რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
|
დანართი
რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგია
ა) ხელი შეუწყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საქმიანობაში რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომის დანერგვას, ეკოლოგიური რისკებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზის გათვალისწინებით;
ბ) დაეხმაროს დეპარტამენტს რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრაში, პრიორიტეტების დადგენის ორგანიზაციული ასპექტების, კრიტერიუმებისა და ალგორითმების გამოყენებით.
ა) რისკი და რისკის შეფასება – მოიცავს ყველა ფაქტორს, რომელიც გათვალისწინებულია გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრისას და ფასდება პირობითი ქულებით. მეთოდოლოგიის მიზნებისთვის გამოყენებულია რისკის ორი კატეგორია:
ა.ა) ეკოლოგიური რისკები – რისკის შეფასება ეყრდნობა დაშვებას, რომ ზოგიერთ საქმიანობას, ტექნოლოგიურ პროცესს/წარმოებას, სხვა საქმიანობასთან შედარებით, გააჩნია პოტენციურად უფრო ძლიერი მავნე ზემოქმედება გარემოზე და საჭიროებს შედარებით ინტენსიურ კონტროლს;
ა.ბ) კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები – რისკის შეფასება, რომელიც დაკავშირებულია რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასთან.
ბ) მსხვილი ობიექტები – გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე ობიექტები, რომლებზეც გაცემულია გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა).
გ) გადაწყვეტილება – გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება).
დ) ლიცენზია – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზია (გარდა ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზირებისა).
ე) მცირე და საშუალო ობიექტები – ობიექტები, რომლებიც არ ხვდებიან „მსხვილი ობიექტების“ განმარტებაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
2. შემოწმებათა განხორციელების სიხშირის დადგენისას მხედველობაში მიიღება საქმიანობის პოტენციური რისკის დონე გარემოსათვის, ან კონკრეტული რეგულირების ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები (დანართი 4). შემოწმების სიხშირეზე შესაძლოა გავლენა იქონიონ სხვა ფაქტორებმაც, როგორიცაა: დეპარტამენტის პრიორიტეტები, საკანონმდებლო რეგულაციები, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები.
3. გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტები იყოფა რისკის სამ კატეგორიად: მაღალი, საშუალო და მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებად.
4. გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების სასურველი სიხშირე რისკების კატეგორიების შესაბამისად დგინდება შემდეგნაირად:
ა) მაღალი კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – ყოველწლიურად;
ბ) საშუალო კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 2 წელიწადში ერთხელ;
გ) მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 3-4 წელიწადში ერთხელ.
5. გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების მინიმალური რაოდენობა რისკის კატეგორიების მიხედვით, დეპარტამენტის ადამიანური და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით განისაზღვრება დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით ამ მეთოდოლოგიის დანართი 2-ის შესაბამისად.
6. დეპარტამენტი ყოველწლიურად განსაზღვრავს მცირე და საშუალო ობიექტების მიზნობრივი ინსპექტირების რაოდენობას. მცირე და საშუალო ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება საქმიანობის პრიორიტეტული სფეროს/მიმართულების, ტერიტორიის სპეციფიკის, ინსპექტირების შესაძლებლობების (ინსპექტორთა რაოდენობის, კონკრეტულ სფეროში კვალიფიკაციის, აღჭურვილობისა და სხვა ფაქტორების) გათვალისწინებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
ა) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა (შემდგომში – შემოწმებათა წლიური გეგმა), რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი;
ბ) შემოწმებათა წლიური გეგმის საფუძველზე შედგენილი დეპარტამენტის ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა-გრაფიკი.
ა) მსხვილი ობიექტები – ობიექტის დასახელება, ობიექტის საქმიანობის სახე, ადგილმდებარეობა, შემოწმების მიზანი, გადაწყვეტილების/ლიცენზიის ნომერი, შემოწმების განხორციელების პერიოდი (კვარტალი), შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) მცირე და საშუალო ობიექტები – პრიორიტეტული საქმიანობა, ინსპექტირების მიზანი, ობიექტების რაოდენობა, ინსპექტირების განხორციელების პერიოდი, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული და ინსპექტირებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
ა) საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების ანალიზი:
ა.ა) საშუალოვადიანი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
ა.ბ) ინსპექტორების რიცხოვნობა, კვალიფიკაცია.
