მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.05.2019 ძალადაკარგული 31.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№241
სარეგისტრაციო კოდი
430050000.10.003.021258
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №241

2019 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 30.06.2020წ.

 

 

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა

 


თავი  I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანი და ამოცანა

1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის (შემდგომში – სქემა) მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. სქემა არეგულირებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებს, შესაბამისი სტატუსის მინიჭების, დადასტურების, შეჩერების/აღდგენის წესებს, აგრეთვე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევებს. სქემა აგრეთვე არეგულირებს მასწავლებლის შეფასების წესსა და ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კადრების შენარჩუნებას, არსებული მასწავლებლების მოტივაციისა და სტატუსის ამაღლებას.

3. სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე,  ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე, ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე სქემის მოქმედება შესაძლებელია, გავრცელდეს კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წერილობითი (მატერიალური/ელექტრონული) ფორმით მიმართვა) შემთხვევაში.

4. ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აამოქმედოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებელთა შეფასებისა და ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სისტემა მათ საქმიანობაზე დაკვირვების გზით.

5. ეს სქემა ვრცელდება მასწავლებლებზე (გარდა მოწვეული, უცხოელი მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლებისა, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელზე − მხოლოდ ამ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში).

6. სპეციალურ მასწავლებელზე ამ სქემით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება მასზე სპეციალურად მითითებულ შემთხვევებში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.
მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

სქემა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის გაზრდის მიზნით მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა საქმიანობის პროფესიული განვითარებისა და შეფასების პროცესში;

ბ) თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის ხელშეწყობა;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა;

დ) მასწავლებლის საჭიროებაზე და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროფესიული განვითარება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

სქემაში გამოყენებულ ტერმინებს, სქემის მიზნებისათვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მასწავლებელი – „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) სქემით განსაზღვრული სტატუსი – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, უფროსი მასწავლებლის სტატუსი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, რომელიც მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გ) პრაქტიკოსი მასწავლებელი – პირი, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით ჩართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, და რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ე) წამყვანი მასწავლებელი  –  მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

ვ)   მენტორი  მასწავლებელი  –  მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი;

ზ)  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) − სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის შესატყვისი კომპეტენციების დამადასტურებელი დოკუმენტების ორგანიზებული კრებული, რომელიც არის ორდონიანი, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონე და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონე;

თ) განმავითარებელი უკუკავშირი – მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;

ი) თემატური ერთეული – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ერთ-ერთი სასწავლო თემა;

კ) (ამოღებულია - 10.03.2023, №97);

ლ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  განათლების   მართვის   საინფორმაციო  სისტემის (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით ხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა;

მ) გარე დაკვირვება – პროცესი, რომლის დროსაც გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით ფასდება მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილი, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად;

ნ) საგნის გამოცდა – მასწავლებლობის მსურველის ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება/დადასტურება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული   პირი   –  შეფასებისა   და  გამოცდების ეროვნული  ცენტრი  (შემდგომში  –  შეფასებისა  და  გამოცდების  ეროვნული  ცენტრი), მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ო) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

პ) პროფესიული უნარების გამოცდა – წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც  ახორციელებს  შეფასებისა  და  გამოცდების  ეროვნული  ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ჟ) პროფესიული კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

რ) მასწავლებლის კომპლექსური შეფასება – წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისად, უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის შეფასება, რომელიც შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან;

ს) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებთან დაკავშირებულ და მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადებს;

ტ)  შიდა შეფასება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან ერთად მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციის შესაბამისობის დადგენა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან;

უ) ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი – მასწავლებლის შიდა შეფასებისა და მისი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ბაზაზე შექმნილი ჯგუფი;

ფ) შეფასების ინსტრუმენტი – ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობების შეფასების საშუალება, რომელიც დამტკიცებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;

ქ) (ამოღებულია - 10.03.2023, №97);

ღ) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ყ) სპეციალური მასწავლებლის სტატუსი – პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის ან/და განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ენიჭება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

