პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2019 ბოლო ცვლილება 28.10.2025
ნომერი
№99/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430060000.22.022.017723
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №99/ნ

2019 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.


„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
1
მუხლი 2
დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმა (ქართულ-ინგლისურენოვანი) დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2​1
დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

+
მუხლი 2​2
დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის დანართის ფორმა (ქართულ-ინგლისურენოვანი) დანართი №4-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

+
მუხლი 2​3
დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

+
მუხლი 2​4
დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის დანართის ფორმა (ქართულ-ინგლისურენოვანი) დანართი №6-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

+
მუხლი 3
დაევალოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება ამ ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული ფორმის მიხედვით პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართების შემუშავების, შევსებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

+
მუხლი 4
დამტკიცდეს საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური დანართი №7-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

+
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
+



დანართი №1

 

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დანართი ადგენს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის (შემდგომში – დიპლომი) ფორმას.

2. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

მუხლი 2. დიპლომის მონაცემები

1. დიპლომი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით;

ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

2. დიპლომზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდებები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.

3. დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე დაწესებულების/ცენტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომის შედგენა რომელიმე სხვა უცხოურ ენაზეც.

4. დიპლომის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა.

5. დიპლომზე უნდა მიეთითოს:

ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) „დიპლომი“;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი;

ვ) კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება;

ზ) კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, რიცხვი, თვე, წელი;

თ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც მიენიჭა კვალიფიკაცია;

ი) მინიჭებული კვალიფიკაციის დასახელება;

კ) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

ლ) ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი;

მ) დიპლომის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ნ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);

ო) დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი დიპლომისა და დუბლიკატის რეგისტრაციის მიზნით წარმოებულ რეესტრში.

6. საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“, „ი“, „ლ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება:

ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

ბ) ცენტრის ლოგო;

გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

დ) ცენტრის ბეჭედი.

7. დიპლომი, ამ დანართით განსაზღვრული მონაცემების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ დადგენილ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას დიპლომის გაცემის მომენტში. დაწესებულების გადაწყვეტილებით ეს მონაცემი შეიძლება იყოს დაწესებულების ის სახელწოდება, რაც მას ერქვა პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში ან პროფესიული სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 24.02.2021 წ.

მუხლი 3. დიპლომის დუბლიკატი

1. დუბლიკატი გაიცემა იმ პირზე, რომლის დიპლომი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.

2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.

4. (ამოღებულია - 07.12.2023, №131/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.

მუხლი 4. დიპლომის ფორმის, გაცემული დიპლომისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.

2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი და ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 24.02.2021 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.


+
დანართი №2

დიპლომის/სერტიფიკატის დანართის ფორმა ​(*)

საქართველო

 

1. დიპლომის/სერტიფიკატის სახელწოდება ​(GE)

 

​(1) მშობლიურ ენაზე

 

2. დიპლომის/სერტიფიკატის ნათარგმნი სახელწოდება ​(EN)

 

​(1) თარგმანს არ გააჩნია იურიდიული ძალა

 

3. უნარები და კომპეტენციები

 

 

4. დიპლომის/სერტიფიკატის მფლობელისათვის შესაძლო დასაქმების პოზიციები

 

 

​(*) განმარტებითი ბარათი

აღნიშნული დოკუმენტი  შემუშავებულია ოფიციალურ დიპლომზე ან სერტიფიკატზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით  და დამოუკიდებლად არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი ძალა. აღწერის ფორმატი ეფუძნება შემდეგ დოკუმენტებს: ევროპის საბჭოს 1992 წლის 3 დეკემბრის 93/C 49/01 რეზოლუციას კვალიფიკაციების გამჭვირვალობის შესახებ; ევროპის საბჭოს 1996 წლის 15 ივლისის 96/C 224/04 რეზოლუციას პროფესიული მომზადების კვალიფიკაციების გამჭვირვალობის შესახებ და ევროპარლამენტისა 2001/613/EC  და ევროპის საბჭოს 2001 წლის 10 ივლისის რეკომენდაციას სტუდენტების, მომზადების პროცესში მყოფი პირების, მოხალისეების, მასწავლებლებისა და ტრენერების მობილობის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია: http://europass.cedefop.eu.int