ბ) რეგულირების ობიექტების სტრუქტურის ანალიზი:
ბ.ა) რეგულირების ობიექტების იდენტიფიცირება;
ბ.ბ) რეგულირების ობიექტების შესახებ მონაცემების (მათ შორის, ინფორმაცია გაცემული გადაწყვეტილების/ლიცენზიის შესახებ, განხორციელებული ინსპექტირებისა და გატარებული რეაგირების შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სხვა უწყებებიდან, რეგულირების ობიექტებიდან მიღებული ინფორმაცია და სხვა) უწყვეტი შეგროვება და განახლება.
გ) პრიორიტეტების მიმოხილვა:
გ.ა) დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული შესამოწმებელ საქმიანობათა პრიორიტეტული მიმართულებები და რისკ-ფაქტორები, როგორც მსხვილი, ისე მცირე/საშუალო ობიექტებისთვის, რომლებიც თანხმდება სამინისტროსთან;
გ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი პრიორიტეტები;
დ) შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობის შეფასება – რეგულირების ობიექტების შესახებ დეპარტამენტში არსებული მონაცემების საფუძველზე და რეგულირების ობიექტების რაოდენობიდან გამომდინარე, დეპარტამენტის ერთ სამოქმედო ტერიტორიაზე გაანგარიშებით შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური ოდენობის შეფასება როგორც მსხვილი ობიექტების, ისე მცირე და საშუალო ობიექტებისათვის, დანართი 2-ის შესაბამისად;
ე) შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტების განსაზღვრა:
ე.ა) დეპარტამენტში არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მსხვილი ობიექტის შემოწმება, შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად;
ე.ბ) მცირე და საშუალო ობიექტების ინსპექტირება, სულ მცირე, ორი პრიორიტეტული მიმართულებიდან, განხორციელდება ყოველწლიურად. ამასთან, არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მცირე და საშუალო ობიექტის ინსპექტირება, ინსპექტირებას დაქვემდებარებული ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ინსპექტირებას დაქვემდებარებული ობიექტები შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით (ელექტრონული პროგრამის მეშვეობით – მისი არსებობის შემთხვევაში).
ვ) შემოწმებათა ჩატარების სიხშირის განსაზღვრა:
ვ.ა) მეთოდოლოგიის საფუძველზე შეფასდება ეკოლოგიური რისკები და ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები რეგულირების ობიექტების მიხედვით;
ვ.ბ) განხორციელედება ობიექტების კატეგორიზაცია მაღალი, საშუალო და მცირე რისკის ობიექტებად, რის შემდგომაც შემოწმებები განხორციელდება ამ მეთოდიკით განსაზღვრული სიხშირით, დანართი 3-ის შესაბამისად;
ვ.გ) ამავე პროცესში განისაზღვრება გეგმური შემოწმების სახე (კომპლექსური, მიზნობრივი, შერჩევითი).
2. დასაშვებია წლიური გეგმის კორექტირება, დაგეგმვის განმსაზღვრელი პირობების, მათ შორის, კრიტერიუმებისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის შეცვლის, ან/და ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
2. რისკების შეფასების სისტემას საფუძვლად უდევს:
ა) ეკოლოგიური რისკის კრიტერიუმები, რომელთა განსაზღვრა შესაძლებელია მოხდეს კომპლექსურად, სხვადასხვა გამოკვლევებზე, შეფასებებზე, გადაწყვეტილების/სალიცენზიო და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით;
ბ) კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმები, რომელთა განსაზღვრა ხორციელდება ობიექტის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაციის, ინსპექტირების შედეგების, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების, სამინისტროს ან სხვა უწყებების/ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და საჩივრების საფუძველზე.
3. რეგულირების ობიექტის რისკის დონე (რისკის კატეგორია) და შემოწმების სიხშირე განისაზღვრება ამ კონკრეტული ობიექტისათვის ეკოლოგიური რისკისა და კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული პირობითი ქულების საერთო რაოდენობისა და დანართი 3-ის შესაბამისად.