შ) სპეციალური მასწავლებლის გამოცდა − უფროსი, წამყვანი  ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელიც მოიცავს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდასა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში და რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ჩ) მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება აღნიშნული საგნებიდან (გარდა იმ საგნისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი) ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება ან დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა;

ც) სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა − მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების მიზნით დასაქმებული სპეციალური მასწავლებლის მიერ გასავლელი საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მტკიცდება  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.
თავი II

მასწავლებლის პროფესიული განვითარება

მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია:

ა) სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;

ბ) საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);

გ) თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა;

დ) ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იღებს განმავითარებელ უკუკავშირს;

ე) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა:

ე.ა) უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი;

ე.ბ) წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი;

ე.გ) მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი;

ვ) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების სხვა აქტივობის/აქტივობების განხორციელება;

ზ) კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;

თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა. 

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკვირდება მასწავლებლის საქმიანობას (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესს), აფასებს და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფროსი მასწავლებელის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი – არანაკლებ 1 გაკვეთილს.

მუხლი 5. მასწავლებლის სტატუსის სახეები

1.  მასწავლებლის სტატუსის სახეებია:

ა)  უფროსი მასწავლებელი;

ბ)  წამყვანი მასწავლებელი;

გ)  მენტორი მასწავლებელი.

2.   მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ამ მუხლით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სტატუსი.

3. მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია დაევალოს ამ მუხლით განსაზღვრული სხვა სტატუსის მასწავლებლის ფუნქცია, რაც არ ითვალისწინებს გაკვეთილის ჩატარებას.

4. მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო შედარებით მაღალი სტატუსია მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

მუხლი 6. მასწავლებლის სტატუსის მოქმედების ვადა

სქემის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება.

მუხლი 7. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას, გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებსა და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით;

ე) წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა.

11. უფროსი მასწავლებლის სტატუსის შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს:

ა) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გამოცდაში მიღებული ქულა) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

მუხლი 8. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონის დადებითად შეფასებას.

3. (ამოღებულია - 10.03.2023, №97).

4. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს.

6. მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

7. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

8. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 9. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ უფროს ან წამყვან მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს 50%-ზე ნაკლები შედეგით, უფლებამოსილია, განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად:

ა) უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტის დაგროვებას;

ა.ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას;

ბ) წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტის დაგროვებას;

ბ.ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას;

3. (ამოღებულია - 10.03.2023, №97).

4. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

5. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს.

7. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

8. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

9. იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, მას უფლება აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პროცესში.

10. უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 10. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა

1. უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის მიერ, წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში აფასებს მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობას (პორტფოლიოს).

2. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით შეფასებიდან ორი კვირის ვადაში ელექტრონულად/მატერიალურად წერილობითი ფორმით წარმოადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელს ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ პორტფოლიოში.

4. პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 სექტემბრისა იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 ივნისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 11.  მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება

1. მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.

2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 12. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისათვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.

მუხლი 13. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) საპრეტენზიო განაცხადის  დაკმაყოფილების შესახებ;

გ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

2. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წარედგინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.

მუხლი 14. მასწავლებლისთვის წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრება

1. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის დადებითად შეფასების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით პირს ენიჭება წამყვანი მასწავლებლის ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

2. (ამოღებულია - 17.06.2024, №199).

3. მასწავლებლისთვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.

მუხლი 15. უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების დადასტურება

1. მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. უფროსი მასწავლებლის სტატუსის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა სერტიფიკატების საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) იმ ტერიტორიული ორგანოსათვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი.

3. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებელთა სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე/პირებისთვის მასწავლებლის სერტიფიკატების გაცემას/ხელმისაწვდომობას.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.
თავი III 

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება

მუხლი 16. სკოლის ბაზაზე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება

1. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საფუძველია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.

2. სპეციალური მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, თვითშეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას.

21. სპეციალური მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმაზე დაყრდნობით, სასწავლო გარემოსთან, სასწავლო პროცესსა და სწავლებასთან მიმართებით, აფასებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას და სემესტრის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს.

22. სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.

3. სპეციალური მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განიხილავს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგებს, იღებს განმავითარებელ უკუკავშირს და ადგენს ახალ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას.

4. სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 17. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეები

1. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებია:

ა) პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი;

ბ) უფროსი სპეციალური მასწავლებელი;

გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი;

დ) მენტორი სპეციალური მასწავლებელი.

2. სპეციალურ მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ამ მუხლით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სტატუსი.

3. სპეციალური მასწავლებლის იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ყველაზე მაღალი სტატუსია მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 18. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოქმედების ვადა

ამ სქემის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით სპეციალური მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება იმავე პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 19. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

1. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61​​​3  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს.

2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ენიჭება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61​​​3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 20. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

გ) უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან, სულ მცირე, ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 21. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ბ) ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და დადებითად აქვს შეფასებული სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო).

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 211. მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და დადებითად აქვს შეფასებული სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო).

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 22. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. პირის მიერ სქემის მე-20 მუხლით განსაზღვრული რომელიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

2. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც დასაქმებულია უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე წარდგენილი პირი.

3. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

მუხლი 23. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. უფროსი სპეციალური მასწავლებლის მიერ სქემის 21-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენს უფროსი სპეციალური მასწავლებლისთვის წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

11. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას;

ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონის დადებითად შეფასებას.

12. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა  (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

13. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის  (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის მიერ ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

14. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

15. ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ზღვარს.

2. სქემის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირისთვის წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელშიც დასაქმებულია წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე წარდგენილი პირი.

3. სქემის 21-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირისთვის წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 231. მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. მენტორი  სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას;

ა.ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას;

ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას;

ბ.ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას.

2. უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ სქემის 211 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

3. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) დადებითად ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

4. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) დადებითად შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

5. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) დადებითად ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

 6. სქემის 211 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებელი გადალახავს მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ზღვარს.“.

მუხლი 232.  სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა

1. უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიო) შეფასებას.

2. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით, შეფასებიდან ორი კვირის ვადაში, ელექტრონულად ან მატერიალურად წერილობითი ფორმით წარადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ინფორმაცია მიღებული შედეგის შესახებ სპეციალურ მასწავლებელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ სისტემაში.

4. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, წარადგენს თითოეული ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელშიც ის ასწავლის.

6. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ მასწავლებელს, პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, არ წარადგენს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ასწავლის, სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს, ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქმედების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ერთი თვის ვადაში.

7. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და განხილვის წესი განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 24. უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების დადასტურება და სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოსთვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია სპეციალური მასწავლებელი.

3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის მიღებიდან 20 დღის ვადაში, უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე/პირებისთვის სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემას/ხელმისაწვდომობას.

4. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე ვრცელდება ამ სქემის მე-11-მე-13 მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

5. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

თავი IV

მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა

მუხლი 25. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელს, სქემის 26-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეიძლება, მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების შესახებ ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 26. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების განსაზღვრა

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

თავი V

მასწავლებლის შეფასების წესი

მუხლი 27. მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედების სფერო

მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებზე, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებზე − მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წერილობითი (მატერიალური/ელექტრონული) ფორმით მიმართვა) შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.

მუხლი 28. მასწავლებლის შეფასების მიზანი და პრინციპები

1. მასწავლებლის შეფასების მიზანია:

ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა;

ბ) მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის გაძლიერების ხელშეწყობა.

2. მასწავლებლის შეფასება ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

მუხლი 29. მასწავლებლის შეფასების ტიპები

მასწავლებლის შეფასების ტიპებია:

ა) გარე შეფასება:

ა.ა) საგნის გამოცდა და წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა;

ა.ბ) კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისად უფროსი და წამყვანი მასწავლებლების შეფასებას და შედგება თეორიული (სტატუსის შესაბამისი პროფესული უნარების გამოცდა) და პრაქტიკული ნაწილებისაგან;

ბ) შიდა შეფასება, რომელიც წარმოადგენს დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით და სქემის მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების მონიტორინგის შედეგად გაცემულ უკუკავშირს.