© European Union, 2002-2014 | http://europass.cedefop.europa.eu

 

5. დიპლომის/სერტიფიკატის გაცემის ოფიციალური საფუძველი

დიპლომის/სერტიფიკატის გამცემი დაწესებულების სახელწოდება და სტატუსი

 

მისამართი:

საფოსტო ინდექსი:

ტელეფონი/ფაქსი:

ვებგვერდის მისამართი:

ელექტრონული ფოსტა:

დაფუძნების თარიღი:

ავტორიზაციის თარიღი:

აღიარების მიმნიჭებელი ეროვნული ორგანოს სახელწოდება და სტატუსი

 

მისამართი:

საფოსტო ინდექსი:

ტელეფონი/ფაქსი:

ვებგვერდი მისამართი:

ელექტრონული ფოსტა:

კვალიფიკაციის დონე

 

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო – NQF

განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი – ISCED 2011

 

შეფასების სისტემა/საგამოცდო მოთხოვნები

დაშვება განათლების შემდეგ დონეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

საერთაშორისო შეთანხმებები

(ასეთის არსებობის შემთხვევაში)

სამართლებრივი საფუძველი

 

 

 

6. დიპლომის/სერტიფიკატის მიღების ოფიციალურად აღიარებული გზები

მიღებული პროფესიული განათლების  აღწერა

პროცენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებაში

(%)

ხანგრძლივობა

(საათი/კვირა/თვე/წელი)

საგანმანათლებლო დაწესებულება

 

 

სამუშაო ადგილი/სასწავლო საწარმო

 

 

აღიარებული წინმსწრები (არაფორმალური/ფორმალური) განათლება

 

 

სწავლების სრული ხანგრძლივობა

 

 

დაშვების წინაპირობები

 

დამატებითი ინფორმაცია

 

ინფორმაცია ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის აღწერის შესახებ  www.

 

საკონტაქტო იურიდიული პირი ეროვნულ დონეზე  www.

 

 

 

Certificate supplement​ (*)

Georgia

 

1. Title of the certificate ​(GE)

 

 

​ (1) In the original language

 

2. Translated title of the certificate ​(EN)

 

​ (1) This translation has no legal status

 

3. Profile of skills and competences

 

 

 

4. Range of occupations accessible to the holder of the certificate

 

 

 

 

​(*) Explanatory note

This document is designed to provide additional information about the specified certificate and does not have any legal status in itself. The format of the description is based on the following texts: Council Resolution 93/C 49/01 of 3 December 1992 on the transparency of qualifications, Council Resolution 96/C 224/04 of 15 July 1996 on the transparency of vocational training certificates, and Recommendation 2001/613/EC of the European Parliament and of the Council of 10 July 2001 on mobility within the Community for students, persons undergoing training, volunteers, teachers and trainers.

© European Union, 2002-2014 | http://europass.cedefop.europa.eu

5. Official basis of the certificate

Name and status of the body awarding the certificate

 

Address:

Post index:

Phone / Fax:

Website Address:

Email Address:

Date of establishment:

Last Authorization Date:

Name and status of the national/regional authority providing accreditation/recognition of the certificate

 

Address:

Post index:

Phone / Fax:

Website Address:

Email Address:

 

Level of the certificate (national and international)

 

Grading scale / Pass requirements

Access to next level of education/training

International agreements

Legal basis

 

 

6. Officially recognised ways of acquiring the certificate

Description of vocational education and training received

Percentage of total programme

(%)

Duration

(Hours/weeks/months/years)

School-/training centre-based

 

 

Workplace-based

 

 

Accredited prior learning

 

 

Total duration of the education/ training leading to the certificate

 

 

Entry requirements

 

Additional information

 

More information including a description of the national qualifications system

www.

 

National reference point  

www.

 

 


+
 

დანართი №3

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის ფორმა

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დანართი ადგენს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) ფორმას.

2. სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე ის იურიდიული პირი (შემდგომში – დაწესებულება), რომელშიც მსმენელმა დაასრულა პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამა, ან მისი უფლებამონაცვლე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირი, რომელშიც მსმენელმა დაასრულა პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამა, შეწყვეტს ან გაუუქმდება საქმიანობის უფლება უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სერტიფიკატის დუბლიკატის (შემდგომში– დუბლიკატი) გაცემისას, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა იხელმძღვანელებს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ  პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირი არის ამავდროულად ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება და იგი შეწყვეტს ან გაუუქმდება პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, იგი უფლებამოსილია გასცეს სერტიფიკატი/დუბლიკატი.

მუხლი 2. სერტიფიკატის მონაცემები

1. სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით;

ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერტიფიკატის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), სერტიფიკატის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

2. სერტიფიკატის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდებები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.

3. სერტიფიკატი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და, დაწესებულების გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.

4. სერტიფიკატის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად, გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა.

5. სერტიფიკატზე უნდა მიეთითოს:

ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს სერტიფიკატის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) „სერტიფიკატი“;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

ვ) პირის მიერ პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების  პროგრამის დასრულების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (დღე, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე;

ზ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც დაასრულა პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამა;

თ) მითითება პროფესიული მომზადების პროგრამის ან პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების შესახებ და კრედიტების რაოდენობა ან ხანგრძლივობა, პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამის დასახელება და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე;

ი) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, ასევე ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღების სახელი, გვარი და ხელმოწერა, იმ შემთხვევაში თუ იგი არ წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელს;

კ) ადგილი, სადაც გაიცა სერტიფიკატი;

ლ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (დღე, თვე, წელი);

მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის/კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით არსებული შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);

ნ) პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი.

6. სერტიფიკატი ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას სერტიფიკატის გაცემის მომენტში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 24.02.2021 წ.

მუხლი 3. სერტიფიკატის დუბლიკატი

1. სერტიფიკატის დუბლიკატი გაიცემა იმ პირზე, რომლის სერტიფიკატი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.

2. დუბლიკატი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი არიან ამ დანართის პირველი მუხლითგათვალისწინებული სუბიექტები.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების  მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“ დაისმის როგორც ქართულ, ასევე იმ უცხოურ ენაზე, რომელ ენაზეც ივსება დაწესებულების მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა.

4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება სერტიფიკატის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. (ამოღებულია - 07.12.2023, №131/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.

მუხლი 4. სერტიფიკატის ფორმის, გაცემული სერტიფიკატისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება ვალდებულია  სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

2. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ატვირთოს სერტიფიკატის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე, ასახოს შემდეგი მონაცემები: სერტიფიკატის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 24.02.2021 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.


+
 

დანართი №4

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის დანართის ფორმა

პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) დანართის რეკვიზიტები ქართულ ენაზე:

1.1.     კვალიფიკაციის მფლობელის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

1.1.1    გვარ(ებ)ი:

1.1.2    სახელ(ებ)ი:

1.1.3    დაბადების თარიღი: (დღე/თვე/წელი):

1.1.4    პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან კოდი (არსებობის შემთხვევაში):

 

1.2.     კვალიფიკაციის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

1.2.1    კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სწავლის სფერო(ები) (პროგრამის სახელწოდება):

1.2.2    კვალიფიკაციის მიმნიჭებელი დაწესებულების დასახელება და სტატუსი:

1.2.3    იმ იურიდიული პირის (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შემთხვევაში) დასახელება და სტატუსი, რომელშიც განხორციელდა სწავლების პროცესი:

1.2.4    სწავლების ენა (ენები):

 

1.3.     ინფორმაცია კვალიფიკაციის დონის შესახებ

1.3.1    კვალიფიკაციის დონე:

1.3.2    პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა (საათებში):

1.3.3    დაშვების წინაპირობა:

 

1.4.     ინფორმაცია შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე

1.4.1    სწავლების ფორმა:

1.4.2    პროგრამის დეტალები: (მაგ. შესწავლილი მოდულები და ერთეულები) და მიღებული ინდივიდუალური ნიშნები/ შეფასებები/ კრედიტები: (თუ არსებობს, უნდა დაერთოს ოფიციალური ნიშნების ფურცელი (ტრანსკრიპტი)):

1.4.3    შეფასებების სისტემა და, თუ შესაძლებელია, შეფასებების განაწილების ინსტრუქცია:

 

1.5.     დამატებითი ინფორმაცია

            დამატებითი ინფორმაცია:

 

1.6.     დანართის დამოწმება

1.6.1    თარიღი:

1.6.2    ხელმოწერა/ხელმოწერები:

1.6.3    თანამდებობა:

1.6.4    ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის/კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით არსებული შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით):

 

2. სერტიფიკატის დანართის რეკვიზიტები ინგლისურ ენაზე:

 

2.1. INFORMATION IDENTIFYING THE HOLDER OF THE QUALIFICATION

2.1.1. Family name(s):

2.1.2. Given name(s):

2.1.3. Date of birth (day/month/ year):

2.1.4. Person identification number or code (if available):

 

 

2. 2. INFORMATION IDENTIFYING  THE QUALIFICATION

2.2.1. Qualification Learning area (s) (name of the program):

2.2.2. Name and status of awarding institution:

2.2.3. The title and status of a legal entity (in case of a work based learning) in which the teaching process was implemented:

2.2.4. teaching Language(s):

 

2 .3. INFORMATION ON THE LEVEL OF THE QUALIFICATION

2.3.1. Level of qualification:

2.3.2. Official length of programme (in hours):

2.3.3. Access requirements(s):

 

2 .4. INFORMATION ON THE CONTENTS AND RESULTS GAINED

2.4.1. Mode of study:

2.4.2. Programme details: (e.g. modules or units studied), and the individual grades/marks/credits obtained: (if this information is available on an official transcript this should be used here):

2.4.3. Grading scheme and, if available, grade distribution guidance:

 

2.5. ADDITIONAL INFORMATION

Additional information:

 

2.6. CERTIFICATION OF THE SUPPLEMENT

2.6.1. Date:

2.6.2. Signature(s):

2.6.3. Position:

2.6.4. Official stamp or seal (in case of legal entity - institution of private law – voluntarily):


+
 

დანართი №5

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის ფორმა

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დანართი ადგენს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) ფორმას.

2. სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

მუხლი 2. სერტიფიკატის მონაცემები

1. სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით;

ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერტიფიკატის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), სერტიფიკატის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

2. სერტიფიკატის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდებები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.

3. სერტიფიკატი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და, დაწესებულების გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.

4. სერტიფიკატის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად, გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა.

5. სერტიფიკატზე უნდა მიეთითოს:

ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს სერტიფიკატის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) „სერტიფიკატი“;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

ვ) პირის მიერ ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (დღე, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე;

ზ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც მიაღწია ცალკეული მოდულებით განსაზღვრულ სწავლის შედეგებს;

თ) მითითება ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შესახებ და კრედიტების რაოდენობა, შესაბამისი მოდულის დასახელება და სარეგისტრაციო კოდი;

ი) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა.

კ) ადგილი, სადაც გაიცა სერტიფიკატი;

ლ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (დღე, თვე, წელი);

მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის/კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით არსებული შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);

ნ) პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი.

6. სერტიფიკატი ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას სერტიფიკატის გაცემის მომენტში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 24.02.2021 წ.

მუხლი 3. სერტიფიკატის დუბლიკატი

1. სერტიფიკატის დუბლიკატი (შემდგომში – დუბლიკატი) გაიცემა იმ პირზე, რომლის სერტიფიკატი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.

2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“ დაისმის როგორც ქართულ, ასევე იმ უცხოურ ენაზე, რომელ ენაზეც ივსება დაწესებულების მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა.

4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება სერტიფიკატის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. (ამოღებულია - 07.12.2023, №131/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.