4. რისკის მახასიათებელი პირობითი ქულების ჯამური მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) რისკ-ფაქტორთა პრიორიტეტულობის ცვლილებისა და ინსპექტირების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

ა) ეტაპი 1 – რეგულირების ობიექტების იდენტიფიცირება;
ბ) ეტაპი 2 – რეგულირების ობიექტების ეკოლოგიური რისკებისა და რეგულირების ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება პირობითი ქულებით ამ მეთოდოლოგიის მე-10, მე-11, მე-12 ან მე-13 მუხლების შესაბამისად;
დ) ეტაპი 3 – პირობითი ქულების გაანგარიშება დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების ან/და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით;
ე) ეტაპი 4 - გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტების განაწილება რისკების კატეგორიის მიხედვით, დანართი 3-ის შესაბამისად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
+
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-616
2019 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგია“.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
+
დანართი
რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგია
+
მუხლი 1. მეთოდოლოგიის მიზნები
მეთოდოლოგიის მიზნებია:
ა) ხელი შეუწყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საქმიანობაში რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომის დანერგვას, ეკოლოგიური რისკებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზის გათვალისწინებით;
ბ) დაეხმაროს დეპარტამენტს რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრაში, პრიორიტეტების დადგენის ორგანიზაციული ასპექტების, კრიტერიუმებისა და ალგორითმების გამოყენებით.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე მეთოდოლოგიის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რისკი და რისკის შეფასება – მოიცავს ყველა ფაქტორს, რომელიც გათვალისწინებულია გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრისას და ფასდება პირობითი ქულებით. მეთოდოლოგიის მიზნებისთვის გამოყენებულია რისკის ორი კატეგორია:
ა.ა) ეკოლოგიური რისკები – რისკის შეფასება ეყრდნობა დაშვებას, რომ ზოგიერთ საქმიანობას, ტექნოლოგიურ პროცესს/წარმოებას, სხვა საქმიანობასთან შედარებით, გააჩნია პოტენციურად უფრო ძლიერი მავნე ზემოქმედება გარემოზე და საჭიროებს შედარებით ინტენსიურ კონტროლს;
ა.ბ) კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები – რისკის შეფასება, რომელიც დაკავშირებულია რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასთან.
ბ) მსხვილი ობიექტები – გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე ობიექტები, რომლებზეც გაცემულია გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა).
გ) გადაწყვეტილება – გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება).
დ) ლიცენზია – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზია (გარდა ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზირებისა).
ე) „მცირე და საშუალო ობიექტები – გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული ობიექტები, რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და არ ხვდებიან „მსხვილი ობიექტების“ განმარტებაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-3 - ვებგვერდი, 16.01.2025წ.
+
მუხლი 3. გეგმური შემოწმების სახეები და სიხშირე
1. რეგულირების ობიექტების საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება იყოს კომპლექსური, მიზნობრივი, ასევე შერჩევითი (დიდი ფართობის მქონე ობიექტის შემოწმებისას). მიზნობრივი შემოწმება ხორციელდება კონკრეტული მოთხოვნების/ვალდებულებების შესრულების ან/და გარემოს ცალკეული კომპონენტების მდგომარეობის შესასწავლად.
2. შემოწმებათა განხორციელების სიხშირის დადგენისას მხედველობაში მიიღება საქმიანობის პოტენციური რისკის დონე გარემოსათვის, ან კონკრეტული რეგულირების ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები (დანართი 4). შემოწმების სიხშირეზე შესაძლოა გავლენა იქონიონ სხვა ფაქტორებმაც, როგორიცაა: დეპარტამენტის პრიორიტეტები, საკანონმდებლო რეგულაციები, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები.
4. გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების სასურველი სიხშირე რისკების კატეგორიების შესაბამისად დგინდება შემდეგნაირად:
3. მსხვილი ობიექტები იყოფა რისკის სამ კატეგორიად: მაღალი, საშუალო და მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებად.
4. მსხვილი ობიექტების შემოწმების სასურველი სიხშირე რისკების კატეგორიების შესაბამისად დგინდება შემდეგნაირად:
ა) მაღალი კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – ყოველწლიურად;
გ) მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 3-4 წელიწადში ერთხელ.
5. გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების მინიმალური რაოდენობა რისკის კატეგორიების მიხედვით, დეპარტამენტის ადამიანური და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით განისაზღვრება დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით ამ მეთოდოლოგიის დანართი 2-ის შესაბამისად.
ბ) საშუალო კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 2-3 წელიწადში ერთხელ;
გ) მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 3-5 წელიწადში ერთხელ.
5. მსხვილი ობიექტების შემოწმების მინიმალური რაოდენობა რისკის კატეგორიების მიხედვით, დეპარტამენტის ადამიანური და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით განისაზღვრება დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით ამ მეთოდოლოგიის დანართი 2-ის შესაბამისად.
6. დეპარტამენტი ყოველწლიურად განსაზღვრავს მცირე და საშუალო ობიექტების მიზნობრივი ინსპექტირების რაოდენობას. მცირე და საშუალო ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება საქმიანობის პრიორიტეტული სფეროს/მიმართულების, ტერიტორიის სპეციფიკის, ინსპექტირების შესაძლებლობების (ინსპექტორთა რაოდენობის, კონკრეტულ სფეროში კვალიფიკაციის, აღჭურვილობისა და სხვა ფაქტორების) გათვალისწინებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-3 - ვებგვერდი, 16.01.2025წ.