მუხლი 30. მასწავლებლის პორტფოლიოში არსებული მტკიცებულებების შეფასება

მასწავლებელი ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პორტფოლიოში განათავსებს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

მუხლი 31. იმ მასწავლებლის პრაქტიკული კომპონენტის შეფასება, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში

1. მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, აწარმოებს მასწავლებლის პორტფოლიოს, რომელშიც შესაძლებლობა აქვს, წარმოადგინოს იმ ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებული აქტივობები, რომელშიც ასწავლის.

2. მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების მიზნით, წარადგენს თითოეული ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელშიც ის ასწავლის.

3. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით არ წარადგენს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ასწავლის, მასწავლებელს უფლება აქვს, ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქმედების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ერთი თვის ვადაში.

4. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და განხილვის წესი განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

თავი VI

მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერება/აღდგენა

მუხლი 32. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის შეჩერების/აღდგენის საფუძვლები

1. უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აცნობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პირისათვის მასწავლებლის სტატუსის შეჩერების შესახებ.

2.  უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მასწავლებელი, სტატუსის აღდგენის მიზნით, მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.

3. უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის მიერ სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

4. პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აცნობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პირისათვის სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერების შესახებ.

5. პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი, სტატუსის აღდგენის მიზნით, მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.

6. პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და სპეციალურ მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

7. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ჩერდება და აღდგება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე. შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონულ სისტემაში.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

თავი VII

ელექტრონული სისტემის წარმოების წესი

მუხლი 33. ელექტრონული სისტემის წარმოება

1. ელექტრონული სისტემის წარმოების მიზანია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა, მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასების უზრუნველყოფა და მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მართვა.

2. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე უფლებამოსილნი არიან:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

გ) მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი;

დ) ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი;

ე) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

მუხლი 34. ელექტრონულ სისტემაში შესატანი ინფორმაცია და ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირები

1. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შესახებ უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;

გ) ინფორმაცია  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სამუშაო გამოცდილების შესახებ.

2. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი.

3. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

4. გამოცდების შედეგები (საგნის გამოცდა, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების პროფესიული უნარების გამოცდა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული უნარების გამოცდა), რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, შესაბამისი სკოლის დირექტორისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოცემულ ინფორმაციას აწვდის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

5. (ამოღებულია - 10.03.2023, №97).

6. მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მტკიცებულებები პროფესიული საქმიანობის მიმართულებით.

7. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კონკრეტული მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში ასახვის მიზნით, გადასცეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.
მუხლი 35. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის გასწორება ან/და ჩანაწერში ცვლილების შეტანა

1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის ან მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასწორებას უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი.

2. ელექტრონულ სისტემაში მექანიკური შეცდომის გასწორებას ახორციელებს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების ელექტრონული სისტემის წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. შეცდომის/უზუსტობის გასწორება ხდება ელექტრონული სისტემის შესაბამისი განყოფილების იმავე გრაფაში, შეცდომის/უზუსტობის გასწორების საფუძვლის და თარიღის მითითებით. 

3. პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომა/უზუსტობა გამოასწოროს იმ ვადაში, რა ვადაც ჰქონდა განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განთავსებაზე.

მუხლი 36. ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომის დონეები

1. ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომა გულისხმობს ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ მონაცემების შეტანის, ნახვისა და შეცვლის უფლებას იმ მოდულების ფარგლებში, რომელზეც აქვს დაშვება ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს.

2. ელექტრონული სისტემის მონაცემებზე წვდომის დონეები განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, თითოეულ პირს მისცეს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წვდომის დონე.

თავი VIII

მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი

მუხლი 37. მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი

1. მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:

ა) მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.

2. საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე.

თავი IX

გარდამავალი დებულებები

მუხლი 38. სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები

1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.

11. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია  დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

12. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

2. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას,  რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე (გარდა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტ ქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს.  მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია  ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი,  დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

21. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის,  საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, დარეგისტრირდენ 2021-2022  სასწავლო წლის დაწყებამდე ჩასატარებელ მასწავლებლის  გამოცდაზე და ნაწილობრივ დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (ის საგანი ან/და პროფესიული კომპეტენცია, რომელიც დაგროვებული არ აქვთ 15 კრედიტქულის ფარგლებში),  დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით. თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი მოცემული გამოცდის ნაწილობრივ დადასტურების შემთხვევაში დააგროვებს 19 კრედიტქულას, მას უფლება აქვს,  მონაწილეობა მიიღოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ  უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს როგორც უფროსი მასწავლებელი.

22. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

23. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ  მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

3.  იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, გავიდნენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ორგანიზებულ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

4. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე  გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების  გამოცდაზე  და  ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და  მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.

5. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია  პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით  დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

6.   სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

7. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე პერიოდში მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის  კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:

ა) გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ  1-5 კრედიტქულა;

ბ) დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით), დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.

8. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).

9. 2020-2021 სასწავლო  წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის %

კრედიტქულა

60-დან ზემოთ

10

50-დან 60-მდე

7

40-დან 50-მდე

4

30-დან 40-მდე

1

 

„91. 2021-2022 სასწავლო  წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად.“.

10. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გზით შეძლო დაგროვილი კრედიტქულების შევსება და 19 კრედიტქულის დაგროვება, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

11. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებზე, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეჩერებული ჰქონდათ შრომითი ურთიერთობა და შესაბამისად ვერ მიეცათ კარიერული წინსვლის საშუალება, არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შრომითი ურთიერთობის განახლებიდან 2 წლის განმავლობაში.

12. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს), რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე წარადგენენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებულ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

13. 2020 წლის 31 იანვრამდე სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც 2021 წელს საგნის გამოცდის ჩაბარების ნაცვლად საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა 10 კრედიტქულაზე, საგნის გამოცდა ჩაეთვალოს ჩაბარებულად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №494 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის დადგენილება №379 – ვებგვერდი, 29.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის დადგენილება №336 – ვებგვერდი, 27.06.2022წ.
მუხლი 39. უფროსი მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის პირობა

1. სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 15 კრედიტქულა, მათ შორის, ორი სავალდებულო აქტივობით (გარდა გარე დაკვირვებისა) ან „გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №205/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად წარდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაეთვალათ ხარვეზის მქონედ, აღნიშნულ პირებს მოცემული ხარვეზის გამოსწორების ვადად განესაზღვროთ 2019-2020 სასწავლო წლის პერიოდი და ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, რაც დადგინდება მონიტორინგის საფუძველზე, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე  დაკვირვება (როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით) და 2020 წლის 31 დეკემბრამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში, 2021 წლის იანვრიდან მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 2021 წლის 15 ივნისამდე  წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2021 წლის 30 სექტემბრამდე. ამ პუნქტით განსაზღვრული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

11. სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 30 ივნისამდე წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება, ასევე იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დადებითად შეუფასდათ გარე დაკვირვება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა, მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, ობიექტური გარემოებების საფუძველზე, უარს განაცხადებს დისტანციური ფორმით გარე დაკვირვების გავლაზე,  მას უფლება აქვს, გარე დაკვირვება გაიაროს 2021 წლის 15 ივნისამდე პერიოდში პირისპირ, ხოლო ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, დისტანციური ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლისთვის ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განესაზღვრება, გამოსწორებული ხარვეზის გათვალისწინებით, გამოსწორებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის და შეფასების ვადები. ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დადებითი შეფასების შემთხვევაში მიეცემა უფლება გაიაროს მხოლოდ გარე  დაკვირვება 2020 წლის სექტემბრიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებით წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის მონიტორინგისა და შეფასების გახორციელების უფლებამოსილება აქვთ:

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული ექსპერტებს;

ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებს.

4. (ამოღებულია - 10.03.2023, №97).

