგარიშგებებს ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს.
4. აუდიტორი მიუთითებს ანგარიშგებების ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებზე აუდიტორული დასკვნის გაცემის თარიღს.
5. თუ აუდიტორი ხარვეზს დაუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას, იგი ვალდებულია შესაბამის ველში აღწეროს შეუსაბამობის არსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ ფოსტის მისამართზე.
5. თუ აუდიტორი ხარვეზს დაუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას, იგი ვალდებულია შესაბამის ველში აღწეროს შეუსაბამობის არსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე.
6. აუდიტორის მიერ შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია აღმოფხვრას დადგენილი შეუსაბამობა. ამ შემთხვევაში აუდიტორს თავიდან ეგზავნება ელექტრონული ფოსტით შეტყობინება სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნის თაობაზე. აუდიტორი ვალდებულია დაადასტუროს ან ხარვეზი დაუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას ამავე პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის ხელახლა გადაგზავნის თარიღი.
7. აუდიტორი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ ხელმოწერილი ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე გაცემულ აუდიტორულ დასკვნაში გამოთქმული შემდეგი მოსაზრებებიდან ერთ-ერთი:
ა) არამოდიფიცირებული მოსაზრება;
ბ) პირობითი მოსაზრება;
გ) უარყოფითი მოსაზრება;
დ) მოსაზრების გამოთქმაზე უარი;
ე) არამოდიფიცირებული მოსაზრება მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცით;
ვ) არამოდიფიცირებული მოსაზრება სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცით.
8. აუდიტორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშგებები იგზავნება სამსახურში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
8. აუდიტორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშგებები იგზავნება სამსახურში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე.
81. ამ წესის მე-14 მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ინდივიდუალურ ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, რომლის შესადარისი პერიოდი კორექტირებულია, აუდიტორი მას ადასტურებს „ფინანსური ანგარიშგების შესადარისი პერიოდი კორექტირებულია“ ღილაკის მონიშვნით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №ნ-10 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 18. სუბიექტის შესახებ ავტომატურად მიღებული ინფორმაცია🔗
1. ამ წესის მე-8-მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, სუბიექტის შესახებ ავტომატურად აისახება და ვებგვერდზე ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;
ბ) სამართლებრივი ფორმა;
გ) საფირმო სახელწოდება/სახელწოდება;
დ) რეგისტრაციის თარიღი;
ე) მარეგისტრირებელი ორგანო;
ვ) იურიდიული მისამართი;
ზ) მმართველობის ორგანო;
თ) ინფორმაცია ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
ი) ინფორმაცია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ;
კ) ინფორმაცია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ;
ლ) ინფორმაცია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლების შესახებ;
მ) ინფორმაცია უძრავ ნივთებზე იპოთეკის უფლების შესახებ;
ნ) ემიტენტის კოდი, თუ სუბიექტი წარმოადგენს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს.
ნ) ემიტენტის კოდი, თუ სუბიექტი წარმოადგენს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური იღებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
ო) ინფორმაცია საქმიანობის სფეროს შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას სამსახური იღებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური ამუშავებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული საჯარო მონაცემების საფუძველზე.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
ანგარიშგების ვებგვერდი
მუხლი 19. წარდგენილი ინფორმაციის გამოქვეყნება🔗
1. სამსახური სუბიექტების მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.
2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი მისამართი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე, მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ვებგვერდზე არ ქვეყნდება.
2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი მისამართი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ვებგვერდზე არ ქვეყნდება.
3. (ამოღებულია - 01.05.2020, № ნ-5)
3. (ამოღებულია - 01.05.2020, № ნ-5).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია არის საჯარო. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გასაცნობად დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია და ავტორიზაცია.
6. პორტალზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების სისრულეზე, სისწორესა და სამართლიანობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-9, მე-11 და მე-14 მუხლების შესაბამისად სუბიექტის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხს აგებს სუბიექტი. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ წარდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნებასა და გადამოწმებაზე ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. პორტალზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების სისრულეზე, სისწორესა და სამართლიანობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-9, მე-11 და მე-14 მუხლების შესაბამისად სუბიექტის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხს აგებს სუბიექტი. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ წარდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნებასა და გადამოწმებაზე კანონის მე-9 მუხლის მე-3 და 31 პუნქტებისა და ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 08.08.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №ნ-5 - ვებგვერდი, 04.05.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №ნ-10 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 20. წარდგენილი ანგარიშგებების გადამოწმება სამსახურის მიერ🔗
1. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.
2. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან სუბიექტის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაადგინოს ხარვეზი სუბიექტის მიერ წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ხარვეზის შესახებ სუბიექტს ეცნობება ვებგვერდზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სამსახური სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის აღმოფხვრის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით.
2. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან სუბიექტის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაადგინოს ხარვეზი სუბიექტის მიერ წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამსახური სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის აღმოფხვრის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით, აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტი სუბიექტს წარედგინება ანგარიშგების ვებგვერდზე.
3. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდზე აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხარვეზი და ხელახლა წარადგინოს ანგარიშგება. ამ შემთხვევაში ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დენა თავიდან დაიწყება.