+
მუხლი 4. რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის ზოგადი სისტემა
1. რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის პროცესის საბოლოო შედეგი ითვალისწინებს შემდეგი დოკუმენტების მომზადებას:
ა) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა (შემდგომში – შემოწმებათა წლიური გეგმა), რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი;
ბ) შემოწმებათა წლიური გეგმის საფუძველზე შედგენილი დეპარტამენტის ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა-გრაფიკი;
გ) მცირე და საშუალო ობიექტების ინსპექტირების წლიური გეგმა – რომელიც თანხმდება დეპარტამენტის უფროსთან.
2. შემოწმებათა წლიური გეგმის პროექტის შედგენისას რეგულირების ობიექტების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ანგარიშის მომზადებას, შემოწმებათა წლიური გეგმის პროექტის შემუშავებას და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგს ახორციელებს დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახური, ხოლო შემოწმებათა წლიური გეგმის შემუშავების პროცესის კოორდინაციას და ზედამხედველობას ახორციელებს მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.
3. წლიური გეგმის პროექტი წარედგინება დეპარტამენტის ხელმძღვანელობას არაუგვიანეს ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
4. წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი ხორციელდება ელექტრონული ექსელის ცხრილის ფარგლებში შემოწმების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოკლე ინფორმაციის გაზიარებით, ხოლო წლიური გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში წარედგინება დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მომდევნო წლის პირველ კვარტალში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-3 - ვებგვერდი, 16.01.2025წ.
+
მუხლი 5. შემოწმებათა წლიური გეგმის შინაარსი
შემოწმებათა წლიურ გეგმაში (დანართი 1) აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მსხვილი ობიექტები – ობიექტის დასახელება, ობიექტის საქმიანობის სახე, ადგილმდებარეობა, შემოწმების მიზანი, გადაწყვეტილების/ლიცენზიის ნომერი, შემოწმების განხორციელების პერიოდი (კვარტალი), შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) მცირე და საშუალო ობიექტები – პრიორიტეტული საქმიანობა, ინსპექტირების მიზანი, ობიექტების რაოდენობა, ინსპექტირების განხორციელების პერიოდი, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული და ინსპექტირებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
+
მუხლი 6. გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის ეტაპები
1. გეგმიურ შემოწმებათა დაგეგმვა ხორციელდება შემდეგი პროცედურებისა და ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების ანალიზი:
ა.ა) საშუალოვადიანი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
ა.ბ) ინსპექტორების რიცხოვნობა, კვალიფიკაცია.
ბ) რეგულირების ობიექტების სტრუქტურის ანალიზი:
ბ.ა) რეგულირების ობიექტების იდენტიფიცირება;
ბ.ბ) რეგულირების ობიექტების შესახებ მონაცემების (მათ შორის, ინფორმაცია გაცემული გადაწყვეტილების/ლიცენზიის შესახებ, განხორციელებული ინსპექტირებისა და გატარებული რეაგირების შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სხვა უწყებებიდან, რეგულირების ობიექტებიდან მიღებული ინფორმაცია და სხვა) უწყვეტი შეგროვება და განახლება.
გ) პრიორიტეტების მიმოხილვა:
გ.ა) დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული შესამოწმებელ საქმიანობათა პრიორიტეტული მიმართულებები და რისკფაქტორები, როგორც მსხვილი, ისე მცირე/საშუალო ობიექტებისთვის, რომლებიც თანხმდება სამინისტროსთან ყოველი წლის 15 ოქტომბრამდე;“
გ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი პრიორიტეტები;
დ) შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობის შეფასება – რეგულირების ობიექტების შესახებ დეპარტამენტში არსებული მონაცემების საფუძველზე და რეგულირების ობიექტების რაოდენობიდან გამომდინარე, დეპარტამენტის ერთ სამოქმედო ტერიტორიაზე გაანგარიშებით შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური ოდენობის შეფასება როგორც მსხვილი ობიექტების, ისე მცირე და საშუალო ობიექტებისათვის, დანართი 2-ის შესაბამისად;
ე) შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტების განსაზღვრა:
ე.ა) დეპარტამენტში არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მსხვილი ობიექტის შემოწმება, შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად;
ე.ბ) მცირე და საშუალო ობიექტების ინსპექტირება, სულ მცირე, ორი პრიორიტეტული მიმართულებიდან, განხორციელდება ყოველწლიურად. ამასთან, არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მცირე და საშუალო ობიექტის ინსპექტირება, ინსპექტირებას დაქვემდებარებული ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ინსპექტირებას დაქვემდებარებული ობიექტები შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით (ელექტრონული პროგრამის მეშვეობით – მისი არსებობის შემთხვევაში) და/ან დამატებითი კრიტერიუმების გამოყენებით, რომელიც თანხმდება მთავარ სახელმწიფო ინსპექტორთან.