მუხლი 4. სერტიფიკატის ფორმის, გაცემული სერტიფიკატისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს  ცენტრში.

2. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ატვირთოს სერტიფიკატის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე, ასახოს შემდეგი მონაცემები: სერტიფიკატის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 24.02.2021 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 08.12.2023 წ.


+
 

დანართი №6

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის დანართის ფორმა

1.  პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) დანართის რეკვიზიტები ქართულ ენაზე:

 

1.1.     კვალიფიკაციის მფლობელის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

1.1.1    გვარ(ებ)ი:

1.1.2    სახელ(ებ)ი:

1.1.3    დაბადების თარიღი: (დღე/თვე/წელი):

1.1.4    პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან კოდი (არსებობის შემთხვევაში):

 

1.2.     კვალიფიკაციის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

1.2.1    კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სწავლის სფერო(ები):

1.2.2    კვალიფიკაციის მიმნიჭებელი დაწესებულების დასახელება და სტატუსი:

1.2.3    იმ იურიდიული პირის (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შემთხვევაში) დასახელება და სტატუსი, რომელშიც განხორციელდა სწავლების პროცესი:

1.2.4    სწავლების ენა (ენები):

1.2.5    მოდულის ხანგრძლივობა (საათებში):

1.2.6    დაშვების წინაპირობა:

 

1.4.     ინფორმაცია შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე

1.4.1    სწავლების ფორმა:

1.4.2    მოდულის დეტალები: (მაგ., შესწავლილი მოდულები და ერთეულები) და მიღებული ინდივიდუალური ნიშნები/შეფასებები/კრედიტები: (თუ არსებობს, უნდა დაერთოს ოფიციალური ნიშნების ფურცელი (ტრანსკრიპტი)):

1.4.3    შეფასებების სისტემა და, თუ შესაძლებელია, შეფასებების განაწილების ინსტრუქცია:

 

1.5.     დამატებითი ინფორმაცია

            დამატებითი ინფორმაცია:

 

1.6.     დანართის დამოწმება

1.6.1    თარიღი:

1.6.2    ხელმოწერა/ხელმოწერები:

1.6.3    თანამდებობა:

1.6.4    ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის/კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით არსებული შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით):

 

2. სერტიფიკატის დანართის რეკვიზიტები ინგლისურ ენაზე:

 

2.1. INFORMATION IDENTIFYING THE HOLDER OF THE QUALIFICATION

2.1.1. Family name(s):

2.1.2. Given name(s):

2.1.3. Date of birth (day/month/ year):

2.1.4. Person identification number or code (if available):

 

 

2. 2. INFORMATION IDENTIFYING  THE QUALIFICATION

2.2.1. Qualification Learning area (s):

2.2.2. Name and status of awarding institution:

2.2.3. The title and status of a legal entity (in case of a work based learning) in which the teaching process was implemented:

2.2.4. teaching Language(s):

2.2.5 Official length of modul (in hours):

2.2.6 Access requirements(s):

 

2 .4. INFORMATION ON THE CONTENTS AND RESULTS GAINED

2.4.1. Mode of study:

2.4.2. Modul details: (e.g. modules or units studied), and the individual grades/marks/credits obtained: (if this information is available on an official transcript this should be used here):

2.4.3. Grading scheme and, if available, grade distribution guidance:

 

2.5. INFORMATION ON THE FUNCTION OF THE QUALIFICATION

2.5.1. Access to further study:

 

2.6. ADDITIONAL INFORMATION

Additional information:

 

2.7. CERTIFICATION OF THE SUPPLEMENT

2.7.1. Date:

2.7.2. Signature(s):

2.7.3. Position:

2.7.4. Official stamp or seal (in case of legal entity – institution of private law – voluntarily):

 


+
 

დანართი №7

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 30.09.2019წ.

საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური

მუხლი 1. საფასურის ოდენობა

ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია – 10 სამუშაო დღის განმავლობაში სტანდარტული წარმოებისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 100 (ასი) ლარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.

მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.

2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე.

3. თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტი გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.

4. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“, №99/ნ, 29.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017723 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4571769-4/