4. თუ სუბიექტი ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არააუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, სამსახურის მიერ გაცემული სანქციის საფუძველზე, სუბიექტს ეგზავნება შეტყობინება ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად სუბიექტს განესაზღვრება დამატებითი ვადა. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.
4. თუ სუბიექტი ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არააუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სუბიექტს წარედგინება ვებგვერდზე. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად სუბიექტს განესაზღვრება დამატებითი ვადა. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
41. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სუბიექტი სამსახურს დასაბუთებულ მოთხოვნას უგზავნის ვებგვერდზე ანგარიშგების დახარვეზების ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება სამსახურში გადაგზავნილია, ან ანგარიშგების ხელახლა წარდგენის ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება გამოქვეყნებულია ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ადასტურებს მოთხოვნას, რის შემდეგაც სუბიექტს ეძლევა საშუალება, შეიტანოს ცვლილება წარდგენილ ანგარიშგებაში. სუბიექტს ინფორმაცია სამსახურის მიერ მოთხოვნის დადასტურების ან უარყოფის შესახებ ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით. სამსახურის მიერ ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვებგვერდზე ანგარიშგებას ენიჭება სტატუსი – ხელახლა წარდგენის პროცესში.
41. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სუბიექტი სამსახურს დასაბუთებულ მოთხოვნას უგზავნის ვებგვერდზე ანგარიშგების დახარვეზების ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება სამსახურში გადაგზავნილია, ან ანგარიშგების გამოთხოვის ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება გამოქვეყნებულია ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ადასტურებს მოთხოვნას, რის შემდეგაც სუბიექტს ეძლევა საშუალება, შეიტანოს ცვლილება წარდგენილ ანგარიშგებაში. სუბიექტს ინფორმაცია სამსახურის მიერ მოთხოვნის დადასტურების ან დასაბუთებული უარყოფის შესახებ, ეცნობება ვებგვერდზე. სამსახურის მიერ ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვებგვერდზე ანგარიშგებას ენიჭება სტატუსი – ანგარიშგების პორტალიდან გამოთხოვილი, ხოლო თუ ანგარიშგება არ არის გამოქვეყნებული ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ადასტურებს მოთხოვნას, რის შემდეგაც სუბიექტს ეძლევა საშუალება შეიტანოს ცვლილება ანგარიშგებაში – ამ შემთხვევაში ვებგვერდზე ანგარიშგებას ენიჭება სტატუსი – საწარმოს მოთხოვნით დახარვეზებული.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგება უკვე გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, ანგარიშგების ხელახლა წარდგენისას ვებგვერდზე ხელმისაწვდომია როგორც თავდაპირველად, ასევე ხელახლა ატვირთული ანგარიშგებები.
6. თუ სუბიექტი ამ წესის მე-20 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად ანგარიშგებას ხელახლა წარადგენს, ანგარიშგების პირველ გვერდზე სრულად უნდა იყოს მითითებული ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მიზეზები და განხორციელებული ცვლილებები.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №ნ-5 - ვებგვერდი, 04.05.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 მაისის ბრძანება №ნ-7 - ვებგვერდი, 15.05.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №ნ-10 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 21. პორტალზე ინფორმაციის ძიება🔗
1. დაინტერესებული პირი სუბიექტის გვერდს მოიძიებს სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომრის/პირადი ნომრის ან სახელწოდების/საფირმო სახელწოდების მითითებით.
2. მომხმარებელს შეუძლია დეტალური ძიების მეშვეობით მიუთითოს ერთი ან რამდენიმე პარამეტრი: სუბიექტის სამართლებრივი ფორმა, ზომითი კატეგორია, სდპ-ის სტატუსი, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახე და საანგარიშგებო პერიოდის დასრულების წელი.
მუხლი 22. მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგების მოთხოვნა🔗
1. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ვებგვერდზე ელექტრონულად მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე წვდომა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს სუბიექტის ანგარიშგების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირის (შემდგომ - პასუხისმგებელი პირი) მობილური ტელეფონის ნომერი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებს ერთჯერად კოდს. იგი უფლებამოსილია აღნიშნული კოდი გადასცეს დაინტერესებულ პირს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოდის ვებგვერდზე შეყვანის შემდეგ დაინტერესებული პირი მიიღებს წვდომას მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე.
5. (ამოღებულია - 03.08.2022, №ნ-8).
6. სამსახური კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით უზრუნველყოფს მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებების გადაცემას სახელმწიფო უწყებებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციებისთვის, შესაბამისი მემორანდუმების საფუძველზე. სამსახური ინფორმაციას ზემოაღნიშნულ სტრუქტურებს გადასცემს კონფიდენციალობის პირობით იმგვარად, რომ იგი დამუშავდეს კონკრეტული მიზნობრიობით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 10 ივნისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 13.06.2022წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 04.08.2022წ.
მუხლი 23. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება🔗
ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების პროცესში სამსახურის მიერ მიღებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაცია, მისი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა/განადგურება, პორტირება, ნებისმიერ დროს უარი თქვას გაცემულ თანხმობაზე და გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“, №ნ-6, 21.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4566308-10/