ვ) შემოწმებათა ჩატარების სიხშირის განსაზღვრა:
ვ.ა) მეთოდოლოგიის საფუძველზე შეფასდება ეკოლოგიური რისკები და ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები რეგულირების ობიექტების მიხედვით;
ვ.ბ) განხორციელედება ობიექტების კატეგორიზაცია მაღალი, საშუალო და მცირე რისკის ობიექტებად, რის შემდგომაც შემოწმებები განხორციელდება ამ მეთოდიკით განსაზღვრული სიხშირით, დანართი 3-ის შესაბამისად;
ვ.გ) ამავე პროცესში განისაზღვრება გეგმური შემოწმების სახე (კომპლექსური, მიზნობრივი, შერჩევითი).
2. დასაშვებია წლიური გეგმის კორექტირება, დაგეგმვის განმსაზღვრელი პირობების, მათ შორის, კრიტერიუმებისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის შეცვლის, ან/და ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-3 - ვებგვერდი, 16.01.2025წ.
+
მუხლი 7. შემოწმებათა წლიური გეგმის საჯაროობა
შემოწმებათა წლიური გეგმა საჯაროა და ექვემდებარება დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებას.
+
მუხლი 8. რისკების შეფასების სისტემა
1. რეგულირების ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის დასადგენად გამოიყენება პირობით ქულებზე დაფუძნებული რისკების შეფასების სისტემა.
2. რისკების შეფასების სისტემას საფუძვლად უდევს:
ა) ეკოლოგიური რისკის კრიტერიუმები, რომელთა განსაზღვრა შესაძლებელია მოხდეს კომპლექსურად, სხვადასხვა გამოკვლევებზე, შეფასებებზე, გადაწყვეტილების/სალიცენზიო და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით;
ბ) კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმები, რომელთა განსაზღვრა ხორციელდება ობიექტის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაციის, ინსპექტირების შედეგების, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების, სამინისტროს ან სხვა უწყებების/ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და საჩივრების საფუძველზე.
3. რეგულირების ობიექტის რისკის დონე (რისკის კატეგორია) და შემოწმების სიხშირე განისაზღვრება ამ კონკრეტული ობიექტისათვის ეკოლოგიური რისკისა და კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული პირობითი ქულების საერთო რაოდენობისა და დანართი 3-ის შესაბამისად.
4. რისკის მახასიათებელი პირობითი ქულების ჯამური მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) რისკ-ფაქტორთა პრიორიტეტულობის ცვლილებისა და ინსპექტირების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
5. პირობითი ქულების ერთნაირი ჯამური მაჩვენებელის მქონე ობიექტებიდან შესამოწმებელი ობიექტის შესარჩევად შესაძლებელია დამატებითი კრიტერიუმების გამოყენება შესაბამისი დასაბუთებით, რომელიც თანხმდება მთავარ სახელმწიფო ინსპექტორთან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-3 - ვებგვერდი, 16.01.2025წ.
+
მუხლი 9. შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის ეტაპები
შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:
ა) ეტაპი 1 – რეგულირების ობიექტების იდენტიფიცირება;
ბ) ეტაპი 2 – რეგულირების ობიექტების ეკოლოგიური რისკებისა და რეგულირების ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება პირობითი ქულებით ამ მეთოდოლოგიის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 მუხლების შესაბამისად, რომლის განახლება ხორციელდება 3-5 წელიწადში ერთხელ;
დ) ეტაპი 3 – პირობითი ქულების გაანგარიშება დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების ან/და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით;
ე) ეტაპი 4 - მსხვილი ობიექტების განაწილება რისკების კატეგორიის მიხედვით, დანართი 3-ის შესაბამისად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-3 - ვებგვერდი, 16.01.2025წ.
+
მუხლი 10. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები მსხვილი ობიექტებისთვის
მსხვილი ობიექტებისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 5-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-3 - ვებგვერდი, 16.01.2025წ.
+
მუხლი 11. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 6-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.
+
მუხლი 12. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის
სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 7-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.
+
მუხლი 13. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები თევზჭერის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის
თევზჭერის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 8-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.
+
მუხლი 14. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის
1. სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 9-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.
2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 10-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-3 - ვებგვერდი, 16.01.2025წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“, №2-616, 03.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016587 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4585840-1/