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ უფროს მასწავლებელს, რომელსაც წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა ან/და მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და 2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) არ შეუფასდათ დადებითად რომელიმე მიმართულებაში/მიმართულებებში ან შეფასების მიზნით არ წარუდგენიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) შეუფასდება და შესაბამისი სტატუსი მიენიჭება არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №494 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.
მუხლი 40. წამყვანი მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის პირობა

1. წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა, მათ შორის, განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის შედეგად დაუდასტურდებათ შეფასების ჯგუფის მიერ მინიჭებული კრედიტქულები, 2020 წლის სექტემბერში მიენიჭებათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ წამყვან მასწავლებელს, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა ან/და მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და 2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) არ შეუფასდათ დადებითად რომელიმე მიმართულებაში/მიმართულებებში ან შეფასების მიზნით არ წარუდგენიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) შეუფასდება და შესაბამისი სტატუსი მიენიჭება არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.

მუხლი 41. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პირობები

1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

11. 2023 წლის განმავლობაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს.

2. 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით მიენიჭება 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულა. მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

3. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან რუსულენოვან სკოლებში/სექტორებზე რუსულს, როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ჩაბარებული ან ნაწილობრივ დადასტურებული აქვთ რუსული, როგორც უცხო ენის გამოცდა 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით, შეფასების განხორციელებას უზრუნველყოფს 2022 წლიდან.

5. 2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია  დადასტურებული აქვთ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

6. 2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

7. იმ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილას, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომე ვერ შეიცვლიან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.

8. იმ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებისა), რომლებმაც 2023 წლის იანვრისთვის ვერ შეიცვალეს სტატუსი და 2023 წლის საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, მიეცეთ უფლება, 2023 წლის საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები დაუანგარიშდეთ 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად.

9. 2025-2026 სასწავლო  წლის ბოლომდე საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები შესაძლებელია, დაანგარიშდეს 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

საგნის გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულის %

კრედიტქულა

60-იდან ზემოთ

10

50-იდან 60-მდე

7

40-იდან 50-მდე

4

30-იდან 40-მდე

1

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №494 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №628 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 ივნისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 411. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებლთა კარიერული წინსვლის პირობები

1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

2. (ამოღებულია - 12.06.2023, №221).

3. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვს მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვა მინიმალური ქულა), მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

4. არაქართულენოვან სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მ ასწავლებლებს, რომლებსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

5. (ამოღებულია - 12.06.2023, №221).

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 ივნისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 42. სპეციალური მასწავლებლის განათლების განსაკუთრებული პირობები

1. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და რომელიც სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებულია/დასაქმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვალდებულია, როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირმა, კომპეტენციის დადასტურების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჩააბაროს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21​3 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს პირს, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.

3. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით, 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, წამყვანი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარებას პროფესიულ უნარებში უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა, ხოლო მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარებას პროფესიულ უნარებში უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.

5. სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2024 წლის 1 იანვრიდან.

6. 2022 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21​3 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვალოს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა.

7. 2022 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21​3 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ჩაითვალოს სქემით გათვალისწინებულ უფროს სპეციალურ მასწავლებლად.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის დადგენილება №112 – ვებგვერდი, 07.03.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №97 – ვებგვერდი, 13.03.2023წ.

მუხლი 43. პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ სქემის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს 2022 წლიდან.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №714 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.

მუხლი 44. მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ

ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაწყებულია მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების/მინიჭების მიზნით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის №390 დადგენილების ამოქმედებამდე უნდა დასრულდეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ურთიერთობა სხვაგვარად არ რეგულირდება, ამავე დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული მოთხოვნებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №494 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.

მუხლი 45. სქემის ზოგიერთი მუხლის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ

1. 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერებულ იქნეს სქემის მე-4 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-16 მუხლის, 21-ე მუხლის, 211 მუხლის, 23-ე მუხლის, 231 მუხლის, 232 მუხლის, IV თავის, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 43-ე მუხლის მოქმედება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ გავრცელდეს სქემის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.


როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“, №241, 23.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.021258 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4570026-13/